საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალისტები ცნობილნი არიან. გუშინ და დღეს გამართულ მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩების შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 7 აპრილს თასის ნახევარფინალებში ზესტაფონი ქუთაისს შეხვდება, ხოლო თსუ – თელავს.

მოგეხსენებათ, მერვედ და მეოთხედფინალები 2-მატჩიანი სერიებისგან შედგება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალური მატჩი ერთმატჩიანია. შესაბამისად, 7 აპრილს ხსენებულ წყვილებში გამარჯვებული გუნდები 8 აპრილს ფინალში, საქართველოს თასის მოსაგებად დაუპირისპირდებიან.

მეოთხედფინალური სერიების პირველი მატჩები თებერვლის დასაწყისში გამართა და მაშინ თსუ-მ კავკასიას 69:65 მოუგო, რუსთავისა და თელავის მატჩი ფრედ დასრულდა, ზესტაფონის მარგვეთმა რაშს 111:88 სძლია, ხოლო ქუთაისმა ბათუმში 82:80 იმარჯვა. საპასუხო მატჩები 24 და 25 მარტს გაიმართა და შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:

რუსთავისა და თელავის (მაშინ ვსა-ს სახელით გამოდიოდა) პირველი შეხვედრა, როგორც აღვნიშნეთ, ფრედ დასრულდა. ფრე ორმატჩიან დაპირისპირებაში დასაშვებია, ოვერტაიმი მხოლოდ მეორე მატჩის შემდეგ ინიშნება, თუკი ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში ფრეა. საპასუხო მატჩი თელავში გაიმართა, რადგან ვსა-მ სახელი და ბინაც შეიცვალა, კახეთის სატახტო ქალაქში გადაბარგდა და რუსთავსაც იქ უმასპინძლა.

ამ მატჩში თელავში ანატოლი ბოისას დებიუტი შედგა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი თელავში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მან დავით ნოზაძე შეცვალა, რომლის ურთიერთობა კლუბთან ბოლო მატჩებში წარუმატებელი მატჩების გამო დასრულდა. ბოისას ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა. თელავს აკლდა 2 მთავარი ლიდერი – დემარე კინგი და ტაისონ ჯექსონი, თუმცა რუსთავს 29 ქულითმ – 91:62 მოუგო და პირველი ოთხთა ფინალისტი გახდა.

24 მარტს მეორე ოთხთა ფინალისტიც გამოვლინდა. ზესტაფონის მარგვეთს პირველი მატჩი თბილისში 23 ქულით ჰქონდა მოგებული და რა უნდა მომხდარიყო, შინ ამაზე მეტით რომ წაეგო. არც არაფერი. მარგვეთმა 23-ს 27 წაამატა – 103:76 იმარჯვა და რომ იტყვიან, ნახევარფინალში სეირნობით შევიდა.

მარგვეთი ნახევარფინალში ქუთაისს შეხვდება. თასის მოქმედმა მფლობელმა საკმაო ბრძოლა გადაიტანა ბათუმთან, რომელთანაც პირველი მატჩის შემდეგ მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ქუთაისელებმა აჭარლებს ზესტაფონში უმასპინძლეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ 102:95 იმარჯვეს.

დაბოლოს ყველაზე დაძაბული წყვილი. თსუ-ს კავასიასთან პირველი მატჩიდან 5-ქულიანი ჰანდიკაპი მოსდევდა და დღევანდელ დაპირისპირებაში ბეწვის ხიდზე გაიარა. შეხვედრას უმეტესწილად კავკასია იგებდა, რომლის უპირატესობა პირველ ნახევარში რამდენჯერმე ასცდა 5 ქულას. თსუ-მ მეორე ნახევარში თამაში დაცვის ხარჯზე გამოასწორა და თავად გალიდერდა. უნივერსიტეტელთა უპირატესობამ ბოლო პერიოდის დასაწყისში 10 ქულას გადააჭარბა, თუმცა კავკასიამ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. მეტის გასაკეთებლად კავკასიელებს დრო აღარ დარჩათ, თუმცა საკითხავია, ჩინებულად მოთამაშე თსუ მეტოქეს სასურველი ანგარიშით მოგების საშუალებას თუ მისცემდა.

საბოლოოდ მატჩი ფრედ – 82:82 დასრულდა და თსუ ოთხთა ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.

ოთხთა ფინალის ეგიდით პირველი ნახევარფინალი 8 აპრილს, 16:30 საათზე, მარგვეთსა და ქუთაისს შორის გაიმართება. თელავი და თსუ 19:30 საათზე ითამაშებენ. გამარჯვებულები მეორე დღეს ერთმანეთს ფინალში საქართველოს თასისთვის დაუპირისპირდებიან.

GBF.GE

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
უჩა სოსიაშვილი აქტიურ სამწვრთნელო ასპარეზს დაუბრუნდა
"მარგვეთი 2006": მცირე პერიოდში ეს ძალიან სერიოზული პროგრესია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
უჩა სოსიაშვილი: ქართულ ფეხბურთს მესამე ლიგაშიც შეიძლება, ემსახურო...
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ს.კ. "მარგვეთი": რას გვერჩის ილია კოკაია?!
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ უნდა დაბრუნდეს "ზესტაფონი"?