შვეიცარიასთან 54:3 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები ნიდერლანდებში გაემგზავრნენ, სადაც მასპინძლებთან გასამართი შეხვედრისთვის მოემზადებიან.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშს ჩვენი გუნდი ამსტერდამში გამართავს. „ნაციონალურ სარაგბო ცენტრში“, რომელიც 1997 წელს გაიხსნა და 5 ათას მაყურებელს იტევს,შეხვედრა 15 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

მომავალი მატჩის წინ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. გიორგი ახალაძე, ალექსანდრე ქუნთელია, ნიკოლოზ სუთიძე, გიორგი მელიქიძე და გიორგი ჯავახია შეთანხმების საფუძველზე საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ. მიღებული გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული მოთამაშეთა სპორტულ ფორმასთან, მოედანზე ნაჩვენებ თამაშთან ან დისციპლინურ საკითხებთან.

ცვლილებები უკავშირდება კლუბებთან მიმდინარე შეთანხმების პროცესს. ეროვნული ნაკრების შეკრებების ეფექტურად წარმართვა, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია კლუბებისა და მოთამაშეების პასუხისმგებლიან და წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებებზე, ასევე მათ სრულ ჩართულობაზე კომუნიკაციის პროცესში

გუნდს შეუერთდნენ ინგლისური ‘ექსეთერ ჩიფსის’ ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და ‘მონ დე მარსანის’ მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე.

მეათედ ნიდერლანდებთან

ნიდერლანდებში პირველი სარაგბო კლუბი ჯერ კიდევ 1879 წელს დაარსდა, თუმცა ის მალევე საფეხბურთო კლუბად გადაკეთდა. მეორე მცდელობა 1918 წელს იყო და 1920 წელს რაგბის კავშირიც დაარსდა, მაგრამ 3 წლის შემდეგ მან ფუნქციონირება შეწყვიტა და 1932 წელს ახლიდან დაარსდა.

საწყის წლებში ნიდერლანდებში რაგბი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა, რის შემდეგაც ქვეყანაში სხვა სპორტის სახეობებმა უფრო დიდი პოპულარობა ჰპოვა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 100-მდე სარაგბო კლუბი და 15 ათასამდე მორაგბეა რეგისტრირებული.

ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი სანაკრებო თამაში 1930 წელს ბელგიასთან გამართა (0:6). ყველაზე დიდი სხვაობით 2025 წელს შვეიცარიასთან გაიმარჯვა (76:0), თავად კი ინგლისთან დამარცხდა (1998 წელს 0:110).

ბორჯღალოსნებს ნიდერლანდების წინააღმდეგ აქამდე 9-ჯერ უთამაშია. პირველად მათ ფირას (რაგბი ევროპის წინამორბედი) ეგიდით, 1995 წელს გადავეყარეთ. ეს იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი გასვლა ევროპაში და საქართველო 30-ე წუთისთვის 3:0 იგებდა, თუმცა მერე 9 უპასუხო ლელო გაუშვა - 3:55.

მას შემდეგ მეტოქეს 8-ჯერ ვეთამაშეთ და ყველა ჯერზე უშანსოდ დავამარცხეთ. 2000-2002 წლებში ნიდერლანდებს ერთა თასზე სამჯერ ვერკინეთ და სამივეჯერ ისე მოვიგეთ, ლელო არ გაგვიშვია (41:6, 32:3 და 88:0). ნიდერლანდები რაგბი ევროპის ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა და ბოლო ხუთ თამაშში ის ახერხებდა ლელოს გატანას, მაგრამ გამარჯვებული მუდამ საქართველო რჩებოდა (48:15, 72:10, 40:8, 31:10 და 40:7).

ამრიგად, ნიდერლანდებს სულ 9-ჯერ ვეთამაშეთ (5 შინ და 4 სტუმრად) და 8 შემთხვევაში გამარჯვება მოვიპოვეთ. გატანილ-გაშვებული ლელოები 62/15-ზეა, ხოლო ქულები 395:114-ზე. ყველაზე დიდი სხვაობით (88:0) 2002 წელს თბილისში, „ეროვნულზე“ გავიმარჯვეთ, ამსტერდამში კი ყველაზე დიდი სხვაობა 2022 წელს დაფიქსირდა (72:10). შარშან მეტოქეს „ავჭალაზე“ 40:7 ვძლიეთ.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ნიდერლანდებმა 7 თებერვალს ესპანეთს უმასპინძლა და 33:51 დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში ნიდერლანდები 56,86 ქულით 27-ე ადგილზეა, საქართველო კი 73,18 ქულით მე-13-ე პოზიციაზეა.

Rugby.ge

ნინი
რემდენიმე საინტერესო სიახლეა, ველით კარ თამაშს, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ვაჟკაცებს!

ეს თამაშიც ფაქტობრივად გაცნობითი იქნება.ბიჭებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით უკვე ჩაატარეს პირველი მატჩი.პირველ მატჩამდე სამი ვარჯიში და მატჩებს შორის ალბათ კიდევ 3,ან 4 სრულფასოვან ვარჯიშს მოასწრებდნენ.პირველი მატჩის შემდეგ უკვე რაღაცა წარმოდგენა აქვთ ერთმანეთზე და მეორე თამაშში უკეთესად ექნებათ ათვისებული,მწვრთნელისაგან შეთავაზებული სათამაშო სქემები.მეორე მხრივ ცხადია, რომ შეთამაშებაში და სქემის განხორციელებაში კვლავ უამრავი ნაკლი გვექნება,ნიდერლანდები კი,გაცილებით ძლიერი მეტოქეა და უფრო მედგრად იბრძოლებენ.ნიდერლანდელებმა ეტყობა საკმაოდ კარგად დაალაგეს შეტევა და წინა თამაშში,33 ქულა გაუტანიათ,ასე რომ ადვილ თამაშს არ ველი.ჩვენ დაცვასაც მოუწევს,გამოცდის ჩაბარება.ბიჭებს გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის