სატრანსფერო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ლივერპულმა“ მეკარე ალისონს შეატყობინა, რომ მისი გაშვება და კიდეც ერთი გამოცდილი ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდათ.

მერსისაიდულმა გამოცემებმა „წითლების“ ამბების შესახებ არაფერი იციან და რომანოს გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველა გაახარა.

ჟურნალისტი ლუის სტილი წერს: „თუ ალისონმა წასვლის სურვილი გამოთქვა, „ლივერპული“ ჯიუტად ხელს არ შეუშლის, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა კიდევ ერთი ლიდერის გარეშე არ დარჩეს. გიორგი მამარდაშვილის შესაძლებლობებში სრულად დარწმუნებული რომ იყვნენ, ბრაზილიელის გასხვისებიდან გარანტირებული თანხის მიღების გათვალისწინებით, ალბათ, მის გაშვებაზე დათანხმდებოდნენ“.

ამასთან დაკავშირებით Liverpool Echo-ზე საფეხბურთო მიმომხილველებმა პოლ გორსტმა, რიჩარდ გარნეტმა და მორგან კინგმა ისაუბრეს.

გორსტი: „რა თქმა უნდა, კლუბს ხანგრძლივვადიანი პერიოდის დაგეგმვა სჭირდება და ამის დადასტურება მამარდაშვილის შეძენაა. მოჰამედ სალაჰი და ენდი რობერტსონი წავიდნენ, ამიტომ ალისონის გაშვება ზედმეტად ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ არნე სლოტისთვის პრობლემური სეზონის შემდეგ, მრავალ ასპექტში თავდაჯერებაა აუცილებელი.

ალისონს ბოლო სამ სეზონში მატჩების 30% გაუცდა, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება ცნობილია. გასაგებია კლუბის პრაგმატული პოზიცია, თან როდესაც ბეკერი მაღალანაზღაურებადია. თუმცა, ახლა მისი დაკარგვა გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. მოჰამედ სალაჰს და ენდი რობერტსონს დაემშვიდობნენ, მესამის დაკარგვა კი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება - როგორც მინიმუმ კიდევ ერთი წლით“.

გარნეტი: „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რიგ მატჩებში მამარდაშვილი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ძალიან შორსაა, რათა დიდი მეკარის ადგილი დაიკავოს. გასული წლის ზაფხულში უფრო გამოცდილი კაომინ კელეჰერი გაუშვეს. ირლანდიელის თუნდაც ერთი სეზონით დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს სიტუაცია არ შექმნილიყო“.

კინგი: „მამარდაშვილი „ვალენსიაში“ შესანიშნავი იყო, თუმცა „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბოლო ორ სეზონში იმავე დონეზე არ უთამაშია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეუძლია ძველი ფორმა დაიბრუნოს, ამისათვის დრო სჭირდება, თუმცა მოგერიებების გარდა (ეს უკეთ ეხერხება, ვიდრე ამ სეზონში აჩვენა), მეკარისთვის აუცილებელია დაცვას თავდაჯერება შემატოს.

ამისათვის თავად მართებს თვითდაჯერება. ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია და ისეთი დამაჯერებელი ვერ გახლდათ, როგორიც ალისონი „ენფილდზე“ მოსვლის პირველივე წელს“.

ერთი სიტყვაც არ თქმულა იმაზე, პრობლემატურ გუნდში როგორ მძიმე ვითარებაში მოუწია მამარდაშვილს თამაში და არც ის აღუნიშნავთ, მხარდაჭერის ნაცვლად მუდმივი კრიტიკით როგორ წნეხში ამყოფებდნენ.

იუთუბიზე,რუსებმა დაწერეს,სლოტი გაათავისუფლესო!ახლა ვნახე და არ ვიცი,სიმართლეა თუ მორიგი ფეიკი.

ვალენსიაში გატარებულ ბოლო სეზონსაც ათვლის,როცა ლივერპულის საკუთრებად ითვლებოდა.
ქიტესა პაპა
ანუკი არეშიძის ახალ ლუქებს როდის გვანახებთ?
დიმიტრი დუშუაშვილი
mase cudad aravis ar moqcevian
rona
ბოლო 2 სეზონი როდის იყო მამარდა ლივერპულში? ეს ერთი სეზონი არ იყო?
პეტუხი კრიშტიანუ
აბა 30 მილიონს რატომ იხდიან ფეხბურთელში,ისიც მეკარეში,თუ მძიმე ვითარებაში თამაშს და კრიტიკის წნეხს ვერ გაუძლებს?
თენგაბი
წინა სეზონისგან განსხვავებით ლივერპული, მთელი გუნდი, წელს აშკარად ამოვარდნილია ფორმიდან - ძნელია ზედიზედ ორი სეზონი შეინარჩუნო ის ფიზიკური ფორმა და დატვირთვები, რაც გუნდს წინა სეზონში ჰქონდა. ყველაზე მეტად ეს დაცვას ეხება. ასეთ დაცვას მამარდაშვილი კი არა იაშინი და ბენქსი რომ იდგეს ერთად კარში, ისინიც ვერ დაიცავდნენ კარს ხელშეუხებლად, მითუმეტეს მამარდაშვილი, კვარტალში ერთხელ რომ ათამაშებ. რაც არ უნდა ძლიერი მეკარე იყო, დრო გჭირდება, რომ გუნდის სტილში ჩაჯდე, უსიტყვო კომუნიკაციო დაამყარო დამცველებთან და მათთან ურთიერთობის ნიუანსებს ჩაწვდე, ცალკეული თავისებურებები გაითვალისწინო - ყველა ფეხბურთელისათვის და მეკარისათვისაც სტაბილურ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვერ გავიგე რა პრეტენზიები აქვთ მამარდასთან - ლივერპული იმაზე უარესი არ გამხდარა, რაც სეზონის იმ ნაწილში, სანამ ალისონი იდგა კარებში. ევროპაზე ნაჩვენებ სამ ათეულამდე სეივს მეკარე ყოველ თამაშში ვერ აჩვენებს. მამარდა ძალიან მაღალი დონის მეკარეა, ის ალისონზე ნაკლები არაფრითაა,მეტი თუ არა და თუ ინგლისელებს იმის იმედი ჰქონდათ, მარტო ის გადაარჩენდა ლივერპულს, ძალიან შემცდარან.
BBC: "არსენალი" ბართიშვილს წინასაკონტრაქტო შეთავაზებით მიმართავს
ტყუპისცალიც ავსტრიაში - ოთარ მამაგეიშვილი "ვოლფსბერგერში" გადაბარგდა
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ 16 წლამდელთა ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო
[VIDEO] წარმოუდგენელი სიხარული - ნახეთ რა ხდებოდა კონგოში, როცა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] განამ პანამა ბოლო წამებზე დაამარცხა
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
[VIDEO] დიდებულ მატჩში ინგლისმა ხორვატიას სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-3 დინამო (ბთ). ახალი იმპულსის აუცილებლობა
[VIDEO] რონალდოს პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
საჩუქრის იდეები ზაფხულის დაბადების დღეებისთვის Extra.ge-ზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
[VIDEO] ალისონს დაშვებული შეცდომის შესახებ კითხვა არ ესიამოვნა და ინტერვიუ შეწყვიტა
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
მამარდაშვილი ერთბაშად სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს - როგორ განვითარდება მოვლენები?
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
რატომ გაათავისუფლა "ლივერპულმა" მოულოდნელად სლოტი - ოუენმა მიზეზი განმარტა
"იუვენტუსს" ალისონის შესახებ "ლივერპულისგან" პასუხის მიღება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა
თუ ბარკოლა წავა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება