ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი

სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო. თბილისსა და ზესტაფონში თითო შეხვედრა გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა თსუ-მ მე-8 ადგილზე გასული კსუ-კავკასია მიიღო და 85:74 დაამარცხა. ეს არ იყო იოლი გამარჯვება, თუმცა არც ისეთი დიდი ბრძოლა გამართულა, მატჩის ბედს 1 სროლა რომ წყვეტს ხოლმე.

დაძაბულობა უფრო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის იყო. მატჩი საკმაოდ ემოციური გამოვიდა – მსაჯებს არაერთი ტექნიკურის, არასპორტულისა და დისკვალიფიკაციის მიცემაც კი მოუხდათ. მოედნიდან კსუ-კავკასიას მთავარი მწვრთნელი, ბექა წივწივაძე დაითხოვეს, რისი მიზეზიც მეტოქეთა მიმართ კონფლიქტური სიტუაციის შექმნა იყო.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარი და შესაბამისად, საინტერესო გამოვიდა. პირველი პერიოდი ფრედ – 18:18 დასრულდა, მეორე კი კავკასიამ მინიმალური სხვაობით მოიგო და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა – 38:37.მესამე პერიოდიდან ყველაფერი შეიცვალა. თსუ-მ მოახერხა კავკასიელთა დაცვის დეზორგანიზება, რაშიც ლომის წილი თსუ-ს ლეგიონერ, კურვოსიე მაკკოლს მიუძღვის, რომელმაც პერიმეტრიდანაც დაბომბა მეტოქე და საჯარიმოდანაც.

მესამე პერიოდი უნივერსიტეტელებმა 25:12 მოიგეს, ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. თამაში ისე ჩამთავრდა, კავკასიას მეტოქესთან მიახლოების შანსი არ მისცემია. თსუ-ს მაკკოლმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ალექსანდრე ფევაძემ 9 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 14 ქულით კვენტინ ჰარდრიქტი, ხოლო 13-ით – მალკოლმ დრამრაითი გამოირჩნენ. კავკასიაში 14 ქულით საუკეთესო იყო ჰავიერ ბელი.

ამ წყვილში სერიის მეორე მატჩი 25 აპრილს, კვლავ თბილისი არენაზე გაიმართება.

ზესტაფონში გამართულ შეხვედრას რაც შეეხება, ფიცხელი ბრძოლისგან ის უფრო შორს იდგა. იყო მომენტი, როცა ზესტაფონის მარგვეთი 24 ქულით ამარცხებდა ორბს, საბოლოოდ კი 98:78 მოუგო. არადა, ეს გახლავთ ყველაზე თანაბარი წყვილი, რადგან რეგულარული ჩემპიონატი ამ გუნდებმა ცხრილში გვერდი-გვერდ დაასრულეს. მარგვეთი მე-4-ზე გავიდა, ორბი კი მე-5-ზე.

მარგვეთმა გუნდურად ითამაშა. ჩავარდნა არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია და გამარჯვებაში თავისი წვლილი ყველამ შეიტანა. მასპინძლებს 18 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით კრისტიან ჯონსმა ულიდერა. 19 ქულით ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, რომლის ანგარიშზე 5 პასიც იყო. ორბში 21 ქულით შონ მური გამოირჩა.

სერიის შემდეგ მატჩს კვლავ ზესტაფონი – 25 აპრილს უმასპინძლებს.

GBF

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა: პლეი ოფის წყვილები ცნობილია

რუსთავმა ბათუმთან წააგო და სუპერლიგაში დასარჩენად კასპის გრიფინს შეხვდება

რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს

"ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია

Breaking: პეპ გვარდიოლა მზადაა იტალიის ნაკრები გაწვრთნას

სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი

რამდენად ფრთხილი იქნება ენრიკე შესანიშნავ "კვარასთან" - "ბაიერნამდე"

პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს

20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში

მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში

ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

23 მატჩი და 24-მილიონიანი კომპენსაცია - "ჩელსიმ" როსენიორი გაათავისუფლა

[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა

იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო

კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა

ლუის ენრიკე: "კვარას" უეჭველი ჩემპიონთა ლიგის მატჩი ეგონა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 დინამო (ბთ). კაცნაკლულმა ზღვისპირელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ...

კიტეიშვილმა "შტურმი" ორკაცნაკლულ "ლასკთან" მარცხისგან იხსნა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნანტთან" მატჩში?

ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს