2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრას ბულგარეთის ნაკრები ძალიან მძიმე მდგომარეობაში და კრიზისში ხვდება.

გუნდს ბოლო 3 წელში მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს, 2025 წელს კი არცერთ მეტოქესთან არ უმძლავრია. ადგილობრივი Match Telegraph იტყობინება, რომ თუ დღეს ალექსანდრ დიმიტროვის ხელმძღვანელობით ბულგარელები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, დიმიტროვი ანტი-რეკორდით კრასიმირ ბალაკოვს გაუთანაბრდება.

ბალაკოვის დროს 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელებმა საწყისი 4 მატჩი დათმეს და მხოლოდ მეხუთე შეხვედრაში აიღეს ქულა მონტენეგროსთან, თუმცა ბალაკოვი მაინც დაითხოვეს.

Match Telegraph გვამცნობს იმასაც, რომ დიმიტროვიც მსგავს ბედშია და თუ დღეს საქართველოსთან დამარცხდება, მას გაათავისუფლებენ და სავარაუდოდ, პოსტზე ლიუბოსლავ პენევს დანიშნავენ.

საინტერესოა, რომ ამ შესარჩევ ციკლში საქართველომ ბულგარელთა ერთი მწვრთნელი უკვე იმსხვერპლა. 7 სექტემბერს თბილისში (0:3) მარცხის შემდეგ დაკავებული პოსტიდან ილიან ილიევი გაუშვეს.

კიდევ ერთიც... არსებობს ისტორიაში მეორედ შანსი, რომ ბულგარეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა შეხვედრა დათმოს და ქულაც ვერ აიღოს. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ეს 1934 წელს დაემართა, თუმცა მაშინ მხოლოდ 3 მატჩი ტარდებოდა...

me
:D :D :D
სვანსკი
დავნიძლავდეთ თქვენ წააგებთ თქვენი წავა.ჩვენ თუ წავაგებთ? სანიოლი წავა? სანიოლი კი არა მთელი ფედერაცია უნდა........................
იყოს ფრე, ჩვენი რა მიდის?)))
თუნდაც წაუგიათ, რა მოხდა მერე? არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. აბა რა, მთავარია ფეხებს გავუფრთხილდეთ, კიდო ღვიძლს და ელენთას, განსაკუთრებით ფილტვებს. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, ანუ ჯერ თავო და თავო არქის დეველოპერებო, მერე ფებუთი.)))))))))))
ფონიჭალის მერი
სამაგიეროდ ჩვენს მწვრთნელს ვერავინ იმსხვერპლავს, თუ გინდა ზედიზედ მოუგე 10-0! რკინასავით მტკიცეა თავის ფედერაციასავით! ნამდვილი სტალინია, რუსთავში ნაწრთობი ფოლადივითაა. )))
ბერიაშვილს და ლომინაძეს ძირითადში ველი.
ბულგარელები თავებს დაიხოცავენ და ჩვენც რამე ტრმვები არ აგვკიდონ. ყველაფერზე წავლენ დღეს. სან-მარინო ან ლიხტენშტაინი ნამდვილად არაა ბულგარეთი 0 ქულით რომ დარჩნენ. ჩვენთვის ფრეც არ იქნება კატასტროფა და ტრამვის გარეშე ბიჭების დაბრუნება.
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა