ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა კანადისა და იაპონიის ნაკრებებთან გასამართი ტესტ-მატჩების წინ შეკრებაზე ოთხ ახალ მოთამაშეს უხმო.

ესენი არიან: ‘გრენობლის’ ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, ‘ლა როშელის’ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ‘ტულონის’ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და ‘პროვანსის’ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. მათგან ერთს - ნიკოლოზ სუთიძეს ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშია.

საქართველო, რომელმაც აშშ-ს ბათუმში 43:30 სძლია, ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს კვლავ ზღვისპირეთში, „აჭარაბეთ არენაზე“ გამართავს და ამჯერად კანადას დაუხვდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 16 საათზე დაიწყება.

კანადა 8 ნოემბერს რუმინეთს ეთამაშა და 21:31 დამარცხდა.

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს. მოცემული მომენტისთვის კანადა მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილზეა, საქართველო კი მე-11 პოზიციას ინარჩუნებს.

2009-2017 წლებში ბორჯღალოსნები კანადას 7-ჯერ ეთამაშნენ და 4-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი დათმეს. ამ 7-იდან სამი თამაში საქართველოში ჩატარდა, სამივე თბილისში, ორჯერ კანადაში ვირაგბეთ, ორჯერ კი ნეიტრალურ მოედანზე.

პირველად კანადას აშშ-ში, გლენდეილში შევხვდით. მატჩი „ჩერჩილის თასის“ ფარგლებში ჩატარდა და მეტოქემ 42:10 გაიმარჯვა. ერთი წლის თავზე ჩრდილო ამერიკელები თბილისში, „ეროვნულზე" გვეწვივნენ და რევანში შედგა - საქართველომ 22:15 მოიგო.

2012 წელს კანადას სტუმრად, ვანკუვერში შევხვდით (12:31), ერთი წლის შემდეგ კი „ეროვნულზე“ მეორედ გავიმარჯვეთ - 19:15. 2015 წლის მსოფლიო თასამდე კანადას ინგლისში ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით ჩამოვრჩით - 15:16.

ბოლო ორი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც კანადასთან დადებითი ბალანსი შეგვიქმნა. 2017 წელს მეტოქე მისსავე მოედანზე, კალგარიში 13:0 დავამარცხეთ, იმავე წლის ნოემბერში კი „ეროვნულზე“ სარეკორდო სხვაობით - 54:22 ვაჯობეთ.

Rugby.ge

tngh
როგორც მოსალოდნელი იყო, კანადა უფრო დამაჯერებლად დავამარცხეთ, ვინემ აშშ. იაპონიასთენ უფრო ძნელი თამაში გველის!!!
რეზო
მარცხენა ბურჯებზე რა ხდება? ხო ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია იაპონიასთან თამაში!!! ამერიკასთან და კანადასთან ვალიკო ლობჟანიძეც დადგება, მაგრამ... აბდუშელიშვილი და ხატიაშვილი საერთოდ არ არი ნაკრების დონე. არც თეთრაშვილი ყოფილა ოდესმე. ამ სამში საუკეთესოა. ახლა მამაიაშვილის გამოძახება, რომელსაც წუთი არ უთამაშია გრენობლში! იაპონიასთან რატომ არ არიან ახალაძე და გოგიჩაშვილი???? პასუხი გაგვეცით, აოეეეეეეეეეეე
unagi
მწვრთნელები იცვლებიან მაგრამ პირველი-ორი თამაშის ჩაგდება მაინც ტრადიციად ჩამოყალიბდა?!! იაპონიას ტემპი უნდა დავაგდებინოთ ბევრი რაქი, ბევრი შერკინება, იმათ ნახევარზე აუტები და აუცილებლად მოვუგებთ!

კანადას დავამარცხებთ.ამაში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ თამაშის ხარისხში მეპარება ეჭვი.როგორ ვითამაშებთ?მთავარი ბრძოლა იაპონიასთან გველის, იმ დროისთვის უნდა ვიყოთ საუკეთესო მდგომარეობაში და ამის მისაღწევად,მხოლოდ კანადასთან თამაში დაგვრჩა.ამერიკელებმა სისწრაფის ხარჯზე,სამი მარტივი ლელო დაგვიდეს.იაპონელები კიდევ უფრო სწრაფები არიან და ამასთან ერთად,ტექნიკურებიც.დიდი ხანია მათი თამაში აღარ მინახია,მაგრამ მათი თამაში,ასეთად მახსოვს და ალბათ ახლაც ასეთები იქნებიან.სრული მობილიზაცია გვჭირდება ამ მატჩისათვის და ეს,კანადასთან სრულ მობილიზაციასაც მოითხოვს.
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში