თემურ ქეცბაიამ "დინამო არენაზე" პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და პირველი საშინაო 3 ქულაც გაიფორმა. 34-ე წუთისთვის "დინამო" იგებდა 2:0-ს და თითქოს არაფერი უნდა დამუქრებოდა ამ უპირატესობას.

ცოტა არ იყოს, საკამათო ჩანდა მეორე გოლი, როცა ვაწაძის თავურის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა და მეკარემ გამოიტანა, თუმცა გამეორებისას ჩანდა, რომ ჰაერში გადაიკვეთა კარის ხაზი და ამის დადასტურება არბიტრმა ვიდეორეფერის ოთახიდანაც მიიღო.

"სპაერი" მეორე ტაიმის დასაწყისიდან ცდილობდა თამაშის სურათის შეცვლას, მაგრამ ეს მხოლოდ 82-ე წუთზე შეძლო. "დინამომ" მაინც მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე, თუმცა შეეძლო, უფრო მშვიდი ბოლო წუთები ჰქონოდა, მანამდე რომ არ აეღო ხელი აქტიურობაზე.

"სპაერზე" ადრეც გვითქვამს - მებრძოლი გუნდია, ეხერხება მწვავე შეტევებიც, მაგრამ ბევრ და ბავშვურ შეცდომებს უშვებს დაცვაში, რაც წყალში ყრის წინახაზელთა ძალისხმევას.

"დინამოს" რაც შეეხება, ქეცბაიას ხელში გუნდი უფრო ბევრს მოძრაობს, ცდილობს პრესინგის თამაშს, მაგრამ გუნდს მაინც სჭირდება გადახალისება, მით უფრო ევროტურნირების წინ.

ამ გამარჯვების შემდეგ ქეცბაიას გუნდმა მე-5 ადგილზე აინაცვლა, ხოლო "სპაერი" ორი ადგილი დაქვეითდა. მომდევნო ტურის მატჩს "დინამო" ორშაბათს, 11 მაისს, სტუმრად "რუსთავთან" გამართავს, ხოლო ჩემპიონატის დებიუტანტი, იმავე დღეს, "გაგრას" უმასპინძლებს.

დინამო (თბ)-სპაერი 2:1

გოლები: 1:0 დონკორი (28, გვასალიას პასით), 2:0 ვაწაძე (34, ნინუას პასით), 2:1 გოლუბიანი (82, ცირდავას პასით)

დინამო: ლორია, გვასალია (ქვარცხავა 41), კალანდაძე, ს. ხარებაშვილი, ლეონარდუ სანტუში, ნინუა, იორო, გ. ხარებაშვილი (რუი მონტეირუ 54), რამუში (ზარია 72), დონკორი, ვაწაძე (დოლტმურზიევი 72)

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა (მატენჯვა 46), კენჭაძე, ბუნტური, პირტახია, ასკურავა, სამხარაძე (ფონიავა 61), ცირდავა, თ. ცეცხლაძე (ბასილაშვილი 78), გეგიაძე (გოლუბიანი 78), ლ. კოხრეიძე (გ. დ. ცეცხლაძე 46)

არბიტრი: ჯ. ხორავა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-1 მეშახტე. ზედიზედ მეორე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 სპაერი. ქეცბაიას პირველი საშინაო გამარჯვება
სეზონის MVP-ის ტიტულის მოგების მორიგი შანსი | შერმადინი ესპანეთის ლიგის 20 საუკეთესოს შორის მოხვდა
მძიმე ვითარება "რეალში" "ბარსელონასთან" მატჩამდე - გუნდში შიდა დაპირისპირებაა
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"მხოლოდ 15 შეხვედრა განსაჯა და ასეთი დონის მატჩზე დანიშნეს" - "ბაიერნში" მსაჯობით უკმაყოფილონი არიან
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
[VIDEO] კვარაცხელიას პასით პსჟ დემბელემ დააწინაურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-1 მეშახტე. ზედიზედ მეორე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
"ბაიერნი" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"რათა პანიკა არ დაწყებულიყო - მამარდაშვილი ალისონის შესაცვლელად მზადაა" - ინგლისელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ
[VIDEO] „სიცოცხლის გულშემატკივარი“ - ქუთაისის „ტორპედო“ 100-წლიან ტრადიციას აცოცხლებს და ტუბერკულოზის დასამარცხებლად კამპანიას იწყებს
მბაპე რონალდო არ არის - კილიანის "რეალიდან" წასვლის მოთხოვნას ათმა მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
[PHOTO] სრულიად გადახურვა, გაზრდილი ტევადობა, გაუქმებული სარბენი ბილიკი და სხვა - როგორი იქნება განახლებული "დინამო არენა"
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
პირადი კონტრაქტი შეთანხმდა - ალისონი "ლივერპულიდან" წასვლაზე ერთ ნაბიჯშია
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-1 მეშახტე. ზედიზედ მეორე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-1 გაგრა. ის, რაც ვერ გამართლდება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 რუსთავი. ვინ დაკარგა და ვინ იშოვა?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 იბერია 1999. ბედოშვილის ბენეფისი
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-2 დინამო (თბ). მოგება ადვილად არ მოდის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-2 იბერია 1999. ლიდერი მდევრებს მოსწყდა
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 გაგრა. გამარჯვება ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...