ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" შინ 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ჰანსი ფლიკის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მატჩის პირველ ნახევარში მეტოქეს კარისკენ 10-ჯერ დაურტყეს, საიდანაც 6 ზუსტი აღმოჩნდა.

44-ე წუთზე პაუ კუბარსი შეცდა, ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა მეკარესთან პირისპირ დარჩენილი "ატლეტიკოს" ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, მსაჯმა პაუს თავდაპირველად ყვითელი ბარათი უჩვენა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი იშტვან კოვაჩმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 წლის მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა, "ბარსას" საჯარიმოში სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გოლად ხულიან ალვარესმა აქცია, არგენტინელმა შესანიშნავად დაარტყა და ჟოან გარსიას შანსი არ დაუტოვა.

თითქოს მეორე ტაიმი "ინდიელთა" კარნახით უნდა წარმართულიყო, მაგრამ ფლიკის გუნდმა მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. მარკუს რაშფორდმა "როხიბლანკოს" მეკარე მუსო მოატყუა, თუმცა ინგლისელმა გოლის გატანა ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ მოახერხა. ამის შემდეგ "ატლეტიკოს" კარს კვლავ რაშფორდი დაემუქრა, საჯარიმოდან მისი დარტყმული კვლავ მუსომ მოიგერია.

"ბარსა" შეტევებს აგრძელებდა, მაგრამ იღბალი ფლიკის გუნდის მხარეს ნამდვილად არ ყოფილა. 70-ე წუთზე რუგერის ჩაწოდებული ბურთი კარში ალეკსანდრ სორლოტმა გადაგზავნა და "ატლეტიკო" წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მე-80 წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ლამინ იამალმა ისარგებლა, მაგრამ ხუან მუსო კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და "ბარსელონას" არ გაატანინა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 14 აპრილს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

ბარსელონა - ატლეტიკო 0:2

გოლები: 0:1 ალვარესი (45), 0:2 სორლოტი (70)

გაძევება: კუბარსი (44)

გოგა
სახლში ეხლა სიმიონე დაყენებს ავტობუს და კონტრშეტევებზე ითამაშებენ, დიდი ალბათობით სახლშიც მოუგებენ ბარსელონას
giorgi
განიავებული მომენტი? იმაზე რატო არაფერს წერ მსაჯმა კოკე რომ არ გააგდო და თამაშის ბოლოს მეკარის მიერ ფეხით დაგორრბული ხელით რომ გააჩერა?
ლუკა
ისეთი ბანძი პრეზიდენტი ყავთ, რო აწი და აწი, არც გამიკვირდება მაგათი რეგრესი.
123
ბარსას უიღბლობა კი არა ბანძები არიან. შეკრული გუნდი არ არის და სადღაც მოსალოდნელი იყო.
მეგრელი
წლები გადის და ისტორია არ იცვლება
შაქრო პაპა
მაინც გავა ბარსა, მეორე თამაშშიც ხომ ათი კაცით არ იქნებიან?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი" - ფლიკმა "'ბარსას" გეგმებზე ისაუბრა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
დეკუს სურს, ფლიკს კითხვის ნიშნები აქვს - რა ხდება მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე?
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს