საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბიქსენტ ლიზარაზუმ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, პსჟ-ს მენტალურად ძლიერი გუნდი უწოდა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

„ცხადია, „არსენალის“ გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ მეტოქის შემტევებისთვის უნარების გამოყენების საშუალება არ მიეცა და დროის გაყვანით შეეჩერებინა. თამაში საკმაოდ სუმბურული იყო, ვნახეთ როგორი გაღიზიანებული იყვნენ პარიზელი ფეხბრთელები. გამიკვირდა, რომ ამ გეგმას ექსტრა ტაიმებშიც არ გადაუხვიეს, როდესაც პსჟ-მ მოედნიდან დიდი მოთამაშეები: კვარაცხელია, დემბელე და ვიტინია გაიყვანა. ლონდონელებმა შეცვლაზე ახალი ფეხბურთელები შეიყვანეს, უფრო აქტიურად მოქმედებდნენ, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. სათადარიგოების იმედი ჰქონდათ, თუმცა, ეს შეცდომად მიმაჩნია, რამეთუ მათ მეტის გაკეთება არ შეეძლოთ. ამბიცია არ ეყოთ, მატჩის გაკონტროლების საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ზედმეტად აკვიატებული იდეით მოქმედებდნენ, რათა მოწინააღმდეგისთვის ხელი შეეშალათ.

განსაკუთრებულად გამთანგავი სეზონის გათვალისწინებით, „პარი სენ ჟერმენის“ გამარჯვება შესანიშნავი გახლდათ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო, სეზონისწინა პერიოდი მოკლე გამოუვიდათ. თებერვალში ფორმის პიკზე გავიდნენ. ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არ არის. პირველი ტიტულის დაუფლების მერე შეიძლებოდა მოშვებულიყვნენ, თუმცა ასე არ მოიქცნენ. გასული ფინალის მსგავსი შეხვედრა ვერ ვნახეთ. დიდებული ფინალისთვის ორი ასეთი გუნდია საჭირო. „არსენალმა“ ეშმაკობით აჯობა, თავის თამაში ჩაითრია. თავს ჩინებულად იცავდნენ, პარიზელებმა ძალიან, ძალიან ცოტა მომენტი შექმნეს. პსჟ ფსიქოლოგიურად ძლიერია. შესვენებაზე, ალბათ, სიტუაცია განიხილეს და როგორც შევნიშნე, მეორე ტაიმში ნაკლებს ნერვიულობდნენ. რა თქმა უნდა, გადაწყვიტეს, მეტოქის ხაფანგში არ მოხვედრილიყვნენ. ამის შემდეგ მსაჯობაც ცოტა შეიცვალა, არბიტრი დროის გაყვანისათვის ლონდონელებს უფრო ხშირად აფრთხილებდა, რამაც მოედანზე ვითარება გააწონასწორა. თუმცა, ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რაც შესვენებაზე მოხდა, პსჟ-ს მეორე ტაიმში სულ სხვა განწყობით გასვლის საშუალება მისცა. ხვიჩამ კი გადამწყვეტი როლი, გადამწყვეტი პენალტის სამართლიანად მოპოვებით ითამაშა“, - განუცხადა ლიზარაზუმ RMC Sport-სა და „ეკიპს“.

დიდი აღიარება - უეფამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
გასაძევებელი იყო თუ არა მოსკერა კვარაცხელიას წაქცევისთვის - ეპიზოდი მსაჯმა შეაფასა
"გამარჯვებისაკენ გასაღები რაში იყო?" - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
"ის მსოფლიოში საუკეთესოა" - პსჟ-ს პრეზიდენტი ფინალის შემდეგ
გასაძევებელი იყო თუ არა მოსკერა კვარაცხელიას წაქცევისთვის - ეპიზოდი მსაჯმა შეაფასა
ედერსონს შეცვლის - თურქული მედიის მტკიცებით, მამარადაშვილი სტამბოლურ გუნდში გადავა
პსჟ - "არსენალი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
ოფიციალურად: "ლივერპულმა" სლოტი გაათავისუფლა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
მიდის თუ არა საუდის არაბეთში - კლოპის აგენტი გერმანელი მწვრთნელის მომავალზე
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
"თუ "არსენალი" გაიმარჯვებს..." - ლონდონელთა ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე
რატომ დაიწყება დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უჩვეულო დროს - UEFA-მ განმარტება გააკეთა
მორიგი უარი “მილანს” - “როსონერის” ჩაბარება არც ხავიმ ისურვა
"ალისონის გაშვება არ უნდათ - მამარდაშვილს თავდაჯერება სჭირდება" - როგორ აფასებენ "ლივერპულში" შექმნილ რთულ სიტუაციას
საფრანგეთის ნაკრების მცველმა "ლივერპული" დატოვა და შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"მეც მინდა ჩემი გუნდი პსჟ-სავით თამაშობდეს" - მიკელ არტეტა
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
"ვარ თუ არა ლეგენდა?" - ლუის ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
დიდი აღიარება - უეფამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
პსჟ - "არსენალი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] ყველაფერი კვარაცხელიას მოპოვებულმა პენალტმა შეცვალა - პსჟ-მ "არსენალი" დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა
დაუნახავები - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "არსენალთან" მატჩში?
"გამარჯვებისაკენ გასაღები რაში იყო?" - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
გასაძევებელი იყო თუ არა მოსკერა კვარაცხელიას წაქცევისთვის - ეპიზოდი მსაჯმა შეაფასა
"ის მსოფლიოში საუკეთესოა" - პსჟ-ს პრეზიდენტი ფინალის შემდეგ