ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ბაიერნის“ ფეხბურთელები პსჟ-სთან ძალიან ხისტად თამაშობდნენ, ეს არ იყო უხეშობის ზღვარზე მოქმედება, უბრალოდ ნადირობა და მეტოქეთა დაშინება და მწყობრიდან გამოყვანა გახლდათ.

ხვიჩა კვარაცხელია ორჯერ გადაურჩა ტრავმას, პირველი ტაიმის დასასრულს კი ლუის დიასმა უკნიდან ვარდნაში მოცელა აშრაფ ჰაკიმი და გაძევეს. ის ანტუან გრიზმანის შემდეგ ბოლო 10 წელიწადში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე დუბლი შეასრულა და წითელი ბარათი მიიღო, - იტყობინება Squawka.

ჰაკიმიმ თანგუნდელების დახმარებით თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი, დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გიარა და „მარკას“ ცნობით, დაახლოებით ორი თვე მოუწევს უქმობა. 21 დეკემბერს მაროკოში სტარტს აიღებს აფრიკის თასის გათამაშება და აშრაფის მასში მონაწილეობა ძალიან საეჭვოა. მაროკო ტურნირს 1988 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს და ჰაკიმის ტრავმა მძიმე დანაკლისი იქნება. Hebdo International-ი წერს, რომ ის ქვეყნის სიმბოლო, გულშემატკივართა იმედია და ახლა ყველა დამაიმედებელი ცნობის მოლოდინშია.

ლუის დიასმა თავის „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა: „ეს ემოციებით აღსავსე ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი იყო. 90 წუთის მანძილზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა მარტო კარგი, არამედ ცუდიც. ვწუხვარ, რომ მატჩის დასრულება ვერ მოვახერხე, თუმცა ვამაყობ ჩემი თანაგუნდელების ძალისხმევით, რომლებმაც გამარჯვების მოსაპოვებლად თავი არ დაზოგეს. ასევე მინდა აშრაფ ჰაკიმის გამოჯანმრთელება და მოედანზე მალე დაბრუნება ვუსურვო“.

კომენტარი „რეკორდმაისტერის“ მცველმა იოსიპ სტანიშიჩმა გააკეთა: „ლუის დიასს ეს განზრახ არ გაუკეთებია. ჩვენ მას მადლობა გადავუხადეთ (იცინის). მე ვხუმრობ! ვხუმრობ! ის ჩვენსავით ბედნიერი იყო“. ხორვატის ნათქვამმა პსჟ-სა და მაროკოელი ქომაგების აღშფოთება გამოიწვია.

ლუის დიასს, ალბათ, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან, ხოლო ჰაკიმი უცნობია როდის ჩადგება მწყობრში.

მოსკოვის დინამოელი მცველები,წინადან უვარდებოდნენ ხოლმე ფეხებში გუცაევს,როცა ის მოტყუებაზე მიდიოდა.ერთი ფეხი,წვივის სიმაღლეზე ეჭირათ,მეორე კი,საზარდულის,რომ ვოვა მაღლიდან ვერ გადახტომოდა.გუცაევი ან უნდა შეჩერებულიყო,ან კიდევ დარტყმა მიეღო.მხოლოდ გუცაევი კი,არა,ნებისმიერი ფეხბურთელის მხრიდან მოტყუების მცდელობას,ასე ხვდებოდნენ და მსაჯიც უსტვენდა ჯარიმებს,თუმცა უკვე მატჩის მიწურულს,რომელიმეს,მხოლოდ ერთს გააფრთხილებდა და მაგით მთავრდებოდა უხეშობასთან ბრძოლა. რამდენიმე წლის წინ,დინამომ მეორედ რომ მოიგო თასი და მოსკოვის დინამო დაამარცხა,იმის პერიპეტიების გახსენების მიზნით,მოსკოველების გზა მოვიძიე,ფინალამდე და ეს დამრჩა მეხსიერებაში.მგონი ნახევარფინალში,პირველ ლიგელ ლვოვის კარპატისთან საგაზეთო ანგარიშს გადავაწყდი.მოედანზე ტალახი იყო და ხშირად ჯარიმდებოდნენ,ამიტომ ჯარიმების თვლა დავიწყე და უკვე პირველ ტაიმში,40 ჯარიმას რომ გადასცდნენ,სათვალავი ამერია და თვლა შევწყვიტეო!რაც გინდა ტალახი იყოს,40 ჯარიმას რომ ტაიმზე ნაკლებ დროში გააკეთებენ,რა ფეხბურთზე უნდა იყოს იქ ლაპარაკი?!
კოლხი
ვფიქრობ სამი მატჩით დისკვალიფიკაცია კი არ უნდა იყოს სასჯელი, იმდენი მატჩი უნდა გამოატოვებინონ რამდენსაც მის მიერ დაშავებული ფეხბურთელები გამოტოვებს ტრამვის გამო.
zura222
საერთოდ ძალიან უნდა გამკაცრდეს ყასბების წინააღმდეგ ბრძოლა და გუნდებმა უნდა უჩივლონ იმ ყასაბს ვინც მათ ფეხბურთელს დაამტვრევს და მკურნალობის ფული ცალკე და კომპენსაცია ცალკე მოითხოვოს !და რომ ნახავენ ის ყასბები რომ მათ ჯიბეს მაგრა დაარტყამს მათი არაკაცობა მერე იკადრებენ და შეეშვებიან ყასბობას ! ამას წინათ გუცაევის ინტერვიუ წავიკითხე და თურმე ის კასტალომები რომ ყავდაო მოსკოვის დინამოს ნოვიკოვი ნიკუკლინი და ბუბნოვი თურმე იმათ თამაშის წინ ავარჯიშებდნენ "მწვრთნელები" როგორ და სად უნდა ჩაერტყათ თბილისელი დინამოელებისთვის !@ და თურმე ადრე ოდესის ჩერნომორეცის "ფეხბურთელმა" შერბაკოვმა ფეხი მოტეხა გრიშა ცაავას და ისეთი საშინელი სანახაობა ყოფილა რომ შევარდნაძე რომ უყურებდა თამაშს დაცვას უთქვამს ცუდად გახდაო და სიგარეტი მოითხოვაო როცა ცხოვრებაში არ მოუწევიაო ! და ალბათ შევარდნაძის რჩევით დინამომ უჩივლა იმ შერბაკოვს არა მარტო ფედერაციაში არამედ პროკურატურაშიც! და შეშინებულმა შერბაკოვმა საჩუქრებით მიაკითხა ცაავას საავადმყოფოში და ბოდიშები უხადა ჟურნალისტების თვალწინ (მოამბეშიც ყოფილა ეგ სიუჟეტი) და ცაავამ და დინამომ აპატიეს @ დაპრინციპშიიმფეხის მოტეხვამ შეიწირა ცაავას კარიერა @ აი ასე უნდა იყოს ეხლაც 5 უნდა უჩივლონ გუნდებმა ყასბებს და დიდი კომპენსაციები გადაახდევინონ თორემ წითელით და 1-2-3 თამაშით დასჯით ვერაფერს ვერ მიაღწევენ ! გახსოვთ აიაქსელმა ტადიჩმა ხვიჩას კოჭში რომ ჩაარტყა სპეციალურად @ და გამეორებით რომ აჩვენეს ისეთი საშინელება ჩანდა ხვიჩას ისე გადაუტრიალდა კოჭი რომ 100 დან 99 იფიქრებდა ასიანი მოტეხა კოჭიო @ კედლის იქედან მეზობლების გმინვა-კივილი გავიდგე და მეც ჩავთვალე რომ მორჩაა დამთავრდა კვარას ფეხბურთი უკეთეს შემთხვევაში შეიძლება 2-3 წლის მერე დაბრუნდეს იმის ნახევარიც არა რაც ეხლაა მეთქი (კოჭის მოტეხვა ხუმრობა არაა ყველაზე მძიმე ტრავმაა) მადლობა ღმერთს ხვიჩას ძლიერი ძვლები და სახსრები აქვს და გადარჩა მაშინ არადა რაც მაგას ურტყამენ და აბიჯებენ სხვა აქამდე ინვალიდი დარჩებოდა!
zura222
შენ ბაიერნო მუსიალა თვითონ წავიდა ბრმა ხარივით იმ კლიტეში თვითონ ჩადგა ფეხი და არცერთს არ უნდოდა მისი დამტვრევა და შენები კი აშკარად ნადირობდნენ პსჟ-ს ფეხბურთელებზე

ბაიერნმ რომ აჯობა გამორიცხავს იმას რომ ძალიან ხისტად თამაშობდნენ? კომენტარის დანარჩენი ნაწილის ავრტორს ეჭვი მაქვს ფეხბურთი საერთოდ არ გაგეგება. პ.ს. ვინ გდია პსჟ გადაავლე 2024-2025 სეზონს თვალი და ეს თუ "გდია" დანარჩენები სად ბრძანდებოდნენ იქნებ გაარკვიო.
დავით 67
ქოცურ საიტს მივმართავ. აღკვეთეთ ზოგიერთი იმბეცილის შეურაცხყოფა ხვიჩას მიმართ. მან ფეხბურთის გარდა უამრავი სიკეთე მოუტანა ქვეყანას.
დავით 67
მივმართავ ქოცურ საიტს! აღკვეთეთ ზოგიერთი იმბეცილის შეურაცხყოფა ხვიჩას მიმართ.მან გარდა ფეხბურთის უამრავი სიკეთე მოუტანა ქვეყანას
ლელო
ქოცური საიტისგან სხვას რას ელით?
დ
40 წელია ბაიერნის ქომაგი ვარ, მაგრამ იმ ქართველის დდშვ, ვისაც აბრმავებს ვაიგულშემატკივრობა და ბაიერნს უჭერს მხარს მაშინ, როცა ის ქართველის გუნდს ეთამაშება. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. თქვენ არც საქართველო გიყვართ და არც ფეხბურთი, ხართ გაუგებარი და წარუმატებელი ხალხი ცხოვრებაში. неудачники сранные
Ზე
Წაით ბიძია იფხანეთ რა!
ბუხუტი
ნადირობა არ ხოცვა ბენზოხერხით. ამხელა საიტი, ასეთ იაფფასიან ტრიუკებს კადრულობს. აჯობა ბაიერნმა და ვერც პსჟ-მ ითამაშა, მ.შ კვარამ. ჯერ ნაპოლით შეგვაღონეთ, ახლა პსჟ-ს მარცხი გვაგლოვეთ. ვინ მიგდია გუშინწინ აყვავებული პსჟ, შინ ბაიერნთან მარცხი, აპოკალიფსად რომ გამოგვიცხადეთ?! მოჩეხა და მიიღო წითელი. დახვრეტა ჯერ არ ჩაუწერიათ თამაშის წესებში.
Bs
გამორბის უკან ბურთი მომეცითო, მიიღებს და ეგრევე ისევე უკან უბრუნებს! ეს რა უბედურება სჭირს, ვინმე არ ყავს რომ უთხრას რომ ეს არ გააკეთოს, ეძებოს თავისუფალი სივრცეები და იქ მოითხოვოს ბურთი, გახსნა უნდა ეცადოს მუდმივად, სივრცეების ათვისება. თამაშს არ უყურებენ მისი ახლობლები რომ უთხრან ეს აღარ გააკეთოს? თუ მხოლოდ მლიქვნელობით არიან დკავებულები და ელაქუცებიან ფულიან და გულიან ბიჭს? სიმართლის მთქმელი არ ყავს ვინმე? მამამისმა მაინც უთხრას
ლექსო
საერთოდ, კვარა რა შუაშია ვერ გავიგე, არ მითხრათ ახლა, რომ ვინმე განსაკუთრებით ეუხეშეა, ერთ ადგილს რომ ვეღარ ანძრევს და სისწრაფე და სიმწვავე დაკარგული აქვს,ვერ ხვდებით!??, პასების 80 პროცენტს უკან რომ აკეთებს ეგეც მეტოქის უხეშობის ბრალიაა ალბათ!!! უბრალოდ ხისტი, ძალისმიერი, ჯარიმის ზღვარზე თამაში იყო ორივე მხრიდან და მეტი არაფერი, თუ არა და ნახეთ, ჯარიმები ორივეს, თითქმის ერთნარი ჰქონდათ, წითელი ბარათი კი - ფაშას ფეხი უხერხულად რომ არ ჩაჰყოლოდა და ტრამვა არ მიეღო, მსაჯი ყვითელზედაც კი დაფიქრდებოდა.....ისე მაინც რატომ ხართ ზოგიერთი ასე მოჩვენებითად აღელვებულები!! - გამოვიდნენ პარიზული კლუბისა და ჰაკიმ ფაშას არა მკითხე დამცველები რაა!!!.....წმინდა სათამაშო სიტუაცია იყო მათთვის ვინც ერკვევა ელემენტალურად ფეხბურთში და წერტილი...კიდევ...ვინმეს გახსოვთ როგორ მიაყენა მძიმე ტრამვა იგივე პსჟ-ს ფეხბურთელმა ბაიერის - მუსიალას,,ამ რამდენიმე თვის წინ,ისეთი მძიმე რომ დღემდე ვერ თამაშობს.....ისე პრინციპში ჩემთვის უკვე გასაგებია თუ რატომ ჩააკვეტეთ აქ კვარა......როგორმე, ირიბათ გაამართლოთ მისი უნიათო თამაში. ან კიდევ როდის იყო ის - პრინციპულ თამაშეში,ძლიერ მეტოქესთან, როდესაც გუნდს უჭირდა და ლიდერობის ვასკვლავური ფუნქცია უნდა ეტვირთა, მაგრად ითამაშა და შედეგი დადო, გინდა კლუბში, ან ნაკრებში, ის მაგარია როდესაც მის გუნდს ტოტალური უპირატესობა აქვს მეტოქეზე და 3, 4, 5-ით ნოლებს იგებს.....
ბაიერნი მამაცების გუნდია
ახლა, ხვიჩას ბალერინობაც გერმანელებს დააბრალეთ. ფეხბურთი ბრძოლაა, ომია, ბალერინების ადგილი აქ არ არის. Deutschland Deutschland Uber Alles
ბაიერნი
მუსიალას რა დამართეს გვახსოვს. უარესი ელის პესეჟეს. ხვიჩა რა დასამტვრევია- იცეკვოს, გოლი მას არ გააქვს და იყოს რა:)))))
თენგაბი
ვეთანხმები დავითს და aburjga-ს - განზრახ უხეშობაზე პენალტიც უნდა დაინიშნოს და დისკვალიფიკაცია მანამდე, სანამ ტრამვირებული არ გამოჯანმრთელდება

კიდევ კარგი ბარსაში არ გადმოვიდა ეს მფატრავი, ჩვენთან ასეთების ადგილი არაა!
100%
გაუხეშებულია ძალიან ფეხბურთი! სახეზე ოდნავ შეხება ყვითელია და კოჭის ამოგდება, სათამაშო სიტუაცია? დღეს ისეთ მცველებს ენიჭებათ უპირატესობა, ვინც სუფთად ჭიდაობს.
ბაბუ-ძია
გასაგებია,ფეხბურთი კონტაქტური სპორტია,მაგრამ ზღვარგადასული ფიზიკური შეხლა-შემოხლები ყოვლად მიუღებელია.უნდა გამკაცრდეს წესები იმ დონემდე,რომ ოდნავი შეხებაც კი დასჯადი უნდა იყოს.თორემ რა გამოდის ,ლამაზი კომბინაციების,ლამაზი ფინტების ნაცვლად ვუყურებთ დაუნდობელ ჩეხვებს და ძვლების ტკაცა-ტკუცს,შედეგად ძირს დავარდნილ ,მოფართხალე ფეხბურთელების ტანჯვის გამომხატველ სახეებს.რაც ყველა დამეთახმებით არც თუ ისე სასიამოვნო საყურებელია.კუთხურების დროს საჯარიმოში ჭიდაობის და საბრძოლო ხელოვნების თითქმის ყველა სახეობის ილეთების გამეყენებით ცდილობენ მოწინააღმდეგეები ერთმანეთის დაჯაბვნას.ეს საშინელი საყურებელია.ეს ფეხბურთი აღარ არის,ამას ფეხბურთთან არაფერი სართო არ აქვს.ფეხბურთი მაყურებლისთვისაა და თუ ჩვენს მძლავრ ზეწოლას არ წააწყდა ფიფა არაფრის შემცვლელი არაა.
aburjga
მეტოქისათვის ტრამვის მიყენების გამო მიღებული წითელი ბარათი უნდა ისჯებოდეს 11 მეტრიანი დარტყმით, მიუხედავად იმისა სად და რა ვითარებაში მოხდა თამაშის წესის დარღვევა!
დავითი
ჩემი აზრით ასეთი ზღვარგადასული უხეშობის პრევენციის ერთი მარტივი მექანიზმი შეიძლება იქნას გამოყენებული ფეხბურთში: თუკი ჯარიმა, წითელი ბარათით დასასჯელი გამოიწვევს ფეხბურთელის ტრავმას, დამნაშავე მინიმუმ იმდროით უნდა მოიკვეთოს თამაშებიდან რამდენიც გაუცდება მის მიერ დაშავებულ ფეხბურთელს. მე შორსა ვარ იმ აზრიდან რომ ეს უხეშობის ყველა პრობლემას გადაჭრის, მაგრამ შეამცირებს აუცილებლად!
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"იამალი ესტევაოს განავალია" - "ჩელსის" ფანებმა ლამინს უკადრებელი აკადრეს
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური "ბენფიკას" და "იუნიონის" გამარჯვებებით დაიწყო
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია
ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია, ჩვენ ჩემპიონები ვართ
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
პირველად "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში - "წითელი ეშმაკები" სახლში კაცნაკლულ მეტოქესთან დამარცხდნენ
"დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს" - პულიშიჩი "ინტერის" დამარცხების შემდეგ
მოლაპარაკებები დაწყებულია - ლევანდოვსკი შესაძლოა, თურქულ გუნდში გადაბარგდეს
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მესი პუშკაშს გაუთანაბრდა - ლეგენდარული არგენტინელი მორიგ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია
რა შეიცვალა პსჟ-ის თამაშში 3 თვის შემდეგ? - ჩემპიონთა ლიგის PREVIEW
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "ტორონტომ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
"კვარა" "ტოტენჰემს" თავიდანვე შეუტევს - ორი საკითხი გადასაწყვეტია
"ლივერპულმა" პსჟ-ს შემტევში 160 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა
ერიკ გარსია "ბარსელონასთან" კონტრაქტს გააგრძელებს
"უოტფორდმა" მდგომარეობა გამოასწორა - კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
ალექსანდერ ისაკმა ანტირეკორდი დაამყარა
დაბრუნდება ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კომენტარი გააკეთა
UEFA-მ ლუის დიასს მძიმე განაჩენი გამოუტანა - კოლუმბიელს ჰაკიმისთან უხეშობის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცეს
"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
შეთანხმება შედგა - დიასი დიდი ალბათობით, "ლივერპულს" დატოვებს
ნუნიესი "ლივერპულს" უახლოვდება - მერსისაიდელებმა მანეს შემცვლელს მიაგნეს...
"ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი - პსჟ-მ გაიმარჯვა და ლიდერია
"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
ხამეს როდრიგესი: "მინდა ფინალში "ლივერპულმა" მოიგოს"
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
"კვარა" "ტოტენჰემს" თავიდანვე შეუტევს - ორი საკითხი გადასაწყვეტია
"ლივერპულმა" პსჟ-ს შემტევში 160 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა
რა შეიცვალა პსჟ-ის თამაშში 3 თვის შემდეგ? - ჩემპიონთა ლიგის PREVIEW
Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს
"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი
"დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი... ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ..." - რა თქვა კვარაცხელიამ "ტოტენჰემთან" მატჩის წინ?
ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია, ჩვენ ჩემპიონები ვართ
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია