წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ბ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებენ.

2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაში 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. წელს ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება და მასში 24 გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას.

ისინი ექვს 4-გუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/8-ფინალში გადის.

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

ა ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონკონგი

ბ ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი

გ ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა

დ ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია

ე ჯგუფი: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, სამოა

ვ ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე

საქართველოს იტალიასთან მსოფლიო თასზე აქამდე არასდროს უთამაშია, ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასა და რუმინეთს კი თითოჯერ შეხვედრია.

სამხრეთ აფრიკას ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, 2003 წელს ავსტრალიაში შევერკინეთ და ტურნირზე პირველი ლელო გავიტანეთ, თამაში კი მეტოქემ 46:19 მოიგო. რუმინეთს 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე შევხვდით და 25:9 დავამარცხეთ.

Rugby.ge

რუმინეთს ყოველ წელს ვეთამაშებით და დაღეჭილებს ვიცნობთ,სახიფათო ის არის,მსოფლიოზე ესპანეთთან რომ დაგვემართა,მათთანაც წინასწარ გამარჯვებულებად არ ჩავთვალოთ,თავები.იტალიელებმა იტალიური წარმოშობის სარაგბო ქვეყნებქვეყნებში მოთამაშე ბიჭებს,იტალიის მოქალაქეობა მისცეს და რა თქამა უნდა იქაურების სარაგაბო ინტელექტი და თამაშის კულტურა,ნაკრებსაც დაეტყო.დღევანდელი იტალიის ნაკრები,შეუდარებლად უფრო ძლიერია,ვიდრე სამიოდე წლის წინ იყო და თან პროგრესირებს.იმ უცხოელების გვერდით,რა თქმა უნდა იტალიელებიც ბევრს სწავლობენ მათგან.პროგრესიც აქედანაა.რეალურად იტალია ჩვენზე ძლიერია,მაგრამ თუ მეორე ადგილზე გასვლა გვინდა,იტალიას უნდა მოვუგოთ.ჩვენც თუ მოვუმატეთ და სულელური შეცდომები გამოვრიცხეთ,რა თქმა უნდა შანსი გვექნება,თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან,იმდენი პრობლემური პოზიცია გვაქვს,მათი გამოსწორება,ძალიან მეძნელება.კოკრილმა რომ თქვას,აფრიკასთან წავაგებთო,ნახევარი საქართველო გამოვარდება და იყვირებს,წინასწარ უკვე წაგებულია,ამას ნაკრებში რა უნდაო და მართალიც იქნება.ვერც გამარჯვების შეპირება იქნება ჭკვიანური,რადგან ესეც სისულელე იქნება,ასე რომ შუალედური ვარიანტი უნდა ეთქვა.ჯერ კიდევ დროა,მსოფლიოს თასამდე და ბევრი რამე შეიცვლება,მაგრამ ახალი ტესტების სქემა,ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს.ჩვენ ძლიერი მეტოქეები აღარ გვეყოლება,იტალიელებს კი,დიდებული ტესტები ექნებათ და ისედაც ჩვენზე წინ მყოფებს,კიდევ ეს უნდათ?!რა თქმა უნდა ხელების აწევა არ შეიძლება და კიდევ უფრო მაგრად უნდა მოვემზადოთ,მაგრამ შემოქმედებითი მორაგბეები თუ არ დავაწინაურეთ და გავაძლიერეთ,მხოლოდ ფიზიკური პრესით,შორს ვერ წავალთ.დღევანდელი წესები,ფიზიკური რაგბისთვის არასასურველი მიმართულებით იცვლება და ამის გამო,შერკინებაშიც ვკარგავთ დომინანტობას.ასე რომ პრობლემები უამრავია და ყველაფრის კოკრილზე აკიდებაც არ იქნება გამართლებული.ვფიქრობ,ნაკრებებში გუჯა კახაძის დასაქმება და სწორი სირბილის სწავლა ძალიან წაადგებოდათ ჩვენ ბიჭებს,რადგან არასწორი სირბილი უამრავ ტრავმას იწვევს და სულ დაბინტულები რომ თამაშობენ,ეს სწორედ არასწორი ფიზმომზადების ბრალი მგონია.სარაგბო ქვეყნებში გაცილებით ცოტა მორაგბე თამაშობს დაბინტული და მათი გადაადგილებაც ძალიან განსხვავდება ქართველების სირბილისაგან.ამ ყველაფერზე მუშაობა,გუჯა კახაძემ იცის,შესაძლოა სხვაც გვყავდეს ვინმე.მე არ ვიცი,მაგრამ ასეთი ხალხის გამოყეება აუცილებელი მგონია.არ მჯერა,რომ გუჯა კახაძე,სიხარბეს აყვება და ძალიან ძვირად დააფასებს თავის საკუთარ ცოდნას.სცადონ,შეხედონ და თუ ვერ გაამართლებს,წავა და დარჩება ყველაფერი ძველებურად.ერთი კია,ჩემთვისაც კი,მძლეოსნობაში სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანისთვის,სრულიად აშკარაა,ქართველი და უცხოელი სპორტსმენების სირბილის მანერაში განსხვავებები.დიდ ძალას ვხარჯავთ და უფრო ნელა დავრბივართ,თუმცა უფრო ჩქარა ვიღლებით.სკოლებში მძლეოსნობის საბაზისო უნარებს აღაავინ ასწავლის და იმიტომ.
თოკო
გაცილებით გამართულ და ინტელიგენტურ რაგბის თამაშობს დღეს იტალია... ანგარიში რო დაიკიდო ნახე მაინც სამხრეთ აფრიკას იმ სამი ტესტიდან ორში როგორ ეთამაშნენ? ავსტრალიაზე ძლიერი როა ეგ არც მითქვამს - ისეთ კონდიციაში არიან, რომ ამას ახერხებენ და რაგბში გაუვარდათ და ეგეთი არ არსებობს. დაუმარცხებელი რო არაა იტალია მაგას წყალი არ გაუვა მაგრამ აშშ-სთან და სამოასთან ორივე დღევანდელი მოცემულობით რუმინეთზე ოდნავ ძლიერი გუნდებია და იტალიასთან ორივე უშანსოდ წააგებს რომ დააჯახო. მე ეს ჯგუფი რაც გვაქვს მარტო იმიტო მომწონს, რომ იტალიაზე მოგება ძალიან პრინციპულია და გიგანტური განაცხადი იქნება. თეორიულად სამოას და ამერიკას უფრო მოუგებ ვიდრე იტალიას :) აი რუმინეთი მარტო იმიტო ვახსენე რო მაგათაც ვეთამაშებით, თორემ საშინელი დაღმასვლა რო აქვთ მეც ვიცი.
ზაზა
არამგონია რუმინეთი სამოაზე და ამერიკაზე ძლიერი იყოს რაც შეეხება იტალიას ავსტრალიას მოუგო დარა მერე ავსტრალიაზე ძლიერია ან ჩვენრო უელს და იაპონიას მოუგეთ სტუმრად მათზე ძლიერი ხარ რათქმაუნდა არა.ხდება ხოლმე სენსაციური თორე ავსტრალია სხვა წონითი კატეგორია ვიდრე იტალია.
თოკო
საფრანგეთი კი არ ჯობდა სამხრეთ აფრიკას, სამოა-აშშ ჯობდა იტალია-რუმინეთს. პირველზე განთესილს ვინ დაეძებს ყველასთან უშანსოდ ვიქნებოდით! იტალიას რაც შეეხება ავსტრალიას მოუგეს ახლახანს და ეგ იაპონია ჩვენ რო ვეჯაჯგურებით 20 ქულით გაღუნა. :) დასკვნები მომინდია. გასვლით გავალთ დიდი ალბათობით მესამე ადგილიდან მაინც, მაგრამ იაპონიის ადგილას გაცილებით მარტივი გზა იქნებოდა.
ramaz martali
ამ მწვრთვნელით და აზროვნებით, შესაძლოა ყველა წავაგოთ. აუცილებლად შესაცვლელია მიდგომა და ხედვა. თანამედროვე რაგბი გვჭირდება და არა ძველ რუმინული რაგბის კალკი. ბურთაობა გვჭირდება და არა უაზრო გაუთავებელი ჯახაობა.
zaza
სამხრეთ აფრიკას საფრანგეთი ჯობდაო?და რატო მოუგებდი რო არამგონია. იტალია მოფერიანდაო რავიცი ჩვენთან ბოლო თამასში მაგრად გაუჭირდათ კარგია რომ ზოგიერთი აქაცკი სერიოზულად არაღიქვამს ჩვენ ნაკრებს.დიდი ეჭვიმაქრო ამ ჯგუფიდან გავალთ.წარმატებები ბიჭებს.
marco polo
ბოლოს იტალიის თამაში როდის ნახე?
1/8 ფინლში გასვლის პრეტენზიით.
ნორმალური ჯგუფი იმიტოა, რომ ჩვენ უკვე ძლიერები ვართ. პრეტენზია გვაქს იტალია დავამარცხოთ და ჯგუფიდან ისე გავიდეთ, თუმცა შეიძლება რუმინეთან ბონუსით მოგებაც გვეყოს მე-3 ადგილიდან გასასვლელად. ასეთივე პრეტენზია გვექნებოდა იაპონია, საფრანგეთი რომ გვყოლოდა ჯგუფში.
S.K.K.
იაპონიასთან რომ მოგვეგო ეხლა მათ ადგილას ვიქნებოდით. სამხრეთ აფრიკა საფრანგეთზე ძლიერია, იტალია - სამოაზე; აშშ და რუმინეთი დაახლოებით ერთი დონისაა. აქედან დასკვნა: ასე უტვინოდ იაპონიასთან ჯობდა არ წაგვეგო. მერვედფინალში გავალთ და ეგ იქნება (თუმცა მეორე ვარიანტშიც ეგ იქნებოდა).

რა ვიცი,რუმინეთთან წესით პრემიალურით უნდა მოვიგოთ,იტალიასთან საბრძოლო გვაქვს,აფრიკელებს კი,ნამდვილად არ ვისურვებდი,ძალიან ფიზიკურები არიან და სავარაუდოდ,უტრავმებოდ ვერ გადავრჩებით.თუ სხვა ჯგუფებს შევხედავთ,მესამე და მეოთხე კალათებში,შედარებით თანაბარი დონის გუნდები არიან და ზოგიერთმა,შესაძლოა ბონუსქულებიც ვერ აიღონ.იტალია,წესით ჩვენზე ძლიერი გუნდია,ჩამოყვანილების ხარჯზე,მაგრად გაძლიერდნენ,მაგრამ ისევ მაგათთან უნდა ვიბრძოლოთ,რადგან აფრიკასთან შანსი არ გვექნება.სამი და მეტი დადებული ლელოსათვის ბონუსქულის აღებაც არ იქნებოდა ცუდი,მაგრამ ჩვენი უფანტაზიო შეტევა და რაქიდან ბურთის დაყოვნებით გამოტანა რომ მახსენდება,აფრიკელებთან ხომ ოცნებაც არ შეიძლება და იტალიასთანაც მეძნელება.იგულისხმება,რომ იტალია სრულ მზადყოფნაში შეგვხვდება,უძლიერესი შემადგენლობით.ბიჭები როგორც ყოველთვის,არც ახლა დაზოგავენ თავს,მაგრამ იმდენი აშკარა ხარვეზები გვაქვს და ისე ცოტა მოაზროვნე თამაშობს,რომ რუმინეთის გარდა სხვებთან,საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი.ადრე,ვიცოდით,რომ რაღაცაში მაგრები ვიყავით,რაღაცაში კი სუსტები.დღეს აღარაფერში აღარ ვართ დარწმუნებულები და ეს არის ყველაზე უარესი.ყველგან შეიძლება რაღაცა კარგად გავაკეთოთ და ასევე ყველგან შეიძლება ყველაფერი გავაფუჭოთ.აღარც კი ვიცი,რომელი სჯობია.კოკრილი აცხადებს,რომ ჩემპიონატისთვის მაგარ ფორმაში ვიქნებით,ორ თამაშს მოვიგებთო!ყველასთან საგანგებოდ მოამზადებს თამაშის გეგმას,მერვედფინალშიც გავალთ,მაგრამ მესამე ადგილოსნები,ჯგუფების გამარჯვებულებს შევხვდებით სავარაუდოდ და ალბათ იქ დამთავრდება ჩვენი წინსვლა.ისევ იტალია უნდა დავამარცხოთ,თუ მმმმეორე ადგილი და შედარებით სუსტი მეტოქე გვინდა.ცუდი ის არის,რომ იტალიელებიც ასე იფიქრებენ და იმასაც ვფიქრობ,რომ ისინი აფრიკასაც ბოლომდე შეასკდებიან.თამაშების განრიგი ძალიან საინტერესო იქნება და თამაშის სტრატეგიას მის მიხედვით შეიმუშავებენ,მწვრთნელები.
rigiti
ადვილი ჯგუფი თუ გვინდოდა იაპონიისთვის უნდა მოგვეგო ნახეთ როგორ ჯგუფში მოხვდა!!! მე მგონი ჩვენი ჯგუფი ერთერთი ყველაზე რთული ჯგუფი. დღევანდელ ფორმაში მყოფი საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით წააგებს იტალიასთან და თუ შევაკვდებით არ დაგავიწყდეთ რომ როგორც წინა ჩემპიონატში პორტუგალიას, რუმინეთსაც მხოლოდ ჩვენზე ექნება სწორება, ნუ სამხრეთ აფრიკაზე ალბათ ლაპარაკიც არ ღირს დამეთანხმებით.
მამუკა ბათუმი
ნორმალური ჯგუფია, თითქმის საჩვენო. კალენდარიც ხელს თუ შეგვიწყობს და მანცადამაინც პირველ თამაშს იტალიასთან არ შევხვდებით მთლად კანფეტი. აი სამხრეთ აფრიკით თუ დავიწყებთ და შემდეგ მეორე თამაშზე იტალია შეგვახვედრეს მთლად იდეალური ვარჯიში გამოგვივა საიტალიოდ. იმედია ასეთ კალენდარზე აფრიკასთანაც უნდა მოვიგოთ, ძალები შევაწყვიტოთ და ბლა ბლა არიქნება
GOMAKO
და ჩვენც წავიდეთ ბარემ ყველა საშველი აღარ ყოფილა 😉🫣 სანიოლი ისედაც უნდა წავიდეს💩 ასი პროცენტით მართალი ხარ ყველანაირი ლოგიკით ფლეიოფში უნდა გავიდეთ ძალიან მარტივად,მთავარი ამოცანა კი ბონუს ქულებზე მუშაობა უნდა იყოს,შეიძლება რუმინეთთან ბონუსიც გვეყოს,მაგრამ აუცილებელია იტალიასთან მინიმუმ ბონუს ქულის აღება,თუ მოვიგებთ სურვილი კი გვაქვს და თუ აცხადდა ზედ დავაფრებთ რაგბის მამებს,მაგრამ სურვილი ერთია და თამაშის ხარისხი სხვაა. ეს იტალია ამ ბოლო დროს მოფერიანდა ჩვენს ჯიბრზე და რა ვიცი ავდგეთ და ჩვენც მოვუგოთ ერთხელ...სამხ.აფრიკაზე არაფერს დავწერ და ბოლოს ისეთი ჯგუფებია და ისე დაიკარგება ქულები,რომ აუცილებელია მინიმუმ რუმინეთის ბონუსით ძლევა...დანარჩენი პროფესიონალებმა დაგეგმონ.
სტუმარი
ძალიან მაგრად გაგვიმართლა. თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია, ეხლა უნდა აჩვენონ.
ქართველი
მანამდე ეს უცოდინარი მწვრთნელი უნდა შევცვალოთ და შერკინების მწვრთნელად ქართველი დავნიშნოთ
რიგითი
მშვენიერი ჯგუფია .. დაპირისპირება პრინციპულ მეტოქეებთან.. ოღონდ სამხ. აფრიკის მაგივრად, რომ სხვა ნებისმიერი ყოფილიყო , სულ იდეალური გამოვიდოდა.
gogi
ძალიან კარგი ჯგუფია თუ მცირეოდენი ამბიცია მაინც გვაქვს!
დდდ
ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანშიც თუ ვეღარ მოვხვდით, მაშინ ქოქრილიც წავიდეს, ჯიკიჩიც და სანიოლიც...
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა