უკვე რამდენიმე გამოცემამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება პსჟ დატოვოს. რის საფუძველზე აკეთებენ მედიასაშუალებები ასეთ დასკვნას?

„ეკიპი“ წერს, რომ როდესაც გუნდს საქმეები კარგად არ მისდის, დამნაშავეს ეძებენ: „როცა გუნდი მოლოდინს ვერ ამართლებს, ხშირად ეძებენ განტევების ვაცს და ვისაც გუშინ აქებდნენ, ახლა ხანდახან მის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადასული ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში ტიტულების მოგებისას საკვანძო ფიგურა გახლდათ, თუმცა კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან გუნდს რთული პერიოდი უდგას. განსაკუთრებით იმის გამო, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტით ვერ გამოირჩევა და მომენტებს ვერ იყენებს“.

„კვარას“ პსჟ-დან შესძლო წასვლის საკითხს TeamTalk-ი ეხმაურება: „საფრანგეთიდან საგანგაშო სიგნალები ისმის, რომ არაა გამორიცხული ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულში პსჟ დატოვოს, რადგან თავისი თამაშით თანაგუნდელებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ფეხბურთელი თვლის, რომ შესანიშნავი დრიბლინგით სახელგანთქმული 25 წლის კვარაცხელია, ზედმეტად ეგოისტურად მოქმედებს და შეტევის ბოლო ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

საქართველოს ნაკრების გარემარბი გასულ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ და ესპანელს კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებაში დაეხმარა. თუმცა ეს სეზონი მისთვის უფრო რთულად მიმდინარეობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტურნირზე 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. განსაკუთრებით ის ჩემპიონთა ლიგაზე იყო გამორჩეული, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელების გამოთქმული შეშფოთებების გამო, პსჟ ხვიჩასთან განშორების შესაძლებლობას ჯერ კიდევ განიხილავს“.

„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ყველა რგოლში აქვს პრობლემები, შეტევაში ძველებურად ხარისხიანი ვერაა, „ჩელსისთან“ უფრო აგრესიულად მოქმედება მართებს და „კვარას“ ძალუძს პრობლემის გადაჭრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ტრადიციულად მაღალ დონეზე ასპარეზობს.

Insider Arsenal-ის მტკიცებით, კვარაცხელიას და ბრედლი ბარკოლას დამატება „არსენალს“ სურს, მაგრამ ქართველი თავის ამჟამინდელ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და წასვლის არავითარი სურვილი არ აქვს. თუმცა „მეთოფეების“ სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა ფლანგების გასაძლიერებლად ცდას არ დააკლებს.

Fichajes-ის ცნობით, კვარაცხელიას შეძენით „არსენალი“ მასთან, ვიქტორ დიოკერეშთან და ბუკაიო საკასთან ერთად დიდებულ მოიერიშე ტრიოს შექმნის, სადაც ქართველის შემოქმედებითი უნარები „მეთოფეებს“ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს.

Football Transfers-ი წერს, რომ პსჟ-ს სუპერვარსკვლავის შეძენით „არსენალს“ სატრანსფერო ბაზრის „აფეთქება“ აქვს გადაწყვეტილი და მზადაა 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ვაჟა მასწავლებელი
სხვათაშორის ამ ინფორმაციული სტატიის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა, რომ პსჟ-ში ვერ ივარგეს ვერც მბაპემ და ვერც მესიმ, ალბათ რაღაც ჯადო აქვს გაკეთებული ამ გუნდს და ამიტომ კვარაც ვერ ვარგა იმად რასაც მისგან ველით?
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა
"კვარა" და დემბელე "ჩელსის" ერთად შეუტევენ? - პსჟ-ს ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEOS] გვარდიოლა გადაირია - "სიტიმ" "ნოტინგემს" ვერ მოუგო - "არსენალმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"ასეთი მწვრთნელი არასდროს ვიქნები" - ჰიურცელერმა არტეტა გააკრიტიკა