პსჟ-მ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა და დღეს დილით მიუნხენში გაფრინდება. პარიზულ გუნდს Infinity-ში უნდოდა დაბინავება, სადაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალისას იმყოფებოდნენ, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. „ბაიერნის“ მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ და სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა განაცხადეს, რომ ეს მათი საშინაო მატჩი და მათი ქალაქია და ეს სასტუმრო ბავარიულმა გუნდმა დაიკავა.

კომპანიმ ქომაგებს მიმართა: „ჩემი ერთადერთი თხოვნაა: თუ ვინმე ბილეთს შეიძენს და თავს შეუძლოდ იგრძნობს, სახლში დარჩეს და ბილეთი ყველაზე ჯანმრთელ ადამიანს მისცეს, რომელიც ჩვენი ციხესიმაგრის დაცვაში შეიტანს წვლილს. უნდა გავიმარჯვოთ და 75 ათასი ფანის თანადგომა გვჭირდება“.

„რეკორდმაისტერის“ გენერალური დირექტორის იან-კრისტიან დრეზენის თქმით, წაგებულ პირველ შეხვედრაში (4:5) ქება დაიმსახურეს, მაგრამ ქათინაურებით ფინალში ვერ გავლენ, ამისათვის წარმოუდგენელ „პარი სენ ჟერმენთან“ საფეხბურთო სამყაროს გაოგნება სჭირდებათ.

„ბაიერნი“ პსჟ-სთან ახალი ფორმით ითამაშებს.

პსჟ Andaz-ში დაბინავდება, რომელიც „ალიანც არენასთან“ უფრო ახლოს მდებარეობს. პარიზიდან საყვარელ გუნდს მხარდასაჭერად 3 700 გულშემატკივარი გაჰყვება - ეს ფიფას მიერ სტუმართა გუნდის ქომაგებისთვის დაწესებული 5%-იანი კვოტაა.

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელის ლუის ენრიკეს განკარგულებაში მხოლოდ ტრავმირებულები ლუკა შევალიე და აშრაფ ჰაკიმი არ არიან. მაროკოელს უორენ ზაირ-ემერი შეცვლის. ფაბიან რუისი ძირითად შემადგენლობაში იქნება, თუმცა ეჭვობენ ფიზიკური მდგომარეობის გამო 90 წუთი (ან 120) შეძლოს თამაში. სხვა მხრივ სასტარტოში ცვლილებები მოსალოდნელი თითქმის არ არის. „ეკიპის“ ცნობით, გასარკვევია თავიდან თამაშს დეზირე დუე დაიწყებს თუ ბრედლი ბარკოლა.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე (ან ბარკოლა), კვარაცხელია, დემბელე.

ქოჩორაშვილი 13+ წუთი ათამაშეს - "სპორტინგმა" "ვიტორია" გაანადგურა
ქოჩორაშვილი "ლევანტეში" დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ არის ერთი დიდი "თუმცა"
გასაკვირი ამბავი - მიქაუტაძეს მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
ტრავმირებული კიტეიშვილის საგოლე პასი - "შტურმი" "ზალცბურგთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] გიჟური მატჩი მოულოდნელი გმირით - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა
კიმიხი: პსჟ-სთან დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
[VIDEO] გულიაშვილის "რასინგმა" ლა ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] გაცეცხლებული ლუის ენრიკე - ესპანელი საკუთარი ფეხბურთელის ქმედებამ გააგიჟა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს
დავითაშვილი მოხვდა, კვარაცხელია ვერა - საფრანგეთში საუკეთესოებს ირჩევენ
კიმიხი: პსჟ-სთან დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
"ქართველი რომ არ იყოს, "ოქროს ბურთს" აუცილებლად მოიგებდა" - ცნობილი კომენტატორის უცნაური შეფასება ხვიჩა კვარაცხელიაზე
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
დი კანიო: იტალიაში გვშურს - პსჟ-ს და "ბაიერნის" მატჩი გოძილასა და კინგ კონგის ბრძოლას ჰგავდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"რონალდინიოც ასეთი იყო" - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა
[VIDEOS] ბუდუს შოუ და ულამაზესი გოლი "ალიანც არენაზე" - ზივზივაძემ "ბაიერნს" დუბლი შეუსრულა
კვარაცხელიას გარეშე - პსჟ "ლორიენთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მარკინიოსი აღფრთოვანდა - ნახეთ, რას აკეთებს კვარაცხელია ვარჯიშზე "ბაიერნთან" საპასუხო მატჩის წინ
რუსი ნახევარმცველი პსჟ-ს უახლოვდება - კამპუში მოსალაპარაკებლად მოსკოვში გაფრინდება
მათეუსი: პსჟ "ბაიერნს" ვერ გაუძლებს - ბავარიელებმა პარიზში მეტოქეზე უკეთ ითამაშეს
[VIDEO] გაცეცხლებული ლუის ენრიკე - ესპანელი საკუთარი ფეხბურთელის ქმედებამ გააგიჟა
"როცა ვარჯიშზე მივდიოდი, უკვე იქ იყო და მანქანაში ეძინა. იცით, რატომ აკეთებდა ამას?" - ოლისეს ყოფილი მწვრთნელი