საქართველოში დაფუძნდა Kinkladze Foundation, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, ბავშვებისა და მოზარდების ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ინიციატივა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძისა და სპორტში მოღვაწე ბიზნესმენის, ლაშა მაჭავარიანის პარტნიორობით განხორციელდა.

ფონდის საქმიანობის მთავარი ფოკუსი ბავშვები და მოზარდები არიან. ინიციატივის მიზანია ფეხბურთი იქცეს არა მხოლოდ სპორტად არამედ პლატფორმად, სადაც ყველა ბავშვს სოციალური ფონის მიუხედავად,განვითარების, თვითგამოხატვისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი შანსი ექნება.

ფონდი აქტიურად დაუჭერს მხარს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას, რათა სპორტი საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

ფონდის დამფუძნებლის, გიორგი ქინქლაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ფეხბურთის სიყვარულის გაზიარება მისთვის განსაკუთრებული მისიაა:

„ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო თავისუფლება და სიხარული. ფონდის შექმნით მინდა, ეს გრძნობა დღევანდელ ბავშვებსაც გადავცე. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები მოვაშოროთ ქუჩას, დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრებით და დავანახოთ, რომ მონდომებითა და შრომით ნებისმიერი ოცნება მიღწევადია.ფეხბურთი საუკეთესო მასწავლებელია,“ — ამბობს გიორგი ქინქლაძე.

Kinkladze Foundation -ს უხელმძღვანელებს ფონდის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, სპორტში მოღვაწე, ქართველი ბიზნესმენი ლაშა მაჭავარიანი, რომელიც ასევე გიორგი ქინქლაძის პარტნიორია. მისი თქმით, ფონდის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და მათთვის მხარდაჭერის გაძლიერება.

„ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. გვინდა დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვებს გზის გაკვალვაში და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ აღმოაჩინოს სპორტი, როგორც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველი ბავშვი, რომელიც სპორტში ერთვება, ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლის ნაწილია,“ — აცხადებს ლაშა მაჭავარიანი.

კომპანია SMH Global - ი, რომლის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანია, უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს ქართული ფეხბურთის განვითარებას. გიორგი ქინქლაძესთან პარტნიორობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, განვითარებაში ჩართულობის მიმართულებით.

SMH Global

Kinkladze Foundation

Lasha Machavriani

Giorgi Kinkladze

(R)

შაქრო პაპა
თუ მაგდენი ფული აქვთ, ვერ იყიდეს რომელიმე კლუბი? მაგრამ არა, ბავშვების გაყიდვით უფრო მეტს იშოვიან....
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა