საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საქართველოში სტუმრად მყოფ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩი გამართა, ხუთის წილ ერთი ლელო გაუტანა და 5:35 ჩამორჩა.

შეხვედრა „ლელო არენაზე“, ძლიერი წვიმის ფონზე გაიმართა. ამ ჯერზე ჩვენი გუნდი პირველ თამაშზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მეტოქემ ჩვენი შეცდომებiთ ისარგებლა.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. საწყის წუთებში მასპინძლები ორჯერ შევიდნენ მეტოქის 22-ში, მაგრამ მეტოქე მოლში კარგად დაგვიხვდა. საპასუხოდ სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, ფრთაზე მეტობა შექმნეს და ლელოთი ანგარიში გახსნეს. ტაიმის შუაში შეტევაში ორი შეცდომა დავუშვით, რითაც სამხრეთ აფრიკამ ისარგებლა და კონტრშეტევებზე კიდევ ორი ლელო გაიტანა.

ამის შემდეგ ჩვენც გვქონდა სალელოვე შანსი, როდესაც რაქიდან ბურთი ხაზზე გავიდა და დავით ბარბაქაძის ფეხით თამაშის შემდეგ ლელო დათა ახვლედიანმა გაიტანა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და დააფიქსირა, რომ ახვლედიანს დამიწება მცველმა წამის მეასედით დაასწრო. ტაიმის დასკვნითი წუთები შეტევებში გავატარეთ და მეტოქის მგეზავის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა სტუმრებმა თავი ამჯერადაც დაიცვეს.

სამაგიეროდ უპირატესობა მეორე ტაიმის დებიუტშივე გამოვიყენეთ. მორკინალებმა მეტოქის 22-ის სიღრმეში უპირატესობის ხაზი გადალახეს, მერე ბურთი თემურ ძოძუაშვილმა ფეხით ფრთაზე გადაკიდა, მას ნიკა ხალვაში ნახტომში დაეუფლა და ალამთან დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 53-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი შეტევით გვიპასუხეს, რამდენიმე ბოჭვა გაფუჭდა და სტუმართა მეოთხე ლელო გავიდა. რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო.

59-ე წუთზე მეორე ლელოს გატანის შანსი გვქონდა, როდესაც მცველმა ფეხით შეცურებული ბურთი თავის ლელოში ვერ დაიმორჩილა, თუმცა საბა შარვაშიძეს დამიწება დაასწრეს. 74-ე წუთზე აფრიკელები ერთხელაც დარჩნენ კაცნაკლული, მაგრამ თავი დაიცვეს, შეხვედრის მიწურულს კი ძალისმიერი ლელო გაიტანეს და გარდასახვის შემდეგ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 35:5.

27 თებერვალი. 20-წლამდელთა ტესტ-მატჩი

თბილისი. „ლელო არენა“

საქართველო - სამხრეთ აფრიკა 5:35 (0:21)

საქართველო

ხაზი: 15. საბა შარვაშიძე (არმია), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (ლიონი), 11. დათა არობელიძე (არმია), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 2. გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), 3. ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ლუკა ნარსია (აია, კაპ.), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. თორნიკე ტორაძე (აია), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. გიორგი მუშკუდიანი (აია), 23. ნიკა ხალვაში (ლელო).

Rugby.ge

წინა წლებშიც გვიწევდა ხოლმე აფრიკელებთან დაპირისპირება და საკმაოდ დიდი სხვაობით ვმარცხდებოდით,მაგრამ ბოლო წუთებში და თამაში ისე მიდიოდა ხოლმე,რომ ეს წაგებები ჩვენი პატარა შეცდომების ბრალი იყო და გამარჯვებაც რეალურად შეგვეძლო.მოკლედ,ისინი კი არ გვიგებდნენ,ჩვენ ვაგებდით.ამ თამაშში,აფრიკელებმა გვაჯობეს და გაიმარჯვეს,თუმცა ეს მოსამზადებელი პერიოდია,მწვრთნელიც ახალია და ჩემპიონატისთვის,წესით გაცილებით უკეთესად უნდა ვითამაშოთ.ამინდი ძალიან ცუდი იყო და წესით,უფრო ტექნიკურ აფრიკელებს მეტად უშლიდათ ხელს,თუმცა სიცქვიტესა და სისწრაფეში უპირატესობა,მაინც მშვენივრად გამოიყენეს და ჩვენ დაცვას,ძალიან იოლად გლეჯავდნენ,ჩვენ კი მათი დაცვის გარღვევას ვერ ვახერხებდით.აფრიკელებმა ხუთივე გარდასახვაც გამოიყენეს,მათ შორის ძალიან ძნელებიც იყო და ესეც მეტყველებს,მის მაღალ კლასზე.აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონია და მათთან თამაში,საუკეთესო ტესტია,რისი არჩევაც კი შეიძლებოდა.მწვრთნელმა ახლა უკვე ზუსტად იცის,ყოველი ნაკლოვანება,პრობლემა და მორაგბეების შესაძლებლობები.იმედია უკეთესად გამოვალთ და ნაკრებს წინა წლებზე უკეთესი შევსება მიუვა.
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!