„არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პსჟ-ს გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ და ხვიჩა კვარაცხელიასი ეიმედებათ, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. „პარიზიენმა“ ქართველს ორი სტატია მიუძღვნა.

ვინსენტ მონგაიარი წერს: „კვარაცხელია ერის კერპი და სიამაყეა. ახლა მთელი მსოფლიო იცნობს საქართველოს. არგენტინელებს ჰყავთ მესი, ქართველებს კი - კვარაცხელია. გამაოგნებელი დრიბლინგის მქონე თვალისმომჭრელი გარემარბი სამშობლოში თავისი უნარების გამო გმირადაა მიჩნეული.

დასავლეთ საქართველოში, ქალაქ წალენჯიხაში, სადაც 26 ათასი ადამიანი ცხოვრობს, პატარა სტადიონთან ახლოს, ხუთსართულიანი სახლის ფასადზე მისი გამოსახულებაა (მურალი გერმანელმა მხატვარმა ქეის მაქლეინმა შექმნა).

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ კვარაცხელიას ქუჩაზე, 7 ნომერში, უზარმაზარი ნამუშევრის გამოსახვა მხოლოდ დამთხვევაა - ეს ბედნიერი ციფრია და ფეხბურთელის გვარის ადამიანი იქ ბევრია.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: „კვარა“, რომელიც 30 მაისს „არსენალს“ დაუპირისპირდება, მთელ საქართველოში დიდი სიყვარულით სარგებლობს“.

მატიე კოსტაგუტა იტყობინება, რომ კვარაცხელიას მაისურებზე საფრანეთის დედაქალაქში დიდი მოთხოვნაა: „ის თითქოს მოედანზე გამარჯვების სურვილითაა შეპყრობილი - რატომ გიჟდებიან ფანები კვარაცხელიაზე? ხვიჩა ხიბლავს მათ, მისი პოპულარობა შაბათის შეხვედრამდე სულ უფრო მზარდი ხდება.

ცენტრალურ კიბეზე მანეკენზე „კვარას“ მაისური ერთადერთია, ელისეს მინდვრებზე კლუბის საფირმო მაღაზიაში მეტი არ მოიძიება, რადგან ყველა უკვე გაიყიდა, ხოლო უსმან დემბელეს, დეზირე დუეს და ნუნო მენდეშის ფორმა მრავლად შეგვხდებათ და ხელმისაწვდომია. აქ ქომაგები გუნდის ატრიბუტიკას იძენენ. მარცხენა თავდამსხმელის საყოველთაო აღიარება იმდენად დიდია, რომ მისი მაისური დეფიციტი გახდა“.

მამარდაშვილი ერთბაშად სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს - როგორ განვითარდება მოვლენები?
გულიაშვილს ოპერაცია მადრიდში წარმატებით ჩაუტარდა
ეს ზურიკოს გუნდისთვის კარგია - საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება
ქალთა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
შმეიხელმა 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
დიბალა "რომაში" დარჩა - არგენტინელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
"ფიორენტინას" ახალი მწვრთნელი ეყოლება - გროსო ფლორენციაში მიდის
ლეაოს თურქეთში უხმობენ - პორტუგალიელ ფეხბურთელს მსუყე გასამრჯელო ექნება
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცას" ვერ მოუგო - ყველაფერი 29 მაისს გადაწყდება
კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის - La Repubblica ალისონის და სალაჰის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
"სრული სვლით, ბოლო სპრინტი" - რაისი პსჟ-სთან ფინალზე
Geo Team: მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჩილესაც მოუგო
[PHOTO] ელ შაარავის საცოლემ ბარძაყზე ფეხბურთელის სურათი დაიხატა - რას წერს ლუდოვიკა სოციალურ ქსელში
მინოლემ 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
შოტლანდიაში სკოტ მაკტომინეის გამოსახულებით ბანკნოტი გამოუშვეს
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ვამაყობ, რომ ქართველი ვარ... ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტი სწორედ ესაა" - კვარაცხელია UEFA-ს ოფიციალურ საიტს ესაუბრა
რომელ ადგილზეა კვარაცხელია? - L’Équipe-მ პოზიციების მიხედვით მსოფლიო რეიტინგში პსჟ-ს ფეხბურთელები დაასახელა
"სრული სვლით, ბოლო სპრინტი" - რაისი პსჟ-სთან ფინალზე
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
"არსენალთან" ფინალში პსჟ-ს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას
"ჩვენ რომ ლამაზად ვთამაშობდით, რა მოვიგეთ?" - გლები "არსენალის" კრიტიკას გამოეხმაურა
არტეტამ განაცხადა, რომ შაბათს ევროპის ჩემპიონები გახდებიან - ფინალზე კვარაცხელიამ ისაუბრა
პსჟ-სთან მატჩის წინ "არსენალს" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა
"ვინ სჭირდება "არსენალს" მსოფლიოში დომინირებისთვის?" - მორგანმა კითხვაზე უპასუხა
"ფენომენია, მინდა "ლივერპულში" სალაჰი შეცვალოს" - ჰესკი კვარაცხელიას შესახებ
"ბატრაკოვის პსჟ-ში გადასვლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს" - ღურწკაია წინასწარმეტყველებს