„საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა. საუბარია ყველა სპორტის სახეობაზე და არა მხოლოდ რაგბზე. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივისთვის. მათი სურვილია, რომ სპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. გასაგებია, რომ ყველა სოფელსა თუ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით მიდის“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც უახლოეს პერიოდში თბილისსა და რეგიონებში 12 ხელოვნურსაფარიანი და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი უნდა მოეწყოს:

„უკვე მიმდინარეობს ტენდერის გამოცხადების პროცედურები. დგინდება ტექნიკური დეტალები და ვფიქრობ მოედნების მშენებლობის ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ჩვენ შევიმუშავეთ მოედნების კონკრეტული სტანდარტი, რომლის მშენებლობა სირთულეს არ წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით მოედნები ექსპლუატაციაში მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა შევიდეს“.

„ჩვენი მიზანია, რომ ამ პერიოდში მოხდეს მწვრთნელების გადამზადება, რათა ახალ მოედნებზე მისულ ბავშვებს პროფესიონალი სპეციალისტები დავახვედროთ, რომლებიც ბავშვებს აზიარებენ რაგბის ფასეულობებს. ეს ბავშვებს დაეხმარება პიროვნების ჩამოყალიბებაში და დარწმუნებული ვარ ამ მოედნებზე აღიზრდებიან პატრიოტი ქართველები“.

ხელოვნურსაფარიანი მოედნები აშენდება თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, საჩხერეში, ყაზბეგში, ლენტეხში, ამბროლაურში, სურამში და ცაგერში (ორბელი-ლაჯანა). გარდა ამისა, 2 ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ქუთაისსა და წყალტუბოში (გუმბრა).

სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები საგარეჯოს, ხაშურის, ოზურგეთისა და ბოლნისისთვის. თბილისში, ვარკეთილში კი დაგეგმილია ბუნებრივსაფრიანი სტადიონის პროექტირება, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.

„ლოკაციები სარაგბო კერების მიხედვით შეირჩა, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტები ამით არ სრულდება ეტაპობრივად სხვა ლოკაციებიც დაგვემატება“ - აღნიშნავს კაჭარავა და განაგრძობს:

„აქცენტი კეთდება მულტიფუნქციურ მოედნებზე და ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსთავის 8-ათასიანი სტადიონი, რომელსაც რაგბი და ფეხბურთი ერთად გამოვიყენებთ. ჩვენ ვცდილობთ ნაკრებისა და თუ ‘შავი ლომის’ თამაშების რეგიონებში გატანას, რათა იმ ახალგაზრდებსაც ქონდეთ თამაშების ხილვის შესაძლებლობა, რომლებიც დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ“.

Rugby.ge

ლაშა
ცოტა უკლია დავით აღმაშენებლამდე ამის უფროსმა ხომ ააშენა საქართველო და ეს ააყვავებს
ინჟინერი
ნამდვილი დავით აღმაშენენელია.
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" მორიგი მატჩი მოიგო
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს