ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი თემურ მიქელაძე გახდა, რომელმაც არჩილ ბერიძე ჩაანაცვლა, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

მიქელაძე ბათუმელი ბიზნესმენია, რომელიც კომპანიების - "კროკობეთის" და "მეტროპოლის" მეწილეა.

წყაროს ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი ნიკა ჯღარკავა გახდება. იგი ჯერ "დინამო არენის" დირექტორი გახლდათ, შემდეგ თბილისის "დინამოს" დირექტორი (2011-2015) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2015-2025).

ცნობისთვის, ახალ მყიდველს მინიმუმ 30 მილიონიანი ინვესტიციის ვალდებულება ჰქონდა, რომელთაგან თითქმის 25 მილიონი სახელფასო დავალიანებებია.

ამატაკი
კარგი ამბავი გვაქვსო და იმედით აღვივსეთ, 30 მლნ. ინვესტიციიდან თუ 25 სახელფასო დავალიანებაა, სადღაა განვითარების რესურსი? სად და რისი მეწილეა, ან რამდენად კარგი ბეგრაუნდი აქვს ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ჩვენ ის უფრო გვაინტერესებს იქნება თუ არა ინვესტიციები გუნდის გაძლიერებისათვის. ან ვინმემ ხომ უნდა ახსნას თავის დროზე რა პირობით გაასხვისა სახელმწიფომ წინა ინვესტორზე კლუბი, უკან 25 მლნ. ვალით რომ დააბრუნა, რა იხეირა ამით კლუბმა და სახელმწიფომ. თუ ეს არ გაირკვევა, ისეთი პირი უჩანს მომდევნო ჯერზე 75 მლნ ვალით მოგვიწევს გასხვისება.
ასეა ეს
ქართულ ფეხბურთს რომ ტოტალიზატორები მართავენ, ამაზე ეჭვი ვინმეს გეპარებათ? ეროვნულ ჩემპიონატს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ჰქვია, ბათუმის ახალ სტადიონს, იმის მაგივრად რომ „ბათუმი არენა“ ან „აჭარა არენა“ ერქვას, „აჭარაბეთი“ დაარქვეს, გუნდის მფლობელი „კროკობეთის“ მეწილეა და თქვენ კიდევ, ფეხბურთი არ ვითარდებაო. განვითარება კი არა, საერთოდ რომ არსებობს ასეთ პირობებში არ გიკვირთ?
შავი მუშა
ვმუშაობ ლაფათქაზე და მძინავს მშვიდად. )
ნუგზარი
თუ გულშემატკივრებს "ბეთების" მონაწილეობა არ მოგწონთ ფეხბურთში, შეიკრიბეთ თითოეული გუნდის გულშემატკივარი 10 000, 5 000 კაცი, უთხარით თქვენს გუნდებს რომ გამოუშვან წლიური აბონიმენტები 1000 ლარის ღირებულებით, შეიძინეთ და დაეხმარეთ ფინანსურად გუნდებს. 10 და 5 მილიონი ძალიან დაეხმარება ყველა გუნდს და თქვენც შედეგის მოთხოვნის და კლუბთან მუდმივი კომუნიკაციის საშუალებას მოგცემთ. მარტო შედეგის მოთხოვნა და გუნდისთვის არაფრის გაღება არ არის გულშემატკივრობა!!!!
ბუხუტი
მართალი ხარ, მაგრამ წყალში ტყუილად ფულს არავინ გადაყრის. მაგასაც რამე ბენეფიტს შეპირდებოდნენ და ვის ხარჯზე, ისედაც ცხადია.
Star lord
ერთი ღიპიანი აფერისტი წავიდა, მეორე მოვიდა…არაფერი ახალი
ზაალ სიხარულიძე
რაოდენ გიჟი უნდა იყო ან რისი იმედით უნდა ჩადო მხოლოდ სახელფასო ამხელა ფული--ჰაერში გაისროლა. ალბათ ეცდება ტოტალიზატორები ამოიღოს, რომელიმე თასზე გაიყვანს და იქ. ამოქაჩავს, მერე ესეც წავა. არაა ფეხბურთი მომგებიანი ჩვენთან ჩალიჩის გარეშე.
გიორგი
ტოტალიზატორის და გუნდის მფლობელი... აბა გამოიცანით რითი დამთავრდება ეს ამბავი
ვასილიჩი
რავიცი ძმაო ყველა ჭამს ამ ქვეყანაში ვისაც მიეცა საშუალება ზემოდან დაწყებული ქვემოთ დამთავრებული. არც ფეხბურთია გამონაკლისი. ერთხელ ვცხოვრობთ რა რატომაც არას პრინციპია
ძალა აღმართს ხნავს
სახეზეც ეტყობა როგორ უნდოდა გუნდის ყიდვა. :)
თბილისელი
და რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამას? შესაძლებელია რომ არც უნდოდა ყიდვა მაგრამ დაიბარეს და დაავალეს.აბა ჭკუამყოფელი კაცი საქართველოს ფეხბურთში ფულს ჩადებს? და საერთოდ საქართველოს გაეკარება?

რა არის კარგი იმაში, რომ ტოტალიზატორის მფლობელმა კლუბი იყიდა ?… ყველაფერი როგორ უკუღმართადაა ამ ქვეყანაში
დევკალიონ
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ტოტალიზატორ ლიგა არის სიბნელე ,ქურდულ კრიმინალური ელფერით,ჭაობი სადაც სახელმწიფო ყრის ფულს უაზროდ რომ უტვინო ამომრჩეველი არ აღშფოთდეს ფეხბურთისადმი უყურადღებობისგამო
ვახტანგი
თუ უნდა კროკობეთმა იყიდოს და თუ უნდა შპს როენა მამიდამ. მთავარია, ბიუჯეტის თანხებიდან აღარ დაფინანსდეს ეს ჭაობი და სიბინძურე. ამაზე უარესი შედეგი მაინც არ იქნება, ბოლო ადგილზეა ჩვენი ჩემპიონატი ევროპაში და წყალში იყრება ფული! ეგ ფინანსები ჯობია ჯანდაცვა და განათლებას მოხმარდეს
ზურა
დააბრუნეთ კვარაცხელია ბათუმში.
Levani
საქართველოს ჩემპიონატი მაშინ იქნება კარგ დონეზე როცა რეგიონებში ხალხი ღირსეულად იცხოვრებს და არ ექნებათ ჯერ თბილისში გაქცევაზე თვალი და მერე ქვეყნიდან გაქცევაზე. როცა ზუგდიდში,ზესტაფონში თუ სამტრედიაში ხალხი ისე იცხოვრებს რომ არ ექნებათ გაქცევაზე თვალი. როცა თავისი ქალაქით იამაყებენ.როცა ადგილობრივი ბიზნესი შეინახავს კლუბებს ადგილობრივი დასაქმებული ხალხი ივლის თამაშებზე და ბილეთსაც იყიდის. აბა ასე ვიღაც გამოჩნდება-დაარქმევს სახელს "ბოლნისი" "გაგრა" "რუსთავი" და ა.შ. და ამ გუნდებს არაფერი იდენტობა არ აქვს ქალაქთან. ერთი და იგივე ფეხბურთელები ნაწილდებიან გუნდებში და ერთნაირად თამაშობენ. გაგრა- შემთხვევით არ დამიწერია. რამე იდენტობა რომ ქონდეს აფხაზეთთან აფხაზეთის ხალხი ყველა ივლიდა მის თამაშებზე,მაგრამ ისევე როგორც სხვა კლუბებს მასაც არა აქვს ეგ იდენტობა. რაც შეეხება "სომხებმა გაგვისწრეს" არ ვეთანხმები. არც სომხებმა გაგვასწრო და გაგიკვირდებათ და არც აზერბაიჯანმა. მაგათ ერთმანეთს ჯინაზე გააკეთეს რამდენიმე კლუბი შეტენეს ფული ფასადურად ჩამოიყვანეს უცხოელები და ჯგუფებშიც გადიან,მაგრამ ეგ უცხოელები მოხვეტავენ ფულს,წავლენ და ეგენი ისევ იქ რჩებიან სადაც იყვნენ. სპეციალურად ვუყურე სომხეთის ჩემპიონატის 2-3 თამაშს და ამაში დავრწმუნდი. ანუ კი ჩვენთანაც შეიძლება დავუშვათ მომავალ წელს ტორპედო გავიდეს ჯგუფში და წარმატევასაც მიაღწიოს,მაგრამ ეგ ხო ვერ უშველის ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს. ხალხი მივა ევროტურნირებზე,მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები როგორ დავიჯერო რომ თუნდაც დინამო-მეშახტეზე სტადიონზე 5000 კაცი დაესწრება. ან სპაერი- საბურთალოზე 2000 კაცი მივა იმის გამო რომ ტორპედომ თუნდაც აუგსბურგს და ბოლონიას მოუგია. ამიტომ ეგ გუნდის შეკოწიწება უფრო სახლის სახურავიდან მშენებლობაა,მთავარია საძირკველი. ხალხი არ ცხოვრობს რაიონებში ქალაქი-ქალაქს არ ეჯიბრება და ეგაა თავი და თავი. 90იანი წლები რომ ავიღოთ მაშინაც არ ვწყვეტდით ვარსკვლავებს მაგრამ იდენტობა რაც ზემოთ დავწერე იყო. თბილისის გუნდები უფრო ტექნიკურად თამაშობდნენ,ქუთაისს თავისი სტილი ჰქონდა და ბათუმს-უშუალოდ თამაშის სტილი და ხელწერა ჰქონდა თავისი ყველა გუნდს. სამეგრელოს გუნდები გამოირჩეოდნენ ჟინიანი თამაშით და ბრძოლით. ახლა კიდევ თითქოს დეკორატიული გუნდებია-ყველა ერთნაერი.სახელები რო შეუცვალო სულ ერთია რომელს უგულშემატკივრებ. ერთსაც დავამატებ -დებილი კომენტარები მოაშორეთ უაზარტოდ რომლებსაც მიჰყავს თამაშები.მთავარი ის კი არაა შენი ცოდნა გადმოანთხიო,მთავარია ფეხბურთი აზარტულად წაიყვანო და ხალხს აყურებინო. ამას წინათ წამყვანი იმაზე ლაპარაკობდა წინა წელს რამდენი ყვითელი ბარათი იყო ეროვნულ ლიგაში და ამ წელს რამდენია. და რაში მაინტერესებს მე მაყურებელს ეგ სტატისტიკა? მართლა კარგი რა. უემოციოდ მიყვები რაღაც ამბებს წინა წელს საიდან გადავიდა გარეჯში მარჯვენა მცველი და ა.შ. მართლა კარგი რა..
ლენინი
ბათუმის დინამოს ვუსურვებ წარმატებებს, მჯერა აჭარაში უყვართ ფეხბურთი, ბათუმელებო ჯიგარი ხალხი ხართ, მჯერა გაავსებთ აჭარა ბეთ არენას, ზოგიერთი პესიმისტებს მოგმართავთ არც სსრკ დაბრუნდება და არც ღრუსეთი, გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს,
tngh
ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოში ფეხბურთის წარმატება ბათუმის "დინამოს" გარეშე. ის ვინც ინტრიგას ეძებს ბათუმის "დინამოს" ხელმძრვანელობის ცვლილებაში, მას წარმოდგენა არ აქვს ფეხბურთის განვითარებაზე...
სიმართლე
წავიდა ყომარი და ფულის დაზგის მოწყობააააააა ტყუილად გიხარიათ ბათუმელებო უარესი მეპატრონე მოგივიდათ დამიჯერეთ კროკობეთი ხალხს რას უშვრება და ეგ გუნდს დაფინანსებსს..არეშველება ჩვენს ჩემპიონატს არაფერიი ამაში დავრწმუნდი უკვე სამ კაცის მოსვლას რუსული მოსულიყო აჯობებდა...
ბოროტი ბეჰემოტი
მიქელაძე კი არა მიქელთაძეც (ან თუნდაც მილიონაძე) რომ მოვიდეს, მაინც არაფერი გამოუვა რადგან მთლიანად ქართული საკლუბო ფეხბურთი არის თავით ფეხებამდე ნეხვში
ბილეთები არ გამოგვაპაროთ
ბერიძემ რაო? არაო? არც რიჟვაძემ? ვოლსკიმ? დაჟე არც ჰალუდამ? ეს ნაღდად ააყვავებს.:)
tngh
წარმატებები ბათუმის "დინამოს" და საქართველოს ნაკრებს... იმედია, ბათუმი და ზოგადად აჭარა შევსებას მისცემს საქართველოს ნაკრებს!!!
პატიოსანი კაცი ჩანს))))
კი აქვს ლილუაშვილით მიამიტი თვალები))))))))))))
ზურა
ეროვნული ლიგა 2022/2023 შექურა ბოლო 3 თამაში სამივე 9:0 სპონსორი კროკო ბეთ,
ისევ "ბეთი"
კლუბის ახალი მფლობელი ყოფილა კროკობეთის მეწილე, სტადიონს კი ქვია უკვე აჭარაბეთ არენა,ჩემპიონატი ატარებს კრისტალბეთის სახელს და ერიჰააა. რომელ ნორმალურ ინვესტორს ელოდებით აქ, ვინ ჩადებს ფულს ტოტალიზატორების ჩემპიონატში?! რომელ ნდობაზე გინდა ესაუბრო ვინმეს? შედეგიც კი გვაქვს ადეკვატური, თამაშები ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება და ქი ვართ უეფას რეიტინგში 52-ე ადგილზე.
ziz
პროფესიული ფეხბურთი სწორედ სათამაშო ბიზნესის დახმარებით წარმოიქმნა და არსებობს! კლუბის ფლობა არ ნიშნავს იმას რომ ის მხოლოდ ჩაწყობილი თამაშებისთვის იქნება გამოყენებული. ეგ "სიკეთე" სამწუხაროდ ისედაც არ გვაკლია - ოღონდ მაგის წინააღმდეგ სხვა ნება და სხვა ქმედებებია საჭირო.
გიო
და რა არის მანდ კარგი ამბავი.ერთმა მაფიოზმა მეორე მაფიოზი ჩაანაცვლა და ეძახით კარგ ამბავს.
ზურა 222 ანს ჯანს
მთავარია სომხები არ დაგავიწყდეს,
მალხაზ ჯობავა
ანუ კროკობეთის მეწილე არის დინამო ბათუმის მფლობელი და დაიჯერებს ვინმე რომ გარიგებული მაჩები არ იქნება? ნება თქვენია. სანამ „ ბეთები “ იქნებიან ფეხბურთში, მანან ქართული ფეხბურთის საშველი არ იქნება!
zura222
საქართველოში ვერაზდროს ვერ იქნება შიდა ჩემპიონატი მაღალ დონეზე, ეხლა გინდა ახტით გინდა დახტით, ხომ ხედავთ ყველა მეზობელმა გაგასწროთ კლუბურ ამბავში. სომხებმაც სხვა თა შორის DDD
toy
სახელფასო დავალიანება რატომაა, ეს არ უნდა გამოიძიოს ვინმემ?
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა