კონფერენს ლიგის ბოლო, მეექვსე ტური გაიმართა.

„ლოზანამ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ გაბრიელ სიგუას გოლით 1:0 სძლია. მან 59-ე წუთზე თავურით დალაშქრა ტომაზო მარტინელის კარი და 70-ე წუთზე შეცვალეს. ის "ბაზელიდანაა" განათხოვრებული და "ლოზანაში" სადებიუტო გოლი გაიტანა.

სიგუას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 8.2 (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), Sofascore 7.5.

„ლოზანამ“ 11 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს.

ლოზანა. „ტულიერე“

ლოზანა - ფიორენტინა 1:0

გოლი: სიგუა(59)

„უნივერსიტატეა“ გასვლაზე აეკ-თან 2:3 დამარცხდა. არადა, 90+8-ე წუთამდე ამარცხებდა მეტოქეს. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა 90+6-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: Sofascore 6.9, Flashscore 6.6.

„უნივერსიტატეა“ 7 ქულით 25-ე ადგილზე გავიდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ათენი. „ოპაპ არენა“

აეკ - უნივერსიტატეა 3:2

გოლები: 0:1 ბაირამი (29), 0:2 ჩიკილდეუ (59), 1:2 ვიდა (65), 2:2 კუტესა (90+8), 3:2 იოვიჩი (90+15, პენ)

„შახტარმა“ „რიეკას“ პოლონეთში უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა (0:0). დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო.

„მეშახტეებმა“ 13 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში გავიდნენ.

კრაკოვი. „მიევსკი“

შახტარი - რიეკა 0:0

„სლოვანმა“ სახლში „ჰაკენს“ 1:0 მოუგო. მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: Flashscore 7.6, Sofascore 7.5.

„სლოვანმა“ საერთო ეტაპი 6 ქულით დაასრულა და მომავალ წლამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“

სლოვანი - ჰაკენი 1:0

გოლი: 1:0 ბლეკმანი (85)

სხვა მატჩები

აეკ (ლარნაკა) - შკენდია 1:0

ალკმაარი - იაგელონია 0:0

ცელიე - შელბურნი 0:0

კრისტალ პალასი - კუპსი 2:2

დინამო (კიევი) - ნოა 2:0

ლეგია - ლინკოლნი 4:1

მაინცი - სამსუნსპორი 2:0

ომონია - რაკუვი 0:1

რაიო ვალეკანო - დრიტა 3:0

შემროკ როვერსი - ჰამრუნი 3:1

ოლომოუცი - ლეხი 1:2

სპარტა - აბერდინი 3:0

სტრასბურგი - ბრეიდაბლიკი 3:1

ზრინსკი - რაპიდი 1:1

მერვედფინალში გავიდნენ: „სტრასბურგი“, „რაკუვი“, ათენის აეკ-ი, „სპარტა“, „რაიო ვალეკანო“, „შახტარი“, „მაინცი“, ლარნაკას აეკ-ი.

პლეი-ოფში ითამაშებენ: „ლოზანა“, „კრისტალ პალასი“, „ლეხი“, „სამსუნსპორი“, „ცელიე“, „ალკმაარი“, „ფიორენტინა“, „რიეკა“, „იაგელონია“, „ომონია“, „ნოა“, „დრიტა“, „კუპსი“, „შკენდია“, „ზრინსკი“, „ოლომოუცი“.

ტურნირს გამოეთიშნენ: „უნივერსიტატეა“, „ლინკოლნი“, კიევის „დინამო“, „ლეგია“, „სლოვანი“, „ბრეიდაბლიკი“, „შემროკ როვერსი“, „ჰაკენი“, „ჰამრუნი“, „შელბურნი“, „აბერდინი“, „რაპიდი“.

Gomako
აბა ამოსთქვი რა გინდა?!გულშემატკივრების 80% ფიქრობს,რომ კობიაშვილი,იაშვილი,მუჯირი უნდა წავიდეს,სანიოლთან უნდა შეწყდეს კონტრაქტი და ხიზანა ჩამოშორდეს ყველანაირ ასაკობრივ ნაკრებს.დალშე?!
ვაჟა მასწავლებელი
მალხაზ ბატონო იტალიელებს შეახსენეთ როგორი დაბოლოება აქვს მათი სამშობლოს სახელს იტა-ლია! შეადარონ: დარასე-ლია, გაბე-ლია, კვარაცხე-ლია! ხუმრბა იქეთ იყოს და სხვათა-შორის მართლა ძალიან საინტერესოა გვარის დაბოლოების მეგრული ფორმის "სკუა" - ს კავშირი რუმინულ "სკუ"-სთან, პოლონურ "სკი"-სთან; ესპანურ - არგენტინულ - ბასკური "კოეჩეა" (გოეკოეჩეა) - რა კავშირშია მეგრულ "კოჩი"-სთან (თერჯოლაში, სოფელ - ვარდიგორაში ვიცნობდი პიროვნებას გვარად - ართიკოჩი. ასევე საინტერესოა მსგავსება გვარის ლათინურ დაბოლოება ez-ს და ქართულ ze-ს შორის. ვიფიქროთ თავისუფალ დროს. აბაულა!
ჯორჯო ბიძია
სულ ვიძახი საქართველი 54 ევროპულ ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა..ცდოლობენ გამაჩუმონ თითქოს ტყუილს რამეს ვიძახდე..დაწერეთ სიმართლე თქვენც!!! ნუ ხართ პირში წყალჩაგუბებულები..6 დან 5 მატჩს აგებს ნაკრები!!!! საკლუბო ფეხბურთი სოფლის დონეზეა დასული..ბილეთებზე ისეთი უნახააობა გეგონება რამე კარგის საყურებლად მიდიოდნენ..
სიმართლე
ფიო ცუდფორმაშია და გაუტანა,მაინც კარგია გვიხარია ქართველთა წარმატება

სიგუა კარგი იყო,გოლიც თავით გაიტანა,მაგრამ სტანდარტულებზე,უშუალოდ კარს,მაინც იშვიათად ემუქრება.მაღალია და საჯარიმოში აგრესიულობას თუ მოუმატებს,გაცილებით მეტს გამოადნობს.ეს მისი ზრდის დიდი რეზერვი მგონია.
მალხაზ ჯობავა
იტალიელებს უთქვამთ, რა უნდათ ერთი ამ მეგრელებს რას გადაგვეკიდნენო....
სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
"კვარა" პსჟ-ში განტევების ვაცი - "არსენალი" ქართველის შესაძენად ცდას არ დააკლებს
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თურქი გულშემატკივარი მათთვის წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაცია იქნება
კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
მექვაბიშვილის კაცნაკლულმა "უნივერსიტატეამ" ვენაში "რაპიდს" მოუგო
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
აზაროვმა დუბლინში ითამაშა - "შახტარმა" "შემროკ როვერსს" მოუგო
[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში