ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

ესპანეთი - საქართველოს (2:0) მატჩის შემდეგ სათქმელი ბევრი არაფერია, მაგრამ ობიექტური მსჯელობა აუცილებელია.

მატჩისწინაზე ნამატჩევს

ყოველთვის მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, შეხვედრამდე რა მოლოდინები და განწყობები არსებობდა, მერე ყველაფერი მწვრთნელს ან რომელიმე ფეხბურთელს რომ არ დავაბრალოთ.

პირველ რიგში, ესპანელთა სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, არასდროს გვითქვამს, რომ ეს შანსებს მკვეთრად გვიზრდიდა. "ფურია როხას" მთავარი ძალა გუნდურობაში, ბალანსსა და კონკურენციაშია. თუკი ვინმემ ჩათვალა, რომ სამ ქულასთან ახლოს ვიყავით, მწარედ შეცდა.

რაც გამოჩნდა, ვილი სანიოლს ასე არ ჩაუთვლია. ფრანგმა მწვრთნელმა საკუთარი და გუნდის გამოცდილებიდან ისწავლა და ესპანელებთან ისევ 4 მცველით არ წარსდგა. არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. გავიხსენეთ, როგორ ვითამაშეთ ესპანელებთან სხვადასხვა ფორმაციით და რა განსხვავება არსებობდა. მეორეა, რომ მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებები შედეგს ვერ მოიტანს და ამის ზუსტი რეცეპტი არც ჩვენ გვაქვს/შეგვითავაზებია.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო, თურქეთთან მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი დაპირისპირების წინ შემადგენლობა როგორ გადახალისდებოდა. ამას ახლადმომჯობინებული ხვიჩა კვარაცხელიაც ემატებოდა. ჩვენ თუ დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი ფეხბურთელების გამო ვფრთხილობდით, სანიოლმა ეს სიფრთილე არა მათი უთამაშებლობით, არამედ კონკრეტული დავალებებით დაძლია, არ ეუხეშათ და ჯარიმებს მორიდებოდნენ. ამას მატჩის შედეგის გადაწყვეტის შემდეგ ლიდერების მოხსნა მოჰყვა და მაინც დამტკიცდა ის, რასაც დაბეჯითებით ვამბობდით - ჩვენ გუნდს არ აქვს რესურსი მოკლე დროში ამ დონის ორ მოწინააღმდეგეს ბრძოლა გაუჩაღოს.

რა უნდა გაგვეკეთებინა?

სანიოლის დავალებებზე, ანუ იმაზე, რაც საკუთარი ყურით არ მოგვისმენია, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრებიდან თუ ესპანური მატჩის სცენარიდან გამომდინარე, ჩვენ გუნდს უნდა ეცადა, ბურთს მოიპოვებდა თუ არა, კვარაცხელია-მიქაუტაძის მეშვეობით სწრაფი შეტევა განეხორციელებინა, მაგრამ ამის სრულფასოვანი მცდელობა ფაქტობრივად, ერთხელ გამოვიდა, როცა "კვარა" დატრიალდა და უშუალო მეურვე პორო გააფრთხილებინა.

როგორ ვახერხებდით ევრო 2024-ზე უფრო მეტ და წარმატებულ კონტრშეტევას? - ჯერ ერთი, მოწინააღმდეგეებმა ჩვენი მთავარი იარაღი სრულფასოვნად შეისწავლეს და ესპანელთა მწვრთნელმა ეს არც დამალა და მეორე, სწრაფ იერიშებს ბურთის ცენტრში მოპოვება და შემდეგ შენი თავდამსხმელებისთვის კომფორტული სივრცის შექმნა უნდა მოჰყვეს. როგორც ჩანს, სანიოლმა რისკი მინიმუმამდე დაიყვანა და იმ ფონზე, როცა თანაბარ ქულებზე ბურთების ბალანსს უპირატესობა აქვს, ამ მოცემულობას გაუფრთხილდა.

არსებობდა სხვა გზა? - თეორიულად, ფეხბურთში ყველაფერი არსებობს, მაგრამ ის, რომ ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობაში დაეტოლო, ეს ფაქტობრივად, არავის გამოსდის. ეგ კი არა, გუნდს რომ ამოესუნთქა, ამის საშუალებაც არ გვეძლეოდა.

კვლავ ხუთმცველიანი ტაქტიკის დაბრუნებით სანიოლმა სცადა, მოსალოდნელ მასირებულ შემოტევებს უფრო მყარად დახვედროდა, ამავდროულად კი ფლანგებიდან შეტევა მეტად წარემართა, მაგრამ თუ ჩვენ მარცხენა და ესპანელთა მარჯვენა ფლანგს შევხედავდით, არც ერთი გამოგვივიდა და არც მეორე.

რა თქმა უნდა, როცა კვარაცხელია და მიქაუტაძე გყავს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, მაგრამ ესპანეთთან ამის შესრულებას სულ სხვა დონე სჭირდება.

არის ტრაგედია?

ესპანეთში წაგება, ვისთანაც თურქები შინ განადგურდნენ, ტრაგედია ვერ იქნება. ცუდი ისაა, ჩვენი საუკეთესოდ წარმოჩენილი მხარე რომ დავკარგეთ და ვერც ახალი მოვირგეთ ისე, როგორც საჭიროა. ბურთთან კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი თუ არ "დამეგობრდა", არაფერი გამოვა.

ტრაგედია არა, მაგრამ დიდი პრობლემაა ის, ჩვენი ბიჭების ნაწილს დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლიათ, რის გამოც მწვრთნელს ხან ერთი მხარისთვის უწევს უპირატესობის მინიჭება, ხან მეორესთვის(აქ ქეცბაიას ნათქვამი გაგახსენდებოდათ).

რა ამბიციებიც ჩვენ დავისახეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშო და ამისთვის "რეალის", "იუვენტუსის" თუ "ინტერის" გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომოლექტებულ თურქებს აჯობო, მეტია საჭირო, აბა უკვე მიღწეულ დონეს ვერავინ წაგვართმევს და საშუალოზე დაბალ გუნდებთან უსუსური მატჩებიც წარსულს ჩაბარდა.

რა იქნება თურქეთში?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული პრობლემები ნამდვილად ვერ ექნება, რადგან უხეშად და ცოტა არასასიამოვნოდ კი ჟღერს, მაგრამ "წასაგები წააგეს." ახლა მთავარია, გუნდი გადამწყვეტ და სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრას თურქეთში როგორ წარმართავს. როგორ წარმათავს მწვრთნელი თამაშს ისე, რომ საბოლოოდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ასეთი რანგის დაპირისპირებებში უკანმოუხედავი შეტევები ისედაც არ ხდება.

დიდი ალბათობით, სანიოლი 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება და მიუხედავად იმისა, სექტემბერში ამან არ გაამართლა, ფლანგზე კვლავ ლუკა ლოჩოშვილს ველით. ამის მიზეზები ზემოთაც განმვარტეთ, გოჩოლეიშვილი და აზაროვი უფრო შემტევები არიან, ვიდრე მცველები. გაგახსნებთ, ერთი თვის წინ, ლოჩოშვილის გასვლისა და აზაროვის შემოსვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ბევრად უკეთ ათამაშდა, მეტი თავისუფალი ზონა იპოვა და თითქოს ყველაფერი ხელის გულზე დევს, მაგრამ...

თურქებთან შინ კარგად შევიდა ნიკა გაგნიძე და ალბათ ქოჩორაშვილი-კიტეიშვილთნ ერთად ახლაც დაიწყებს, ზურიკო დავითაშვილი კი სასტარტოს დაუბრუნდება.

რა და როგორც არ უნდა დავგეგმოთ, მთავარი მაინც ჩვენი ლიდერების თამაშზე იქნება დამოკიდებული. ახლა გუნდს უფრო გამხნევება სჭირდება, დანარჩენი კი მერე ვთქვათ.

ვისით შეიძლებოდა შემადგენლობის გაძლიერება,ვინ გყავს, ესპანელებს რომ აჯობებს და არ ვიცით?რომ გვყავდეს,68 ადგილზე კი არ ვიქნებოდით,მსოფლიოში!თუ ვინმე გეგულება,არ დამალო,ნოემბერშიც დაგვჭირდებიან.

პირველი წრე დამთავრდა და ბურთების ბალანსი,ჩვენც და თურქებსაც ნულოვანი გვაქვს.მეორე წრეში საწყისი პირობები უკვე თურქებს აქვთ გაცილებით უკეთესი.ჯერ ერთი სამი ქულით გვისწრებენ და ჩვენთან არწაგებაც კი,უკვე თითქმის მეორე ადგილის ტოლფასია,ბულგარეთს სახლში იღებენ და გასვლაზე რომ ასე გააუბედურეს,სახლში ნებისმიერი ანგარიშით მოუგებენ,ეპანეთში კი,შეუძლიათ ჩვენსავით ავტობუსების პარკი დააყენონ კარის წინ და უკვე ჯგუფის გამარჯვებულ ესპანელებს,ცოტა უფრო ხისტად ეთამაშონ,რომ ფეხებს გაუფრთხილდნენ და არააუცილებელი ტრავმები არ აიკიდონ.ჩვენთვის ჯერ თურქეთში როგორი მოსაგებია და თუ შევძელით,ბულგარეთთან გასვლაზე განა რამდენით უნდა მოვიგოთ,რომ თურქებზე უპირატესობა მოვიპოვოთ?ბულგარეთს ქულა არა აქვს და ჩვენთან ყველაფერს დადებენ,რომ აიღონ!ესპანეთთან ძალების ბალანსი ვნახეთ და სად იქნება თამაში,არც მაგას უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა.აშკარაა,რომ საკმაოდ მცირე შანსები გვაქვს,მაგრამ სანამ გვაქვს,ყველაფერი უნდა ვეცადოთ და ბედის იმედი ვიქონიოთ.ბედი,პირველ რიგში თურქეთში გვჭირდება,თორემ თუ ვერ მოვიგეთ,მერე ყველაფერი აზრს დაჰკარგავს.ისევ და ისევ,კარგ თამაშს და იღბალს ვუსურვებ,ჩვენს ნაკრებს.

• ვაჟა მასწავლებელი

თამაში დაიწყო თუ არა ოთახში საშინელი სუნი წამოვიდა ტელევიზორიდან!? - დაფიქრების შემდეგ ძლივს მივხვდი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მამარდას გარდა არასწორად შერჩეული??? . . . . პამპერსები ეცვათ და სუნმა ალიკანტედან თბილისამდე მოაღწია!

• კიეზა

დღეს ესპანეთის ნაკრები საუკეთესო თუ არა სამეულშია..და დიახ ვერ მოსთხოვ ვერც ბიჭებს და ვერც მწვრთნეკს მოგებას..მაგრამ 80 წუთამდე ერთი შეტევა არ გვინახავს.როცა თავდასხმაში გყავს კვარა თუნდაც არა საუკეთესო ფორმაში და ბრწყინვალე ფორმაშუ ჟორჟი..ვერ დავიჩემებ ექსპერტობას..მაგრამ შემადგენლობის დაყენება კონკრეტული თამაშისთვის ყველაზე დიდი მინუსია სანიოლის..ჩემს აზრს ვიტყვი..მადლობა გაწეული სამსახურისათცის და გავუშვებდი..გაიზარდა ნაკრები და უფრო მაღალი დონის მწრთნელია საჭირო..ბიჭებს მადლობა და წარმატებები

• გურამ მოშორდი ნაკრებს. ოეეე დაბერდი.

ჩვენ კომენტარებს არც არავინ აგდებს რამეს და იქნებ სპორტალის ჟურნალისტმა რამე დაწეროთ კაშიას თამაშზე. მესმის რომ ასეთი რამ არ იქნება ლამაზი. მაგრამ ჩვენ ნაკრებს ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არა აქვს რომ ასეთი ბალასტები აიტანოს დაცვის ცენტრში. აღარ შეუძლია არაფრის მაქნისი აღარაა, დაჩაჩანაკებული მამაკაცის განსახიერებაა მინდორზე. ვერ ხტება, ვერ დარბის, სისწრაფეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. წადი რაა ვინ ხარ ბოლო ბოლო გურამა ხარ თუ შაშა კოლო რა @@@@ცი?

• ჰაჰა

ეხლა ვიპოვე ევროპალიგის რეიტინგი, 26-ე ვართ. მაგრამ ცხრილებს რომ გადავხედე 5 გუნდი გადის დღეის მდგომარეობით, ვისაც ჩვენზე ნაკლები რეიტინგია. აქედან გასვლის შანსი მიზერია.

• ერიჰაა

ლომინაძე რატომ არ ათამაშა? ფული აიღო თუ ჯერ მზად არ არი? მოდი ჯერ ამ კითხვას გავცეთ პასუხი.

• არსებობს სხვა გზა?

ყველა გზა კაშიამდე მიდის. ვაისი დვალიშვილს და ამისულაშვილს ვერ გაცდა, სანიოლი კაშიას და კვეკესკირს, ახლა უნიჭო მექვაბიშვილიც მიემატა. მე არ ვიძახი წაგება მხოლოდ კაშიას და მექვაბიშვილის ბრალია. უბრალოდ ვხედავ მათ ადგილზე სხა მინიმუმ უკეთ ითამაშებს. ლომინაძე განაცხადის მიღმა დატოვა სანიოლმა და მექვაბიშვილი ძირითადში ათამაშა, შემდეგ მამუჩიშვილით შეცვალა. ორივე ვიცით ნაკრებში რასაც წარმოადგენენ და ჩემი აზრით ლომინაძისათვის დრო უნდა მიეცა. უსახური თამაშიც ვერ ვაჩვენეთ და იქნებ ახალი სახე (ლომინაძე) მაინც დაგვემახსოვრებინა. მგონი ორივეს (მექვაბიშვილ, მამუჩიშვილს) სჭობია.

• ჰაჰა

შემდეგ ეტაპზე გადის 12 გამარჯვებული, აგრეთვე 12 მეორეადგილოსანი და 4 უეფას ნაციონალური ლიგის რეიტინგით 4 ყველაზე მაღალი. ჯამურად ეს არის 28 გუნდი. საინტერესოა საქართველო რეიტინგულად რომელ ადგილზეა? ა ჯგუფში და ბ ჯგუფში სულ 32 გუნდია. უნდა ვიფიქროთ რომ პირველ მეორე ადგილებზე აქედან 24-ვე გავა. შესაძლოა გამონაკლისებიც. ასეთი ერთი ან ორი იქნება. ანუ ჩემი ვარაუდით თუ ვართ რეიტინგში 26 გუნდში, მაშინ გავდივართ. ნაციონალურ ლიგაზე ჩვენ ჯგუფში ნე-3 ადგილზე გავედით, ანუ წესით მე-4 ებზე წინ ხომ უნდა ვიყოთ? ანუ ჩემი ვარაუდით 28 გუნდში ვართ. მაგრამ მოსალოდნელია ვინმე ჩვენს უკნიდან გავიდეს შესარჩევის ან პირდაპირ ან მე-2 ადგილზე. კარგი იქნება თუ ფედერაცია მოიკითხავს ჩვენ რეიტინგს. მე ვერსად ვიპოვე. ჰო, ეს მგონი სეიტინგია ვიდრე ჩვენ ვიცით-ფიფას რეიტინგი.

• მამედა

სხვა გზა ნაღდად არ არსებობს: ყველა გზა რომში მიდის....))))

• L.J.

Zedmetad ar "toxlot" da ar gaakritikot batoni vili??tragediaa aba raa 100 wutshi karisken rom ar ixedebi,edzebet saniolis gasasamartlebeli argumentebi(turqebi turme ganadgurdnen),ar gitydebat???

• კოფე გნებავთ?

ესპანელებივით პრესინგის თამაშს თუ არ ვისწავლით, თურქეთთან კი არა, მალე მონღოლებთანაც კი გაგვიჭირდება მოგება. ნახევარი გუნდი უკლასოა, რომელ წარმატებაზეა საუბარი? დონე არ გვაქვს, ნახეთ რომელ გუნდებში თამაშობენ ჩვენები და რომელში თურქები. ჟორჟი, ხვიჩა და მამარდა არ ითვლება.

"საქართველოსთან მატჩის წინ მეტოქეზე ეს კარგად ვიცოდით" - მიკელ ოიარსაბალი

"უფრო დიდი სხვაობით მოგება შეგვეძლო, მაგრამ... სანიოლის სიტყვებს ამაში გამოვიყენებთ" - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩის შემდეგ

"თავი არ დავხაროთ და ამ დაცემაზე ვისწავლოთ!" - ქოჩორაშვილი ესპანეთთან მატჩის შემდეგ

საუდის არაბეთის კლუბი ვინისიუს სანაცვლოდ 300 მილიონი ფუნტის გადახდაზე თანახმაა

ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მბაპე მოედანს მალე დაუბრუნდება

"მონაკოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება

ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია

ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა

საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

"ფეხბურთში ამ წესს შევცვლიდი" - ოლექსანდრ ზინჩენკო

ზაბარნის ტრანსფერმა სიტუაცია შეცვალა - კაპიტანი გუნდის დატოვებაზე

[VIDEO] სანდრომ ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" "ბოსტონი" ბოლო წამებზე დაამარცხა

[VIDEO] შენგელიას 12 ქულა - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "ვალენსია" დაამარცხა

საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა

"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა

"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს

[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში - საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა

საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა

U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!

ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა

ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა

საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?

ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება

[VIDEO] როდესაც თავს ზევით ძალა არაა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!

პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს

"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს

"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?

ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია