საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი გამოვლენილია. ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ, მესამე შეხვედრაში ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ (ვსა) სრული დომინაცია აჩვენა და „ვინგსი“ დამაჯერებლად დაამარცხა. ნიკა ბიწკინაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი ისეთი ფურორით დაიწყო, რომ სერიის ბედი ფაქტობრივად პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა.

მატჩი აკადემიელების სრული უპირატესობით დაიწყო. ნიკა ბიწკინაშვილის შეგირდებმა პირველივე პერიოდში მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და მეოთხედი 15-ქულიანი სხვაობით, 30:15 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე პერიოდში ნიკა ბურჯანაძის „ვინგსმა“ თამაშის გათანაბრება და სხვაობის ოდნავ შემცირება შეძლო (24:15 ვინგსის სასარგებლოდ), ვსა-მ დიდ შესვენებაზე ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.

თამაშის მეორე ნახევარში ვსა-მ კონტროლი დაიბრუნა – მესამე პერიოდი ფაქტობრივად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა (24:23), ხოლო დასკვნით ათწუთეულში აკადემიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი სიძლიერე (26:17), საბოლოოდ კი ტაბლოზე სოლიდური სხვაობა, 95:79 დაფიქსირდა.

ლიდერები და სტატისტიკაგამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო გიორგი ნიკოლაევი, რომელმაც 26 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, მას მხარი დავით გოგოლაძემ (17 ქულა, 5 პასი), ანდრია ცერცვაძემ (15 ქულა), ვატო გაჩეჩილაძემ (10 ქულა, 9 მოხსნა) და გიორგი დონაძემ (10 ქულა) აუბეს. ნიკა ბურჯანაძის გუნდში კი გამორჩეული მატჩი ჰქონდა ირაკლი ახალაიას, რომლის 34 ქულა და 7 მოხსნა „ვინგსისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა, მასთან ერთად ორნიშნა მაჩვენებლები სანდრო რობაქიძემ და თემურ კაპანაძემ (10-10 ქულა) დააფიქსირეს, ხოლო ანდრია მდინარაძემ და გაბრიელ ბალანჩივაძემ გუნდს 8-8 ქულა შესძინეს.

ფინალური სერია: რუსთავი VS ვსაამ გამარჯვებით ვსა ფინალში გავიდა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის ტრიუმფატორს, „რუსთავს“ დაუპირისპირდება. წინ დიდი ბრძოლაა, რომელიც 14 მაისს რუსთავში, „ქიმიკოსთა დარბაზში“ დაიწყება.

ფინალური სერიის განრიგი:

14 მაისი, 19:00 – რუსთავი (ქიმიკოსთა დარბაზი)

17 მაისი, 18:00 – ვსა (დიღომი არენა)

19 მაისი, 19:00 – რუსთავი (საჭიროების შემთხვევაში)

GBF

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
"საფრანგეთის პრეზიდენტობა? - ისედაც ვერ მიტანენ" - მბაპემ კითხვაზე უპასუხა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
"სისხლის დანახვაზე პანიკაში ჩავარდა... ილიამ დარტყმებით ღვიძლი პირდაპირ ამომიწვა" - გეიჯიმ ახსნა, როგორ მოახერხა თოფურიას დამარცხება
[VIDEO] ალისონს დაშვებული შეცდომის შესახებ კითხვა არ ესიამოვნა და ინტერვიუ შეწყვიტა
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] საბედისწერო გოლი. ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება