ძალიან მნიშვნელოვან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ტიერ1-ის იაპონიასთან 23:25 დამარცხდა.

შეხვედრა ლამაზი სანახავი გამოვიდა. „ბორჯღალოსნები“ დებიუტში საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ლელო ვერ დადეს და სწრაფი კონტრიერიშისას ლელო იქით მიიღეს. მერე სტუმრებმა ორი საჯარიმო გამოიყენეს, „ბორჯღალოსნებმა“ ერთი და პირველი ტაიმი 6:16 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საკუთარ შერკინებაში დავჯარიმდით და იაპონიამ ანგარიში გაზარდა. აბჟანდაძემ მალე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა. კონტრშეტევისას ტაბუცაძემ ლელოს გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენა. ხანგრძლივი მიძალების შედეგად თაფლაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. ცოტა ხანში მეტოქემ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ისევ შეუტია ჩვენმა გუნდმა, ლელო-გარდასახვით წინ გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს დავჯარიმდით, რაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა და დავმარცხდით.

გამარჯვება ან ფრე მსოფლიოს რეიტინგში სასურველ 12-ეულში ადგილის შენარჩუნების და კენჭისყრაზე მე-2 კალათაში მოხვედირს შესაძლებლობას გვაძლევდა, თუმცა წაგების გამო მესამე კალათაში გადავინაცვლეთ.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ნოემბერში აქამდე სახლში აშშ-ს 43:30, კანადას კი 38:17 სძლია.

თბილისის. „მიხეილ მესხი“

საქართველო - იაპონია 23:25

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

ლევანი
აფრასიძე ვაბშე არ უნდა ათამაშო ამის მერე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეგნებულად გააკეთა რაც გააკეთა. ამ დონის თამაშში, ასეთ უვიცობას არავინ იზამს. რა დარტყმა მოუნდა, ან რაში იყო საწირო. ეს ხომ ელემენტარული სიტუაცია იყო, იმენნა სკოლის მოსწავლე არ იზამდა მაგას. მანამდეც დაარტყა უაზროთ და დავკარგეთ ბურთი, მაშინ გადავრჩით. გეუბნებით, მგონი შეგნებულად ჩალიჩობდა ტიპი.

უკვე რამდენი თამაში ჩვენ წავაგეთ და არა მეტოქემ დაგვამარცხა.როცა რაღაცა სისტემატურად მეორდება,ეს უკვე შემთხვევითობა კი არა,კანონზომიერებაა და ესე იგი,კლასი გვაკლია!აზროვნების სისწრაფესა და გადაწყვეტილების შესრულების სიზუსტეში ვაგებთ,ძლიერ ნაკრებებთან.
ბორია წიფურია
ერთს დავამატებ კიდევ, რა მამამთავრიშვილი, იაშაღაშვილს რატომ არ იძახებენ, უნივერსალური მოთამაშეა, ბურთზე მუშაობს დაგეშილი, ჯარიმებს არ იკიდებს, ჟანი აქვს, სიმაღლე და კარგად მოძრაობს. რადგან ლელოს გაწვრთნილი არ არის ამის გამო ალ;ბათ. ეგ მაიმუბნობა უნდა მორჩეს და აზრზე მოვიდეს ფედერაცია. ბევრ სასწაულ ბავშს თამაშზე თავი დაანებენინეს. მერე კიდვე წინა თამაშში ბიჭმა 3 ლელო დადო და არ ათამაშეს საერთოდ, თან ყველა ბოჭვა გააკეთა. ასეთი მოთამაშე ნინიაშვილთან ერთად ხაზს აამუშავებდა. სამწუხაროდ ისევ ლელოს მოთამაშეებს ტენიან ყველა ნაკრებში კვლავ და ეს საქართველოს რაგბის წინაშე დანაშაულია!
ვაჟა
ეს თამაში წაგვაგებინა ორმა კაცმა, პირველი აფრაზიძე, სადურტყავ მაგ ბურთს ბოლო წუთია გაიყვანე დრო ათამაშე მიძალებაზე გუნდი, მეორე გაწითლებულ დროში გვერდიდან რომ შევარდი და ჯარიმა აიკიდე ხომუნდა მოტვინო მაგდენი, ბოლო ბოლო ნაკრების წევრები ხართ, ასეთი თამაშის მერე თქვენი უნიჭო გადაწყვეტილებით მოკალით როგორც მაყურებელი ისე მთელი გუნდი და აჩუქეთ მოგება სამურაებს
ვაჟა
ეს თამაში წაგვაგებინა აფრასიძემ
მუსიო ბონაპარტ
ყველაფერი ანგლების და საქსების ბრალია - ექვსი ერის თამადობით. სუდიაც ანგლი იყო, მოწინააღმდგის რიგებშიც ამბალი საქსები იყვნენ, ჩვენი "თრინერიც" ეგეთია და ა.შ. ამიტომ კლასი უნდა ავიმაღლოთ სლავებში. ჩრდილოელ ძმებთან უნდა ვიყოთ, გვქონდეს მეტი კომუნიკაცია, სპარინგი, თამაში და ტრენინგი (ანუ ჟიზნი, უჩებკა და იგრა) სლავებთან, რომ კლასი ავიმაღლოთ და განვვითარდეთ. ისინი არიან კეთილი და ნამდვილი ძმები და დებიც. აუცილებლად წრფელად მიგვიღებენ და ტოლ-სწორად მოგვეპყრობიან, გულს არ გვატკენენ და გაგვახარებენ, (იმის მიუხდევად, რომ ვლანძღავთ და ვაგინებთ - ისინი დასაბამიდან და დღემუდამ ჩენზე დარდობენ, გვლოცავენ და შორით გვეფერებიან. ჩვენზედ ცრემლებს ღვრიან. ეს ჩვენი დიდი შეცდომით არის გამოწვეული და რაც მალე უნდა გამოვასწოროთ - ისევ ჩვენთვის იქნება უკეთესი.
gzp
გაემაზათ მოგებულებს მიტმასვნა! ზემოთ მჯდომები რატომ არ აჩვენეს დასასრულს? საერთო ჯამში იაპონიასთან სულ ეგერე ვთამაშობდით რაღაც თანაბრად.
შაკო
მე-11 დან მე-12 ზე ჩავჩოჩდებით, როგორც დავთვალე და იაპონიას ვასწრებთ მაინც. წესით მე-2 კალათაში უნდა მოვხვდეთ
Napoleoni
უბედურებ მესამე კალაᲗა კიარაა არამედ 5 წელი ტიერ 1 გუმდებᲗან რომ აᲦარ გვაᲗამაᲨებენ ის. . .ლომები და ბარბაროსები და მსგავსი რამ არაფრის მომცემი არაა . ნუ რაგბის მამებმა Თავისას მიაᲦწიეს. . .ესაა რაეალური სახე ევროპის და ანგლოსაქსების. ასეᲗები იყვნენ გაᲩენია დᲦიდან და ვისაც ევროპაᲨი ჰგონია ხსნა ის არის საქარᲗველოს ნომერ პირველი მტერი და არა პუტინი. .. რაც Შეეხება ᲗამაᲨს ნუ ბიᲭების Თავდადებას წყალი არ გასდის მარა კლასის ნაკლებობა იმდწნად აᲨკარაა რომ. . .მწვრᲗნელმა ნუ რა Თქვას კაცმა ბოლო წუᲗებზე Შეცვლები ქნა ისეᲗი ნუ იტყვი. . გელა აფრასიᲫეა ვიᲦაც ლობირებს აᲨკარად.ეს ბიᲭი რა ცანცარაც იყო ასაკობრივᲨი იგივე დარᲩა.აზროვნების ნასახი არ გააᲩნია. . .ბოლოა რაც მოხდა პირველი ᲨემᲗხვევა ხომ არაა. მსგავსი იმდენჯერ მოგ სვლია რა დაᲗვლის. ნუᲗუ ფსიქოლოგიურ პეობლემასᲗან გვაქვს საქმე?!. . არ ვიცი არ ვიცი. . .ხო რაც Შეეხება 6 ერს მანდ Ჩვენი მიᲦება ისეᲗივე ზᲦაპარია როგორიც ნატო. . გამორიცხულია.მომავალ წელს მსოფლიპ Თასიც რომ ავწიოᲗ არავინ მიგვიᲦებს იმ მარტივი მიზწზის გამო რომ ევროპელისᲗვის Შენ ხარ მესამე სამყარო. . .პუტინხუილისტო ლიბერდებილებო ᲨეუᲨვიᲗ ეა ᲗავᲨი. . .და ბოლოს რიᲗ დაიმსახურეᲗ დᲦეს გამარჯვება?!. . იმიᲗ რპმ 28 აᲗასიანი სტადიონი მესამესიᲗ Ძლივს ᲨეავსეᲗ,Თუ იმიᲗ რომ Ჩიპსები და ბურგერები გარეᲗ დაგატოვებინეს. . .Თუ იმიᲗ რომ სტადიონი 5 წუᲗᲨი დაცალეᲗ?. . განა ის არ დაიმსახურეს ბიᲭებმა რომ ხუᲗი წუᲗი გაᲩერებულიყავიᲗ და გაგემხნევებინაᲗ ის ხალხი რომელიც მოედამზე სულსა და გულს დებს. . რაგბი Ჩვენი სპირტია?არა ბატონო Ჩვენი სპირტი საკუᲗარი ქვეყნის მტრობააა
რეზო
18 წლიანებმაც წააგეს. წესით ეს საგანგაშო ზარი უნდა იყოს. ყველა დონზე სერიოზული რეორგანიზაციაა საჭირო, ან ფეხბურტიზაცია გელოდებათ
ელიასი
შენიშვნა ტვ-რეჟისორებს: ჩვენიანების ყოველ წარმატებაზე ნაცბანდის მთელს ლიდერ-სასტავს რომ გამოაფენდით სასწრაფოდ ეკრანზე, მატჩის შემდეგ რეიზა დაგვიმალეთ, ვითომ? არადა, მაგენი ისეთი მონატრებული გვყავდა, ოჩენ ი ოჩენ, თქვენ კიდევ ხელიდან გამოგვგლიჯეთ ის ბედნიერი წამები... არა-არა, არაა მაი კაცური საქციელი...
zura222
მსაჯი რა შუაშია ამათმა თუ თამაშის წასები არ იციან @ წაქცეულმა ფეხზე მდგომს რომ არ უნდა ეთამაშოს არ იცოდა ?
ზურა
ქოქრილი ეხლავე გასაშვებია. საერთოდ მოსაყვანიც არ იყო,მარა. მტავარი პრობლემა კომუნიკაციის უქონლობაა გულშემატკივარს და რაგბის მესვეურებს შორის. მაისასვილის მტავარი მინუსიც ეს იყო. ვინ,რატომ არის გამოძახებული? რატომ არ ათამაშებ ტიპს, თუ იძახებ? სხვას რატო არ იძახებ და ერთი და იგივე ხალხს რატო იძახებ, რომელსმაც უკვე რამდენიმეჯერ პირდაპირი გაგებით დაგღუპა?

რომ ურტყამ,რატომ ურტყამ,შენ ეგ იკითხე,თორემ ფეხით დარტყმებში ძალიან ბევრ შეცდომას რომ ვუშვებთ,ეგ უკვე ძველი ამბავია.მატკავა იქნება,აბჟანდაძე, აფრასიძე თუ ლობჟანიძე,20 წლამდელებში საგრძნობლად უკეთესად თამაშობდნენ ფეხით,ვიდრე ახლა და დღეს უკვე ვეღარც 20 წლამდელები ურტყამენ საიმედოდ.არ ვიცი,ეტყობა ადრე ვიღაც კვალიფიციური მწვრთნელი გვყავდა,რომელიც ფეხით თამაშს კარგად ასწავლიდა,დღეს კი მისი კვალიფიკაციისა აღარავინ დაგვრჩა.სხვა რა უნდა ვიფიქროთ?!
დავითი
ვფიქრობ მეტი უნდა დაიწეროს იმაზე,რომ მსაჯი არ იყო გულწრფელი და ობიექტური
zura222
ასეთი იდიოტობა გაგონილაა ?? შენია ბუთი 2 წუთი რჩება და სად ურტყავ და რას აძლევ იმათ ბირთს @@ გაიყვანე რაა დრო მიძალებით ! ფუიიი არ ვიცი რააა @@@
კოფე გნებავთ?
მონდომება არ აკლიათ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ სწრაფად. მაგიტომაც არიან იაპონელები 22 საუკუნეში და ჩვენ 20-ის ოცდაჩვიდმეტიანებში. გუნდი აუტს ვერ აწვდის, რაის მე-2 კალათა და 6 ერი? ეს ოპერატორი კიდევ, ლელოს მერე რომ სამთავრობო ლოჟას გვაჩვენებს, გააჩერე რა ცოტა დიდხანს კადრი, გვასიამოვნე ბოლომდე. იმედია პრემიას მაინც გამოუწერენ. არადა სადაც მივიდნენ თურქეთიდან დაწყებული, ყველგან დათარსეს ნაკრებები!
გიო თბ
ზუსტად. შეცდომა იყო რაც აფრასიძემ გააკეთა 2 წუთით ადრე. ძალიან უხეში შეცდომა მაგრამ მამამთავრიშვილის საქცითლი იყო ღალატი!
გიო თბ
რა მამამთავრიშვილი და მიუხედავად უამრავი კითხვებისა მათ შორის მთავარი აფრასიძის სულელური გადაწყვეტილება, რაც მამამთავრიშვილმა გააკეთა არ ვიცი რა ქვია. ამდენი ავად თუ კარგად ნაწვალევი აი ესე გაწირა! სათამაშო მომენტი მაინც ყოფილიყო? არა, ნერვებს აყვა და მოქაჩა! თან მართალია რომ პირველი შემთხვევა არაა. ულაპარაკოდ სამუდამოდ უნდა გაუშვან ნაკრებიდან ესეთი არაპროფესიონალიზმი და პოხუისტობა ეს არის ღალატი. ახსნა არ აქვს
გიორგი
Bs-ს: ანუ მამამთავრიშვილი უდანაშაულოა? თუ აფრასიძის უტვინობაზე ნაკლებია? ხო, უტვინობა ჰქვია ამას და თამაშის არ ცოდნა. ექვსი ჯარიმა დაგვიტყეს და გაგვიტანე!! ცოტაა ერთ თამაშში?? მამამთავრიშვილი მუდმივად ასე თამაშობს და ნაკრებში არაფერი ესაქმება.
ფეოლა
სწორი გადაწყვეტილება მიიღო ყველას არ შეუძლია , აბა ბოლო წუთზე ორი დიდი შეცდომა დაუშვეს , სისტემატურად ხდება თან ხან ერთი ხან მეორე
Guderian
ბოდიში აბჟანდაძეს, რას ვერჩოდი, აფრასიძე მაგ ბრძნული გადაწყვეტილების ავტორი, 2 წუთით ადრე რომ მოიფიქრა. არაუშავს მაინც მაგრები ხართ ბიჭებო
Bondo
ჩემი სუბიექტური აზრით ყველა მნიშვნელოვან მომენტებში მაჯი ერეოდა საქმეში ისე,რომ ჩვენ არ გაგვემარჯვა.....
ქორ-პარიკმახერი
მეორედ გააკეთეს ასე უკვე, პირველ ჯერზე უკან დაგვიბრუნეთ ფეხით, მარა მწვრთნელს არ უნდა ეთქვა იაპონიის გუნდთან ასეთი სისულელე არ გაიმეოროთ? თვითონ თუ არ ყოფნით გამოცდილება
ბოროტი ბეჰემოტი
ჰა-ჰა-ჰა, ეტყობა სწორად შევულოცე უინტელექტო ტიპებს, თამაშის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე :)
ქორ-პარიკმახერი
ეს რა გააკეთეს? წუთზე ოდნავ მეტია დარჩენილი და ბურთს იმათ უგდებ? თუ ურტყავ მოამზადე მაინც დარტყმა, წესიერად დაარტყი, სად გვეჩქარებოდა?? გამაგებინეთ ვინმემ ეს რატომ გააკეთა. ამერიკასთანაც ზუსტად მასე ქნეს და მეთქი ამას რატომ აკეთებ თქო, მერე იმათაც ფეხით დანვიბრუნეს, იმ ბედოვლათებმა ვერ შეირგეს საჩუქარი. იაპონიამ კი შეირგო და მოგვისროლა მესამე კალათაში. იმ თამაშის მერე რატომ არავინ უთხრა რომ ეს აღარ გააკეთოთო თუ თვითონ არ ესმით? რატო შვილო? რატო ძმაო? აი რატომ?
Bs
რა მამამთავრიშვილი ადამიანო? ბურთი საერთოდ რატომ მივეცით. შ წუთზე ოდნავ მეტია დარჩენილი, ბურთი შენ გაქვს და იმათ აძლევ?
Deep state
ჰაიდა ესენგეს თასზე. წინ წაგიძღვეთ სურიკ222 და აბურჯგა.რათ გინდა მა გეი ლიბერასტული 6 ერის თასი.ჰეპატიტი და კიბო რუსული და უზბეკური პრეპარატებით .აპააა არააა
ბერია გვინდა
სპორტში ყველაფერი წავაგეთ.
ფედი
ასეთი ბავშური შეცდომა არ ვიცი
ქართველი
ეს თამაში მწვრთნელმა წააგო, შეცვლები ძალიან დააგვიანა, ჯავახიას შემოყვანაც დააგვიანა, ივანიშვილის და რაც მთავარიაქვათაძე ძალიან გვიან შეცვალა.
თენგაბი
ასეთი ბავშვური შეცდომა რატომ უნდა დაუშვა - წუთნახევარია დარჩენილი, ბურთი შენია, გააგრძელე ასე ჯაჯგური და ჭიდაობა და მერე მოიგერიე აუტში. რა ეჩქარებოდათ ბურთის ფეხით მოგერიება და მერე ის ჯარიმის აკიდება რა იყო. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება კაცს თითქოს ჩვენებმა წესები არ იციანო.
Guderian
მადლობა ბიჭებს, განსხვავებით ფეხბურთელებისგან არც თავი დაუზოგავთ და ძლიერ მეტოქესთან არც მეორე ნომრად უთამაშია, მაგრამ აბჟანდაძემ რა ჯანდაბად ამოიტანა ფეხით, 2 წუთი რჩებოდა, რა დროს ეგ იყო, ეთრიათ ბურთი და რაქში იაპონელებს მეტი შანსი ჰქონდათ დაჯარიმების, მერე კიდევ მამათავრიშვილმა დააგვირგვინა, ცოდოა მესმის, მაგრამ სტავკაც დიდი იყო, ჯერ ფიქრი უნდა და მერე ფიზიკა. ეს დერეფნები კი რა გახდა, ფეხბურთში კუთხური ვერ ისწავლეს ვერც ერთმა თაობამ ამათ დერეფანი( იმედია გაანალიზებენ და დისციპლინაში მოუმატებენ. რაგბის მამებს კი მოვუკითხავ ყველა კარგებს, რომ ასეთი დებილური ფორმატით და ჩაკეტილობით განვითარების საშუალებას არ გვაძლევენ. წარმატება ჩვენ ბიჭებს
ბორია წიფურია
აფრასიძისაგან ასეთ ბავშურ შეცდომას როდესაც წუთ-ნახევარია დარჩენილი არ ველოდი. რა დროს ფეხი ბრახუნი იყო. ბურთი გიჭირავს. დაარტყი 3 -4 ჯერ მორკინალებით, გაიყვანე დრო და გადააგდე მერე აუტში. ან თუ ურტყავ ამ დაკიდებულ ბურთს სად ურტყავ? ყველაზე საჭირო მატჩი იყო, ძლივს წინ გავედით, უპირატეოსბა გვეჭირა მთელი თამაში, სამწუხაროდ ხაზზე ბურთი არ გაუშვეს საკმარისად, ბევრი უაზრო ჯარიმები ვაჩუქეთ ადვილი ქულების მოსაპოვებლად და ბოლოს თამაში ჩავაბარეთ. არანერი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს სად გაგვანაწილა მსოფლიო რაგბმა და რატომ არ მიგვასუნიეს პირველ ეშელონთან. სამწუხაროა მაგრამ სხვას ვერავის დავაბრალებთ, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო...
gogi
კლასით მოგვიგეს იაპონელებმა კლასით. ფაქტია ვბუქსაობთ ბოლოს წლებია, პროგრესი აღარ გვაქვს. რაც ყველაზე ცუდია ამაზე არც სერიოზული მსჯელობა არ მიდის და ყველა წარუმატებლობა რაღაც კონკრეტულ შეცდომებს ბრალდება. ბოლო წლებში ამ ამდენი მაღალი დონის ტესტი ვითამაშეთ და წინ მაინც ვერ მივდივართ. პ.ს. მთავარია რეჟისორს მთავრობის ჩვენება არ ავიწყდება ლელოს შემდეგ:)
Guram
აუტში რატომ გადააგდეს?! ამის ბრალი იყო ხელით უნდა ეთამაშათ.
პაატა
89-ე წუთზე თამაშს იგებ ორი ქულით, ბურთი შენ გაქვს და ფეხით გადაგაქვს:((( იშვიათად რაგბში ამ დონის უინტელექტო მოქმედება ნახო…
irakli81
c=/ჩვენი მეორე ლელოს შემდეგ კობახიძე რომ აჩვენეს, ეგრევე ვიგრძენი, რომ თამაშს წავაგებდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ კლასი არ გვეყო გამარჯვების მოსაპოვებლად, იაპონია ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია.
კოტრ
სათამაშო დისციპლინა და ინტელექტი გვაკლია. ამიტომაც დავმარცხდით 😟
tngh
აშკარად გასატანი ჯარიმა, I ტაიმში, რომ დაგვერტყა და გაგვეტანა... მოვიგებდით. იმედია, შემდეგში მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ.
გიორგი
მამამთავრიშვილი აშკარა ჯარიმას რომ აკეთებს იქ, სადაც ასე ძალიან ფრთხილად რომ უნდა ვყოფილიყავით, რა ჰქვია ამას?! ჩვენმა თავმა წაგვაგებინა ისევ და ერზტი კაცის შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. და ეს პირველად არ მოხდა, რომ მამამთავრიშვილი ასეთ უხეშ შეცდომას უშვებს. ასე ხდება ყველა თამაშში
Napoleoni
კალაᲘს დედაც ბოლოსდაბოლოს 5 წელი ტიერ 1 გუნდებᲗან აᲦარ გვაᲗამაᲨებენ. . .სავარაუდოდ ეს ქარᲗულ რაგბს(ᲦმერᲗმა ქნას ვცდებოდე)გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს,რაც არის კიდეც Ჩვენი ევროპელი "მეგობრების"მიზანი
KOSTAKURTA
BOLOS MAINC UDICIPLINO UPASUXISMGEBLOBIT GAMOCVEULI SHECDOMA!!!
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
რატომ არის სმარტ საათი სპორტსმენის საუკეთესო მეგობარი
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
ქოჩორაშვილმა შეიძლება "სპორტინგი" დატოვოს
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში "ცრვენა ზვეზდასთან" დამარცხდა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
"დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია" - რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"ბინძურ სარეცხს საჯაროდ არ ფენენ" - ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | ჩვენ და იაპონია
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში