"გალათასარაის" ფორვარმდა ვიქტორ ოსიმენმა La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ნაპოლიში" 2023 წელს სოციალურ ქსელში მომხდარი სკანდალურ ამბებზე დეტალურად ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" TikTok-ზე ნიგერიელის შესახებ ორი ვიდეო გამოქვეყნდა. ერთგან ის ბავშვივით ითხოვს პენალტს და მსაჯს ემუდარება, რომ თერთმეტმეტრიანი დაუდოს, მეორეგან კი ვიქტორი "ქოქოსს" შეადარეს, რაც ბევრმა რასისტულ შეურაცხყოფად აღითქვა.

ოსიმენმა წლების შემდეგ სიმართლეს ფარდა ახადა და თქვა, რომ ამ ყოველივე შემდეგ, კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

"ნაპოლის" გულშემატკივრების გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ამის შემდეგ აღნიშნულ ფაქტზე არ მისაუბრია. ისინი ჩემს სახლშიც კი მოდიოდნენ და ახსნა-განმარტებას მთხოვდნენ. ვუთხარი და ვთხოვე, რომ თავი ჩემს ადგილას წარმოედგინათ . მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ეს Tik-Tok ვიდეო გამოაქვეყნა, რაღაც ნამდვილად გაფუჭდა.

ნებისმიერმა შეიძლება გააფუჭოს პენალტი, ყველას შეიძლება დასცინოდნენ ამის გამო, მაგრამ "ნაპოლიმ" ეს მხოლოდ მე გამიკეთა, თანაც გარკვეული მინიშნებებით. რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი და წასვლა მინდოდა.

"ნაპოლის" მაისურით გადაღებული ფოტოები Instagram-დან წავშალე და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს, რომ გულშემატკივრები ჩემს წინააღმდეგ აემხედრებინათ. წარმოიდგინეთ, ჩემი ქალიშვილი თავს უფრო ნეაპოლიტანელად გრძნობს, ვიდრე ნიგერიელად.

მათ თქვეს, რომ სპალეტისთან ვიჩხუბე, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ლუჩიანოს უდიდეს პატივს ვცემ. ის თვეების განმავლობაში დღე და ღამე გვავარჯიშებდა და გვარწმუნებდა, რომ შეგვეძლო ტიტულის მოგება. სპალეტი ბევრ მოთამაშეს დაეხმარა უმაღლეს დონეზე ასვლაში.

ის ბევრს ითხოვდა, მაგრამ სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტს იძლეოდა. ზოგიერთი მწვრთნელი ჯერ პიროვნებად, შემდეგ კი ფეხბურთელად გავითარებს.

ჯენტლმენური შეთანხმება გვქონდა, რომ წასვლა შემეძლო, მაგრამ მეორე მხარემ თავისი სიტყვა ბოლომდე არ შეასრულა. ძალიან ცუდად მექცეოდნენ და უბრალოდ ცდილობდნენ, რომ სადმე გავეშვი. ბევრი ვიშრომე კარიერაში წინსვლისთვის და ასეთ მოპყრობასთან შეგუება არ შემეძლო. მარიონეტი არ ვარ", - თქვა ოსიმენმა.

ეჰაა
ზურა 222 …შენ რუსეთი სერიალებიდან გაქვს შესწავლილი ალბათ …მახაჩყალაში ანჟის სტადიონზე თავის ფეხბურთელს რობერტო კარლოსს ბანანებს ესროდნენ და მაიმუნების ( კერძოდ კინგ კონგის ) შეძახილები იყო თან ცირკი ისაა რომ ამას აკეთებდნენ შავ ..კა ( როგორაც ყველა კავკასიელებს მოიხსენებენ ხოლმე ღრუსები ) ასეთად გთვლიან შენაც ამხ. ზურა …. რაც შეეხება დე ლავრენტას ის ეგრე ექცევა ყველა ფეხბურთელს ადამიანს როგორც ტიპიური ოლიგარქი ასე რომ კიდევ კარგად გამოძვრა ხვიჩა თუმცა მინიმუმ 7-8 მილიონი იზარალა ეგ სიტუაცია სადმე სხვა კლუბში თუნდაც იმავე იტალიაში სკუდეტოს შემდეგ ხვიჩას ხელფასი ეგრევე გახდებოდა 7-8 მილიონი იუვე, ინტერი, მილანი, რომა ამათთან ადეკვატური მენეჯმენტია ხოლო ლავრენტა მეორე ტრამპია ოღონდ “ ნაპოლის “ მასშტაბით …!!
Zura 222 ს
ზურა შენ გეტყობა რომ კარგად დაგაფასეს რუსეთში
toti
რამდენადაც მაგარი ფორვარდია, იმდენად მყრალი ხასიათის პატრონია
გოგა
მაგიტომაც ვერასოდეს ვერ გახდება გრანდი ნაპოლი, რო ოსიმენი და კვარა გაუშვა, სერია ა დონე რო არ დაწეულიყო, ვერც ვერასოდეს მოიგებდნენ სკუდეტოს, ნერეშის და პოლიტანოს იმედად
zura222
ჩვეულებრივი ამბავია, ევროპელმა ლიბერალებმა, მასონებმა, ნაცისტებმა დაჩაგრეს შავკანიანი, აბა მაგალითათ რუსეთში ასეთი რამეები არაზდროს არ ხდება. ოსიმენ წადი რუსეთში ძმაო, იქ დაფასებული კაცი იქნები
გივი
როგორ მარტივად თავდასაძვრენი ილეთებუი აქვთ, როცა თავს ვერ იმართლებენ ეგრევე რასიქმს წამოწევენ წინა პლანზე. რამდენი უღირსი საქციელი გქონდა მანამდე საერთოდ ჩამოთვალე.
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ენფილდზე" ფანების გარეშე - UEFA-მ "გალათასარაი" დააჯარიმა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა