პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურში „ლივერპულმა“ გასვლაზე „ევერტონი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს, ბეტუს თავური და გარნერის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან ნდიაიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს - პიკფორდის კარი სალაჰმა დალაშქრა.

54-ე წუთზე ბეტუმ ანგარიში გაათანაბრა, ინერციით მამარდაშვილს შეეჯახა, გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ვუდმენმა შეცვალა. კომპენსირებულ დროში ვან დეიკმა გაიტანა და „წითლებს“ გამარჯვება მოუპოვა.

ქართველმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე მე-16 მატჩი ჩაატარა და იმედია, სერიოზულად არ დაშავებულა. მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.1, Sofascore 6.9, Whoscored 6.3.

„ლივერპულმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 55 ქულით მეხუთე ადგილზეა და 25 აპრილს „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

ლივერპული. „ჰილ დიკინსონი“

ევერტონი - ლივერპული 1:2

გოლები: 0:1 სალაჰი (29), 1:1 ბეტუ (54), 1:2 ვან დეიკი (90+11)

- სალაჰმა მერსისაიდულ დერბიში მეცხრე გოლი გაიტანა და ჯერარდის რეკორდი გაიმეორა.

You’ll never walk alone
დათო,კარგი თემა ასწიე. მეც ვამჩნევ კომუნიკაცია აკლია გუნდში. შეიძლება თვითონაც არის მაგის მიზეზი. თუმცა უფრო ძველი მოთამაშეების ქედმაღლობა მგონია!
toti
მარტო მამარდაზე არა, ეტიკეტეზეც მასე იყო ჩემპიონთა ლიგაზე.. მთელი პსჟ ადგა თავზე ტრავმირებულს და თანაგუნდელები ბოლოსკენ მივიდნენ
დათო
გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ამ მომენტში კარგად გამოჩნდა რომ სამწუხაროდ გუნდი არ აღიარებს, ერთი თანაგუნდელიც არ მისულა გასამხნევებლად, არც კაპიტანი. სამწუხაროა, ესეც მათი You’ll never walk alone… დროულად გაეცლებოდეს მაგ ბანდას, უკეთესი იქნება.
ზაზა ცერცვაძე
მოუბოდიშა გიორგის ნეტავ?გიორგი მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ

ხედავდა,რომ გოლის გატანა შეეძლო,მაგრამ მეკარეს დაეჯახებოდა და მეკარე გაიმეტა!მატჩის ბოლოს,ბრენტუიტს პირით ხაზთან ზურგში ხელი ჰკრეს,სარეკლამო დაფაზე მიაგდეს და ისიც თვალცრემლიანი,საკაცით გაიტანეს.მსაჯები ბრძოლის საშუალებას აძლევენო.ბრძოლის კი არა,მტვრევის საშუალებას აძლევენ და ამიტომაა,იშვიათად თუ ვინმე ცდილობს კაცის ერთიერთზე მოტყუებას და ყველა პასებით,ან ჩაწოდებებით ცდილობს,გოლის გატანას.როცა ბურთზე თამაშის შანსი არ გაქვს და ფეხბურთელს ურტყამ,მაგას გაფრთხილება რაღად უნდა?არ იცის,რომ არ შეიძლება?!გააძევე და მეორედ აღარ გაიმეორებს!როცა მწვრთნელები შეხედავენ,რომ განზრახ უხეშობა ძვირად უჯდებათ,თვითონვე აუკრძალავენ ფეხბურთელებს,ასე თამაშს და ტექნიკურ ფეხბურთელებს,ფასი დაედებათ,ფეხბურთი კი,უფრო კარგი საყურებელი გახდება.
გიორგი
გამოჯანმრთელება გიორგის!
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
ნდობა მამარდაშვილს - ქართველი დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე იქნება
ხვიჩა ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის! - "ახლა ან აღარასოდეს"
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] დუეების ემოციური საღამო - მამამ იტირა, შვილმა ძმაზე ემოციური კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა
დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" "რიო ავეს" მოუგო
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
კარში მამარდაშვილი, შეტევაში გაფურჩქვნის ასაკში მყოფი ბარკოლა - როგორი იქნება ინგლისური მედიის აზრით, გარდასახული "ლივერპული"
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
ღია ჭრილობა გაუკერეს - რამდენი ხანი გაუცდება მამარდაშვილს?
მამარდაშვილი თუ ალისონი - ცნობილი გახდა, რომელი ითამაშებს "ევერტონთან"
"სრული ნდობა მამარდაშვილს - იაფფასიანი მეკარის გამო არასტაბილურობის შექმნა საჭირო არ არის" - ინგლისური გამოცემა
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს
როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
"საავადმყოფოში გადაიყვანეს" - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
"მამარდაშვილი მშვიდი და დამაჯერებელი იყო, თუმცა" - ინგლისური მედია მაინც ალისონს მისტირის
ნდობა მამარდაშვილს - ქართველი დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე იქნება
კარში მამარდაშვილი, შეტევაში გაფურჩქვნის ასაკში მყოფი ბარკოლა - როგორი იქნება ინგლისური მედიის აზრით, გარდასახული "ლივერპული"