კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ Ukrfootball.ua-სთან ინტერვიუში „ჩელსის“ გარემარბის მიხაილო მუდრიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც დოპინგზე ჩავარდა და 2028 წლამდე დისკვალიფიცირებულია:

“პირველ რიგში იმათ ვაკრიტიკებ, ვინც ის პრობლემებთან მარტო დატოვა. ახალგაზრდაა, რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა... ვინმე უნდა მიეჩინათ - მამა, დედა, ძმა, და ან ვიღაც ძიძის მაგვარი, რათა ყურადღება მიექცია. იქამდეც ნათელი იყო, რომ მხოლოდ ფეხბურთზე არ ფიქრობდა.

არ მიყვარს, როდესაც ფეხბურთელები სახეზე, ყელზე, ხელებზე და კიდევ „ჯანადაბაზე“ ტატუებს იხატავენ. ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ ეს საჭირო არაა! დიდი ფეხბურთი ამით არ იწყება. ამ სისულელეების თავიდან ამოგდებაა საჭირო. დიდი ფეხბურთი ტატუებით კი არა, რეჟიმით იწყება.

შეხედეთ ჩვენს ნიჭიერ მოთამაშეებს, შაპარენკოს, ბრაჟკოს. სად არიან ახლა? ბრაჟკოს ყველა მონაცემი ჰქონდა, მხოლოდ პროგრესირება უნდა გაეგრძელებინა, ის კი ვიღაც გოგონაზე დაქორწინდა და დაიკარგა. ფეხბურთს თავი დაანება და მორჩა... შაპარენკოც დაიკარგა. მანაც ცოლი მოიყვანა“.

ზურა
სწორად უკავშირებს საბჭოთა კავშირს ჟორა.შენ არ გესმის და ვერ ხედავ,საიდან მოდის უმეტესი პრობლემის ფესვები.უმეტესობას,"უნახავმა რა ნახაო" ჭირს.უფულომ უცებ ოცი ოცდაათი ათასი რომ ნახოს,გაიქცევა და ბმვეს იყიდის და ერთ კვირაში ბენზინის ფულს მოგთხოვს.დიახაც,ფულის უნახავმა არ იცის მისი მოხმარა დაზოგვა და გამოყენება,ბევრსაც თავში უვარდება,განა ასე არ არის.არ ვიცი,რამ აღგაშფოთა
ჟორას
ბიჭო! რამ ამოგიბრუნა ტვინი ასე,რომ ყველა პრობლემას საბჭოთა კავშირს კიდებ? რაღა დროს საბჭოთა კავშირია . სად ოცი წლის ბიჭი და სად საბჭოეთი.მარიაჟები და პოკაზუხები მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან.ყველაფერი აღზრდაზე ,განათლებაზე და გენზეა დამოკიდებული.
ასეა ეს
ჩვეული ამბავია, რომ სპორტმენები რეკლამებში არიან ჩართული და ამით შემოსავალს იზრდიან. შენი ერთი ადგილის საქმე არ არის, ვინ სად ჩაერთვება.
ჟორა
ასეთი რამ მხოლოდ საბჭოთა კავშირში მოთამაშე ტალანტებს ემართებათ, რადგან არ არიან დიდ ფულს მიჩვეული და მილიონს რომ დაიგულებენ, ჰგონიათ მთელი ცხოვრება ეყოფათ. ჩვენც რამდენი ტალანტი გაგვიფუჭდა ამ მიზეზით?
პატრიოტი
ხვიჩა სამაგალითო ადამიანია, ჭკვიანი, მოზომილი კომენტარებით, ლამაზი, წესიერი ქართული ოჯახი შექმნნა, თავში არ აუვარდა, რუსეთსიც იცხოვრა, მაგრამ რა გადაყვა რუს ნაშებს, ბაზაზე ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, ინედია არ ჩაერთვება სხვებივით სამშენებლო კომპანიის რკლამირებაში და მადლობების თქმაში, მადლობა მას ეკუთვნის,რომ გვახარებს თავისი თამაშით, თავისი წესიერებით და მოზომილი ქცევით

სპორცმენმა მილიონი შეიძლება გამოიმუშავოს რამის რეკლამირებით,ლიგის და სხვა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის მოგებით მაგრამ არა ერთი კვირი ან თუნდაც ერთი თვის ხელფასით.
დავით 67
-ს! ეჰ.კი მასეა და კარგიცაა მაგრამ სადღაა ეგ რელიგიური ცხოვრება და იმ 10 ცნების დაცვა საქართველოში? დასავლური ცხოვრების წესი ნამდვილად სხვადასხვანაირია. ისეთიც არის და ასეთიც. შენც კარგი მაგალითი მოიყვანე მისვლა მოსვლაზე, მაგრამ თუ ოჯახი დაინგრეოდა, მტრისას,მიდიოდა წყევლა კრულვა, ვინც მე დამაქცია, ვინც ეგ გაგაცნო და ა.შ.))კარგია რომ ეს ხვიჩას არ ემუქრება. აქ ბევრი წერს, ეროვნება უშლის ხელსო ბევრს, გარკვეულწილად მართალიცაა, მაგრამ არა იმიტომ რომ ქართველი სხვას სჯობია, უბრალოდ მენტალურად უფრო გაუგებენ ერთმანეთს. ასე რომ ქართველმა ქართველი, ფრანგმა ფრანგი, იაპონელმა იაპონელი და ა.შ

დედა ნახე,მამა ნახე,შვილი ისე გამონახეო!ადრე,ბიჭს გოგო რომ მოეწონებოდა,საკითხავად მიდიოდნენ,ვინ იყო,რა ოჯახის შვილი,ვინც ამათთვის სანდო იყო,ისინი აწვდიდნენ საპატარძლოს ოჯახის,მათი ჯიშის კარგი და ცუდი თვისებების შესახებ.დაოჯახება ყოველთვის რისკია,თანაც ორივე მხრისათვის და ინფორმაციის მოძიება,ამ რისკის შემცირებას ემსახურებოდა.დღეს ბიჭები,გოგოების შერჩევას,ფეხების სიგრძიდან და მკერდის ზომიდან იწყებენ,მათი ოჯახი რითი სუნთქავსო,არც ინტერესდებიან და რა თქმა უნდა შეცდომებიც გაცილებით მეტი აქვთ.გოგოებიც ბიჭების ქონებაზე და შანსიანობაზე ფიქრობენ და ესეც ართულებს საქმეს.დასავლური ცხოვრების წესი,ნამდვილად არ უწყობს ხელს,ოჯახების სიმტკიცეს.ოჯახის სიმტკიცის საფუძველი,რელიგიური რწმენაა.ვინც ეკლესიურია,ის გარე გარე თვალების ცეცებას არ იწყებს და ოჯახიც პიროვნების მტკიცე საყრდენი ხდება.ძლიერი მამაკაცის უკან,ძლიერი,ჭკვიანი ქალი დგას.ზნეობა,10 მცნებით ცხოვრება და ასევე მცხოვრები ცხოვრების თანამგზავრის შერჩევა,ოჯახის სიმტკიცის ძალიან მაღალ კოეფიციენტს იძლევა.მოწესრიგებული ცხოვრება კი,სპორტულ წარმატებებში ეხმარება.
გაგიკ ბოლო
მუდრიკის შესახებ თუ ისაუბრა, დოვბიკი რა შუაშია?!
დავით 67
ეგ შენი შედარება, დაახლოებით იმას კაცი 2 პაჩკა სიგარეტს რომ ეწევა და რომ ეუბნებიან გაანებე თავიო და ის პასუხობს, აგერ ჩემ ნაცნობს არც დაულევია და არც მოუწევია და მოულოდნელად გარდაიცვალაო. არადა კი სიგარეტი კლავს! ეს დამტკიცებული.კი ბატონო მადლობა ღმერთს ხვიჩას გაუმართლა, როგორც ცოლში ისევე კარიერაში, მაგრამ რამდენს არ გაუმართლა 80%-20% მაინც იქნება. სხვათა შორის ნოდარ ახალკაციც წინააღმდეგი დაოჯახების, მერე ძოძუაშვილმაც ესე ისწავლა ბ-ნი ნოდარისგან, ეხლა თვითონ უშლიდა. ეს ისეთი მომენტია ვერც უარს ეუბნები ფეხბურთელს და ვერც კის, რადგან თუ პროფესიონალი მწვრთნელი ხარ იცი ეს რასაც ნიშნავს. ცოლის მოყვანა კი არა ჭამის რეჟიმი რომ დაარღვიო იმაზე ცოფდება ზოგი.

ხედამთ ხალხო?!ცოლი არ უნდა მაიყვანოსო!ხვიჩასაც ეგრე აგინებდნენ,ცოლი ღუპავსო და კი შევარდა ოქროს ბურთის ნომინანტებში.ეხლა თითონაც ხო მაგარია და მაგისი ბალღი,დამიანე,ჯერ რო ძლივს დაბაჯბაჯებს,უკვე ორივე ფეხით ერთნაირად აგორავებს ბურთსა და მამაზე უკეთესიც გამოვიდეს,ვინძლო. ბიჯო,ოჯახს რომ მოეკიდები და პასუხისმგებლობა გაქვს,მაშინ უფრო მოწესრიგებული ხარ,თუ ყოველ საღამოს ბარებში რომ დარბიხარ და ფულიან ლაწირაკს,მონადირე გოგოების გუნდი კისერზე გეკიდება?აგერ,ვინისიუსი თუ იამალი,გამოიჭირეს ვიღაცებმა და აშკარად მოუკლეს,თამაშს.ორივე უნიჭიერესია და თავი ხელში თუ აიყვანეს,კიდევ ძალიან მოუმატებენ,მაგრამ დღეს კრიზისი,სწორედ გოგოების დევნის გამო აქვთ.ოჯახი სახელმწიფოს საყრდენია და ფეხბურთელს რატომ დაანგრევს?ერთი ეგ არის,რომ ოჯახი,მართლაც ოჯახი უნდა იყოს და ფულზე დამიზნებულს არ გადაეყარო.
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
"იბერიას" შესაძლო მეტოქე გაირკვა - ვის დაუპირისპირდება ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში
"უნდა წავიდეს, ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს" - The Sun "ლიდსთან" მატჩის მერე, მამარდაშვილის მიმართ "ლივერპულის" გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] მამარდამ შეუცვლელად ითამაშა - "ლივერპული" "ლიდსთან" 2:4 დამარცხდა
ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
პსჟ ორი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - კვარაცხელიას გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის - ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
როდის შეეძლება დაბრუნება - მიხაილო მუდრიკის სავარაუდო სასჯელის ვადა ცნობილია
იოჟეფ საბო: მინდა ვცდებოდე, მაგრამ საქართველოსთან დავმარცხდებით
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
მის სკანდალებს ბოლო არ უჩანს - მუდრიკს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაეკისრა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მუდრიკის დისკვალიფიკაცია გაუქმდა - უკრაინელს ყველა ბრალდება მოეხსნა და მოედანს დაუბრუნდება
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
პსჟ ზაბარნის შეძენას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს სთავაზობს
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
"ჩელსი" მუდრიკს პრაქტიკის მისაღებად მეგობარ კლუბში გაანათხოვრებს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
საბო: ყოჩაღ - ქართველებს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ