ლა ლიგის 26-ე ტურში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. "რეალმა" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "ხეტაფესთან" 0:1 წააგო, რითაც "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა და საჩემპიონო შანსები შეიმცირა.

მატჩი ძალიან უხეში გამოდგა და მსაჯმა ფეხბურთელებს 2 წითელი ბარათი უჩვენა. დაძაბულობა შეხვედრის დასრულების მერეც გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში კვლავ "ბლანკოსის" ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუსი იყო, რომელიც მორიგ სკანდალში გაეხვა.

მსაჯის საფინალო სასტვენის მერე, "ხეტაფეს" 37 წლის კამერუნელი მცველი ალან ნიომი ვინისიუსთან მივიდა და უთხრა: "შენ გავის უთხარი, რომ ორშაბათს "ოქროს ბურთს" მოიგებდი, შეგიძლია მითხრა, სად არის შენი "ოქროს ბურთი"?!".

ნიომმა ვინისიუსს 2024 წელს "ელ კლასიკოსს" დროს მომხდარი ფაქტი გაუხსენა. "ბარსელონა" "რეალს" 4:0 ამარცხებდა და გავიმ ბრაზილიელს 4 თითი უჩვენა, საპირისპიროდ ვინიმ მიუგო, რომ ორშაბათს "ოქროს ბურთის" მოსაგებად მიდიოდა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ Golden Ball-ის მფლობელი მაშინ როდრი გახდა და მადრიდელთა ვარსკვლავი დაჯილდოვების ცერემონიას პროტესტის ნიშნად არც დაესწრო.

ნიომისა და ვინისიუსის გუშინდელ დაპირისპირებაში საბოლოოდ თანაგუნდელები და "ხეტაფეს" თავკაცი ხოსე ბორდალასი ჩაერივნენ, რის შემდეგაც ფეხბურთელები დააწყნარეს და გასახდელში წავიდნენ.

კამერუნელი მცველისა და "ბლანკოსის" შემტევის გუშინდელი დაპირისპირება კი შემთხვევითი სულაც არ ყოფილა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიომმა ბრაზილიელს ერთგვარად სამაგიეროდ გადაუხდა.

გუნდების ამ სეზონის პირველი წრის მატჩში ანგარიში 0:0 იყო, როდესაც 76-ე წუთზე მოედანზე ბორდალასმა ყვითელ ბარათიან კიკო ფემენიას ნაცვლად სწორედ ნიომი გამოიყვანა. კამერუნელმა არასრულ 1 წუთში სწორედ ვინიუსთან უხეშობის გამო მსაჯისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და მისი გაძევების შემდეგ "რეალმა" მბაპეს გოლით გაიმარჯვა.

იმ მატჩის დასრულების შემდეგ ბორდალასმა გაიხსენა, რომ ვინისიუსი ნიომის გაძევების მერე მასთან მივიდა და დამცინავად უთხრა, რომ "ძალიან კარგი ცვლილება" გააკეთა.

როგორც ჩანს, კამერუნელს ეს ყველაფერი დამახსოვრებული ჰქონდა და გუშინ ბრაზილიელ ვარსკვლავს სამაგიერო გადაუხადა.

იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
[VIDEO] მიქაუტაძის დიდოსტატური გოლი - "ვილიარეალი" "ხეტაფესთან" დამარცხდა
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
ჩილავერტი მბაპეზე და ვინისიუსზე: ნორმალური არ რის, როცა მამაკაცი ტრანსვესტიტთან ცხოვრობს - "რეალის" ფეხბურთელების 90% შავკანიანია, მათ რატომ არასოდეს არ აქვთ პრობლემები?
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
როცა დუმილი ოქროა - ლუის ენრიკეს რეაქცია ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე დასმულ კითხვაზე
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
იმედს არ კარგავენ - "ბენფიკამ" პრესტიანი მადრიდში მაინც ჩაიყვანა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს