ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კანადას 38:17 სძლია.

ჩვენი გუნდი აფციაურმა ლამაზი სოლო-რეიდით გატანილი ლელოთი დააწინაურა. სტუმრებმა საჯარიმოთი ანგარიში შეამცირეს. მალე თაფლაძემ ლელოთი უპასუხა, აბჟანდაძის გარდასახვა კი ამჯერად ზუსტი გამოდგა. 36-ე წუთზე გორგაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევისას ისევ დადეს ლელო - თავი ისევ აფციაურმა გამოიჩინა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ აფციაურმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მერე ნინიაშვილის და აფციაურის იერიშს კვესელაძის ლელო მოჰყვა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა კვლავ გამოიყენა. კანადელებმა ლელო-გარდასახვით გვიპასუხეს. 64-ე წუთზე ჩვენი მეტოქე კაცნაკლული დარჩა, ჯალაღონიამ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა. ცოტა ხანში მსაჯმა ჩვენს ორ მორაგბეს უჩვენა ყვითელი ბარათი, მეტოქემ ანგარიშის შემცირება შეძლო და საბოლოოდ 21 ქულით გავიმარჯვეთ.

„ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ს ძლევის (43:30) შემდეგ კანადასაც მოუგეს და მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, თბილისში იაპონიასთან გამართავენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.

საქართველო - კანადა 38:17

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი

keane
მემგონი სჯობს შარიქაძეძე ყველამ ამოიღოს ხმა და არ გაწირონ ეს ბიჭი. დრო გავა და მერე გვიანი იქნება,ბევრი ინანებს იმას რომ როცა შეეძლო არ იმოქმედა. არ იმსახურებს ეს კარგი ადამიანი ასეთ მკაცრ სასჯელს.დავაფასოთ ერთმანეთი!

ერთდროულად ძალიან კარგი და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ თამაშმა.ძალიან კარგ თამაშს,უეცარ ჩავარდნებს ვურთავდით შუალედებში და ბოლოს კი,სულ დავკარგეთ თავის კონტროლი.გავინაღდეთ გამარჯვება და თავისუფალი თამაში გაუშვეს.გაუშვეს,მაგრამ ვერ ვიტყვით,რომ გაამართლა.ამდენი ჯარიმა და ყვითელი,ნამეტანი იყო.აფციაურს ყოჩაღ,სამი ლელო დადო და მეოთხესაც დადებდა,როგორც მერე გამოჩნდა.უბრალოდ,არ გარისკა,გუნდის ინტერესი უფრო წინ დააყენა და ბურთი ხელიდან ხელში გადასცა,რომ მას დაუბრკოლებლად დაედო.არადა მეორე წამს,მასაც გაუთავისუფლდა ხელი და თვითონაც დაამიწებდა,ბურთი ისევ მას რომ ჰქონოდა.ეს თამაში,წინა თამაშს რადიკალურად სჯობდა,თუმცა ნაკლოვანებებიც საკმაოდ გვქონდა,იაპონია კი,გაცილებით ძლიერი და მკაცრი მეტოქეა,რომელსაც ძალიან მაგარი მწვრთნელი ჰყავს და ბევრი მახეც ექნებათ შემონახული.ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და იაპონიასთანაც იგივეს ვუსურვებ.ვინმემ ზუსტად თუ იცის,იქნებ დაწეროს,დიდი ანგარიშით გამარჯვების გამო,დამატებითი პრემიალური ქულები თუ დაგვემატება რეიტინგში და თუ დაგვემატება,რამდენი?წინასწარ მადლობას გიხდით!
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
"თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება" - დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გახსოვთ? - აი, რა შეემთხვა წიგნის პრეზენტაციაზე
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში