საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტყიბულის „ორბს“ შორის ნამდვილ საკალათბურთო თრილერად იქცა. მატჩი, რომელიც ერთი შეხედვით სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თსუ-ს ფანტასტიკური ქამბექის წყალობით უკიდურესად დაიძაბა, თუმცა ირაკლი ტომარაძის გუნდმა კრიტიკულ მომენტში ხასიათი გამოავლინა და 91:85 იმარჯვა.

„ორბმა“ შეხვედრის სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და მეორე მეოთხედში მოწყობილი გაქცევის (28:13) შემდეგ, დიდ შესვენებაზე სოლიდური ფორა შეიქმნა. მესამე პერიოდში სხვაობა 18 ქულამდეც გაიზარდა (48:66), რაც ბევრი გულშემატკივრისთვის მატჩის ბედის გადაწყვეტის ტოლფასი იყო. თუმცა, სტუდენტებმა დანებება არ ისურვეს და მიხეილ ბერიშვილისა და ალექსანდრე ფევაძის წინამძღოლობით, მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს. მალკოლმ დრამრაითის ზუსტი ორქულიანით თსუ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე წინაც კი გავიდა (77:75), თუმცა გადამწყვეტ წუთებზე ტყიბულელთა ლიდერების სიზუსტემ სტუმრებს გამარჯვება და სერიაში წონასწორობა მოუტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკ ფრიმენი გახდა, რომელმაც 23 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სტუმართა რიგებში ბრწყინვალე იყო შონ მურიც, რომელმაც 20 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. კრიტიკულ მომენტებში ზუსტი სამქულიანებით გამოირჩა ბექა ლომაშვილი (14 ქულა), ხოლო ილია ლონდარიძემ გუნდს 9 ქულა შესძინა. თსუ-ს მხრიდან 21 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. მიხეილ ბერიშვილმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა, კურვოსიე მაკკოლმა კი 13 ქულა მიითვალა.

ამ გამარჯვებით „ორბმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა — 1:1. ნახევარფინალური დაპირისპირება ახლა ტყიბულში გადაინაცვლებს, სადაც მომდევნო ორი მატჩი 13 და 15 მაისს გაიმართება. შინ მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობის შემდეგ, ტყიბულელებს საკუთარ კედლებში სერიაში დაწინაურების კარგი შანსი აქვთ.

GBF

თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
U22 | ვსა-მ ვინგსს გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში რუსთავს შეუწყვილდა
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-1 სამგურალი. კუთხურების ფასი
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-1 ტორპედო. ...მაგრამ ისინი წლიდან წლამდე იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" სტუმრად "კიოლნს" მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი აქვს
კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - "შტურმმა" "ჰარტბერგს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-2 დილა. შეყილაძეს ლონგოს წასვლა "მოუხდა"
მიქაუტაძის 20 წუთი - "მალიორკამ" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
"რეალის" დატოვების შემთხვევაში, ვინისიუსის დამატების მთავარი ფავორიტი ცნობილია
"ბაიერნი" ვლაჰოვიჩს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
[VIDEO] გენიალური ლიონელ მესი - არგენტინელის გოლი და ორი საგოლე პასი "ტორონტოსთან"
პსჟ საკადრო პრობლემებით და ლიდერების დასვენების აუცილებლობით - ვის ათამაშებს ლუის ენრიკე "ბრესტთან"?
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა
[VIDEO] დავითაშვილი გოლით და საგოლე პასით დაბრუნდა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში გადასასვლელად, ალბათ, პლეი-ოფში იბრძოლებს
"ეს შეცდომა იქნება" - ფიგუ მოურინიოს "რეალში" დაბრუნების წინააღმდეგია
ქვიზი: გამოიცანი, ვინ გამოიმუშავებს ევროპულ კლუბებში ყველაზე მეტს