"რუსთავმა" ეროვნული ლიგა 2-ის XXXIV ტურში 3:0 დაამარცხა თბილისის "დინამო 2" და ვადაზე ადრე გაინაღდა ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დასაბრუნებელი საგზური.

გუნდის მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძის მისვლის შემდეგ, "რუსთავი" უფრო სტაბილური და საერთო მიზნისთვის ერთ მუშტად შეკრული გუნდი გახდა, რაც წარმატების მთავარი საწინდარი გახდა.

"რუსთავი" ეროვნულ ლიგაში ბოლო 2019 წელს თამაშობდა. ქვემოქართლელებმა პლეი-აუტში ორივე თამაში წააგეს "თელავთან" (0:1, 1:2) და რანგით მეორე ლიგაში აღმოჩნდნენ.

წლევანდელი დაბრუნება წინ უძღვის ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც მომავალი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს. ახლა მთავარია გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება.

"სპაერი", რომელიც ასევე ფავორიტი იყო და დიდხანს ლიდერობდა კიდეც, მეორე ადგილზე დარჩება და პლეი-ოფში შეხვდება ეროვნულ ლიგაში მე-9 ადგილზე გასულ გუნდს.

მესამე ადგილისთვის კი, რომლის მფლობელი ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება, ერთბაშად რამდენიმე გუნდი ("მეშახტე", "სამტრედია", "მერანი"...) იბრძვის. საინტერესოა, რომ შანსი აქვს "სიონსაც" კი, რომელიც ამ მომენტში პლეი-აუტის ზონაშია.

ეროვნული ლიგა 2 უკვე დატოვა თბილისის "დინამო 2-მა".

ძალიან დიდი ხნის წინ,რუსთავის სტადიონზე ნათამაშები მაქვს და მის მიმართ სენტიმენტები გამაჩნია,მაგრამ კიდევ ერთ განახლებულ სტადიონს რა სჯობია?!თანაც,გუნდიც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებით რომ აღნიშნავს,ახალ სტადიონს.ვულოცავ რუსთაველებს და წარმატებებს ვუსურვებ.რუსთავს ყველანაირი რესურსი აქვს ძლიერი გუნდი გააკეთოს და ძალიან მინდა ეს მოხდეს.თბილისი,ბათუმი,ქუთაისი,რუსთავი,გორი,ის ხერხემალია,რომლის ირგვლივაც ქართული ფეხბურთის ფეხზე წამოდგომა უნდა მოხდეს.ყველა ქალაქს განახლებული სტადიონები აქვს და რესურსებიც გააჩნია.თუ ნორმალურად მართვას შესძლებენ,კონკურენციის პირობებში,მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ.დღეს,პირველი რიგის ამოცანა,ალბათ ქართულ კლუბებში გამართული მენეჯმენტის მოდელის შემუშავება და დანერგვაა,ბავშვთა მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად.
tngh
მოხარული ვარ "რუსთავის" ელიტაში დაბრუნების... გილოცავთ!!!
თეიმურაზ
თვალს ვადევნებ შენს მოღვაწეობას და მიხარია შენი წარმატებები, სამტრედიის მაგალითის გამეორებას გისურვებ რუსთავთან ერთად, ბევრი კარგი ფეხბურთელი აღმოაჩინე და ახალი ტალანტების აღმოჩენის იმედი მაქვს,მიხვდი, ალბათ, ვინ ვარ
Gia
2 legis mecxre zonashi,
alexandre
ცეცაძე, რა საკვირველია! ბოდიში, გია. :)))
alexandre
გილოცავთ, რუსთაველებო! ყოფილი საქართველოს ჩემპიონები ხართ, სსრკ-ს დროს სულ საკავშირო ჩემპიონატში თამაშობდით. წარმატებებს გისურვებთ. ჩეჩაძე ერთერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია, ჰო და ბევრი შრომით 2-3 წელიწადში ჩემპიობისათვისაც შეძლებთ ბრძოლას.
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ვინისიუსს ფეხბურთში მოდის წინ წამოწევა სურს - აი, რაზე დაიწუწუნა ბრაზილიელმა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
"არაგვმა" ახალწვეულები წარადგინა და ახალი სეზონის წინ მიზნები დასახა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...