რომანში "სიკვდილთან დიალოგი" საუბარია იმაზე, რომ სიკვდილს ყოველთვის ერთი და იგივე დიალოგის გამართვა უწევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვილი სანიოლსა და საქართველოს ნაკრებზე წერისას თუ ფრანგი მწვრთნელისთვის პრესკონფერენციაზე კითხვის დასმისას თითქოს ერთი და იგივეს ვაკეთებთ. პრობლემა გამოხატულია, გზაც თითქოს ჩანს, მაგრამ მაინც თითქოს არაფერი იცვლება. მეტიც, ვილი მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე რას გვეტყოდა ისიც კი ცხადი იყო და მასზე დასწრება აიცილებლობად აღარ ჩავთვალეთ.

ისრაელთან ამხანაგურ მატჩში დაფიქსირებული შედეგი (2:2) ტრაგედია ვერაფრით იქნება; სექტემბრისთვის მოსამზადებლად მარტში რომ რაღაც პრობლემები გამოკვეთო, ბოლო დროს ასე იშვიათი ამხანაგური მატჩები სხვას რას ემსახურება, მაგრამ თუ რამეა ტრაგედია, ისაა, აღარ ჩანს რომ მწვთნელს რესურსი, ახალი იდეების განხორციელების გზები და არსენალი გააჩნია. თითქოს არც ის ემოციებია. ფაქტია, როცა ანგარიში მოკლე დროში გაგვითანაბრეს, ის ჟინიანი და მოედნის კიდესთან თამაშში ბოლომდე ჩართული ვილი აღარ გვინახავს. მერე რა, რომ ოციფიალური მატჩი არ იყო...

სანიოლს სურს, სულ მართალი იყოს. როცა ჩვენ ვუთითებთ, რომ ძლიერ მეტოქეებთან 3 მცველით თამაში ჯობია, გუნდს ვათანამედროვებო და ტაქტიკას ცვლის, ახალი ციკლის მზადების დასაწყისში კი ისევ 5 მცველს უბრუნდება. ვილიმ ერთხელ გვითხრა, ტაქტიკა გადამწყვეტი არაა, მთავარი დამოკიდებულებებიაო. გარკვეულწილად დავეთანხმოთ, მაგრამ ბოლო მატჩში თითქოს მწვრთნელმა მთავარი არ იცოდა, გუნდს რა გაეკეთებინა. კონტრშეტევაზე მიღწეულმა წარმატებამ ამ მიმართულებით გადაგვრთო, რამაც დაგვასაჯა და თამაშის სცენარის შეცვლის უნარი არ აღმოგვაჩნდა.

საქართველოს ნაკრების თამაშის სტარტი თითქოს რაღაც სხვას ჰგავდა, თითქოს თავს სხვანაირად ვიცავდით და სხვაგვარად ვუტევდით. ბურთის მეტად გაკონტროლებას და დაცვიდან ამოსვლას როცა ვცდილობდით, ლუკა გადრანი მარჯვნივ კარგად იშლებოდა და დომინანტური გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. შემდეგ მოწინააღმდეგემ ბურთი მოიპოვა და ჩვენი ძველი გუნდი დაბრუნდა, ბურთს უკან მორბენალი და დაცვაში მყარად მდგარი. იყო ეპიზოდები, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თითქოს სახეზე ეწერათ, ვერ ხვდებოდნენ, მწვრთნელი მათგან ზუსტად რას ითხოვს, რატომ ვერ იყენებს მათ საუკეთესო მხარეს. გუნდმა და მწვრთნელმა თითქოს სხეულის ენა დაკარგეს. წარმოიდგინეთ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დამგვიგვინებელი, გიორგი მიქაუტაძე გვყავს, ვის თამაშში ჩართვას სათანადოდ ვერ ვახერხებთ და საბრძოლველ ბურთს ხანდახან გადავუგდებთ, ხოლმე. ყველანი ერთად ვერ ვარკვევთ მთავარს, სადაა ჩვენი მთავარი პლუსები და რამ უნდა დაგვიბრუნოს წარმატება.

არის შემთხვევები, როცა სანიოლი კრიტიკისგან უნდა დავიცვათ. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. მასე რომც არ ყოფილიყო, ამხანაგური მატჩი სწორედ იმიტომაა, თუნდაც გუნდმა ისწავლოს, ბურთი მის გარეშეც როგორ გააკონტროლოს. რამდენჯერმე დაკვირვების შემდეგაც გაუგებარი იყო, მწვრთნელმა ზურიკო დავითაშვილს ცენტრში თამაში რატომ დაავალა, როცა მას სულ სხვა დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ კარგით, გამოსცადა, ბევრი შემტევის პირობებში რაღაც ახალი მოიფიქრა, რამაც არ გაამართლა. გიზი მამაგეიშვილისთვის გამოცხდებული ნდობა კარგი იყო, რასაც თუნდაც გიორგი კვერნაძესთან მიმართებაში უფრო ნაკლებად ვხედავთ. გარკვეული საკამათო დეტალები ამხანაგურ მატჩს თან უნდა ახლდეს მაგრამ ისევ იქ დავბრუნდებით, სანიოლს რამდენად აქვს რესურსი, ყველაფერ ამას თავი დააღწიოს...

ადამიანურად რთული იყო, გურამ კაშიას წასვლაზე მიგეთითებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დრო დადგა და ამიტომ ჯობდა თუნდაც ბულგარეთში უმოტივაციო მატჩში ილია ბერიაშვილს ეთამაშა, ოფიციალურ დაპირისპირებას სულ სხვა ელფერი გააჩნია. რთულია, სანიოლზე წერო, რომ წასვლის დრო აქვს, არსებობს დიდი წარმატება, არსებობს გარკვეული პირდაპირი ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ამბავი დროში რაც უფრო გაიწელება, უფრო მტკივნეულად შეიძლება დასრულდეს. ნეტავი, ვცდებოდეთ და სანიოლთან ერთად კიდევ ერთ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. აღიარებს საჯაროდ თუ არა, ამ გამოფხიზლებებმა მასზე დადებითად იმოქმედოს.

პოზიტივი. ბედნიერებაა, როცა ხვიჩა კვარაცხელია გყავს - მენტალურად, ფიზიკურად, შეგნებით, შემართებით, უმაღლესი კლასით. სანიოლმა რომ თქვა, უკეთ ვითამაშეთო, ეს ერთი კაცის ინდივიდუალური ოსტატობის ზეიმი უფრო იყო. "კვარა" საქართველოს ნაკრებში აქამდე არსებულიდან ყველაზე განსხვავებული კაპიტანია, ვარსკვლავის სტატუსითა და საერთაშორისო ავტორიტეტით. ხვიჩა ერთხელ ცენტრალური მცველის პოზიციამდეც კი ჩავიდა, რაღაც ეპიზოდებში კი ის ჩანდა, მომავალშიც მწვრთნელობის სერიოზული რესურსი რომ ექნება!..

Dato
ნუ გიყვართ ეს არც მწვადი დაწვა და არც შამფური სტატიები , რაა რთული ზუსტათ პირდაპირ დაწერეთ წასვლის დრო რო დაუდგა, ამას წასვლის დრო მაშინ დაუდგა როცა ბრძანა ტაქტიკა რა საჭიროაო და A ლიგისთვის საქართველო მზათ არ არისო. მარტო ამას კი არა ფედერაციასაც წასვლის დრო უდგას მაგრამ თქვენ მაგას როგორ დაწერთ უხერხულია
Lelo
Რო არ ჩათვალეთ დასწრება და კონკრეტულ კითხვებს არ უსვამთ იმიტომ არის ნაკრები ასეთ დღეში, მაგალითად გუნდს ნახევარდაცვა არ ყავს მერამდენე თამაშია რას აკეთებს მწვრთნელი ამ დროს?? Სირცხვილია საქართველოს ნახევარდაცვა პრობლემა რო აქვს, ყოველთვის ყავდა ძლიერი ნახევარმცველები საქართველოს გვარებს აღარ ჩამოვთვლი, ამ მხრივ არავინ მუშაობს ეს აშკარად ჩანს.
ლაზი
სანიოლს აშკარად არ გააჩნია რესურსი ამ ნიჭიერი თაობიდან დიდი გუნდი შექმნას, ამიტომ სასწრაფოდ დამოცდილი და ტიტულოვანი მწვრთნელია საპოვნი რომ ეს თაობა არ დაიკარგოს.
tedo
სიმართლეს ! სხვა საქმით დაკავდი რა !@ სიმართლე კი არა , სიბრიყვეებს აბრეხვებ . აზრზე არ ხარ ფეხბურთის .
დდდ
და შენ თავად თუ გაგხსენებია ოდესმე, რომ ხანდახან საკუთარ ნიკსაც უნდა შეხედო ხოლმე?!...
მწარე
მე ტელევიზორში ვუყურე. 70 წუთი დიქტორები ვერ მიხვდნენ, რომ საქართველო სამი მცველით თამაშობდა. თუმცა რას ვხედავ, არც სპეციალიტები და არც ზოგიერთი "გულშემატკივრები" მიმხვდარან. ეტყობა მე სხვა ტელევიზორში ვუყურე ან თქვენ აგიყოლიათ სანიოლის სიძულვილმა. ფეხბურთელები არ გვყავს, ამიტომაც სანიოლი ტაქტიკას ცვლის ხშირად, ხანდახან მატშში ორჯერ. თუ ვცდები დაწერეთ. ფაქტია ვერ მიხვდით რომ 3 მცველით თამაშობდა, მიზანი იყო პრესინგი. თუმცა გუნდმა ვერ შეძლო, კიტეც გავიდა, ადგა და ტაქტიკა შეცვალა. აბა ამხანაგური თამაში რისთვის არი? შემდეგ თამაშსი მაინტერესებს რას იზამს. ლიტვა კონტრშეტევის გუნდია, ეს ჩვენთვის პრობლემაა.
გიგო პაპა
ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხვიჩა ყოველთვის ვერ გაიტანს და ვერ გადაგვარჩენს. გყავდეს ჟორჟი და ვერ იყენებდე - ეს უკვე მწვრთნელის დიდი მინუსია. ყველა შეტევის წამოწყება ფაქტიურად ხვიჩას უწევდა, როდამდე ირბენს წინ და უკან ვიტინიასავით? მართლა დაიღლება, გადაიწვება, გამოიფიტება და მერე ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვერ გამოიჩენს თავს, ისევ ხვიჩას დავადანაშაულებთ. გაფრთხილება ჭირდება ჩვენს შემტევებს, ყველანაირად უნდა შეუწყონ ხელი ნახევარმცველებმა, ორჯერ მეტი უნდა ირბინონ, როგორც ფაბიან რუისი, ნევეში, დეზირე-დუე და ვიტინია დარბიან. პსჟ-ს სქემა კი ჩამოუტანია ხვიჩას სანიოლისათვის, მაგრამ შემსრულებლებიც ხომ უნდა გვყვავდეს? ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი გუნდის შესაკვრელად, 2-3 პასით უნდა ამოვდიოდეთ ცენტრამდე, ესენი კი ბურთს წინ უაზროდ იგერიებენ. ენნრიკეს ტაქტიკა კი კარგია, მაგრამ ამისათვის ყველამ უნდა ირბინოს და არა გუშინდელივით იძუნძულონ თავის ნახევარზე.
სიმართლე
ამ კვარაცხელიას კიდე მარტო ამხანაგურებში ახსენდება მაგარი ფეხბურთელი რომაა, აბა სადაც დაგვჭირდა კაპიკი იყო მაგის ფასი. ალბანეთთან რო წავაგეთ სახლში მახსოვს ყველაზე ცუდი კვარაცხელია იყო, თურქეთთანაც 1 კინკილა გოლი გაუვარდა ბოლო წუთზე.
ჟორა
ამხანაგური თამაშები იმიტომაა ამხანაგური, რომ ბიჭები გამოცადო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველი ან თავდამსხმელი, დაცვის ცენტრში დააყენო. ასეთი ექსპერიმენტის უფლება გუნდის მწვრთნელს აქვს და არა ნაკრებისას, რადგან გუნდის მწვრთნელი ამას რამდენიმეჯერ გააკეტებს და საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ამ ფეხბურთელის ადგილი აქაა. ნაკრების მწვრთნელს კი ამის უფლება არ აქვს, რადგან ეს კაცი თავის გუნდში ისევ თავდასხმაში გააგრძელებს თამაშს და მას ერთი ან ორი თამაშით ცენტრალურ მცველად ვერ აქცევ. ამიტომ დიდი უაზრობა იყო დავითაშვილის დაცვის ცენტრში თამაში.
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
სალაჰი და მესი ერთად? - ეგვიპტელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაში მეორეა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
"ლანსის" განცხადება პსჟ-ს მოთხოვნაზე: ყველაზე მდიდარი კლუბის ინტერესებს არ დავექვემდებარებით
ვინ იქნება მომავალ სეზონში "ლივერპულში" მამარდაშვილის მწვრთნელი? - მედიაში ინფორმაციები ვრცელდება
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
კვარაცხელია: დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
საქართველოს ნაკრები ინგლისელმა მწვრთნელმა დატოვა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ბრიტანეთში გავლენიანი წყარო ადასტურებს - "არსენალისთვის" ზაფხულში კვარაცხელია მთავარი სამიზნეა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა