2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას, ბორჯღალოსნები ტრადიციული მეტოქის, რუმინეთის წინააღმდეგ 8 მარტს თბილისში, „ავჭალაზე“ გამართავენ. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და გამარჯვებულს, ფინალის საგზურთან ერთად, „ანთიმოზ ივერიელის თასი“ გადაეცემა.

საქართველომ ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. მარკო ბორტოლამის გუნდმა სამივე მეტოქეს ბონუსით სძლია - შვეიცარიას (54:3) და ნიდერლანდებს (61:12) სტუმრად, ხოლო ესპანეთს „ავჭალაზე“ (42:30).

რუმინეთმა წლევანდელი გათამაშება ცუდად დაიწყო და გერმანიასთან სტუმრად 24:30 დამარცხდა, რითაც მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა. მეორე ტურში, გადამწყვეტ მატჩში, რუმინელებმა ბელგიას უმასპინძლეს და 23:6 გაიმარჯვეს, თუმცა აქ მათ მხოლოდ 2 ლელო გაიტანეს და ბონუსი ვერ აიღეს. დასკვნით ტურში „მუხები“ პორტუგალიაში 7:44 დამარცხდნენ, მაგრამ ჯამში მოპოვებული 5 ქულა და ბელგიასთან ურთერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბელგია პირველ ტურში პორტუგალიასთან 17:47 დამარცხდა და ისევე, როგორც რუმინეთთან, ნუგეშის ქულის აღება ვერ მოახერხა. დასკვნით ტურში მათ გერმანიას 18:3 სძლიეს და 3 უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს, რითაც რუმინეთის მსგავსად ჯამში 5 ქულა მოაგროვეს, მაგრამ მეორე ადგილის დასაკავებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, გერმანელებმა რუმინეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ერთი ქულაც ვერ აიღეს (პორტუგალიასთან 12:68 და ბელგიასთან 3:18), რითაც მეორე ადგილის დაკავების შანსი ხელიდან გაუშვეს.

ამრიგად, ისე, როგორც შარშან, თასის ნახევარფინალში რუმინელებს თბილისში დავუხვდებით. შეგახსენებთ, შარშან ბორჯღალოსნებმა ნახევარფინალში 43:5 გაიმარჯვეს, მერე კი ფინალში ესპანეთს სძლიეს და ჩემპონის ტიტული მე-17-ედ, ზედიზედ მე-8-ედ მოიპოვეს.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი ესპანეთში, მადრიდში, 15 მარტს გაიმართება. მეორე ნახევარფნალში პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს.

Rugby.ge

r
ძალიან მიკვირს ეს შეფასებები. რუმინეთს დაფინანსება/ყურადღება იმდენი არ აქვთ, რამდენიც ჰქონდათ, ძველი დიდება სანამდე გამოყვებოდათ და ბუნებრივია, რომ დღეს თითქმის გერმანიისა და ბელგიის დონეზე თამაშობენ. რაგბი დიდი ხანია უკვე აღარ არის სამოყვარულო სპორტი და დაფინანსების/დოტაციის გარეშე ქართული რაგბიც კი მხოლოდ რამდენიმე წელი მოახერხებს ინერციით რაგბი ევროპაზე პოზიციების შენარჩუნებას.

პორტუგალიასთან გატანილი ლელოები ვნახე და მართლაც საცოდაობაა!8 ლელო დაუდო პორტუგალიამ და მხოლოდ 2 გარდასახვა გამოიყენა!თითქოს ვარჯიშიაო,ისე ადვილად ჭრიდნენ რუმინეთის დაცვის ხაზს,უკანახაზელები.ეტყობა რაგბს საერთოდ აღარ აქცევენ ყურადღებას.ისე ეტყობა,ტვირთი ჩაგვაბეს ფეხებში და წყალში გადაგაგდეს.5 წელი ამათთან თამაშებში,განვითარებაზე კი არა,საერთოდ თამაშის ხალისს დაგვაკარგვინებენ.
რეზო
მეზიზღება რუმინეთი. მაგრა მეცოდებოდა. ახლა აღარ. მეზიზღება! არაფრის ღირსები არ არიან. კიდევ უფრო საზიზღარია გერმანია, რომელმაც ამ არარაობებეს მოუგო და მერე იმდენი ვერ ქნა, რომ ბელგიასთან წაგების ბონუსი მაინც აეღო, რომ ესენი ჩაეტოვებინა. ფუ რა. რატომ უნდა თამაშობდეს რუმინეთი, რომელიც გერმაისაც ვეღარ უგებს ნახევარფინალში? საერთოდ ერთ დონედ როგორ უნდა გვთვლიდნენ?(((((((((( ეს ტურნირი მაქსიმუმ 4გუნდიანი უნდა იყოს. შინ-გასვლა. ასე ჯობია, ვიდრე ეს მარაზმი სამოყვარულო გუნდებთან, რომლებსაც დიდი ათის ნებისმიერი გუნდი მოუგებს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის