ბევრი მძღოლისთვის ავტოსამრეცხაოს შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ფასი ან რიგის არარსებობაა. თუმცა, არსებობს ერთი ტექნიკური დეტალი, რომელიც რეალურად გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდეს ამ პროცესში. ეს წყლის სიხისტე გახლავთ. თუ აქამდე არ იცოდით, ამიერიდან გაითვალისწინეთ, რომ არა მხოლოდ სასმელ, არამედ მანქანის გასარეცხ წყალსაც სჭირდება სპეციფიკური ფილტრაცია.

თუ ავტოსამრეცხაო არ იყენებს წყლის დამარბილებელ სისტემას, შედეგი გაცილებით მძიმე შეიძლება იყოს, ვიდრე უბრალოდ ცუდად გარეცხილი მანქანა.

კალციუმის და მაგნიუმის ნალექი

დაურბილებელი ანუ ხისტი წყალი გაჯერებულია მინერალებით, ძირითადად, კალციუმითა და მაგნიუმით. წყლის აორთქლების შემდეგ, ეს მინერალები ავტომობილის ზედაპირზე რჩება თეთრი, კირქვოვანი ლაქების სახით. მათ ხშირად „წვიმის ლაქებსაც“ უწოდებენ, თუმცა ზედაპირიდან მოსაშორებლად უბრალო გაწმენდა საკმარისი არაა.

მინერალების ნაწილაკები განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს რეზინებზე, რომელიც მანქანის სარკეების გარშემოა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი გაუხეშდება და დასკდება.

მიკრო-ნაკაწრები

ხისტი წყლის მინერალები უმცირესი კრისტალებია. სველი ზედაპირის ნაჭრით გამშრალებისას ეს მყარი ნაწილაკები საღებავს აზიანებს და მასზე მცირე ნაკაწრებს აჩენს. ისინი განსაკუთრებით შესამჩნევი მზის შუქზეა.

ქიმიური რეაქცია სარეცხ საშუალებასთან

ხისტი წყალი შეიძლება რეაქციაში შევიდეს სარეცხ საშუალებასთან, რომელსაც მანქანის რეცხვისას იყენებენ და მისი ეფექტიანობა შემცირდეს. შედეგად, ზედაპირს ჭუჭყი სრულად არ მოშორდება, სანაცვლოდ მასზე ქაფის ნარჩენები დარჩება. ეს უკანასკნელი დროთა განმავლობაში საღებავს აუფერულებს.

ამ პრობლემებისგან თავის დასაცავად აუცილებელია რომ შეარჩიოთ ავტოსამრეცხაო, რომელიც წყლის დამარბილებელ ფილტრებს იყენებს. ისინი იონური მიმოცვლის პრინციპით წყალს ზედმეტ მინერალებს აშორებენ. თუ შეამჩნევთ, რომ გარეცხვის შემდეგ მინებზე თეთრი ლაქები რჩება, ხოლო ავტომობილის ზედაპირი „ხორკლიანია“ ხელით შეხებისას, ეს ნიშნავს, რომ სამრეცხაო დაურბილებელ წყალს იყენებს. ხანგრძლივად ამ ტიპის მომსახურების მიღების შემთხვევაში თქვენს მანქანას პოლირება ან შეღებვა დასჭირდება.

რა უნდა გაითვალისწინონ ავტოსამრეცხაოების მფლობელებმა?

ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ავტოსამრეცხაოების წარმატებასთან. დარბილებული წყლით მუშაობა, ერთი მხრივ, მათ ლოიალური კლიენტების შენარჩუნებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, დანახარჯების ოპტიმიზაციას ახდენს. კალციუმისა და მაგნიუმის ნადები რჩება არა მხოლოდ ავტომობილის ზედაპირზე, არამედ წყლის ტუმბოებსა და მილებში, რაც მათ ნაადრევ ცვეთას იწვევს. რბილი წყლის გამოყენების შემთხვევაში ტექნიკა გაცილებით დიდხანს და გამართულად მუშაობს.

გარდა ამისა, რბილი წყალი მანქანის სარეცხი საშუალების ეფექტურობას ზრდის და სასურველი შედეგის მისაღებად იმაზე ნაკლები ქიმიური საშუალების გამოყენება სჭირდება, რაც ხისტი წყლის შემთხვევაში იქნებოდა საჭირო. ეს პირდაპირი გზაა ხარჯების დასაზოგად და შესაბამისად, მოგების გასაზრდელად.

დღეს, ავტოსამრეცხაო, რომლის მთავარი მიზანიც ხარიხიანი მომსახურების შეთავაზებაა, აუცილებლად უნდა იყენებდეს წყლის დამარბილებელ სისტემებს. ეს გახლავთ ინვესტიცია, რომელსაც მოაქვს წარმატება და ბევრი ლოიალური მომხმარებელი.

აღნიშნული აპარატები საქართველოში ხელმისაწვდომია კომპანია „აკვალაინში“, რომელსაც წყლის სისტემებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

R

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
რატომ ირჩევენ სპორტსმენები სარბენ ბილიკს სახლისთვის?
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
იური ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს
ცნობილია, როდის დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია მოედანს
"კრისტალ პალასი" მატეტას შემცვლელს "ვულვზიდან" 50 მილიონ ევროდ იმატებს
მიხეილ ვართანოვმა საქართველოდან პირველმა მიიღო ფიბა-ს მსაჯთა ინსტრუქტორის ლიცენზია
გოგლიჩიძე დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისში გააგრძელებს
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - რა გააკეთა ტიბო კურტუამ "რეალის" მარცხის შემდეგ?
[VIDEOS] ბითაძეს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მამუკელაშვილის სამი დაფარება "ნიუ იორკ ნიქსთან"
ახალი კონტრაქტი ფერმინს - ლოპესს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა