პირველ წრეში 10 მატჩიდან 10-ივე წაგება და მეორე წრეში სამიდან სამივე მოგება. ეს გახლავთ გურჯაანის დელტას მონაგარი, რისი წყალობითაც კახური გუნდი უიმედო აუტსაიდერიდან მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე გუნდად იქცა. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა დელტამ ისევ იმარჯვა და ამჯერად ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდთან. მეორე წრე რაც დაიწყო, გურჯაანელებმა სტუმრად ბათუმი დაამარცხეს, შემდეგ შინ კსუ-კავკასიას სძლიეს, ახლა კი ვსა-საც მარცხი აგემეს.

გურჯაანელებმა ვსა-ს დაძაბულ ბრძოლაში – 73:68 აჯობეს. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან გურჯაანელები იგებდნენ, შემდეგ ვსა დაწინაურდა, თუმცა ანგარიშში სხვაობა დიდი არ ყოფილა და ბოლო წუთებზეც შეხვედრის ბედი გაურკვეველი იყო.

როგორც ბოლო მატჩებში, გურჯაანელებმა ამჯერადაც მეტი ბრძოლისუნარიანობა და კონცენტრაცია გამოავლინეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვსა-ს მოთამაშეებს ბოლო წუთებზე არ გაუმართლათ – სროლების უმეტესობა ააცილეს და დელტამაც ბოძებული შანსი გამოიყენა. გამარჯვებამდე მივიდა და ბოლო ადგილს, როგორც იქნა, თავი დააღწია.

ამ მოგებით დელტამ რუსთავს გადაასწრო, რომელიც დღეს გათამაშების ლიდერ თსუ-ს მასპინძლობდა. რუსთავი ფეთქებადი გუნდია, ნებისმიერ მეტოქეს უძალიანდება და მატჩის მსვლელობისას ხშირად დიდ ჩამორჩენასაც აბათილებს, თუმცა დასკვნით მომენტში ვეღარ ყოჩაღობს და ასეთი სცენარით თამაშს თამაშზე აგებს.

ასე იყო ამჯერადაც. თსუ უპირობო ფავორიტი გახლდათ, რომელმაც ხელჩასაჭიდი ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა, მაგრამ რუსთაველებმა გაუთანაბრეს. უნივერსიტეტელები მატჩის შუაწელში კიდევ გალიდერდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ამჯერადაც მოახერხეს გაბათილება და წინაც გავიდნენ. თსუ-მ ჩამორჩენა არ შეიმჩნია, დასახულ გეგმას მიჰყვა და ლიდერობა მალევე დაიბრუნა. ეს უპირველესად ალექსანდრე ფევაძის დამსახურებაა, რომელიც ჩინებულ ფორმაშია და უნივერსიტეტელებს გასულ მატჩებში ლიდერობს.

ამჯერად ფევაძემ 24 ქულა და 7 პასი დააგროვა. მან ფარში თითქმის უშეცდომოდ ესროლა – 9-დან 8 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო. ბოლო პერიოდში თსუ მასპინძლებს 10 ქულაზე მეტით გაექცა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. რუსთაველთაგან 26 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით მონტეს მატისი გამოირჩა. თსუ-მ საბოლოოდ 89:82 იმარჯვა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა.

მესამე შეხვედრაში კსუ-კავკასიამ ბათუმს უმასპინძლა. ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ და შესაბამისად მოპოვებულ გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მაყურებელი დაძაბულ მატჩს ელოდა, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა, რომელმაც ქულა-ქულაში ჩაიარა და დიდი შესვენებისთვის კავკასიელთა ერთქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 42:41.

ბევრისთვის მოულოდნელად, გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა, რომელიც ბათუმელებმა 29:16 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ. ეს იყო და კსუმეტოქეს ვეღარ მიუახლოვდა. მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ ბათუმმა 90:78 იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-7 მოგება გაიფორმა.

მე-14 ტური კვირას, ტყიბულში დასრულდება სადაც ორბი გორის ივერიონს უმასპინძლებს. შემდეგ, 6 მარტამდე სანაკრებო პაუზა გამოცხადდება.

ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ფლიკი "ბარსელონას" ერთ შემთხვევაში დატოვებს - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი "ბლაუგრანას" დამრიგებელზე წერს
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ნავი სწორი მიმართულებით მიცურავს" - ტუდორი ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 24 წუთი - "ტორონტო რაპტორსი" "მინესოტა ტიმვერვულვზთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 12 წუთი "დალასთან" - "ორლანდომ" 1 ქულით გაიმარჯვა
მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?