News Makers-ის Youtube გვერდზე, გადაცემა "ყვითელი ბარათის" სტუმარი საფეხბურთო კლუბ "იბერიას" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახლდათ. მისი თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების საჯარო კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავოს.

"ფეხბურთის ფედერაცია როგორც მარეგულირებელი არის პირველი პასუხისმგებელი ეროვნულ ჩემპიონატზე და ასევე კლუბები. ამას ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს ვერ გადადებ. ამიტომაც აუცილებელია, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ და დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ. გულწრფელად გეტყვით, მცდელობა იმისა, რომ ჩემპიონატი უკეთესად შეიფუთოს, თუნდაც ის, რომ თამაშის წინ და შემდეგ ინტერვიუებია, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, გაშუქების კუთხით წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ არის თუ არა დღეს ეს საკმარისი? პირდაპირ ვამბობ, რომ - არა.

იმედს რაც მაძლევს, კლუბების,ფედერაციის ხელმძღვანელობისა და საშეჯიბრო კომიტეტს შორის ძალიან პოზიტიური შეხვედრა შედგა. პირველად მენიშნა ის, რომ გუნდების მიერ დასაბუთებული თხოვნები გათვალისწინებული იყო და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ რეჟიმში გაგრძელდება ფედერაციისა და კლუბების თანამშრომლობა.

არც კრიტიკას გავურბივარ და არც ვინმეს ვერიდები, უბრალოდ უმჯობესია პოზიტიურზე დააშენო. გულწრფელად გეტყვით, კლუბი, რომელიც უეფა-ზე ვერ მიაღწევს წარმატებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს კლუბის პასუხისმგებლობაა და იქ ფედერაცია ნამდვილად ვერ ჩაერევა, რაზეც თავადაც ხშირად უსვამენ ხაზს. ან სადმე უნახავთ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა ვინმეზე გადაგვეწია? მაგრამ ის ნამდვილად მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას კიდევ ცეცხლს უმატებს, ამას ნამდვილად ვემიჯნები.

უამრავი მაგალითი მოჰყავთ შვედეთსა და ესტონეთში ჩემპიონატი როგორ ტარდება, ეს არგუმენტები მიმართულია არა ჩვენი მხარდაჭერისთვის, ამას არც არავინ სთხოვს, მაგრამ გულშემატკივრების კიდევ უფრო გასაღიზიანებლად. ალბათ, ამას თვითონაც აცნობიერებენ, ეს იგივეა კლუბების დირექტორები გამოვიდეთ და ნაკრების წარუმატებლობაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატში წლების წინ უფრო ცუდი ვითარება იყო და ბევრი კარგი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

tngh
შენ ნორმალური ხარ???
alexandre
ეეე, შვილო, რა შემატყვე რომ აიათოლას გულშემატკივარი ვარ? ამ დროს მე შახსაც მოვესწარი და ძალიანაც ვგულშემატკივრობდი, თუნდაც ლევან თედიაშვილის ისტორიების გამო. შვილო, წარმოიდგინე, რომ 1987 წლიდან სულ პოლიტიკაა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი, ურთიერთდაპირისპირება, შიდა ომები. 38 წელია ასე გრძელდება. შენ გგონია სასიამოვნოა?! ჰო და სპორტული საიტი მაინც იყოს ამისგან დაცული.მაგრამ ჩემ პოლიტიკურ პოზიციას მაინც გეტყვი: მიშა არის სსრკ-ის სუკის თანამშრომელი, ვინაიდან ყველა, ვინც დაამთავრა მოსკოვის ან კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, ცალსახად იყვნენ სუკის თანამშრომლები! აგენტები კი არა, თანამშრომლები! ეხლა არ დამიწყო შენი ქოცი ბიძინა და ასე შემდეგ. მე კონკრეტულად მიშა სააკაშვილზე გეუბნები. და მთავარი! ყველაზე სამწუხარო! ბოლო კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩემი პოზიციის სიზუსტე, რადგანაც სულ გავიძახი: არც შენ, არც მე და არც არავის საქართველოში არ ეკითხება საქართველოს მომავალი; მთელი მსოფლიოს განვითარებას წყვეტს აშშ + რუსეთი + ჩინეთი (ნაწილობრივ). და რაც უფრო შეკრული ვიქნებით ერი, მით უფრო შვძლებთ ჩვენი არჩევნით სიარულს. ამიტომაც გისურვებ შენც და მთელ ერს ამ ახალ წელს ქვეყნის გამთლიანებას, ერის გაერთიანებას და ოჯახში ბედნიერებას. გთხოვთ დამიბეჭდეთ.
Бека-ს და Александр-ს
თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია მაქვს - აიათოლას ამ ღამით დასცხებენ, რამზანკა დიროვი კი კომაშია.
ჯუღმაიძე
რა კვერცხები და შიბაქები ხართ ეს მერუსეები! )))
alexandre
კატეგორიულად მივმართავ საიტის ხელმძღვანელობას. კომენტარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ(!) პოლიტიკურ განცხადებას, აქ არ უნდა დაიდოს! სწორია ბექა, ვეთანხმები 100%-ით
ბექა
რა მაგის პასუხიაო სწორად აღნიშნე, მაგის პასუხი არ არის. შენი კომენტარი მაგარი კვერცხისა, რატომ იცი? განა იმიტომ, რომ შინაარსში არ გეთანხმები, არამედ იმიტომ, რომ ადგილი ვერ შეურჩიე სწორად...
შებიძიან
ან მწვადი დაწვი და ან შამფური. ასე, არ გამოვა რა. თუ ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის მხრივ და შედეგები უარესია, მაშინ რაღა გეთქმით? კლუბმა უნდა მიხედოს საკუთარ თავს და თუ ფედერაცია ეხმარება,მაშინ რაღა პრეტენზია გაქვს, თუ ფულს გაძლევენ ეს ნიშნავს, რომ კრიტიკის უფლებაც აქვთ. შენ ის თქვი თუ შენ სწორად აკეთებ საქმეს და ისინი ხელს გიშლიან? ამის გამბედაობა არ გაქვს როგორც ჩანს, ბორძიკობ და გამოცანებით გველაპარაკები
ჯუღმაიძე
რა მაგის პასუხია და, მერუსე მოღალატეებს ნამეტანი ცუდი წელი დაგიდგათ: კადიროვი კვდება, მადურო ციხეშია, აიათოლა - ბუნკერში... აბა, მომაყარეთ დისლაიქები! ))))
საქართველო
მოკლედ მაგარი ტიპები არიან,კლუბების მფლობელებს კრიტიკა არ მოსწონს,არც ფედერაციის პრეზიდენტს,არც ნაკრების მწვრთნელს,არ მთავრობას,არც პრემიერს,არც მერს,ბოლო-ბოლო ძალიან ხო არ გაუბერეთ??
ბიძინა
ბატონო ტარიელ, თქვენ რომ ბრძანეთ ამას ქვია ი ნაშიმ ი ვაშიმ,არც ერთი სიტყვა გეგმებზე, რეფორმების შესახებ , გადასვლა შემოდგომა გაზაფხულზე, ბატონო ტარიელ ახლა ოთხი ფეხბურთელი უკვე წავიდა იბერიიდან, თქვენ რომ დაიმატებთ როდის შეითამაშება გუნდი, ზაფხულში უკვე სულ სხვა გუნდი იქნება ევროპული საკლუბო სეზონის დაწყებამდე, გახსოვდეთ რომ ის ევროპის გრანდები კლაკსვიკი პაიდე რედ იმპსი დიუდელანჟი და მალტის ხამრუნი ადგილზე არიან, წავიკითხე ინტერვიუ უდიდესი ადამიანის , ფეხბურთის პროფესორის საერთაშორისო მასშტაბით ბატონი ნოდარ ახალკაცის რომელიც ამბობს რომ საერთაშორისო კალენდარზე თუ გინდა ითამაშო უნდა გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, მეორე თბილისის გუბერნიის ჩემპიონატს ხომ არ ჩავატაროთო, ამიტომ გავზარდოთ 12 გუნდამდე ეროვნული ლიგა დავამატოთ თელავი კახეთიდან,და კოლხეთი ფოთი სამეგრელოდან, ლიგა 2 კი 16 გუნდიანი, შევეკითხოთ პროფესიონალებს სპეციალისტებს ვეტერანი ფეხბურთელებს, ერთი სიტყვით უნდა გაკეთდეს რეფორმები,
DAVE
ტარიელ ბატონო, გულშემატკივარი იმას გედავება თქვენ და სხვა კლუბებს, რომ უეფაზე გასული გუნდები ვითომ ძლიერდებით უშუალოდ შესარჩვის დაწყების წინს და 2 კვირით ადრე იმატებთ ფეხბურთელს, რაც არანაირ გაძლიერებაა და ამასთანავე გულშემატკივრისთვის თავლებში ნაცრის შეყრაა. იმედია ამდენი წლის მანძილზე მიიღეთ გამოცდილება და წელს დაგვდებთ პატივს, გუნდს თავიდანვე გააძლიერებთ, დაიმატებთ ნორმალურ ლეგიონერებს და უეფას შესარჩვ ეტაპს შეხვდებით მზადყოფნაში.
სტალინ-ოღლი
ნაკრები ხომაა მსოფლიოს ათეულში? ჰოდა მალე 5 გუნდი გვეყოლება ჩლ-ზე. ტარიელ სკაზალ, ბოგ სკაზალ. აპა როგორ?
თქვენი აშენებული ინფრასტრუქტურა არ გაიშვას!
ამ კაცის ერთი სიტყვის არ მჯერა, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, როგორც მაგალითად თემურა ჭყონიასი, დეველოპერა არქი-წულაისი და თქვენ წარმოიდგინეთ თბილისის ბეტონის ჯუნგლების მეფის კალაძესი. ნუ, გაუნათლებელ, ფედერაციის საძმაკაცოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დაანებეთ ბიჭო თავი ამ თბილისს, რამდენჯერ უნდა გითხრათ ხალხმა? აშენეთ რაც გინდათ რაიონებში, არ გამომივიდნენ ქვეყანაზე მზრუნველები....
llcl
ჩვენი ჯიბიდან ამ მუქთაღორებს ფულს არ უნდა ვუხდიდეთ! 18 წლამდე უნდა იყოს უფასო, თავის ამუნიციით და შეკრებებით, მამიკოს შვილების სპორტი არაა ფეხბურთი და ბეტონის ჯუნგლების მერის საძმაკაცოსი! მით უმეტეს უცხოელ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ჩვენი ჯიბეებიდან არ უნდა უხდიდნენ ფულს, გახდეს სამოყვარულო ფეხბურთი, ვინ მოიძიებს და ნახავს სპონსორს, შექმნას პროფესიონალური გუნდი და თუნდაც მილიონები მისცეს ფეხბურტელს, რა ჩემი საქმეა, ჩემი ფულით ვიღაც მკვდარ, არაფრის მომცემ ფეხბურთელს 5 000 რატომ უნდა ჰქონდეს როცა მე მაგის ნახევარი ხელფასი არა მაქვს, თან როგორც ვიცი ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატი არ ეხება. ამ უსაქმურების დაფინანსებას ტექნიკა შეიძინეთ, ყოველ თოვლის მოსვლაზე ხან დენი რომ მიდის და ხან გაზი, თქვენ რა გიჭირთ, კი გყავთ განცხრომაში ცოლ-შვილი, რაიონებს მიხედეთ და არა არაბებს თუ რუს-მონღოლებს!
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
რომეროს გრანდების რიგი უდგას - გავარდნის შემთხვევაში, "ტოტენჰემს" მისი გაყიდვა მოუწევს
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა