საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი მოულოდნელობით დაიწყო, თუმცა როცა კასპის გრიფინი სწორედ ამ ეტაპზე თავისზე გაცილებით ძლიერ მეტოქეს ამარცხებს, მოულოდნელობა აღარ ეთქმის. ზოგადად, როცა “ა” ლიგის გუნდი სუპერლიგისას ამარცხებს, ყოველთვის შეიძლება ნახსენები შეფასება გამოიყენო, თუმცა გრიფინის შემთხვევაში ასეთი რამ ნორმად მკვიდრდება.

1 წლი წინ, “ა” ლიგაში ახალფეხშედგმულმა გრიფინმა თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ, საშინაო მატჩში სუპერლიგის იმჟამინდელი ლიდერი და თასის გათამაშების მომავალი გამარჯვებული თსუ დაამარცხა. მართალია, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საპასუხო მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა და მეოთხედფინალთან ერთად ყველა მომდევნო ეტაპიც დაძლია, გრიფინის გამარჯვება ისტორიული ხასიათის, სენსაციურ შედეგად შეფასდა.

ერთი წლის შემდეგ, გრიფინმა თასის გათამაშების იმავე ეტაპზე, მერვედფინალის პირველ მატჩში, კასპის საშინაო არენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი კსუ-კავკასია დაამარცხა. კავკასიელები სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 6 მოგებით მე-4 ადგილზე არიან. გრიფინმა ისევ ბრძოლაში იმარჯვა და თითქმის იგივე ანგარიში დაფიქსირდა: თსუ-ს 2025 წლის 22 იანვარს 102:98 (სტატისტიკა) სძლია, კსუ-კავკასიას კი 2026 წლის 15 იანვარს 101:98 მოუგო.

ასე და ამგვარად გრიფინმა მერვედფინალურ სერიაში 3-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. საპასუხო მატჩი თბილისი არენაზე 21 იანვარს გაიმართება და თუკი 2 ქულაზე მეტით არ წააგებს, კასპის გრიფინი მეოთხედფინალში გავა. კასპელებს უძნელესი მისია აქვთ – განრისხებული კავკასიელების წინააღმდეგ 3-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება, თუმცა ბურთი რომ მრგვალია, გრიფინის ამერიკელმა ლეგიონერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

კასპი არენაზე ქვეყნის მასშტაბით თამაშებზე დასწრების ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია. თითქმის ყველა მატჩზე ტრიბუნა სავსეა. ეგაა, სპორტსკოლის დარბაზში 1000-ზე მეტი მაყურებელი არ ეტევა და ამ მიმართულებით კლუბის (ქალაქის) ადმინისტრაციას აუცილებლად სამუშაო აქვს.

მატჩის გმირი გრეგორ ჰამონდი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა: 13 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა. ბომბარდირი 26 ქულით ალექს მეთიუსი გახდა, ხოლო კამანი დაუთიმ, რომელიც თამაშის სტილითა და გარეგნულადაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მის წინამორბედ მონტე მატისს, 22 ქულა და 6 პასი მიითვალა. მატისი წინა სეზონში თამაშობდა გრიფინში და გუნდის თითოეულ მოგებულ მატჩში სოლიდურ წილს იდებდა.

თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის მატჩები 24 იანვრის ჩათვლით, თითქმის ყოველდღე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. 17 იანვარს მორიგ მატჩს გურჯაანი უმასპინძლებს, სადაც დელტა აჭარულ “ბათუმი 2010”-ს უმასპინძლებს.

GBF

ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ