2024 წლის ეროვნული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარადგინეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3-ის და ქალთა ლიგის კლუბებმა. ასევე - კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4-ის შვიდმა და ქალთა ლიგა 2-ის ხუთმა კლუბმა.

ლიცენზირების პროცესის პირველ ეტაპზე კლუბებმა, ექსპერტებთან კონსულტაციებით, სალიცენზიო დოკუმენტაცია წარმოადგინეს 2023 წლის სექტემბერ/ოქტომბერში, რომლის საფუძველზეც სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ჩაატარა პირველი განხილვა და 2023 წლის 3 ნოემბერს მიიღო პირველი გადაწყვეტილებები.

კლუბებს, რომლებსაც პირველი განხილვის შედეგად უარი ეთქვათ ლიცენზიაზე, მიეცათ მეორე/საბოლოო განხილვისთვის ხარვეზების გამოსწორების ვადა - 27 ნოემბერი. აღნიშნულ ვადაში, კლუბების მიერ ხელმეორე განხილვისთვის წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, 2023 წლის 7 და 8 დეკემბერს ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები - 2024 წელს ლიცენზირებად ლიგებში მონაწილეობისთვის გასაცემი ეროვნული ლიცენზიების შესახებ, კერძოდ:

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და ქვედა ლიგებში ასპარეზობისთვის საჭირო - PRO, A და B საკლუბო ლიცენზიები მიიღო 14-მა კლუბმა:

1. დინამო ბათუმი

2. დინამო თბილისი

3. ტორპედო ქუთაისი

4. დილა გორი

5. სამგურალი

6. საბურთალო

7. გაგრა

8. თელავი

9. სამტრედია

10. კოლხეთი ფოთი 1913

11. გარეჯი

12. სპაერი

13. სიონი ბოლნისი

14. ლოკომოტივი თბილისი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-სა და ქვედა ლიგებში ასპარეზობისთვის საჭირო - PRO, A და B საკლუბო ლიცენზიები მიიღო 18-მა კლუბმა:

1. დინამო თბილისი 2

2. ვიტ ჯორჯია

3. კოლხეთი ხობი

4. მერანი მარტვილი

5. ნორჩი დინამო მერანი

6. არაგვი

7. შტურმი

8. რუსთავი

9. ვარკეთილი

10. მეშახტე ტყიბული

11. ირაო თბილისი

12. საბურთალო 2

13. გორი

14. გურია ლანჩხუთი

15. ლოკომოტივი თბილისი 2

16. მაჭახელა

17. ნორჩი დინამო მერანი 2

18. ჩიხურა საჩხერე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო B საკლუბო ლიცენზია მიიღო 8 კლუბმა:

1. ბორჯომი

2. ბახმარო

3. ზესტაფონი

4. გონიო

5. ბეთლემი ქედა

6. გარდაბანი

7. ოდიში 1919

8. სამგურალი 2

ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 12-მა კლუბმა:

1. ლანჩხუთი

2. სამეგრელო

3. კვარტალი

4. ბათუმი

5. კოლხეთი ხობი

6. ნორჩი დინამო მერანი

7. მართვე

8. დინამო სოხუმი

9. ელიტა

10. რაჭა 2020

11. ვერე

12. გორი იუნაიტედი

უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზირების კომიტეტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, ფ.კ. ქობულეთის "შუქურას" უარი ეთქვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-სა და კრისტალბეთ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო PRO, A და B საკლუბო ლიცენზიებზე. შედეგად, "შუქურა" ასპარეზობას კრისტალბეთ ლიგა 4-ში განაგრძობს, დებულების თანახმად კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში "რუსთავი", ხოლო კრისტალბეთ ლიგა 3-ში "მაჭახელა" დაწინაურდება.

ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებები ლიცენზირების გრაფიკით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა შემდგომ ინსტანციაში - სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოში და, აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილებები ითვლება საბოლოოდ.

erovnuliliga.ge

ქობულეთიდან
გუშინ დავწერე კომენტარი და არ გამომიქვეყნეთ, ალბათ ცოტა გადავამეტე, არადა ლანძღვა-გინება არ მჩვევია. ან და როგორ გინდა არ გალანძღო და "არ მოიკითხო" ის, ვინც შუქურა აქამდე მიიყვანა. სადაა ეხლა კუკავა, მის ნაცნობ-მეგობარ გოგიტიძესთან ერთად? ვინმეს აქვს ამაზე პასუხი? გუნდი ასე როგორ გაიმეტეთ, ამაზე აუცილებლად უნდა აგოთ პასუხი!
თენგაბი
რა ხდება? ნუთუ ქობულეთში აღარ უყვართ დეხბურთი?
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი. I მატჩები: "გურიამ" "სამეგრელო" გაანადგურა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "დინამო" (თბ) - "შუქურა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
ბოლოსწინა ტური: 7 გოლიც, 8 გოლიც, 9 გოლიც...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
ზეიმი! სფფ-მ "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა