საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე ისრაელს დაუზავდა - 2:2.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი - ბერიაშვილი, გადრანი და გ. მამაგეიშვილი დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 31-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ მეტოქის მეკარის და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებით ვერ ისარგებლეს. აქედან მოყოლებული მასპინძელთა იერიშები უფრო მწვავე გახდა, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ლოჩოშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ცოტა ხანში კი კვარაცხელიამ თავის საფირმო სტილში გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს შანსი მოწინააღმდეგესაც მიეცა, თუმცა ხალაილის დარტყმული ბურთი ბერიაშვილმა დაბლოკა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას ჩვენი გუნდის ახალმა კაპიტანმა ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა. ისრაელმა ისევ შემოგვიტია, ორი გოლი გაგვიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრები ბურთს ვერ იჭერდა, თამაშს ვერ აკონტროლებდა, ნახევარდაცვა საერთოდ გამოთიშული იყო. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - მიქაუტაძის, მექვაბიშვილის და გადრანის ნაცვლად მოედანზე გულიაშვილი, მამუჩაშვილი და კვერნაძე შეუშვა. თუმცა, ამით არაფერი შეიცვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 29 მარტს გასვლაზე ლიეტუვასთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ისრაელი 2:2

საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი (კვერნაძე 75), წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 75), გაგნიძე, კიტეიშვილი (დავითაშვილი 56), კვარაცხელია, მიქაუტაძე (გულიაშვილი 75)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (36), 2:0 კვარაცხელია (54), 2:1 მიზრაჰი (60), 2:2 განდელმანი (64)

დავით
მეორე ტაიმი კარგად დადგმული სპექტაკლი იყო!!!P.S. ეს გაგნიძე სად მოძებნეს?!
რაგბის ფანი
მოკლე პასებზეც ზარმაცობდნენ მინდვრის მოთამაშეები. სიარულით ფეხბურთის თამაში ვის გაუგონია?
სანიოლზე უარესი ქეცბაია იყო
ეს ნაკრები კი არა, კვარაცხელიას სექტაა და ეგრეც მიდის და წავა მისი საქმე. მხოლოდ მწვრთნელი კი არა, მიდგომებია შესაცვლელი და მათ შორის, ხალხის დამოკიდებულება ნაკრებისადმი. სხვანაირად აზრი არ აქვს: გუნდი შედეგისთვის კი არა, კვარაცხელიას განდიდება-გაბრწყინებისთვის თამაშობს, ხოლო კვარაცხელია, რაც ეხალისება იმას აკეთებს. სკოლის გუნდშიც კი არ გვქონდა ხოლმე ასეთი ფეტიშები და საქმისადი ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება
საჩინო
ჩემთვის,ერთადერთი პოზიტივი(ხვიჩას შემდეგ) კვერნაძე იყო.ბიჭს აქვს ენერგია და ჟინი,რაშიდაც აღნაგობაც უწყობს ხელს.მან იმ მცირე დროის მანძილზე გააკეთა ისეთი რამ,რაც არც ერთ ჩვენს ფეხბურთელს არ გაუკეთებია ამ თამაშში: ორჯერ ჩაშალა მეტოქის შეტევა მათსავე ნახევარზე.აუტის 70% კი მეტოქისაა ,თუ ის მეტნაკლებად განსწავლულია.
ჟორა
რქთქმა უნდა, არცერთი ბურთი არ იყო მამარდას ბრალი, მაგრამ საქმე მარტო გაშვებულ ბურთებში არ არის. გიორგი ხელაწეული 2,5 მეტრი მაინცაა, დაამატე ნახტომი და 3 მეტრს ცილდება, ამიტომ მაღალ ბურთებზე საჯარიმოში უნდა მეფობდეს. ვნახე რამდენიმე მომენტი გამოსვლისა და მუშტით მოგერიების ნაცვლად, კარში დგას და ელოდება როდის დაურტყამენ. კიდევ, ხომ ხედავ არ მიგდის შორს ბურთის გატანა? (აქ მინდვრის მოთამაშეებიც ზარმაცობდენ), ადექი და მოკლე და ზუსტი გააკეთე, ამით სტატისტიკას გიგროვებენ და ის დღეს საშინელი აქვს.
ეგრეა
შემდეგი თამაში სხვა მეკარით უნდა დავიწყოთ წესით, მაგრამ ალბათ ატყდება დიდი აჟიოტაჟი და პროტესტის ტალღა წამოვა "არქის" აქციონერებისგან და მოერიდება ე.წ. მწვრთნელი :)))
ABARA
მამუჩაშვილის გამოყვანა იყო საკვანძო მოვლენა! რომ არა ჩვენი მამუჩა ალბათ წავაგებდით კიდეც. სერიოზულად რომ ვთქვათ - სერიოზულად საწერი არაფერია, კომედიაა ის რაც ხდება და იუმორით თუ მივუდგებით. ნაკრები უთავო მხედარია და მას მართავენ პარტ.მუშაკები, მოედანზე კი გაჰყავს კაცს, რომელსაც ფეხბურთი კი უთამაშია, მაგრამ სტრატეგიისა და ტაქტიკის არაფერი გაეგება. მოვდუნდეთ და დაველოდოთ სექტემბერს, სანიოლის ზღაპრების კრებული ახალი სერიააო დაანონსებული.
ლადო
სანიოლი არის ამ ფედერაციის მარიონეტი! ვილის სულ კიდია აზაროვს დააყენებს თუ ეგოიანს გამოძახებს! სივში ევროზე გასვლა ჩაიწერა, ახლა კუშებს იდებს დარმავოიზე! ხიზანიშვილმა თავი შემაზიზღა უკვე, როგორც კარიერის ბოლოს ვერ ხვდებოდა რომ მავნე იყო და მაგის გამო ვკარგავდით ქულებს, ახლა ზუსტად იგივეს აკეთებს სამწვრთნელო პოსტიდან! ცენტრში არავინ რო არ გყავს და არც გინდა მოსინჯო, თუნდაც ეგოიანი, ან სხვა ვინმე და ისევ ამ არაფრის მკეთებელი კოლექტიური მამუჩაშვილებით გინდა თამაშის დალაგება აი მანდ იგრძნობა ხიზანა როგორ ყარს!
კოტე
აქ ბევრი დაიწერა უკვე და აღარ შევეხები მწვრთნელს და უმეტესობა ფეხბურთელებს. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, მეკარეც უეჭველი შესაცვლელია ამ ეტაპზე, არ ვიცი რა სჭირს ძალიან უსუსურად გამოიყურება.
lasha
ამ თამაშს დიდი ყური არ უნდა გამოვაბათ. მე რაც დავინახე ცუდი თამაშის მიუხედავად დანკრებს აქვს პოტენციალი. ეს გამოჩნდა მომენტებში. რეალურად სანიოლი ცდილობს ახალი გუნდის შექმნას. სამწუხარო ისაა. ეს კაცი მრავალი წელია უკვე ნაკრებშია და რატომ ჭირდება ეხლა ახალი ნაკრების შექმნა. რას აკეთებდა ამდენ ხანს :) ახალი ნაკრები შეიძლება ჩამოაყალიბოს ახალმა მწვრთნელმა და არა იმან რომელიც უკვე მე-6 შესარჩევია ნაკრების მწვრთნელია :)
ჯელა
რატო,როგორ,რისთვის,ვისთვის და ა.შ. არ დავიწყებ,მაგრამ ერთს ვიტყვი.ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავია.არც სხვა ბიჭები არიან ცუდები.უბრალოდ კარგი მეთაური უნდათ.რა გახდა ერთი კვალიფიციური მწვრთნელი
ზურა
რეალურად რომ შევაფასოთ, ჩვენი ნაკრები მთელი მისი არსებობის მანძილზე თამაშობს ერთი და იმავე ფეხბურთს! ცალკეული გამონათებები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ასე იყო და ასე არის! უბრალოდ, ,,ერთა ლიგამ'' დათვური სამსახური გაგვიწია და რატომღაც ძალიან ბევრს ეგონა, რომ ჩვენ ევროპაზე გავედით:) რეალურად კი ჩვენ ევროპაზე აღმოვჩნდით შეცვლილი ფორმატის გამო და ნუ დაგვავიწყდება, რომ კლასიკური შესარჩევი ევროპისა თუ მსოფლიოსი უკლებლივ ყველა ან ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე დავასრულეთ და ვასრულებთ!!! მთელი ცხოვრება გავყვირით, რომ მწვრთნელი არ გვივარგა და სასწრაფოდ მოსახსნელია და ა.შ.!!! არადა რეალობა სულ სხვაა - ჩვენ არა გვყავს (და არც არასდროს გვყოლია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში) შავი სამუშაოების შემსრულებელი და ფუტკარივით მუშა ფეხბურთელები, რომლებიც 90 წუთის მანძილზე მაღალი ინტენსივობით ასრულებენ კარგად დაწერილ და გათვლილ სამუშაოებს. ჩვენ 35 წელიწადია არა გვყავს იამანიძის, სულაქველიძის, ხინჩაგაშვილის,დარასელიას ტიპის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის თამაშს სტაბილურ დონეზე ,,გაასწორებენ'' და ამ ,,გასწორებული'' თამაშის სურათის ისარგებლებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც უამრავი გვყავდა და ახლაც გვყავს რამდენიმე. ჩვენ კიდევ გვგონია, რომ დავით ყიფიანი მარტო იგებდა თამაშებს, ან მიხეილ მესხი, ან რამაზ შენგელია... ჩვენ ვერ გავიგეთ 35 წელიწადია, რომ გიორგი ქინქლაძე, კახი კალაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი თუ გიორგი მიქაუტაძე ზემოთჩამოთვლილი ტიპის ,,მშრომელი'' ფეხბურთელების გარეშე ვერასოდეს მოიგებენ ისეთ თამაშებს, რომელთა მოგების გარეშეც სერიოზულ წარმატებებზე ფიქრიც ზედმეტია! ესაა რეალობა და არა მწვრთნელი და ა.შ.
საჩინო
კატასტროფული თამაშის მთავარი მიზეზები: (მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს).1)არასწორი სასტარტო შემადგენლობა.2)არასწორი ტაქტიკური გეგმა.3)ნახევარდაცვის ძალიან დაბალი დონის შემსრულებლები.__ფეხბურთელებს აკლიათ სისხარტე და ენერგია და ამას დამატებული არასწორი მიდგომა ტაქტიკური თვალსაზრისით(ფეხბურთელები ვერ ახერხებენ ,თავდაცვითი თამაშის დროს ,მეტოქე ფეხბურთელების სწრაფად გადანაწილებას ,ახლოდან მჭიდრო კონტროლს.როცა მოწინააღმდეგე ფეხბურთელი ბურთს თავისუფლად ,ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღებს,ფეხზე კარგად მოირგებს,ამის შემდეგ მისთვის ბურთის წართმევა გამორიცხულია,ვინც არ უნდა იყოს და რა დონისაც არ უნდა იყოს.მითუმეტეს თუ პარტნიორებიც ასევე თავისუფლები არიან და პასის გაკეთების მრავალი ვარიანტი აქვს).ერთი სიტვით პრესინგის უდაბლესი დონე, გამოწვეული ფეხბურთელების დაბალი შესაძლებლობების და მწვრთნელის არაკვალიფიციურობის გამო ,გვაძლევს იმ სავალალო სურათს ,რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ ჩვენი გუნდის თამაშისას.
nodoghatcha
თუ ავადმყოფს დროულად მიხედეს, კიბოიანის შველაც შეიძლება, თუ აღარ - უბრალო გრიპიც იმსხვერპლებს კაცს. ნაკრებთან მიმართებით პრობლემის დროულად აღმოფხვრა ფედერაციის ვალია. იქაური მესვეურები კი არ უნდა ხედავდნენ გულშემატკივრებივით, არამედ მათზე ადრე, წინასწარ უნდა ჭვრეტდნენ საფრთხეებს და დროული ჩარევით ძირშივე უნდა აღმოფხვრიდნენ. მე ასე პროფესიონალურად მომუშავე ფედერაციას არ მოვსწრებივარ. სანიოლის მწვრთნელობა საფრთხე კი არა, კატასტროფაა უკვე, რომელსაც ბავშვიც კი ხედავს, ფედერაცია კი ჯიუტად არ იტეხს იხტიბარს, რადგან თუ გულშემატკივრის მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთის წარმატებაა, ფედერაციაში სხვა, უფრო მიწიერი პრიორიტეტები აქვთ. ასე კვდება ქართული ფეხბურთი, არა უკურნებელი სენის, არამედ უპატრონობის გამო.
nika
ჩაკვეტაძის გარეშე ვერაფერს ვერ ვქმნით, მხოლოდ ხვიჩას ინდივიდუალიზმის იმედად ვართ, ასე საშუალო დონის გუნდათ ფრეც ვერ გამოვა. როცა გუნდი გუნდურად ვერ თამაშობს ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალია, თან ჯიუტად აცხადებს - "ტაქტიკა არააა მნიშვნელოვანი, მთავარი განწყობააო" მე მწვრთნელისგან ასეთი არაფერი გამიგია, იმედია დროზე მოაშორებენ თორემ შემდეგ გვიანი იქნება.
Hei
ეხლა ან მოიგებენ ან არა ისიც გასარკვევია ლიტვასთან და დაიწყებენ აუ ჩვენ ესეთი გუნდი გვყავს და ისეთიო ვაი თქვენს პა..ტრ..ონს ჩვენ გუნდი არ გვყავს დამიჯერეთ ჩვენ გვყავს უცუდესი კამანდა ჯერ მამარდამ რა ბურთი გაუშვა პირველი მერე კიდე კვარას და მიქაუტაძეს გარდა. არცერთი არაა კაი ფეხბურთელი!!!
ვახტანგი
თავდასხმა და ვინგერები ბევრი გვყავს, შემტევი ნახევარდაცვაც, მაგ. კიტეიშვილი 10-ზე იდეალურია. ძალიან დიდი პრობლემაა საყრდენი ნახევარდაცვა, ბურთი რომ დაუჭირონ და ამოუტანონ შემტევებს. პრობლემაა სიმაღლეც ნახევარდაცვაში, რომ საჰაერო ორთაბრძოლების დროს დუელები მოიგონ და მაგაზე კიდევ დიდი პრობლემაა დაცვა, აი უსუსტესტი დაცვა გვყავს, განსაკუთრებით ფლანგები. მეკარეს პრობლემა არ გვაქვს, მთავარია მამარდაშვილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს კლუბში, თუ რამეა გუგეშაშვილიც შეცვლის. სანიოლმა დიდი სელექცია უნდა ჩაატაროს დაცვის და ნახევარდაცვის რგოლში, თორემ შემტევების მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება ხოლმე
ედიკა
სანიოლ გაასხი ნაკრებიდან, სულ ერთია გვეშველება თუ არა, დაახვიე.
rona-ს
ამ ბაბლს ჰგონია სანიოლი რო წავა მერე გვეშველება.
რევაზ
მთავარი.მწვრთნელს არანაირი ტაქტიკის შეცვლის უნარი არ გააჩნია.და მთავარი რაც ვერ გავიგე.ისრაელის დონის გუნდი რატომ უნდა გიგორავებდეს ბურთს შენს საჯარიმოსთან ისე როგორც ბარსელონა.რატო იწევდნენ ასე უკან მათი იერიშებისას.რავი ძაან ბევრი ხარვეზია.დაცვა ნუ საერთოდ.ოლოჩოს გარდა 00.მექვაბიშვილი.მამუჩაშვილი ვნახეთ.უკვე და საკმარისია.არ არიან ის დონე ნაკრებში რომ იყვნენ.კაშია კიდევ ბევრ ახალგაზრდას ეხლაც ჯობია ამ ასაკში.კლასით გამოცდილებით და ჟილკით.
უფროსი
განმარტება: რუსეთიდან თუ იყურები ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, მიგაჩნია, რომ ისინი არიან "პრიბალტიკა“ (т. е. расположены перед Балтийским морем).
Knarik222
მეც ფეისბუკიდან ვიპარავ კომენტარებს.
zura222
ასეთი თამაშით აპირებენ ბ ჯგუფის მოგებას და ა ჯგუფში გასავლაას ? ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იყო რომ ჩვენები 2-3 კაცით ნაკლები იყვნენ მოედანზე @ ჩაკვეტაძის გარეშე ნახევარდაცვა ნულია მის გარეშე კეტეც ვერ გამოიყურებოდა კარგად ქიოჩორაშვილმა კი სასწრაფოდ უნდა გამოასწროს იმ სანაგვიდან და თუნდაც კვიპროსში ან ყირგიზეთში წავიდეს ორონდ ითამაშოს ! ძველი სამეული (ჩაკვე კიტე ქოჩორა) უნდა აღდგეს თორემ ა ჯგუფი კი არა მალე დ (ბოლო) ჯგუფში აღმოვჩდებით @
zura222
რანაირად ვერ უყურე ? სულ ცოტა 5 უცხოური საიტი აჩვენებდა კომპიუტერში და ტელევიზიის არხებიც აჩვენებდნენ liveball.sx soccerlive.top livetv869.me ეს სამი საიტი თითქმის ყველა თამაშს აჩვენებს (ჩემპიონშიპის გარდა ის ლიგა გასაიდუმლოებულია ნაღდად) ოღონდ რეკლამის დამბლოკავი უნდა დააყენო კომპზე soccerlive.top-ზე არაა რეკლამა და იმ ორზე კი ხშირად ჩნდება
Mamuka
ერთი ვერ გამიგია აზაროვის უკეთესი არავინ ყავს დაცვაში და რატო არ ათამაშებენ.რაღაც პირადულია ალბათ.ხალხმა უნდა მოითხოვოს აზაროვის თამაში თუ არადა სტადიონზე აურზაური უნდა მოაწყოონ.ეს ხვდება ამათ
100%
სანიოლი, ნახვამდის. გუგეშაშვილი კარში. ჩაკვეტაძე ,,კლუჩევოი იგროკია,,. მერე ვნახოთ.
დავით 67
კი ბატონო ვილი გასაშვებია, მაგრამ საშუალო ფეხბურთელები რომ არ გვყავს? მეორე ტაიმი საერთოდ დათმეს. უსუსურები დაბორიალობდნენ. რა ქნას მარტო ხვიჩამ. არცერთ რგოლში არ გვყავს საშუალო ფეხბურთელები. ხვიჩას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ცენტრფორვარდზეც ვერ ვიტყვი რომ რამე განსაკუთრებულია, უფრო მაღალი რომ იყოს კარგი იქნებოდა. არ ვიცი ჩაკვე და ქოჩორა რომ ყოფილიყო უფრო უკეთესად ითამაშებდა ნაკრები ვითომ? ძალიან გული მწყდება რომ ევროს შემდეგ ასეთი რეგრესი განიცადეს. ასეთი გუნდით ჯგუფში ჩავრჩებით უშანსოდ. თუმცა უკრაინაც რეგრესს განიცდის.მიუხედავად იმისა რომ ამხანაგური მატჩი იყო ძალიან ვინერვიულე. სანიოლიც წავა ალბათ მალე კაშიაც ,მაგრამ არ მგონია რომ თამაშის ხარისხი გაუმჯობესდეს. აი უნგრეთთან მაგალითად შანსი არ გვაქვს არც იქ და არც აქ.ლივერპულის ორი ძირითადი ფეხბურთელი ჰყავთ ბოლოსდაბოლოს კერკეზი და სობოსლაი.
ამატაკი
ყველასათვის უკვე ცხადია, რომ ჩვენი ნაკრების ყველაზე მთავარი პრობლემა ცენტრალური ნახევარდაცვაა. მას შემდეგ რაც სანიოლმა ოთხ მცველზე გადასვლა გადაწყვიტა, ამ ჩვენმა სუსტმა რგოლმა უცებ იჩინა თავი და იქამდე თუ ფრთებზე აქტიურობით, ცენტრში რიცხოვნობით ხარვეზის მიჩქმალვა ხერხდებოდა, ახალ სქემაზე გადასვლიდან ლამის უიმედო ყოფაში აღმოვჩნდით. ამ დისბალანსს ტრანსფერმარკეტიც ნათლად ასახავს: ჩვენი ნაკრების ღირებულება რგოლებით: მეკარე- 29,2 მლნ; დაცვა - 14,6 მლნ; ნახევარდაცვა - 9,8 მლნ !; შეტევა - 137,7 მლნ.; ჯამში 191,3 მლნ. (ეს იმათთვის, ვინც კითხულობს რატომ ვითხოვთ შედეგს). კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა მიეცეს შანსი ცენტრში ახალგაზრდებს, იგივე ლომინაძეს, ან ეგოიანს, ბერელიძეს, ლორთქიფანიძეს. აბა მამუჩაშვილის და მექვაბიშვილის შესაძლებლობები არ იყო ცნობილი თუ ვინმე ან რაიმე ახალი მოისინჯა და მე გამომრჩა, იქნებ გვითხრათ ვისაც გეიმედებათ სანიოლის. გასაგებია რომ პრობლემას მწვრთნელი ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყვეტს და არც ვინმეს არანაირი სურვილი არ აქვს ჩასაფრებულის პოზიციიდან იმოძღვრებოდეს. რიგით გულშემატკივარს გვსურს მხოლოდ სიახლის ტენდენციის ხილვა. გაგვიჩნდეს იმედი იმისა, რომ სწორი გზით მივდივართ. და ბოლოს .. სხვათაშორის ისრაელის ღირებულება იგივე ტრანსფერმარკეტით- 84,9 მლნ. ამ გუნდია ნახევარსაც სამი კაცი ფასობს და რომელ გუნდსაც ხვიჩას გარეშეც ვუსწრებთ ღირებულებაში, თამაშის ხარისხის რა მოგახსენოთ.
lasha
და პიტენციალი თუ არაა რაღადგვინდა უცხოელი მწვრტნელი?
რაგბის ფანი
სწორედ მაგას ვერჩით,რომ ვისაც აქვს პოტენციალი, იმათ არ ათამაშებს არაფრის დიდებით.
ეჰაა
1:7 -მდის ვიძახდი გაუშვით ეგ თვითმარქვია ოღონდ “იღბალა” მწვრთნელი თქო …მერე კი გააგდეთ მეთქი …ტიპს გაუმართლა რომ კვარა დაათრევს დღემდის …ხოლო ტაქტიკაზე და სელექციაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი …!!! ვინმეს შეგიძლიათ უთხრათ ხალხს თუ რაში ეტყობა მწვრთნელის ხელი ამ ნაკრებს გინდათ თამაშამდის გინდათ თამაშის დროს …?! ოღონდ არადეკვატური სელექცია არასწორი ძირითადის გაუგებელი შეცვლების გარდა …!!! სხვა რაიმე მონახაზი იდეა რაღაც მინიმალური მაინც …ეგეთ მწვრთნელობას ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს და დარწმუნებული ბევრი უკეთესედაც კი …ადრე ხიზანა ყავდა შტაბში და ის ეხმარებოდა რაღაც დონით მაინც და დღეს მე მწვრთნელის ვერაფერი დავინახე გარდა ხელის შეშლისა არასწორი ძირითადი არასწორი შეცვლები …ტიპი ფლეშსკორიდან ითვლის ვის რამდენი წუთი აქვს ნათამაშები და ამის მიხედვით აყენებს ხალხს საერთოდ კიდია მათი პოზიციები მადლობა ღმერთს რომ ორი მეკარე არ გამოუშვა მინდორზე …დვალს და აზარას ისევ ემდურის .. ხოლო ხიზანას კი ისღა მინდა ვკითხო რატომ არ არის არცერთ ასაკობრივში დოლტმურზიევი დავიჯერო მასზე უკეთესები გამოიძახა u-19-ში ..?!
თბილისელი
პრიბალტი))) ფეხბურთი ხომ კარგად გესმის,მაგრამ ქართული ენის პროფესორი ხარ.
ინტრიგანი
ეჰ, ჰაბიტუსს რა ვუთხარი, თორემ ეს ჩვენი ტრენერი მშვენიერი პრეზიდენტი დადგებოდა. ბურთს ურიგოდ არც ეს აგორებდა!
rona
ჰე რავა ხართ ბაბლი გაიხარეთ, გვეშველა კაშიას წასვლით? ვაი ჩვენს პატრონს, მართლა კაშიაში, რომ გვეგონა პრობლემა.დ

დაცვაში 5-3-2 ვითამაშეთ და პირველ ტაიმში,თუ ცოტა კიდევ არა გვიშავდა,მეორე ტაიმში,მეორე გოლის შემდეგ,გუნდი მთლიანად გაჩერდა.სრული ქაოსი და პანიკა იყო.ფაქტია,რომ ვერც ნახევარდაცვა და ვერც დაცვა,თავს ვერ ართმევს,დაცვით ფუნქციებს.ძალიან დაბალი ტემპის პირობებშიც კი,ვერ ვახერხებდით პოზიციების გადაკეტვას და ნამდვილ თამაშში რისი იმედი შეიძლება გვქონდეს?როცა ქოჩორა,კიტე და ჩაკვე არიან,კარგ ფორმაში და ჯანმრთელები,რაღაც დონეზე კიდევ ვახერხებთ,ზონების გადაკეტვას,თუნდაც ერთის გამოკლება კი,უკვე კატასტროფაა.ვერც დაცვა უძლებს კრიტიკას და მინიმალურ დაწოლაზეც კი,უკვე საფრთხეები გვექნება.ვერ ვკეტავთ საყრდენ ზონას,ვერც კარის წინა ზონას და ამათ თუ ორი გაგვიტანეს,უფრო ძლიერების რამდენი გააქვთ,კი ვნახეთ.კაშიაც აღარ გვყავდა,მაგრამ მაინც არაფერი გვეშველა,ქაოსმა კიდევ უფრო მოიმატა.გუნდში ძალიან ცოტა მოაზროვნე ფეხბურთელი გვყავს და ესეც ძალუმად იგრძნობა გუნდის თამაშში.თამაშს ვერ კითხულობენ და ამიტომ,რეაქციას აგვიანებენ.
დვალიშვილოს ტაქტიკური ხედვებს ითვალისწინებს ვილი 😂🤣
დვალიშვილი და სანიოლი რომ გუნდს დამოძღვრავენ ზუსტად ისე ითამაშეს.
ესტებანი
ამ სანიოლს რას ერჩით ? რა პოტენციალს ხედავთ ამ ნაკრებში (ხვიჩას არ ვგულისხმობ).

პირველ ტაიმს კომპიუტერში,ლაივბალზე ვუყურე,ებრაელების ტელევიზიის რეპორტაჟი გადიოდა და მიუხედავად იმისა,რომ ერთი სიტყვაც არ მესმის ივრითზე,მაინც დავისვენე.მეორე ტაიმში,უკვე ტელევიზორში ვუყურე,პირველ არხს და დამაწყდა ნერვები.ლაივბალიდან სცადე,ლევან,თუმცა მე საქართველოში ვარ და მანდაც არის თუ არა,არ ვიცი.
ჯელა
ეეე კარგი რაააა.კაი რა ბიჭებო.ნუ დავუბრუნდებით იმ ძველ ბნელ დროს.მიდით აბა ჩართეთ და თავიდან ბოლომდე უყურეთ თამაშს.მოგეწონებათ.მწვრთნელი არ გვყავს გასაგებია.თქვენ ხო შეგიძლიათ თამაში არა?კარგი რააა
ტოტტი
სანიიოლი ესპანეთთან 7:1 ის მერე იყო გასაშვები მე მაგის ნათამაშები გუნდი ჯერ არ მინახავს ჩეხეთთან მოგების მეტი. ამხანაგურშიც კი ვერ რისკავს ცვლილებებს ტაატიკა ნოლი ფსიქოლოგიურიგანწყობა ნული ათამაშებს წელიწადში7-8 თამაშსს გუნდს და 5 მილიონი აქ ხელფასი სანიოლზე უკეთეს შედეგს ქეცბა შოთი სვანა მოიყვანონ და დარწმუნებული ვარ დადებენ
შაკო
აარანაირი შანსი სანიოლის ხელში ნაკრებს არააქვს ქაეთველებო ხმა ამოიღეთ ვისაც მართლა გესმით ფეხბურთი .....
შაკო
აარანაირი შანსი სანიოლის ხელში ნაკრებს არააქვს ქაეთველებო ხმა ამოიღეთ ვისაც მართლა გესმით ფეხბურთი .....
თემური
ჩვენებს მოგება უნდოდათ, მაგრამ არ იცოდნენ როგორ უნდა მოეგოთ! ორივე ტაიმში ისრაელმა უფრო გააზრებული თამაში აჩვენა! სანიოლის ხელში ეხლა უკვე რეგრესი სახეზეა!
შაქრო პაპა
ვიტინია და ნევეში რო გვჭირდება - ეს უდავოა. ქოჩორა და ჩაკვე ძალიან დაგვაკლდნენ. კიტე ვეღარ დარბის, ესეც დაგვიბერდა ალბათ.... ვილიკო, სულ კარგად ბრძანდებოდე.
ვასია
აბა ქართველო ვაჟკაცებო, გული არ გაიტეხოთ, ქალთა შორის მოკლე პროგრამით ფიგურულ სრიალში გუბანოვა გამოდის მსოფლიო ჩემპიონატზე და იქნება მან მაინც გვასახელოს! ასე რომ მოიმარჯვეთ პულტები..
ზაკო
საერთოდ აღარ იგრძნობა ის მუხტი და ცეცხლი რაც ევროზე ჰქონდათ, აქ უკვე მარტო სანიოლის ბრალი აღარაა, ეტყობა ქართველებს მენტალიტეტის პრობლემაც გვაქვს რასაც ბოსკამპი გაჰკიოდა თავის დროზე
გია
იგივე პრობლემა,რაც წინა თამაშებში.პრესინგი და უსუსურები ვხდებით
Lelo
Რა შეცვლები გააკეთა საერთოდ, ან რა ტაკტიკით დაიწყო, 5 მცელით, თან არც მამაგეიშვილი და არც წიტაიშვილი მცველები არ არიან, ახლა დაცვას დააბრალებენ გადრანი და ბერიაშვილი კარგად თამაშობდნენ, აქ უბრალოდ ცენტრალური ნახევარდაცვა არ იყო საერთოდ, გუნდი 3 პასს ვერ აკეთებს, კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი თავის ადგილზე უნდა ათამაშო ანუ მარცხნივ, სანიოლი გაუშვით სანამ გვიან არ არის, გუნდი და ანტი ფეხბურთს თამაშობს, ეს კი მწვრთნელის ამბავია. Მაგალითად ისრაელის მწვრთნელი საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი ჩანდა და მის გუნდს ეტყობოდა კიდეც მწვრთნელის ხელი. საქართველოს ნაკრები ამ თამაშში კი არა კარგა ხანია უმწვრთნელოდ თამაშობს, აბა კიტეიშვილი და მიქაუტაძის გაყვანა შეიძლება როცა მოგება გინდა?? Არანაირი კომბინაციები, არაფერი არანაირი ტაქტიკური ჩანაფიქრი, გუნდი შეშინებული თამაშობს სანიოლის ხელში უკვე მერამდენე თამაშია, სანიოლი უნდა წავიდეს სანამ დროა გაიგებთ ეს. Დებიუტანტებზე მინდა ვთქვა გადრანი და ბერიაშვილი კარგი მცველები არიან, უბრალოდ გუნდის სათამაშო მექანიზმია მოშლილი უკვე კარგა ხანია, ეს არის და ეს ამიტომ მოდიოდა დაცვაზე დიდი დაწოლა, ნახევარმცველები ვერ იგებდნენ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე, ეს მწვრთნელმა უნდა დაალაგოს მაგრამ სანიოლი ამის დამლაგებელი არაა. Მცველები კი არიან საკმაოდ კარგები, კიდევ ვიძახი გადრანი და ბერიაშვილი კარგი მცველები არიან აქ ნახევარდაცვა პრობლემა რომელმაც თამაშის ორგანიზება უნდა შეეძლოს, ამას კი მექვაბიშვილი ნამდვილად ვერ შეძლებს და საერთოდ მექვაბიშვილი არ არის ნაკრების დონე, ასევე როგორც გაგნიძე არ არის შეტევის წამომწყები ნახევარმცველი, ის თავის პოზიციაზეა ძალიან ძლიერი ანუ ჩამშლელად ეს მწვრთნელმა არ უნდა იცოდეს? მე თუ ვიცი ეეს! Მაგრამ სანიოლი ამ სფეროს მოწყვეტილია კარგა ხანია ეს კარგად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ.
Achi
Arsad arari magi mwvrtneli wamsvleli Sanam mtlianad Banda ar cava sruli am sityvis mnishnelobit saniolis wasvla ar ushvelis marto axali Unda yvelaperi tavisi mwvrtnelis tanashemweebiturt da ara qartveli arc erti da mashin rame gamova imitom rom jigruli ponti ariqneba da am nakrebs sheswevs dzala mixedva Unda torem

სანიოლის მუშაობის რა ეტყობა გუნდს? ან სანიოლის სათამაშო ფილოსოფია ვინმემ ოდესმე დაინახეთ? ცალ-ცალკე ინდივიდუალურად რას წარმოადგენენ ჩვენი ფეხბურთელები ისედაც ვიცით და საკლუბო დონეზე აჩვენებენ. ამათ ერთ გუნდად შეკვრას რომ ვერ ახერხებს მწვრთნელი ... იჯდეს ეს ნაკრების სათავეში, მისი ბოსები ფედერაციაში და ველოდოთ ინდივიდუალურად რა გამოუვათ ჩვენს ბიჭებს.
rrr
დაცვა ნოლი, ნახევარდაცვა ნოლი( კიტეს გასვლის მერე) და რა ქნას სანიოლმა მარტო კვარათი?
ფეხბურთი
ეს ბიჭები თავთავიანთ კლუბებში ბრწყინავენ, ხოდა ამ ვიღაც ვინია თუ პუხი, ნუ მოვასპობინებთ ამ ახალგაზრდებს
გიგო პაპა
სანიოლი ჯერ კიდევ ევრომდე იყო გასაშვები, შემდეგ ევროს მერე მაინც. ჩააგდო შესარჩევი და ამათ ახალი კონტრაქტი გაუფორმეს სასწრაფოდ, რომ მერე არავის მოეთხოვა გაშვება. ისრაელთან რომ 5 მცველით ათამაშებ და თანაც სახლში, გერმანიასთან ან იტალიასთან ხომ უნდა ათამაშო 6 მცველით მაინც? ვინღა ამოიტანს ბურთს, მაგასაც ხვიჩა გააკეთებს? ძუნძულით თამაშს ვერ მოიგებ. ისრაელს რომ ვერ დააპრესინგებ და თითქმის მთელი მეორე ტაიმი საკუთარ ნახევარზე გაატარებ, წასულია შენი საქმე. ამათთან გასვლაზე უეჭველი დიდი ანგარიშით წავაგებდით. ხვიჩა ყოველთვის ვერ გვიშველის. მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი, ალბათ მამაგეიშვილიც, უკეთეს შემთხვევაში სკამის ფეხბურთელები მგონია. ამდენი უაზროდ მოგერიებული ბურთი, ამოსატანადაც ხვიჩა ჩადიოდა. წიტაიშვილი მუშაა, შედარებით არა უშავდა. დაცვა კი ხელს უფრო უშლიდა ერთმანეთს, ვიდრე ეხმარებოდა. პრიბალტებს ალბათ მოვუგებთ, დაიწყება ისევ დითირამბები და წავალთ ისევ ახალ უაზრო წრეზე. არადა ამ ბიჭებიდაც კი შეიძლება ბევრად მობილური გუნდის გაკეთება.
გიას
სანიოლის ... მაგრამ შენ ვინ გინდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად და იმ მწვრთნელის მეთაურობით ესენი რამის მომგებები იქნებიან?გჯერა???
ზაზა
ერთი რამე გამომრჩა სტადიონის ადმინისტრაციავ რა უბედურებაა ბალახის საფარის ხარისხი, ყველას ფეხი უცურავდა, არ დარჩენილა ფეხბურთელი ორივე მხრიდან ვისაც ფეხი არ აუსრიალდა, მეკარეების ჩათვლით. კარგით რა ბიჭო, თუ არ იცით მორწყვა და მოვლა მინდვრის, დაგუგლეთ მაინც.
ამატაკი
კარგი ბატონო, თავი დავანებოთ შედეგს და თამაშის ხარისხს, მაგრამ ზოგიერთი ქმედების ახსნა ვერანაირად ვერ ხერხდება: პირველი და ყველაზე განსაცვიფრებელი - 4 შეცვლა. თითქოს ახალ გუნდს ვაშენებთ, თითქოს უნდა გინდოდეს რაც შეიძლება მეტი ნახო საქმეში და აგერ ბატონო...მეორე საკითხი - აზაროვი და გოჩოლეიშვილი. რა გახდა ისეთი, რით ვერ დაიმსახურეს ამ ბიჭებმა რამდენიმე წუთი, რატომ არ უნდა განიხილებოდენ პერსპექტივაში მაინც ფლანგებზე გაუგებარია. მესამე- მართალია ჩემდა სამწუხაროდ ვერ ვადევნებ საკმარისად თვალს ეროვნულ ჩემპიონატს, მაგრამ რა ისეთი უბედურება გვჭირს რომ პრობლემურ შუა ხაზში ერთი ახალი ბიჭიც კი ვერ მოიძებნა, ერთიც! ნუთუ ისევ მამუჩაშვილის იმედად უნდა ვიყოთ! უშუალოდ თამაშზე საუბარი სამწუხაროდ მიჭირს, ჩემთვის ისევე როგორც თითოეული თქვეთაგანისთვის (გულშემატკივრისთვის) მტკივნეულია მომენტებში უმწეო ნაკრების ხილვა. მადლობა უფალს, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც გვიბოძა საამაყო და სანუგეშო, დიდი ქართველი ფეხბურთელების ღვაწლისა და ნიჭის გამოვლინება- კვარაცხელია!
Pacacia
Mamard male heni dro nakrebhic damtavrdeba golis garage argamodixar xvela guitars. Xopilixo gabelia tu itamahebda mcvelebi hectomit.
Givi-ს
გივი ჩვენ ვართ გივიიი...სანიოლი წავიდესო და იქვე იძახი მიქაუტაძდმდე პასი ვერ მიჰქონდათო...ე.ი. სანიოლი რო წავა მერე მისცემენ მიქაუტაძეს პასს? და ვინ ბიჯო ვინ მისცემს? სანიოლი უშლის პასი არ მისცეთ მიქაუტაძესო? და შენ დარწმუნებული ხარ სანიოლი რო წავა ესენი იფრენენ? ვაი და უი შენ თუ ასე გჯერა
იკა
რეგრესი, რეგრესი. მწვრთნელს მადლობა და უნდა საფრანგეთში წავიდეს, თუ უნდა დარჩეს სამუდამოდ აქ. ახალი ვილი გვინდა ახალ ფეხბურთელებთან ერთად
Gio
Sircxvili
გია
ჩაკვეტაძეს ტრამვა თუ ჰქონდა რატომ გამოიძახეს ან თუ არ ჰქონდა ვარჯიშზე მიიღო თუ რა მოხდა?
ღერძი ?
იყო კი "ღერძი" ? სად დაინახეთ ეს "ღერძი" ? ბურთი საერთოდ ვერ დაიჭირეს და ზონებს შორის კავშირი საერთოდ არ იყო ! სამწუხაროდ, არანაირი ღერძი არ იყო/ყოფილა. ამ ნაკრებს "ღერძი" არ აქვს ...
გიო
სანიოლ მადლობა , მაგრამ...................
პატრიოტი1994
მამაგეიშვილმა მიუხედავად იმისა რო სხვა პოზიციაზე თამაშობდა კარგი შთაბეჭდილება დატოვა . ცენტრში უნდა დააყენოს თავის პოზიციაზე
ბს
საშინელება! კვარა უკვე იძულებული იყო საყრდენის და ხანდახან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ეთამაშა. ეს რა უბედურება გვჭირს. და კიდევ ვერავინ ვერ მიხვდა რომ კვიტაიშვილს რაღაც დაემართა საგოლე შეტევის დროს და სასწრაფოდ შეცვალეს. ვინმემ მაინც მოიკითხეს რა ჭირს. კომენტარები აზრზე არ არიან და სხვა ჟურნალისტები არ არიან რომ მატჩის მერე მაინც მოიკითხონ და დაწერონ? ყველაფერში როგორ ჩასვრილები გავხდით ამის დედაც. უყურეთ ახლა ფიგურ სრიალს
გია
არ არის ჩაკვეტაძე არ არის ფანტაზია ნაკრებში, ფეხბურთელების 70% არის ეროვნული ლიგის დონე სამწუხაროდ
ზაზა
ამ "ნაკრებს" ერთი ქართული ფილმის სახელი, მცირე კორექტირებით, მოუხდება - "ერთი შარვალი და ათი კაბა!"
რა უმადურები ხართ
ძალიან კარგად ითამაშეს, პროგრესია, 95 წუთი გაძლეს მოედანზე, ირბინეს, ხანდახან ბურთსაც შეეხო ბავშვები. კვარამ ორჯერ გაიტანა. რა გინდათ ვერ გავიგე
Levani
ვერ ვუყურე. პირველი არხი არ ყიდულობს ტრანსლაციას ემიგრანტებისთვის. სტრიმებით ვწვალობთ. ვინმე ვარგოდა ახლებიდან?
ფსკერი
ამ ნაკრებს არ იმსახურებსო სანიოლი ისე იძახით გეგონება 60 მილიონიანი ხალხი გვიდგას ყველა პოზიციაზე. კვარაცხელიას გარდა ყველა დაბალი დონის ფეხბურთელია, არც კიტეიშვილი და ამჟამად არც მამარდაშვილი არ შეესაბამებიან საშუალოზე მაღალ დონეს. ალისონს ჯობია და სლოტი რატო არ ათამაშებსო აღშფოთებულია ქართველი ვითომ ფანები, არადა ფაქტია 2024-ის ევროს მერე აშკარა რეგრესი აქვს.
Xxxxx
ჩვენების ფონზე ისრაელის ნაკრები როგორი ტექნიკური გუნდი ჩანდა)))თუ ხვიჩას არ ჩავთვლით რათქმაუნდა.
ფარნა
ცუდი თამაში ქონდათ წიტაიშვილს და გაგნიძეს, მაგრამ ამან ლამის ორივე ბოლომდე მოედანზე დატოვა და კიტეიშვილი გამოაცალა ნახევარდაცვას. დაცვის ფლანგებზე შესაბამისი პოზიციის ფეხბურთელების გარდა ყველას რატო ათამაშებს, რა დავაშავეთ. გაუშვით სანიოლი და მწვრთნელი მოიყვანეთ.
გ.ხ.
მართლა მთელი გულით მადლობა ვილი, მაგრამ მგონი წასვლის დროა. მარტში უკეთესი ნაკრები იქნებაო. უკეთესი კი არა უარესია (მადლობა ხვიჩას რომ არ შევრცხვით)
Givi
გუნდს არ ეტყობა რომ ვითარდება, უფრო კარგი მწვრთელია საჭირო, სანიოლი ვერ ქაჩავს, მიქაუტაძე გყავდეს და პასს ვერ აძლევდე საჯარიმოში საცოდაობაა, თვითონ ჩამოდიოდა და ცენტრიდან ცდილობდა რაღაცის შექმნას... მემგონი ჯობია ეხლავე გაუშვან და შემოდგომაზე იქნებ უკეთესი გუნდი ვნახოდ.
ზაზა
ძალიან მეცოდება, ხვიჩა და გიო მიქაუტაძე ნაკრებში რომ არ გაუმართლათ, აი მართლა საცოდააობა ასეთი დონის ფეხბურთელებს ასეთი თანაგუნდელები ყავდეთ ნაკრებში. ბერიაშვილი ძალიან სუსტია, ნელი, უზუსტო პასები, პოზიციებს ხშირად კარგავს. ვერც გადრანია დიდი ბედენა. ლოჩოს ძაან აქვს მომატებული, თუმცა მომენტებში ეგეც სცოდავდა, თუმცა მთლიანობაში კარგი იყო. ნუ ნახევარდაცვა სრული კატასტროფა, სამწუხაროდ მე კიტეიშვილის ნორმალური თამაში ჯერ ვერ ვნახე ნაკრებში,მექვაბიშვილზე საერთოდ არაფერს არ ვამბობ, ვინ დააბრალა ფეხბურთელობა არ ვიცი. გაგნიძე სრულიად ამოვარდნილი იყო დრო და სივრციდან, წიტაიშვილიც ვერაა სტაბილური, ჟილკიანი ბიჭია მაგრამ რაღაც აკლია. მამაგეიშვილი არ იყო ცუდი, როგორც კი ნაკრები გადეწყო მეორე ტაიმის შუიდან უფრო ათამაშდა. ზურიკოც ვერ იყო მთლად დამაჯერებელი, კვერნაძე ყოჩაღი ბიჭია, მგონია უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს და უფრო მეტი ნდობა გამოუცხადონ. ჟორჟი და ხვიჩა კი სულ სხვა დონეა. ვილი სანიოლს რაც შეეხება, სრული დილეტანტი, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს და გონია რომ ყველაფრის მცოდნეა, ასე მალე როგორ დაგვემსგვასა ქართველებს ეგ კაი კაცი :)) ეჰჰ არ ვიცი წარმატებები ჩვენს ბიჭებს კეთილი იმედებით
მწვრთნელი გლდანოს ნაგავსაყრელზეა
სტაფიანად
გ.ხ.
პირველი ტაიმის შემდეგ კრიტიკული კომენტარი დავტოვე, ვფიქრობდი, ხომ არ ვიჩქარეთქო. მეორე ტაიმი სრული კატასტროფა აღმოჩნდა. რომ არა კვარა ამ თამაშსაც ვაგებდით. იმათ მგონი პენალტიც არ დაუდეს(არ გამოჩნდა განმეორებაზე). მეორე ტაიმში ბურთი თავზე დაგვახიეს
A
არც სანიოლია მწვრთნელი, არც გაგნიძე, მექვაბა, მამაგეიშ,მამუჩა,მამარდა ფეხბურთელები, მამარდას გამომეტყველების კაცი ვერასდროს გახდება ვარსკვლავი, რა ლივერპული, ხეტაფეც მეტია კიდე,მოკლედ 4 კაცის გარდა ჭ ლიგაა რა
ქობულეთიდან
ალალი მადლობა სანიოლს იმისთვის რა სიხარულიც გვაჩუქა, თუმცა წარსულით ვერ ვიცხოვრებთ! ამ კაცმა აშკარად ამოწურა თავი ამ გუნდში, ფაქტია რომ ძირეულად უნდა შეიცვალოს რაღაც.მარტო ხვიჩათი ვერ გავალთ ფონს, ერთმა საშუალოზე საშუალო ისრაელის ნაკრებმა ლამის დაგვიმალა ბურთი, ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება.
niko
ასეთი არა მებრძოლი ნაკრები როგორიც საქართველოს ნაკრებია სხვა არ არსებობს, უფრო სუსტი ფეხბურთელებით დაკომპლეთებული ნაკრებები დისციპლინით და ბრძოლით აბალანსებენ. აგერ რუმინეთმა თურქეთში იბრძოლა 1-0 წააგო, ჩვენები ბურთის დასაბრუნებლად ფეხს არ ანძრევენ, ამ მწვრთნელმა მერამდენე შესარჩევი უნდა ჩააგდოს რომ რაღაცას გადახედოს ფედერაციამ. ცხვირში ამოგვადენენ ლუქსემბურგი და ჭ კლასის გუნდების ტურნირით ევროპაზე გასვლას და იქ უბრალოდ საოცარ გამართლებას და ნაჩუქარ თამაშს, ასაკორბივი ნაკრებები ყველასთან აგებენ, ისლანდია,ყაზახეთი, ლიტვა და ასე შემდეგ, ასეთი შედეგი რომ არის რაღაცას ხომ უნდა გადახედოთ, მოამზადეთ ეს ბავშვები ნორმალურად თორემ სანამ კვარაცხელია საქართველოში თამაშობდა ის თაობა აზერბაიჯანთან აგებდა, ამდენი ნიჭიერი ბავშვი გყავთ, ბელორუსებსაც რომ ყავდეთ იმათი მწვრთნელები კარგ შედეგს დადებდნენ უფრო საფეხბურთო ქვეყნებზე აღარ ვამბობ.
gzp
ვინმეს მართლა ეგონა რომ მოიგებდნენ? კარგი ინგარიშია ამხანაგურ!
llcl
მწვრთნელის გარეშე მოთამაშე გუნდისთვის მშვენიერი შედეგია! მადლობა კაპიტანს!
ლევანი
არა, არა, ეს არ არის ფეხბურთი, ეს არის სირცხვილი. სურვილი ერთია, რეალობა კიდევ სხვაა, შეცვალეთ მწვრთნელი, როდემდე, ვუყურებდი და ძალიან, ძალიან მრცხვენოდა. ეს ფეხბურთი არ არის!
რაგბის ფანი
სანიოლი კვარას უნდა უმადლოდეს, აქამდე რომ არ გაბუნძულებულა ნაკრებიდან. ტიპმა 2-0 ანგარიშზე ერთი ხელის მოსმით დაშალა ნაკრების ღერძი.
Geo
5-3-2…. ra iyo es? vaisi ro iyo Chakve ugebda, dxes xvicha! Sadaa dacvidan scrafi gadasvla tavdasxmashi? Vili wadi ra, shen ki ara Dishams ushveben ! Ususuri tamashi, 5 wutshi ori miixes karshi! zeg 8-1-1 atamashe gunds! vai shen tavs Vili !!!
დაცვა ? ნახევარდაცვა ? თავდასხმა ...
და ხვიჩა კვარაცხელია ! მარტო ხვიჩა "გაზაფხულს ვერ მოიყვანსო" ! :(
გიო
კატასტროფა.
AA
გაუშვით ეს უპატრონო მწვრთნელი, თორე დაბერდა ნაკრები და მერე თუ გინდა კლოპი მოიყვანე, გინდა ჯღარკავა... არ ეტყობოდა ამ თამაშს არც ტაქტიკა, არც არაფერი. ერთადერთი მამუჩაშვილი გამოსცადა ☺️☺️🤣
ჯარისკაცი
სოფლის გუნდი, მწვრთნელის გარეშე, რომელსაც ჰყავს კვარა. კობი, იაშკა, მუჯირი, მოკითხვები ჯარიდან.
Levan
ერთი კაცის გუნდი
გია
აბა, სანიოლის აპოლოგეტებო, მაგარი მწვრთნელია ხომ სანიოლი?.. ეროვნულ ჩემპიონატში უფრო გამართული ტაქტიკით თამაშობენ ჩვენი გუნდები...

ხვიჩა ფენომენი..დანარჩენი ჯოგი
hahaha
სანიოლს ებარებოდეთ
ბოკინიო
დიდი მადლობა ვილის. მიუხედავად იმისა რომ სულ ოპრიმისტი ვარ. ვილიმ ნაკრებში თავი ამოწურა. მარლობა და წარმატებები. კიტეს გარეშე ნახევარდაცვა ნოლია. კიტე გავიდა და ორი შეგვიგდეს. კვარა კვარაა. ბერიაშვილს კარგი პასის კულრურაა აქვს და იმედია ნაკრებს გამოადგება.
საცოდაობა
კრიმინალია ამ ნაკრების სანიოლის ხელში ყოფნა!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ