The Athletic-მა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ ასპარეზობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და აღნიშნა, რომ ზაფხულში ტრანსფერებში დახარჯულმა სარეკორდო 450 მილიონმა ფუნტმა შედეგი ვერ გამოიღო, გაყიდვებიდან კლუბმა დაახლოებით 224 მილიონი მიიღო, ლიდერებს ჩავარდნა დაეწყოთ, ბევრმა ახალწვეულმა მიუხედავად მათში გადახდილი საკმაო თანხისა, იმედები ვერ გაამართლა და გუნდში დიდი გაურკვევლობაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „წითლებს“ ფეხბურთელების დასამატებლად გაყიდვებიდან საჭირო აქტივები არ ექნებათ, თუმცა 60 მილიონი უკვე გამოყვეს „რენის“ 20 წლის ცენტრალური მცველის ჟერემი ჟაკეს (სიმაღლე 190 სმ) შესაძენად, რომელიც გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე ივლისში შეუერთდება.

The Athletic-ი შესაძლო ცვლილებებზე და მათ შორის მეკარეების შესახებ წერს: “დიდი ხნის მანძილზე ეს “ლივერპულის” ძლიერი პოზიცია იყო, მაგრამ ახლა შეშფოთებას იწვევს. ალისონმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩი გამოტოვა. მისი დაბრუნება მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი. გასულ თვეში "ლივერპულმა" ერთწლიანი ოფცია გამოიყენა, რათა 33 წლის ბრაზილიელი „ენფილდზე“ 2027 წლის ზაფხულამდე შეენარჩუნებინა. ეს ნიშნავს, რომ ის, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი, ბოლო სეზონით პირველ ნომრად დარჩება - თუ სხვა კლუბების წინადადებებმა არ მოხიბლა. ადრე მან საუდის არაბეთის გუნდების შეთავაზებებზე უარი განაცხადა.

„ლივერპული“ იმედოვნებდა, რომ „ვალენსიასგან“ 29 მილიონად შეძენილი გიორგი მამარდაშვილის სახით ალისონის იდეალური, ხანგრძლივვადიანი მემკვიდრე დაიმატა. თუმცა, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის პირველი სეზონი არაერთგვაროვანი გამოვიდა. მისი ზოგიერთი მოგერიება შთამბეჭდავია, მაგრამ ფეხით თამაშისას ნერვიულობს, ხანდახან არაზუსტი გადაცემებით კი გუნდს წნეხში აქცევს. 25 წლის ასაკში მეკარის კვალობაზე ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მომავალ სეზონში თამასას აწევა მართებს.

რაც შეეხება სათადარიგო მეკარეს, უნდა გადაწყვიტონ, დაიტოვონ თუ არა ფრედ ვუდმანი. ვიატეზსლავ იაროში „აიაქსში“ იჯარის პერიოდში მიღებული მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია. დიდ იმედებს ამყარებენ ახალგაზრდა უნგრელ არმინ პეჩზე“.

toy
კაი რა მამარდ გაიქნიე ერთი ნახევარი მილიონი, მოთაფლე ეს ექსპერტ-ჟურნალისტები და ეგრევე ახალ ბუფონად შეგრაცხავენ.დდდ

ალისონი დღესაც ძალიან მაგარი მეკარეა,ლივერპულში რომ გადავიდა,მაშინ კი,ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ნაყიდ და სეზონში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა.მის შემდეგ მისულ ნებისმიერ შემცვლელს შეექმნებოდა პრობლემები და მამარდას საქმეც ასევეა!ეგეც არის,რომ დღეს მისი ფასის მეკარე აღარავინ არის შემორჩენილი.29 მილიონიანი მეკარის სადებიუტო სეზონის 71 მილიონიანთან შედარება,საკმაოდ არაკორექტულია და არც არავინ უნდა მოითხოვოს.გიორგი პირველი ნომერი გახდება და თამაშსაც გააუმჯობესებს,მაგრამ უეჭველად მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ გახდომა,ცოტა ძნელი წარმოსადგენია.საუკეთესოს,არც სხვები მიჰყიდიან და თუნდაც მამარდა შეცვალონ,ის შემცვლელი საუკეთესო ვერ იქნება.არ მგონია,რომ გიოს გაჰყიდიან,სამაგიეროდ მგონია,რომ გიო პირველი მეკარე გახდება და თუმცა ალისონის სახელის შემდეგ,მას კრიტიკას არ მოაკლებენ,მაგრამ პირველი მეკარე,მაინც ის იქნება.
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას