‘შავმა ლომმა’ რომელიც ჩელენჯ თასზე ზედიზედ მესამედ თამაშობს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დღეს ღია ვარჯიში გამართა.

პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 6 დეკემბერს „ავჭალაზე“, 19:15 საათზე ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ‘მონპელიეს’ წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, ‘მონპელიეს’ ორჯერ აქვს მოგებული ჩელენჯ თასი (2016 და 2021 წლებში), 2022 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2011 და 2018 წლებში).

მომავალი შეხვედრისთვის 30 მორაგბე ემზადება, საიდანაც 19 მორკინალი და 11 ხაზის მოთამაშეა. გუნდის შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. ბურჯი დავით აბდუშელიშვილის ნაცვლად, რომელიც კანადასთან გამართული ტესტ-მატჩისას დაშავდა, ‘შავ ლომს’ ‘ბათუმიდან’ გიგა კობახიძე დაემატა.

ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდის ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა მზადებისა და მოლოდინის შესახებ ისაუბრეს.

რიჩარდ ქოქრილი: „კარგად ვივარჯიშეთ და კარგ კონდიციაში ვართ. ჩვენ ექვსი კვირაა ერთად როგორც გუნდს არ გვითამაშია, თუმცა ვარჯიშები კარგად მიმდინარეობს და ველოდებით დიდ თამაშს დიდ გუნდთან. ჩელენჯ თასი ჩვენთვის სხვა დონეა. ‘მონპელიე’ დიდი ევროპული, ფრანგული კლუბია. მათი ბიუჯეტი 32 მილიონი ევროა, რაც ჩვენგან ძალიან განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, ვიცით რომ „ავჭალაზე“ ბევრი ხალხი მოვა და მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. ძალიან კარგები უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ძლიერები არიან“.

მიხეილ ბაბუნაშვილი: „ორი კვირაა რაც ერთად შევიკრიბეთ. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გვქონდა, თუმცა ამ მოკლე დროში ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავიარეთ. რაც მთავარია, ერთმანეთს ვგრძნობთ, შეკრულად ვართ და ვეცდებით ჩვენი გეგმა მოედანზე გადავიტანოთ“.

„მონპელიე ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, დიდი ისტორიის მქონე. მათ არაერთი დიდი მორაგბე ყავთ, ასევე ყავთ ქართველი ლეგიონერებიც. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფიზიკურობა გამოვიყენოთ და მეტოქეს თავისი თამაშის თავს მოხვევის შესაძლებლობა არ მივცეთ. ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები. პროგრამა მინიმუმი ერთი თამაშის მოგება, მიზანი კი ჯგუფიდან გასვლაა და ვნახოთ რა გამოვა“.

‘მონპელიესთან’ თამაშისთვის ემზადებიან

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, გიგა კობახიძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, სანდრო მამამთავრიშვილი.

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.

Rugby.ge

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
დავითაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა - მატჩი არეულობის გამო შეწყდა [VIDEO]
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ზურიკოს დუბლით "სენტ-ეტიენი" "მონპელიეს" ამარცხებს