უეფას ოფიციალურ გვერდზე და უეფას ონლაინ ჟურნალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ინტერვიუში საუბარია ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ფეხბურთის მიღწევებზე, ევრო 2024-ის ისტორიულ წარმატებაზე და ამ შედეგის მომტან სისტემურ მუშაობაზე.

სფფ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უეფა-ს როლზე და მხარდაჭერაზე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 100 მატჩის შემდეგ, ლევან კობიაშვილი 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული, 2023 წელს კი ის უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.

მისი ხელმძღვანელობით სფფ-მ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია, განავითარა ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრი და გაზარდა ჩართულობა, ეროვნულმა ნაკრებმა კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშიც იასპარეზა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლევან კობიაშვილთან, სადაც ის სფფ-ის პრეზიდენტის როლში თავის მთავარ მიღწევებზე, უეფა-ს დაფინანსების მნიშვნელობაზე და ფეხბურთის მომავალში ყოფილი ფეხბურთელების როლზე საუბრობს.

- როგორ შეაფასებდით 2025 წელს ქართული ფეხბურთისთვის?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ ჩვენ ახალ დონეზე ავედით და ქართული ფეხბურთის მიმართ ყურადღება უცხოეთიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩვენი „ა“ ნაკრებისთვის ეს არაერთგვაროვანი წელი იყო. სომხეთთან პლეი-ოფში გამარჯვების შემდეგ ჩვენ ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენა მოვახერხეთ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთსა და თურქეთთან ერთად ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით.

ჩვენმა 21-წლამდელთა ნაკრებმა წელს მეორედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ფუტსალის ნაკრები ასევე მეორედ გავიდა კონტინენტის პირველობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ზედიზედ ხუთი წელი სხვადასხვა ფორმატის დიდ ტურნირზე იასპარეზებს, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა.

- რამ განაპირობა თქვენი ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრა?

- ჩემთვის ერთი რამ ცხადია - ეს მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისა და კარგი მუშაობის შედეგი მთელი ჩვენი საფეხბურთო ეკოსისტემის მასშტაბით - ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული.

თუ ყველა ერთად იმუშავებს და ყოველ დღე, ყოველ კვირას, ყოველ თვე თავის მაქსიმუმს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებაც იქნება. შეიძლება ჩვენ ამისთვის სასურველზე ცოტა მეტი დრო დაგვჭირდა, თუმცა მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჩვენში, რამეთუ ყოველდღე ვხედავ, როგორ ვითარდებიან და შრომობენ ახალგაზრდა მწვრთნელები და ფეხბურთელები. საბოლოო ჯამში ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებას.

ჩვენ რა თქმა უნდა დაგვეხმარა ის ფაქტიც, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავს ისეთი ცნობილი სახელებით, როგორიცაა კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვები. თუმცა, ხშირად გვინახავს, რომ მხოლოდ კარგი მოთამაშეები საკმარისი არ არის. მთელი ქართული საფეხბურთო ოჯახი უნდა იდგეს მათ უკან, აცნობიერებდეს თავის როლს და ასრულებდეს თავის საქმეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს იღბალი არ იყო. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

ყველა ქართველი ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ითამაშებდა, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ჩვენ ეს შევძელით და არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღეთ ამ ტურნირზე, არამედ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ჯგუფიდან გავედით. პორტუგალია დავამარცხეთ და ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის 40 წუთის მანძილზე წინ ვიყავით. ეს საოცარი შეგრძნება იყო.

ახლა კი გვინდა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და მომავალ დიდ ტურნირზე გასვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევრო 2024 ჩვენთვის პირველი და უკანასკნელი არ იყოს.

- რამდენად მნიშვნელოვანია უეფა-ს ერთა ლიგა საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის?

- ერთა ლიგა ბრწყინვალე იდეაა და ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში დაგვეხმარა.

ჯერ კიდევ კარგად მახსოვს პირველი გათამაშება, როდესაც საქართველო D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი ჩვენ C ლიგაში ვთამაშობთ. ეს უკვე დიდი ნაბიჯია, და ძლიერ გუნდებთან თამაში ჩვენი ნაკრებისთვის სასარგებლოა.

მეორეს მხრივ, წნეხიც უფრო მაღალია. ხალხი წინსვლას ელოდება. ახლა ჩვენი ამბიციაა A ლიგაში მოხვედრა, და რატომაც არა? ამავდროულად არსებობს C ლიგაში დაქვეითების რისკიც, რასაც ჩვენ სომხეთთან კარგი თამაშით გადავურჩით.

მოუთმენლათ ველით შემდეგ წილისყრას, რომელიც თებერვალში გაიმართება. ერთა ლიგამ ჩვენ დიდი სიხარული მოგვიტანა, ევრო 2024-ზე თამაშის საშუალება მოგვცა, და ზოგადად ჩვენთვის იღბლიანი გამოდგა.

- რატომ გადაწყვიტეთ, მწვრთნელობის ნაცვლად მმართველობას გაჰყოლოდით?

- ყოველთვის ვაპირებდი სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას, და 2015 წელს ასეც მოხდა.

ქართული ფეხბურთი იმ დროს კრიზისში იყო - ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში 156-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. ჩემი სურვილი იყო, საკუთარი გამოცდილებით ქართულ ფეხბურთს დავხმარებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არსებული სიტუაციის გამოსწორება შეგვეძლო.

ვგრძნობდი, რომ მწვრთნელობა ჩემი მოწოდება არ იყო, თუმცა მაინც ავიღე ლიცენზია, რამეთუ ოფიციალური პირისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ როგორ მუშაობს მწვრთნელი.

დავიწყე საფეხბურთო მენეჯმენტის სწავლა და თავიდანვე ვიგრძენი, რომ ადმინისტრაციულ როლს კარგად მოვერგებოდი. უკვე 10 წელია ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციაზე ვარ და მიხარია, რომ ამდენი მიზანი წარმატებით შევასრულეთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოფილმა მოთამაშეებმა ამგვარი პოზიციები დაიკავონ და ფეხბურთის მომავლის ჩამოყალიბებაში მიიღონ მონაწილეობა?

- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფედერაციას და ქვეყანას საკუთარი მიზნები და იდეები გააჩნია, თუმცა მე მჯერა, რომ ყოფილ მოთამაშეებს მნიშვნელოვანი როლები უნდა ეკავოთ.

ჩემი როგორც ნაკრების ყოფილი მოთამაშის გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, როგორი სიტუაცია იყო ჩემს დროს, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. მესმის, როგორ აზროვნებენ მოთამაშეები, რაც ყოველთვის ადვილი არ არის.

მე ვმუშაობ უეფა-ს ფეხბურთის და ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ ფეხბურთის განვითარებისთვის და მე მიხარია, რომ ამ საქმეში ყოფილი მოთამაშეები მიდგანან გვერდით.

არ არის აუცილებელი, რომ ყველა წამყვანი პოზიცია ყოფილ მოთამაშეს ეკავოს, მაგრამ როდესაც დისკუსიების დროს ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი იყრის გაქვს, ეს ნამდვილად გვეხმარება იდეების ჩამოყალიბებაში - ვიცით, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანებთან ერთად ოთახში ჯდომა და ფეხბურთზე საუბარი. ეს ძალიან სახალისოც არის და მიხარია, რომ ევროპული ფეხბურთის გაძლიერებაში საკუთარი წვლილიც შევიტანე.

- სფფ-ის პრეზიდენტის როლში ყველაზე მეტად რომელი მიღწევებით ამაყობთ?

- ბოლო ათი წლის მანძილზე ჩვენ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. ეს განსაკუთრებით პირველ 2-3 წელს ეხება.

დავიწყეთ ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო - მეტი სტადიონი და მეტი სავარჯიშო მოედანი ნიშნავს მეტ მასობრივ და ახალგაზრდულ ფეხბურთს. წლიდან წლამდე ვვითარდებოდით და ეს რთული, მაგრამ საინტერესო გზა იყო.

ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო საბერძნეთთან პლეი-ოფის მატჩი, როდესაც მოვიპოვეთ ევრო 2024-ის საგზური. ეს დღე არასდროს დამავიწყდება და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველსაც მუდამ ემახსოვრება. ახლაც კი, როდესაც ვფიქრობ იმ ემოციურ მატჩზე და მის შემდეგ თბილისში განვითარებულ ამბებზე, ჟრუანტელი მივლის. ეს მართლაც განსაკუთრებული დღე იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ უკვე ზედიზედ ხუთი წელია ვმონაწილეობთ დიდ ტურნირებში - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს საოცარი მიღწევაა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. თუმცა, ახლა მთავარია ხვალინდელი დღე და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს გრძნობები ხელახლა განვიცადოთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია უეფა-ს „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის?

- „ჰეტ-ტრიკის“ გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებას, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ამ პროგრამამ ჩვენ მოგვცა უამრავი ობიექტის აშენების საშუალება. ახალგაზრდული გუნდებისთვის, გოგონათა და ქალთა ფეხბურთისთვის ბოლო დროს აშენებული ინფრასტრუქტურა მთლიანად „ჰეტ-ტრიკის“ დამსახურებაა.

როდესაც მე ქვეყნის მასშტაბით ვმოგზაურობ, ყველგან ვხედავ საფეხბურთო მოედნებს, რომლებიც „ჰეტ-ტრიკის“ გარეშე არ იარსებებდა.

თუმცა, საქმე მხოლოდ ინფრასტრუქტურას არ ეხება. გვაქვს მწვრთნელთა განათლებისა და საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამებიც. მხოლოდ მოედნების ქონა საკმარისი არ არის - საჭიროა კარგად მომზადებული მწვრთნელები და კვალიფიციური პირები, რომლებიც სხვადასხვა როლს ასრულებენ. ეს ყველაფერი ასევე „ჰეტ-ტრიკის“ წყალობით გახდა შესაძლებელი. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამ პროგრამის.

- უეფა თქვენ ასევე დაგეხმარათ 2022–2026 წლების განვითარების სტრატეგიის შექმნაში. როგორ მუშაობს სფფ ამ სტრატეგიის მიხედვით?

- ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სფფ-ს ოფიციალური სტრატეგია გააჩნია. მისი მეშვეობით ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რა გველოდება წინ, რა ამოცანები გვაქვს დასახული, და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.

ფეხბურთი ვითარდება, ახალი პრიორიტეტები ჩნდება, და ჩვენც რა საკვირველია უკვე შემდეგ სტრატეგიაზე ვფიქრობთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული ფეხბურთი ახალ დონეზე გადავიდა და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებიდ საჭიროებს გაუმჯობესებას, ჩვენი შიდა ჩემპიონატია. არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ჩვენ კლუბებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ზოგადად კი ახლანდელი სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს.

ჩვენ ასევე მივაღწიეთ წინსვლას ჩვენი ქალთა ფეხბურთის სტრატეგიით. ახლა ათასობით მეტი გოგონა თამაშობს ფეხბურთს, მაშინ როდესაც ისინი ადრე ხშირად ვერ ბედავდნენ თამაშს. ჩვენ ბევრ გოგონას მივეცით იმედი და დღეს ყველას, ვისაც სურს ფეხბურთის თამაში, აქვს ამისი შესაძლებლობა.

GFF.GE

გენადაი, მადლობა ჩემს თავს
დომენტამაც კი გაჯობათ,რომელიც ფეხბურთის გარტყმაში არ იყო. უსუსტესები, უუნაროები და უსუსურები ხართ.
Gomako
კარგი ფეხბურთელები იყავით კობი,შენც,იაშკაც და მუჯირიც,მაგრამ თქვენზე საშინელი მენეჯერები ალბათ ქართულ ფეხბურთს არასდროს ჰყოლია!!!!დომენტა რო გაჯობებთ,რომელიც ფეხბურთის გარტყმაში არ არის სირცხვილია...ამ ბიჭების (ნაკრების) წარმატებას კიდე ნუ იწერთ თქვენ თავზე,ნურც ფედერაცია და ნურც მწვრთნელი,2024-ის წარმატება იყო სრულად ნიჭის გამოვლენა და კარგი იღბალი (ერთხელ ჩვენც ხო უნდა გაგვმართლებოდა)... ასე,რომ კარგად დაფიქრდით,რატო გვაბოლებთ?!არ გვაქვს სტადიონები,არ გვაქვს ჩემპიონატი,ასაკობრივებიც ვეღარ აღწევენ წარმატებას,ნაკრებიც რეგრესირებს,ხიზანა თაობის დასაღუპად გაუშვეს,ამ სანიოლსაც არ გვაშორებ,საკლუბოში ფსკერი გავხრიტეთ და რა წარმატებაზე საუბროს ეს დოდო ვითომ მენეჯერი?!
პაატა
ამას თავის თავზე რამხელა წარმოდგენა ქონია;)))ძალიან საცოდავია მართლა თუ სჯერა ამ შეთხზული ზღაპრების:(
გია
რეფორმებს ნიჭი უნდა, რაც შენ არ გაგაჩნია, შენ უბრალოდ ნაკრებს ნუ უმტრობ და წესიერი მწვრთნელი მოიყვანე _ მეტს არავინ გთხოვს.
llcl
"მიხარია, რომ ევროპული ფეხბურთის გაძლიერებაში საკუთარი წვლილიც შევიტანე." ასევე უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო პარლამენტარიზმის განვითარებაში, საძმაკაცოს ოჯახების აყვავებაში, თქვენ კიდევ ითხოვთ ეროვნულ ლიგაზე იფიქროს, არ არის სწორი მეგობრებო, ამ ერთმა კაცმა რამენი შესძლოს
კახელი
ვაი შე საცოდავო "ნეიტრალურო" შენ და შენისთანებს ფეისბუკში თითო დაწერილ სიტყვაში ათ თეთრს რომ გიხდიან აქ არ ვიცი რამდენს გიხდიან ალბათ ხუთ თეთრს და ჩემი კეთილი რჩევაა ცოტა მოკლე სიტყვებით მაინც დაგეწერა ამხელა კომენტარი უფრო მეტი ჩაგერიცხებოდა ! მალე ნაცების სალაროსაც გამოელევა ფული და მერე რა გეშველებათ ? თუ "პოსლეზე" იმუშავებთ ? D: D: D:
მერაბი 61
მეგობრებო არც ქოცი ვარ და არც ნაცი, ჩემთვის ოდინ ხუ ორივე,მე ვარ უბრალო გულშემატკივარი, სიმართლე გითხრათ მინახია ხურცილავას თამაში, ძოძუაშვილის თამაში, ძმები ნოდიები, ძმები მაჩაიძეები, გუცაევი, ყიფიანი, დარასელია, შენგელია, ბოდიში ყველას ვერ ჩამოვთვლი, მეგობრებო საკლუბო ფეხბურთი არის კატასტროფის წინაშე, გვაჯობეს ფარერებმა, ესტონეთმა, რომელსაც სსრკ-ს დროს მეორე ლიგის გუნდი ყავდა,გვიგებს უკვე ჩერნოგორიის გუნდი არ მახსოვს სახელი, მაპატიეთ პასუხისმგებლობას ვინმე ხომ უნდა იყოს, ამიხსენით ვინმემ ვინ არის პასუხისმგებელი,კი ბატონო ფედერაციამ არაფერსშუაში ვართო, მაშინ გეკითხებით ვინ არის შუაში,არ ვამტყუნებ არავის ხომ უნდა გაკეთდეს რამე საკლუბო ფეხბურთი რომ აღორძინდეს, ვინ გააკეთებს, საკუთარი კლუბები არისო კი ბატონო, მაშინ ნუ ხარჯავთ სახელმწიფო ფულს, ბავშვთა ფეხბურთში კი ბატონო, არიან პატარა ქვეყნები ვკითხოთ როგორ მიაღწიეს , ვისწავლოთ მაგნებისგან, ავსტრია, შვეიცარიაც, სლოვაკეთი,დანია, ურუგვაი შორსაა,მე უბრალო გულშემატკივარი ვუსურვებ ქართული ფეხბურთს აღორძინებას, ბოდიში რაღაც რეფორმები უნდა გაკეთდეს, მადლობა,
rigiti
ვაა კობის ტროლ-ბოტები როგორ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან!!! რაო პრემია დიდიო??? საკლუბო ფეხბურთის რეიტინგში რომ ფსკერი გავხვრიტეთ და გიბრალტარის გვერდით ვართ და ასობით მილიონი რომ ჰაერში გაიფანტა(შეიჭამა) ვინ და რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას????? ნაცებს,ბუას თუ "დიპსტეიტს" ავკიდიოთ!
კახელი-ს
მაგ მდგომარეობას აგონია ქვია, როცა ყველგან მიხუინა გელანდება. ვირთხები დაცვით დადიან, ეგეც გაითვალისწინე. ისე, ბოლოს კობიაშვილი როდის ნახე ხალხში უშიშრად გასული. ჩემი შენ გითხარიო - ამას გავს შენი კომენტარი. ნეიტრალური გადმოსახედიდან მართლაც ძალიან მძიმე დღეში ხართ. ხალხს თქვენი აღარ ჯერა, დაგახრჩოთ კორუფციამ და გაბერილმა ხელფასებმა. მალე ეს პოლიციაც აღარ დაგიცავთ და მერე რას იზამთ? დააკვირდი კომენტარებს, ადრე ფედერაციას 40-50 კაცი მაინც დაუწერდა ხოლმე დადებით შეფასებას, ეხლა 2 კაციც არ უწერს. თქვენიანებსაც კი ეზიზღებით უკვე. დაფიქრდით. ეს კეთილი რჩევაა.

ბიღმიანებს, რა გეშველებაათ?
გიგა
შენ თუ არ წაიკითხავ, დავიღუპებით არა? ნეტა არ ცქმუტავდე რა?
კახელი
ჯერჯერობით ორი ნაც ვირთხა გამოძვრა სოროდან ? დანარჩენი ვირთხები სად ხართ ? იაქტიურეთ ტყუილად გიხდიან ხელფასებს თქვენი შეფები?

ინტერვიუ არ წამიკითხია და არც ვაპირებ.
ქვეყანაში ეკონომიკა თუხთუხებს)))
დაწერა შეკვეთილი სტატია უეფას ჟურნალისტმა და ჩაიჩხრიალა ჯიბეში 10000 ევრო.))) ვის აბოლებთ?)))
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
ბარკოლა პსჟ-იდან ზაფხულში წავა? - რას წერს ფრანგი ჟურნალისტი
მიმდინარე სეზონში მეორედ - “სელტიკმა” მწვრთნელად ო’ნილი დააბრუნა
უკან "ბარსელონაში" - ჟოაო კანსელო კვლავ ევროპულ გრანდში ითამაშებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ატლანტასთან" - "ტორონტომ" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
მოურინიომ დავითაშვილის შეძენა მოისურვა - "სენტ-ეტიენმა" თანხა დაასახელა
ვინისიუსს "რეალის" გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს და ლონდონური კლუბი არ შეიძენს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"სპორტინგმა" "ვესტ ჰემისგან" ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
"ვენესუელა თავისუფალია" - მალდინი მადუროს დაკავებამ გაახარა
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა