The Guardian-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად გასცემს მითითებებს რომან აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" საფეხბურთო კლუბის გაყიდვიდან 2.5 მილიარდი ფუნტის უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვის შესახებ.

სტარმერმა გააფრთხილა, რომ ეს აბრამოვიჩის უკანასკნელი შანსი იყო, თანხა უკრაინაში გადაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მილიარდერი სასამართლოში დაისჯებოდა.

"ჩემი გზავნილი აბრამოვიჩისადმი ასეთია: დრო იწურება. შეასრულეთ თქვენი ვალდებულება და გადაიხადეთ ახლავე. თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ მზად ვართ, სამართლებრივი ზომები მივიღოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყოველი პენი იქ მოხვდეს, ვისი სიცოცხლეც პუტინის უკანონო ომმა დაანგრია", - თქვა სტარმერმა.

შეხსენებისთივს, აბრამოვიჩმა "ჩელსი" 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობის ზეწოლის გამო გაყიდა. მან დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან კლუბის გაყიდვის ლიცენზია მიიღო იმ პირობით, რომ შემოსავალი უკრაინაში ომის მსხვერპლთა დასახმარებლად გამოიყენებოდა. გაყიდვიდან მიღებული თანხა აბრამოვიჩის კომპანია "ფორდსტამის" მიერ კონტროლირებულ დიდი ბრიტანეთის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა.

სანზონას-ს
ბოლოში ლოზუნგი ვერ გშველის,მაინც აშკარად გეტყობა,ეგ მენტალიტეტი.
ედიკა
ომია. ყველას ყველაფერი კიდია. სუსტებს განსაცდელი ელის.
არკადიევიჩი
ნუ ნერვიულობთ წერეთ ფეხბურთის ამბები,მე ეგ ფული პატიოსნად გამოვიმუშავე რუსეთში ,დატვირთვული მატარებლებს გადმოტვირთვავდი, გრუშჩიკად ვმუშაობდი,ეგ ფული პატიოსნად გამოვიმუშავე, რაც შეეხება ჩემს ორივე სამშობლოს ინგლისს და რუსეთს , ორივე ერთმანეთს არ ჩამოუვარდება ნადირობა და ყაჩაღობის ამბებში გენოციდშიც,აბა სად გაქრნენ უბიხები კავკასიის უძველესი ერი, განახევრდა ხაბშუგები, ასევე ნაგაიცები,და სხვა ჩერქეზი ტომები, მეგობრებო ძალიან გთხოვთ ისწავლეთ ისტორია, გთხოვთ ნუ დამბლოკავთ, მადლობა,
სლავა უკრაინი
ფული გადარიცხე დროზეე აბრამიან
სანზონას
ტუტუუც!ნაგლს ნაგლურად რომ ექცევი,ეგ ქუჩური გაგებაა,სახელმწიფო კი სამართალზე უნდა იდგეს და ვიღაცას უსამართლოდ რომ ექცევი,სამართლიანობაზე თავი აღარ უნდა დადო.აბრამოვიჩი ინგლისში რომ შედიოდა,ჩელსის საყიდლად,ძალიან კარგად იცოდნენ,რომ მგელი იყო,12 მილიარდიანი ქონებით,მაგრამ ფული შეჰქონდა და კრინტი არავის დაუძრავს,ახლა ფული დასჭირდათ და თუ არ მოიწველი,ძუძუებს დაგაჭრითო ემუქრებიან!რა მორალზე შეიძლება ლაპარაკი?თან რაც გინდა იყოს,რუსეთი მისი სამშობლოა და სამშობლოს წინააღმდეგ აიძულებენ,ფულის დადებას.მთავრობა მთავრობაა და თუნდაც ერთ დღეს გაუწყვეტიათ უკრაინელებს,არ დამენანებიან,მაგრამ იმ ფულმა ვინ უნდა დახოცოს?-მისი თანამემამულეები დაიხოცებიან და აბრამოვიჩს,მთავრობა რომც გადააგდონ,რუსეთში ჩასვლის პირი აღარ ექნება.მთელი მისი ფული,ბრიტანეთში დარჩება და მაგიტომ აფურთხებენ ყველა კანონს.მაგათი დემოკრატია,საუკუნეების წინაც,მხოლოდ ერთმანეთთან იყო,დემოკრატია და ჯენტლმენობა ხელს არ უშლიდათ,აფრიკაში,აფრიკელებზე ენადირათ და მონებად წაეყვანათ.ამერიკაში ინდიელები გაეწყვიტათ და რეზერვაციებში შეერეკათ,ავსტრალიაში,აბორიგენები გაერეკათ ნაყოფიერი მიწებიდან და ინდოეთში,მთელი მათი სიმდიდრეები,ხელში ჩაეგდოთ.არც ეგვიპტიდან პირამიდებში ნაპოვნი საგანძურის გაპარებაზე ამბობდნენ უარს და არც საბერძნეთში ნაპოვნი არტეფაქტების გატანაზე.ასე მდიდარი რომ არის,მხოლოდ საკუთარი შრომით გამდიდრდა,გგონია?მაგათთვის აბრამოვიჩი იქნება,რუსი,უკრაინელი,ქართველი თუ არაბი,სულ ერთია,ყველას ზემოდან დაჰყურებენ და მათ ქვეყნებში,კანონის დარღვევა იქნება,ქრთამის მიცემა თუ ჩაწყობა,რეალურად დანაშაულად არ თვლიან.მათთვის მთავარი,მათთვის სარგებლიანობაა.
ვასო
სანზონა, ხომ არ გავიწყდება, რომ აბრამოვიჩი ებრაელია და რუსი? რატომ უნდა აგოს მაგან პასუხი იმისათვის რასაც რუსები ჩადიან? რისთვის სჯიან? რუსებისთვის რომ მიეცა ფული კი ბატონო, დაიმსახურებდა დასჯას. მაგას არც ინგლისის მთავრობისა და არც უკრაინის წინააღმდეგ გადაცდომა არ ჩაუდენია.
რაო,ბატონო მელაო?
ერთი ბარტყი გადმომიგდე,თორემ შავ დღეს დაგაყენებ.
სანზონა ს
გენაცვალეთ, მანკურტებს მონობის მენტალობა ახასიათებთ, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს,
zura222
აი ესეც თქვენი ევროპა ! ხალხს აიძულებენ საკუთარი ფული ვიღაცეებს "აჩუქონ" @ თანაც არა ქველმოქმედებაში ან რამე კეთილ საქმეში ჩადონ არამედ მისი ქვეყნის მტერს "აჩუქონ" აქ არა აქვს მნიშვნელობა ვინაა დამნაშავე იმ ომში. მაგალითად ჩვენ გაგვიხარდებოდა ჩვენი ფული ბაგრამიანის ბატალიონისთვის ან ჩრდილო კავკასიელი კონფედერატების ან რუსი სალდაფონებისთვის გადარიცხვა რომ ეიძულებინათ ? კომუნისტებს და კანონიერ ქურდებს დასცინიან და ებრძვიან და თვითონ იმათზე უარესად არეკეტებენ ხალხს @@
სანზონა
ეხლა გამოვლენ მგზნებარე სიტყვით აქაური "რუსთმადიდებლები" და უსამართლობაზე ატეხენ კრიახს )) სინამდვილეში ვინც არის ბოროტებისა და უსამართლობის აპოთეოზი თანამედროვე მსოფლიოში, იმაზე კრინტსაც არ დაძრავენ. ასეა, ნაგლს ნაგლურად უნდა მოექცე. დასავლეთი ისედაც ძალიან ლოიალურად ექცევა ორკებს, შიშის გამო.
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
[VIDEO] "მამარდა" დაბრუნდა - "ლივერპულმა" და "ჩელსიმ" ქულები გაიყვეს
როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "ჩელსისთან" მატჩში?
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა
მამარდაშვილის კლუბს შეიძლება ახალი "ხაზეინი" ეყოლოს - თანაც, ნახეთ, ვინ
"მამარდაშვილი მშვიდი და დამაჯერებელი იყო, თუმცა" - ინგლისური მედია მაინც ალისონს მისტირის
ქურდობა, კორუფცია და გატაცება - როგორ გახდა აბრამოვიჩი მილიარდერი?