2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 42:30 დაამარცხა.

“ბორჯღალოსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, სამი ლელო დადეს (კარკაძე, თაფლაძე, ნინიაშვილი), აბჟანდაძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა, რაზეც სტუმრებმა სამი საჯარიმოთი უპასუხეს და პირველი ტაიმი 21:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა შეცდომებით მეტოქემ ისარგებლა და ორი ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. აქედან მოყოლებული ქართველებმა სწორი რეაგირება მოახდინეს, ინიციატივა დაიბრუნეს, ჭუმბაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და წინ გავედით. 66-ე წუთზე აფრასიძესთან მაღალი ბოჭვის გამო მსაჯმა ესპანელ მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა (თედოს ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია), მატკავამ კი ლელოს გარდასახვა თავადვე მიაყოლა. მერე თაფლაძემ დუბლი შეასრულა, მატკავამ გარდასახა. 75-ე წუთზე წითელი ბარათი ივანიშვილმა მიიღო, ხოლო მოწინააღმდეგემ სხვაობა შეამცირა.

ჩვენმა გუნდმა A ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება, ფინალი კი 15 მარტს ლეგნესში ჩატარდება.

თბილისი. „ავჭალა“

საქართველო - ესპანეთი 42:30

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

გიორგი-50
პირველ რიგში, ვულოცავ აფრასიძეს და გუნდს გამარჯვებას. თუმცა, ეს არ იყო ის თამამი, რომელსაც ქართული რაგბი იმსახურებს და ასეთი თამაშით 6 ერში არ შეგვიშვებენ და არც ვიმსახურებთ. იმედია, შტაბი თითოეულ მიღებულ ჯარიმას და ლელოს სათანადოდ გაანალიზებს...
KOSTAKURTA
იტალიამ 6 ერის პირველობაზე, პირველ თამაშში დაადუღა შოტლანდია მინდორზე, ისე ჯიგრიანად ითამაშეს აპენინელებმა. მეორე თამაშში ირლანდიას მაგრა ეთამაშეს, ძლივს ბოლოს გამოგლიჯეს ირებმა იტალიელებს გამარჯვება ხელიდან. ჩვენ კიდევ ამ გაფარჩაკებული გუნდით 6 ერის ტურნირზე გვაქვს პრეტენზია! რეგრესი და რეგრესი. ესპანეთი რომ ამდენ ლელოს დაგიდებს, რაგბის ტიტანები რა დღეში ჩაგვაგდებენ ხომ წარმოგიდგენიათ…
ალექს
თუ არ ვცდები ზედიზედ მესამე თამაშია ესპანელები 3+ ლელოს დებენ..თან ერთ ტაიმში. ნელნელა ამოგვყავს ჩვენს დონეზე ესპანეთი და პორტუგალია. ფინალში ორივე ტაიმი მთელი ძალით და მზადყოფნით თუ არ ვითამაშეთ დავკარგავთ თასს.
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - "ნიურნბერგი" სტუმრად "ბოხუმს" ფრედ ეთამაშა
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ჩილავერტი მბაპეზე და ვინისიუსზე: ნორმალური არ რის, როცა მამაკაცი ტრანსვესტიტთან ცხოვრობს - "რეალის" ფეხბურთელების 90% შავკანიანია, მათ რატომ არასოდეს არ აქვთ პრობლემები?
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] სენსაცია კონფერენს ლიგაზე - სომხურმა "ნოამ" "ალკმაარს" მოუგო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის