Youtube-ზე გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი ცნობილი ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების გასული 2 შეხვედრა შეაფასა. მან ვილი სანიოლის გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა, ფრანგ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან ჩვენს გუნდში თავისი თავი ამოწურა.

"მწვრთნელის როლი მაშინ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ფეხბურთელი მოწინააღმდეგისას ხარისხობრივად მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. მწვრთნელმა თავისი ტაქტიკის ხარჯზე ეს ჩამორჩენა მაქსიმალურად უნდა შეამციროს.

როდესაც ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი გყავს, მთავარია განწყობა და გუნდური სულისკვეთება. როდესაც გყავს მარტო 3 ტოპ ფეხბურთელი და დანარჩენი უფრო დაბალი დონის კლუბებში ასპარეზობენ, იქ მწვრთნელის პასუხისმგებლობა და როლი გაცილებით დიდია.

ამ თამაშებში დაგეგმვისას რაღაცა შეცდომები აშკარად ჩანდა. ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა. ვერაფრით ვერ გავიგებ, საქართველოს ნაკრების ყველაზე დაბალი ფეხბურთელი ყველაზე მაღალ თურქ ფეხბურთელს რატომ უნდა იყვანდეს და თანაც სტანდარტული თურქების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ეს ყოველივე ისე იყო დაგეგმილი, კრიტიკას ვერ უძლებდა.

მე თავად მაქვს კითხვა... ორ ჩამშლელი ფეხბურთელი, ქოჩორაშვილი და მექვაბიშვილი, რომლებიც კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი ძირითადი უნარები არის მოწინააღმდეგის იერიშების ჩაშლა და ეპიზოდურად საჯარიმოში, რომ შეირბენს, მომენტი შექმნას.

კიტეიშვილი პირიქითაა... უფრო მეტად შემტევია და დავინახე, რომ ყოველივე პირიქით იყო. კიტეიშვილს უფრო მეტად დაცვითი ფუნქციები ჰქონდა და იყო ცენტრალური მცველების წინ და აკეთებდა იმას, რაც უფრო ცუდად გამოსდის, ეს ორი ჩამშლელი ფეხბურთელი აკეთებდა იმას, რაც ასევე ცუდად გამოსდის. მათი ძლიერი მხარეები არ იყო კარგად გამოყენებული.

ეს არ არის უმაღლესი სამწვრთნელო საფეხური. ასეთი კითხვა ნებისმიერ გულშემატკივარს შესაძლოა, გაუჩნდეს. თურქეთთან გვინდოდა, რომ პრესინგი ზევით გაგვეკეთებინა, მაგრამ მთელი თამაში ამას ვერ იზამ.

შენ თუ ბურთი არ შეინახე და ნახევარმცველი არ დაასვენე, არაფერი გამოვა... წინ კი ბურთის შენარჩუნება ჩვენს ორ ჩამშლელს ევალებოდა. ყველაფერი პირიქით, რომ გაგვეკეთებინა და ეს პოზიციები შეცვლილიყო, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა.

იგივე გოჩოლეიშვილი... მარცხენა ფეხი მაგის მთავარი სამუშაო იარაღი არ არის. მარჯვნივ ბევრად უკეთესად თამაშობს. მარცხნივ შეტევაში, რომ აყენებ, ცალსახად კაცს იკლებ. მარტო გოჩოლეიშვილს კი არ იკლებ, იკლებ კვარაცხელიასაც, რომელიც სწორედ გოჩოლეიშვილმა უნდა მოამარაგოს.

როდესაც მწვრთნელები ლიცენზიას ვიღებდით, პრო ლიცენზიამდე A ლიცენზიის სემინარი იყო და იქ იყო სესია, სადაც განიხილებოდა სათამაშო სისტემები. თუ რომელ სისტემას რომელი შეგიძლია დაუპირისპირო. თანამედროვე ფეხბურთში ტაქტიკას და სტრატეგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ეს არ არის უმაღლესი მათემატიკა. უდიდესი მადლობა ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის და იმ ემოციებისთვის, რომელიც მან მოგვანიჭა. ჩემი მოკრძალებული გამოცდილებით, სად მისი "ბექგრაუნდი" და სად ჩემი, მაგრამ ვერ დავეთანხმები. ლექციებს მასზე გამოცდილი მწვრთნელები გვიკითხავდნენ და მე თავადაც, რომ ვუყურებ, რაღაცა დონეზე ანალიზის უნარი მეც ხომ მაქვს, ტაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვის წინააღმდეგ რა უნდა დააყენო, ეს უნდა იცოდე, თორემ კარგ განწყობას, რომ ქმნის და გუნდი შეაკავშირა, ეგ ეყო იმ დავალების და ამოცანის შესრულებას. თავიდან, როდესაც შენგან არ ელოდებიან, სიურპრიზებს, ადვილია შედეგს მიაღწიო, მაგრამ როდესაც თამასას აწევ და შენს მისამართით ინტერესი იზრდება, მოწინააღმდეგე უფრო მეტად გსწავლობს. იგივე ამოცანის შესრულება უფრო მეტად რთულდება და უფრო მეტი გამოცდილება სჭირდება, როგორც ჩანს.

ჩემი აზრით, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში თავისი თავი ამოწურა. მე არ ვიცი მოვლენები როგორ გაგრძელდება, მაგრამ რაც სანიოლმა გააკეთა, უდიდეს მადლობას ვეტყვი, მაგრამ მგონია, რომ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება", - თქვა დევდარიანმა.

lasha
ფედერაციამ დაუდო არასწორი კონტრაქტი. ამ ციკლის მერე უნდა ამოწურულიყო ან პუნქტი -ცუდი შედეგით გაშვება. მწვრთნელი რომ 2 შესარჩევს წააგებს. ბოლოდან მეორეზე გაგიყვანს და მთლად უარესი 2 თამაშში კარში ვერ დაარტყამს ნაკრები. აქ ორი აზრი არც უნდა იყოს რო გასაშვებია. მარა რა ერიც ვართ ისაა მწვრთნელი. ამის მიუხედავადაც ბევრი დამცველი ყავს. აქაოდა რა ქნას მწვრთნელმა ფეხბურთელებმა თამაში არ იციანო. ანუ საკუთარ ფეხბურთელებს აგინებენ სანიოლის დასაცავად :)
egrea ს
ქართველები რამის აზრზე რომ ვიყოთ წარსულით არ ვიცხოვრებდით ყველაფერში. რას ქვია გაგვიყვანა ? ანუ ამის გამო კიდევ 20 წელი იყოს? ჩვენ რო ჭკუა გვქონიდა როგორც კი ევროპა მორჩა ეგრევე უნდა გაგვეშვა ეს კაცი მაგრამ არ იცი ქართველო არც სპორტი არც პოლიტიკა არც რელიგია არც ცხოვრება ჩვენ ვართ ჩვეულებრივი რადიკალი ფანატები რომლებიც ტვინის მაგივრად სხვა რამით ვჯღებთ გადაწყვეტილებებს .. მიშაის გამო შეგვიძლია კიდევ 40 ეელი მძ111ერში ვიჯდეთ ანუ წარსულის სიკეთეების ან სიბოროტეების გამო მომავალს ვინგრევთ ყოველთვის აი ასეთი ერი ვართ ჩვენ
იურგენ კლოპი.
მალე ჩამოვალ და ჩავუდგები საქ. ნაკრებს სათავეში! საქრთველოს გაუმარდჟობს! არა უშავს ქართულს ვისწავლი და მერე გამართულად ვიტყვი.
MIRO
ნუ დაიწყებთ ეხლა,სანიოლმა ეს გვიქნა,ის გვიქნა.ანჩელოტიმ ყველაფერი მოაგებინა რეალს,რაც შეიძლებოდა,მაგრამ მადლობა უთხრეს და გაუშვეს,რადგან ახალი ხედვა იყო საჭირო.უმადურები არ ვართ,მადლობა დიდი სანიოლის,მაგრამ ფაქტია,რომ მეტს ვერ ქაჩავს.პროფესიონლი,გამოცდილი მწვრთნელის ხელში 4 დან 3 თამაშს არ წავაგებდით.შემადგენლობა გვყავს ისეთი,რომელსაც შეუძლია სერიოზული შედეგების დადება,სჭირდება საჭირო დონის მწვრთნელი. PS.ბერძნებთან ერთი ორ ისეთ მომენტს გადავურჩით,რომ გაეტანათ მერე ვნახავდით რა ეპითეტებს დაიმსხურებდა სანიოლი.
ზურა
მართალია ეს კაცი.ჩვენზე უფრო ძლიერ გუნდებთან არ მოგვიგია.უმოტივაციო პორტუგალიის გარდა
ეგრეა
სანიოლმა პირველად საქართველოს ისტორიაში გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, გვასახელა,დევდარიანმა სად გაგვიყვანა, ბოდიში რა მოიგო,
სანიოლი
თქვე უმადურებო!
პაატა
ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები რომ გვყავს,რომელთა შესაძლებლობები ვნახეთ სპალეტის,ლუის ენრიკეს და სხვა მაღალი დონის მწვრთნელების ხელში, რომლებმაც იციან თავიანთი შეგირდებისგან როგორ მიიღონ შედეგი,, როგორ დაადებინონ თამაშში თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი, თან ისე, რომ ფეხბურთელი სიამოვნებას იღებს თამაშით, ანუ, ტაქტიკაც შესაბამისი აქვს, გუნდში ერთიანობა და სამართლიანობას იცავს და ა.შ. სანიოლი არა მგონია ზემოთჩამოთვლილ მწვრთნელთა რიგებს ეკუთვნოდეს, ამიტომაც, დიდი მადლობა მას და ფეხბურთელებს, რომ ამხელა ბედნიერება მოგვანიჭეს გასული წარმატებებით, მაგრამ როგორც ის წარმატებები გასრულდა, ისე გასრულდა ალბათ სანიოლის ეპოქა და დადგა ახალი. უფრო მაღალი დონის მწვრთნელის და ასეთივე სტაფის ჯერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მადლობა მუსიე სანიოლ, თქვენ უკვე ჩაეწერეთ მდიდარი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნისსაფეხბურთო ისტორიაში... ჩვენ კი ახლა სიახლე აუცილებლად გვჭირდება!
იკა
მეც ვფიქრობ რომ სანიოლმა თავის თავი ნაკრებში ამოწურა, ფსიქოლოგიური ფაქტორია
davit
სანიოლის ძლიერ და სუსტ მხარეებზე არ დავიწყებ დროის ხარჯვას: ყველამ ისედაც ყველაფერი ნახა. აქ საქმე სხვა რამეშია: წაგებული თამაშების მერე(განსაკუთრებით თურქეთთან) სახეზე ეწერა ყველაფერი: როგორი ღიმილიანი ბაასობდა თამაშის მერე ჩალხანოღლუსთან და როგორ ღიმილიანად მიულოცა მერე მოგება მონტელას. ასე მგონია სულ ერთი იყო მისთვის მოვიგებდით თუ წავაგებდით. კი უნდა მიულოცო, როგორ არა მაგრამ ყველაფერი სახეზე გაწერია. ესეთი მენტალობის მწვთნელი სიკეთეს აღარ მოიტანს
Lelo
Აბსოლიტურად სიმართლეს ამბობს დევდარიანი, სანიოლი არ არის ის ადამიანი მადლობა დიდი რაც აქამდე გააკეთა,გუნდს აწი ახალი მწვრთნელი ჭირდება.
ვეთანხმები აქ კომენტარებს
დვალიშვილი იყო და არის ოროსანი წარუმატებელი და ნაკრების თილისმა გახდა. რომელი სტრატეგი ეგ მყავს სანიოლს რომ არიგებს ჭკუაზე? აბა გვერდში რომ უზის თამაშის დროს ანიკდოტებს უყვება? მოთამაშე ვითომ ფორვარდი ნაკრებიდან ძლივს მოვიშორეთ და ახლა მოუშორებელი ჭირი გახდა ეს უნამუსო პიროვნება.
დიმო
რა გაუტრაკეთ მაგ კაცს საქმე 😂😂😂 არ არის ეგ ლადო დვალიშვილი, ეგ კაცი ადელ ჩადლია სანიოლის თანაშემწეა. ჰგავს უბრალოდ დვალიშვილს😂😂😂
llcl
ლადო დვალიშვილი ჩემთვის ასოცირდება წარუმატებლობასთან და მარცხთან, თავდასხმელმა, რომელმაც ნაკრებში 9 წლიანი "მოღვაწეოპის" პერიოდში გაიტანა 5 გოლი, აქედან 3 ამხანაგურში, როცა ლევანდოვსკიმ 9 წუთში გაიტანა 5 გოლი)))))))) მაგრამ მთავარია ბეტონის ჯუნგლების მერიკოს ბანდის ახლობელი იყო და ყველაფერი მოსულა!
ქუთაისელი
სანიოლი გასაშვები იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. საფრანგეთის ლიგა 2-ის დონის მწვრთნელი იმიტომ გვყავდა, რომ მაგ დროს ლიგა 2-იც სანატრელი იყო. ევროს შემდეგ უკვე არ შეესაბამებოდა ჩვენი ფეხბურთელების დონე სანიოლის დონეს. ანუ საუკეთესო ნაკრები ისტორიაში სანიოლს უნდა შევწიროთ? ყველაზე კარგი იქნებოდა ახლავე გათავისუფლება - რომ ახალ მწვრთნელს ნახევარი სეზონი მაინც ჰქონდეს გუნდის ასაწყობად, სისტემის დასატესტად. მაგრამ, მიხვდება ამდენს ფედერაცია? არა მგონია.
ნაკრებს მწვრთნელი არ ყავდა ბოლო 2 თამაში.
უბრალო გულშემატკივრებიც ვხედავთ სანიოლის სისუსტეებს არ უნდა სპეციალისტი. მაგრამ კობის (სტაფს, ბანდას) აწყობს სანიოლი ნაკრებში და არავინ გაუშვებს. ფედედაციას არ აწყობს მწვრთნელი ვისზე ზეგავლენაც ვერ ექნებათ. ამიტომ იყო ვაისი ჩავარდნის შემდეგაც რომ დატოვეს და ახლაც იგივე განმეორდება. ნაკრებს უნდა ისეთი მწვრთნელი გვერდზე დვალიშვილი რომ არ ეჯდება და სტაფში ხიზანიშვილი რომ არ ეყოლება. გეკითხებით რა უნდა მისცენ ამათ (დვალიშვილმა, ხიზანიშვილმა) ნაკრებს? კარგ მწვრთნელს თავისი სტაფი უნდა ყავდეს.
Kaxa
გეთანხმები გიორგი. მართლა ამოწურა და დროა ახალი მწვრთნელი მოვიდეს. რაც გააკეთა ყველანი მადლობები ვართ და ღმერთმა წარმატებები არ მოაკლოს.
lasha
მორჩით მაგაზე ოცენბას რომ ესენი სანიოლს შეცვლიან :) მახსოვს ვაისმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო ჯგუფსი და კობიაშვილმა კონტრაქტი გაუგრძელა კმაყოფილი ვარ შედეგითო. ანუ ვერცერთი თამაში რო ვერ მოიგო ამით ყოფილა კმაყოფილი. ასე რომ ამ სანიოლსაც დატოვებს. ნაკრები ხო დაკარგა შანსი. აი ნახავთ არაფერს შეცვლის. ისევ იმ სემადგენლობას დააყენებს. ხო შეიძლება გამოცადოს ახალი ბიჭები, ახალი სახეები ნახოს. რამე ტაქტიკა შეცვალოს. ნახავთ რომ არაფერს შეცვლის. არც იცის სხვა რამე და რა უნდა შეცვალოს :) ელემენტარულია. უნდა მიბაძო იმას ვინც შედეგს აღწევს და იმარჯვებს. ასეთი არის პსჟ. რა ფეხბურთს თამაშობს ეს გუნდი. ძირითად აქცენტს ახდენს ნახევარდაცვაზე. თამაშობს ცრუ 9 იანით. კავარაცხელიაც დაწეულია და დაცვაზეა როიენტირებული. ანუ რავიცი. ჩვენ უფრო მაგრები ვართ 3 თავდამსხმელით რომ ვთამაშობთ და სანიოლი ენრიკეზე გულადია? უბრალოდ ამ კაცმა არაფერი არ იცის. მემერჯვენეს მარცხვინ აყენებს. ცენტრალურ მცველს ფლანგზე. გამთამაშებელს ჩამშლელად. ნახევარ დაცვას 3 კაცის ანაბარა ტოვებს. თუმცა რას ვწერ. არაფერი შეიცვლება
დათო
აბსოლუტურად სწორი ანალიზია. ეგებ სპალეტი მოგვეწვია? ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა.
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ოფიციალურად: შვედეთის ნაკრები გრემ პოტერს ჩააბარეს
დღეს - კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე "სიტის" დასამწუხრებლად
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა