საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 18 EHF Championship) ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ერთი დღით ადრე დიდ ბრიტანეთთან მოპოვებული წარმატებული სტარტი, ტურნირის მეორე დღეს, ბულგარეთთან გამარჯვებით გაგრძელდა.

ვანო გურგენიძემ ბულგარელებთან ანგარიში გახსნა, მერე მეორეც მიაყოლა და ორი ბურთით დავწინაურდით, თუმცა შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით, „ქულა ქულაში“ წარიმართა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები სამჯერ ორწუთიანი გაძევებით დაისაჯა; აქედან ტაიმის ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიშს 15:14 ვიგებდით, 10-წამიან ინტერვალში მოედნის დატოვება საბა ბუიღლიშვილს და ვანო გურგენიძეს მოუწიათ. ამას დაემატა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, შოთა თევზაძის ყვითელი ბარათიც. რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა ბულგარეთმა და ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო (15:15).

მეორე ტაიმი ჩვენთვის არასახარბიელოდ დაიწყო - ხუთი მოთამაშით დარჩენილი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მეტოქე ორი ბურთით დაწინაურდა, 33-ე წუთზე კი ბუღლიშვილმა წითელი ბარათი მიიღო.

რთულ ვითარებაში გარდატეხის შეტანა ნიკოლოზ მამულაშვილის მიერ ზედიზედ გატანილმა სამმა ბურთმა შეძლო, რამაც საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა. მოგვიანებით, ორ-სამბურთიანი უპირატესობა მას შემდეგ განმტკიცდა, რაც გიორგი კაპანაძემ ზედიზედ ორი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, ემოციურ „ნერვების ომში“ საქართველოს ნაკრებმა 35:32 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ მატჩში ვერ დაეხმარნენ გიორგი მაზანიშვილი და მეკარე საბა დიასამნიძე.

ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ მამულაშვილმა აჩვენა - 14 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

„დღეს ძირითადის ორი მოთამაშე გვაკლდა - მეკარე და დაცვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რამაც თამაშზე იმოქმედა. გარდა ამისა, ორი გამთამაშებელი ორწუთიანებით გაგვიგდეს, თუმცა მობილიზება მაინც შევძელით. მეკარეებმაც მნიშვნელოვანი მოგერიებები შეასრულეს და სასურველ შედეგამდე მივედით. მთავარია, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს.

ყველამ კარგად იცის, რამდენად ემოციურია საკუთარ მოედანზე თამაში. მინდა, ეს გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მივულოცო“, — განაცხადა რთული მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოთა თევზაძემ.

4 აგვისტო ჩემპიონატზე დასვენების დღეა. 5 აგვისტოს საქართველოს ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება, რომელიც დღეს კოსოვოსთან 22:31 დამარცხდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ბელგიამ დიდი ბრიტანეთი 34:18 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები: ლევან ტვილდიანი, გიორგი კენჭაძე; ნიკოლოზ მამულაშვილი (14), გიორგი კაპანაძე (5), ვახტანგ ხარებაშვილი (5), ვანო გურგენიძე (5), დემეტრე თორია (2), ნიკოლოზ ბიბლაია (2), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, ანდრია ბურჯალიანი, შოთიკო ახვლედიანი

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი, პაბლო კამპოს სუნენი, ჩავიერ სალვადორ ჟაუმა

M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი (ჯგუფური ეტაპი):

5 აგვისტო: საქართველო vs კვიპროსი

6 აგვისტო: საქართველო vs კოსოვო

8 აგვისტო: საქართველო vs ბელგია

9 აგვისტოს გაიმართება ფინალური მატჩები საბოლოო ადგილების დასაკავებლად.

geohandball.ge

ბორია წიფურია
ბოდიშით და წერა მაინც ვერ ისწავლეთ. შაქართველოს ნაკრებმა რომ წერთ ხომ უნდა დაწეროთ რა სპორტში. ასევე ადრე რომ წერდნენ ფეხბურთზე კალათბურთზე თუ ხელბურთზე ... ნაკრების სიას აქვეყნებდნე და მათ ფიზიკურ მონცემებს. დღეს კაციშივილმა არ იცის არავინ არ იცის. ვის რა ფიზიკური მონაცემები აავს. ვინ რა პოზიციას თამაშობს...
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა