საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულია თსუ! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფინალურ მატჩში ზესტაფონის მარგვეთი 83:70 (სტატისტიკა) დაამარცხა და მესამედ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს თასი მოიგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში მეტოქეს შანსი არ მისცა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, რომლის ბოლო მონაკვეთიდან თსუ-ს უპირატესობა გამოიკვეთა, უნივერსიტეტელებს სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

თსუ-მ თასი 2023 წელს მოიგო, როცა ბათუმი დაამარცხა, სუპერლიგის ჩემპიონიც გახდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით თსუ-მ თასის გათამაშებაში მოგებული ტიტული მომდევნო წელსაც შეინარჩუნა, როცა ფინალში გოის ივერიონს სძლია. მომდევნო, ანუ 2024 წელს ეს ტიტული ქუთაისელებმა მოიგეს. იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ-ს სძლია, თუმცა უნივერსიტეტელებმა თასი პირველ კორპუსში დააბრუნეს, სადაც საპატიო ადგილას, სტუდენტებისა და სტუმრებისთვის სადემონსტრაციოდ არის ხოლმე მთელი სასწავლო წლის მანძილზე გამოფენილი.

თსუ-მ გუნდურად ითმაშა, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს, რომ ერთბაშად 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ბარიერს. გუნდისთვის, რომელმაც ჯამში 83 ქულა ჩააგდო, ეს მაჩვენებელი მართლაც დიდია და იმას ნიშნავს, რომ გუნდის წევრები ერთიანო ძალებით უტევდნენ და მეტოქეს საფრთხეს ყველა შესაძლო მიმართულებიდან უქმნიდნენ.

პირველი ათწუთეული ფრედ – 18:18დასრულდა. მეორეც თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა დიდ შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე თსუ-მ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 48:40. ამ მომენტიდან რომ დაიწყო, ბოლომდე გაგრძელდა ზესტაფონელთა ცდა, ჩამორჩენა გაებათილებინათ. მარგვეთს აკლდა დალტონ ბენქსი, სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე სნაიპერი, რომელმაც ნახევარფინალურ მატჩში, ქუთაისთან ფეხი დაიზიანა.

მესამე დ მეოთხე პერიოდებში ზესტაფონი მეტქეს ვეღარ დაეწია. თსუ გამართულად თამაშობდა. ალექსანდრე ფევაძე ქულებთან ერთად ფარქვეშ კარგად ირჯებოდა და 15 ქულასთან ერთად ამდენივე მოხსნაც მიითვალა. სწორედ ფევაძეს გადაეცა თასის გათამაშების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, წარსულში ცნობილმა კალათბურთელმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.

ალექსანდრე ფევაძემ ჩაიბარა საქართველოს თასიც. თსუ-ს კაპიტანს თასი კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ გადასცა.

GBF

ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..