ჩელენჯ თასის მეოთხე ტურში „შავი ლომი“ საკუთარ მოედანზე „ძებრესთან“ 14:28 დამარცხდა.

„მონტობანის“ ძლევის შემდეგ „შავ ლომს“ ისტორიაში პირველად პლეი-ოფში გასასვლელად „ძებრეს“ ბონუს-ქულით დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართა, პირველი ტაიმი 14:14 დასრულდა, თუმცა საბოლოოდ მარცხი განიცადა.

თბილისი. „ავჭალა“

შავი ლომი - ძებრე 14:28

შავი ლომი

ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. რომა მახათაძე.

ბაიონაც მოკვდა,ბოლო 20 წუთში,ლანსტერთან.არადა ტოპ-14 ის გუნდია!შავ ლომს მაღალი დონის თამაშები,მხოლოდ ამ ტურნირზე უწევს,თანაც მხოლოდ საქართველოში მოთამაშე მორაგბეებით გადის ფონს და საქართველოს ჩემპიონატის თამაშების ტემპს თუ უყურებ,როგორ უნდა გაუძლონ ტოპ 14-ის გუნდის დაწოლას?ძებრე მთელი წელი,ასეთი ტემპის პირობებში თამაშობს,არც შემადგენლობის შერჩევით არის შეზღუდული.წელიწადში 4-5 თამაშის ჩამტარებელი გუნდი,როგორ გინდა მათ დონეზე ათამაშო?ცოტა რეალობას გაუსწორეთ თვალი!
რეზო
საინტერესო აზრია
გიორგი
რესურსი არ გვეყო, მსაჯმაც დაგვიმატა. რაც მთავარია, შავი ლომი უნდა ყოფილიყო ძებრესავით ახალგაზრდული გუნდი და არა ღვაწლმოსილი მორაგბეების წინასაპენსიო გაჩერება. ეს ხალხი სხვანაირად უნდა დავადასოთ, შავ ლომში კი 25-28 წელზე მეტი ასაკის მორაგბე არ უნდა გვყავდეს. ნელ-ნელა გაიზრდებიან.
ანტილაიქები ? რაგბის კავშირის ხსენებისათვის ... :)))
რაგბის კავშირი არ უნფა გეხსენებინა!!! :)) ანუ, არსს მეორე ტაიმთან დაკავშირებით, 100%- ით სიმართლეა და სრულად ვეთანხმები და პრინციპში, სხვა რამ არც არაფერი წერია ამ კომენტარში და იმის გათვალისწინებოთ, რომ ნაკრების საბაზო მეორე გუნდი ტაიმში საკუთარ მოედანზე 0(ნოლ!) ქულას აკეთებს, ანუ ერთი ჯარიმაც კი, ე რ თ ი ც კი(!) ვერ გაიტანეს, რაიმე არის საკამათო ?! არა და, ასე მოხდა წინა თამაშში და ასეა უკვე კარგა ხანია ! ჰოდა, რეაგირება ვინც უნდა მოაცდინოს, "ურემის გადაბრუნებას" არ უნდა ელოდებოდეს ! ჰო, რაგბის კავშირი მაინც არ უნდა გეხსენებინა - არ შეიძლება ! :)) ახსენე და მიტომაც მიიღე ანტილაიქები ...

ბაიონა -ლენსტერის თამაშსაც ვუყურე.თამაშის ბოლოს,ლენსტერმა გარდატეხა შეიტანა და გაიმარჯვა.ეს იმისათვის გავიხსენე,რომ ბაიონა,ბრწყინვალედ თამაშობდა დაცვაში და მიუხედავად მუდმივი წნეხისა,22 მეტრიან ზონაში,პრაქტიკულად არ დაჯარიმებულან.მიუხედავად ამისა,3 ლელო მაინც გაიტანა ლენსტერმა და თამაში შემოატრიალა.შეუძლებელია გამარჯვება,თუ შეტევა არ გაქვს,ადრე თუ გვიან,ნებისმიერი დაცვა გაიბზარება და გაუშვებს.ამას ამბობენ სპეციალისტები და ამტკიცებს პრაქტიკა.ჩვენც არ დაგვიზოგავს თავები,მაგრამ ძალიან ბევრჯერ და უაზროდ ვჯარიმდებით და თანაც,როცა შეტევაში მივდივართ,იქ ძალიან გვიჭირს,რაიმეს მოფიქრება.მოაზროვნე მორაგბეების დეფციტიც გვაქვს,სარაგბო უნარების დეფიციტთან ერთად.მსაჯმა რაც გააკეთა,გააკეთა,მაგრამ რამდენიც ჩვენ ვერ გავაკეთეთ,ეგეც მსაჯი ხომ არ არის?!არადა შეგვეძლო!მონტობანთან ბიჭები ზოგჯერ რისკავდნენ და ლელოებიც დავდეთ,ამ თამაშში ასეთი იმპროვიზაცია არსად ჩანდა და სადაც რაიმე ვცადეთ,იქაც უნარები არ გვეყო.გულის სახეთქი სწორედ ეგ არის,რომ ასეთ დონეზე სისტემატური თამაშის პრაქტიკა თუ გვექნება,ამ ნაკლოვანებებს ძალიან მალე გამოვასწორებთ და განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ.ცოცხალი თავით არ უნდათ ამის გაკეთება.პრაქტიკულად ბლოკადას გვიკეთებენ.ამდენი წელია,რაგბის ფედერაცია ცდილობს,როგორმე ეს წრე გაარღვიოს,მაგრამ მათაც კარგად ესმით,რომ ამის დაშვებით,რეალური კონკურენტი შეიძლება გაუჩნდეთ და მხოლოდ ასაკობრივებში გვაძლევენ,თავისთან ბურთაობის უფლებას.ესეც მათთვის არის მომგებიანი,თორემ ევროპის ჩემპიონატებიდან,თავის ასაკობრივ ნაკრებებს არ ჩამოაშორებდნენ.ჩვენ მაგარ მორკინალებს და ტალანტებს,თავისთან წაიყვანენ,დანარჩენებს კი,ზედაც არ უყურებენ და განვითარების შანსს უსპობენ.თუ შავი ომი არ მიიღეს,მაშინ მის არსებობასაც ალბათ აზრი დაეკარგება და ქართულ რაგბში,რადიკალური ცვლილელების დრო დადგება.აქცენტი უნდა გადავიტანოთ,7 კაცა რაგბის განვითარებაზე და რაგბის ტექნიკური უნარების სწრაფ განვითარებაზე.თუ ჩვენც ხელით სწრაფი დაც ტექნიკური თამაში არ ვისწავლეთ,ეს ძალისმიერი რაგბი აღარავის უნდა და ყოველთვის თავიდან მოგვიშორებენ.ძნელია?რა თქმა უნდა ძალიან ძნელია,მთელი სამწვრთნელო კორპუსის მუშაობის სტილი და უნარები შეცვალო,მაგრამ სხვა გზა ალბათ არ დაგვრჩა და ამას უნდა მივაღწიოთ.რა თქმა უნდა დასაწყისში ამას ჩავარდნებიც მოჰყვება,მაგრამ რაც ტესტების ახალი სისტემა შემოიღეს,მის გადახედვამდე პერიოდში,ეს გზა თუ გავიარეთ,იქნებ ამ შეცვლილი რაგბით მაინც გაგვიხსნან კარები. პ.ს.რაც აქ დავწერე,არც მე მიჯდება ჭკუაში,ძალიან არ მიჯდება,ჭკუაში,მაგრამ წინსვლისათვის სხვა გზას თუ არ გვიტოვებენ,იქნებ ეს გახდეს გამოსავალი.ყოველ შემთხვევაში ამ საკითხზე ევროპის რაგბის მამებისაგან პირის აღება მაინც ღირს.მაგათ სიტყვისა,ჩემმა მტერმა დაიჯეროს,მაგრამ სიტყვა მაინც სიტყვაა და დუმილს,ისევ დალაპარაკება სჯობია.
კოზმა
ფიროსმანი დაგუგლე მაინც :)
A-ს
აბა თქვიი,ააა!აბი გლუკოზა და ლავანდის ოყნა,ამას! საქართველოში ერთი მხატვარი გვყავდა,ფიროსმანი დაირქვა სახელად და მისი ნახატები,დღეს მილიონები ღირს.მის თავში მოიხარშა და დახატა შავი ლომი,რომელიც ლოგოდ და სახელად გამოიყენეს,ქართული ფრანჩაიზისათვის.ეს გუნდი იმ ქართველი მორაგბეებისთვის შეიქმნა,ვინც საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში მოიაზრებიან და საქართველოში უწევთ,თამაში.რაკი საქართველოს ჩემპიონატი საგრძნობლად დაბალი დონის ჩემპიონატია,ვიდრე საქართველოს ნაკრების შევსებისათვის გვჭირდება,ამ მორაგბეებს,ნაკრების მწვრთნელები ავარჯიშებენ და საქართველოს ნაკრებისათვის საჭირო ფიზიკური და ტექნიკური დონის მიღწევას ცდილობენ.ვცდილობთ,ევროპის რომელიმე რეგურალურ ჩემპიონატში თამაშის უფლება მოვიპოვოთ,სადაც რეგურალურად გვექნება მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან თამაში და ამით,ჩვენ სათამაშო დონესაც ავამაღლებთ.ჯერჯერობით ეს საქმე არ გამოდის,მაგრამ ფედერაცია მცდელობას არ აკლებს.თუ იქ მიგვიღეს,მაშინ მაღალი დონის უცხოელი მორაგბეებითაც გააძლიერებენ გუნდს,მანამდე კი,ამას უბრალოდ აზრი არ აქვს,რადგან გუნდს სულ რამდენიმე ოფიციალური თამაში უწევს,წელიწადში და საკმაოდ დიდი თანხის უცხოელი ლეგიონერებისათვის გადახდას,აზრი არ ექნება.ნაკრებს ელიტურ ნაკრებებთან თამაშების საშუალება წაართვეს და ქართული რაგბის დონის თუნდაც შესანარჩუნებლად,ეს უკანასკნელი შანსი დაგვრჩენია.
A
ეს შავი ლომი ვის თავში მოიხარშა, აფრიკის ქვეყანა ვართ თუ რა, ძაან არაქართული სახელია, თან ლომი გქვია და სულ აგებ...
ჯორჯო ბიძია
ვესწრებოდი თამაშს, ერთი მინდა ვთქვა ძალიან სუსტი გუნდია ეს ჩვენი შავი ლომი, შეიძლება ლეგიონერების მოწვევაც მაგრამ რატომღაც არ არის კეთილი ნება!!!
თამაშის უნახავად
სამწუხაროს, თამაში ვერ ვნახე და შესაბამისად, არ ვიცი რა მოხდა - მათ შორის, მაგალითად მსაჯებმა მიქარეს, თუ არა, მაგრამ ის კი უდავოა, რომ მეორე ტაიმში ჩვენები ვეღარ თამაშონებენ ! ასეა უკვე დიდი ხანია, ნაკრებიც და "შავი ლომიც" - მეორე ტაიმში "კვდება". საფრამგეთშიც ასე იყო და დღესაც (როგორც ანგარიშიდან ჩანს) შავმა ლომმა პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა... ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, თვალსაჩინოა, მაგრამ მარტო ესაა, თუ კიდევ არის სხვა პრობლემები ?! P.S. რაგბის ფედერაციას, თუ კავშირს და მის ხელმძღვანელობას, მოკითხვა ...
რეზო
ძებრესთან კი არა, მსაჯთან დამარცხდა! და საერთოდ სისტემასთან! როდემდე შეილება ასე აპარტეიდის რეჟიმში ვყავდეთ?!!!! ამოიღე რა ფედერაცია, ხმა!!! სირცხვილია ის, რაც დღეს სუდიამ აკეთა
misha
არაფერი არ გვეშველება ვიქნებით ისევ ჭაობში კარგა ხანი.მერე კი პრეტენზიები აქვთ რატომ 6 ერში არ გვიღებენო.
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი"
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
[VIDEO] შოკისმომგვრელი ამბავი ჩეხეთში - ვასკომ ტაისონობა გადაწყვიტა, გაღიზიანებულმა ქომაგებმა სკამებიც კი ისროლეს...
"ამ ვარჯიშს ყოველდღიურად 1 საათი მაინც უნდა დავუთმოთ" - მესის მეუღლის შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა
დაიჩმაც ვერაფერი შეცვალა - "ნოტინგემ ფორესტმა" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი დაითხოვა
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა
[VIDEO] დევისის და სმოლკინის წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა
[VIDEO] შემდეგ მატჩს მამარდაშვილი ჩაატარებს? - "ლივერპულმა" "სანდერლენდს" ვან დეიკის გოლით მოუგო
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის