ვინაიდან მეკარე ალისონი, სავარაუდოდ, "ლივერპულში" დარჩება, გიორგი მამარდაშვილი გუნდს დატოვებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ფენერბაჰჩეს" საპრეზიდენტო კანდიდატი ჰაკან საფი გამარჯვების შემთხვევაში მამარდაშვილის მიწვევას აპირებდა, თუმცა ის არჩევნებში დამარცხდა.

პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი გახდა. ახლა კი თურქული მედია იტყობინება, რომ მამარდაშვილის შესახებ "ლივერპულს" "ბეშიქთაშმა" წინადადებით მიმართა, რომლის მწვრთნელად ვინჩენცო იტალიანო დანიშნეს.

Besiktas+News-ი წერს, რომ ქართველს ისეთ გუნდში სურს გადასვლა, სადაც სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება, "ბეშიქთაშს" კი მისი ტრანსფერი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით უნდა.

Falsoreport-ის ცნობით, "ლივერპული" დიდი ალბათობით მამარდაშვილის იჯარაზე დათანხმდება, ხოლო "ბეშიქთაშს" ფეხბურთელისთვის სეზონური გასამრჯელოს, 6.5 მილიონი ევროს (ბონუსებიანად) სრულად გადახდა მოუწევს.

"ბეშიქთაშმა" გასული სეზონი წარუმატებლად დაასრულა, მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ეს კლუბი "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის შეძენასაც შეეცდება. ასე რომ, არ არის გამორიცხული მამარდაშვილმა და დავითაშვილმა ერთ გუნდში ითამაშონ.

Kakhabery_Art
მამარდაშვილს უმეტესად საᲗამაᲨო პრაქტიკა არ ჰქონდა და ამის გამო ვინც აკრიტიკებᲗ უმეცრების ხარᲗ...
Ჯუმბერი
ეგ დონეა რეალურად. არაა ტოპ კლასი. Ბეშიქთაში, პანათინაიკოსი და ოსასუნას დონეა
ზაკო
მამარდა სამწუხაროდ არასწორ გაღვლებს აკეთებს, ხან იუვე, ხან ინტერი და კიდევ ვის არ იტყვიან, აგერ დიბუ მარტინესი ასტონ ვილადან მიდის მაგრამ მამარდა ასტონვილას არც გახსენებია, თორემ კარგ ვარიანტად ჩაითვლებოდა, თან მომავალ წელს ლიგაც ექნებოდა, ეტყობა აგენტებიც კაი ცხვრები არიან
RR
4 წელია, ყველა საყვედურობს, ფეხით თამაში გააუმჯობესეო და რით ვერ ისწავლა დარტყმა?
გიგო პაპა
ხუმრობთ ხალხო? ბიჭს 20 მილიონ ლარზე მეტი ხელფასი აქვს წელიწადში და უნდა წავიდესო.))) იდეალურ პირობებში ვარჯიშობს ალბათ, კარგს სვამს და მიირთმევს, სახელოვან გუნდში ირიცხება და სადღა უნდა წავიდეს უკეთესში? სუსტი და დირკა დაცვის გამო არ გაუმართლა, ალისონმაც თავს უშველა როცა ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ქონდათ სათამაშო და ყველაფერი მამარდაზე გადატეხეს. აუცილებლად უნდა დარჩეს, ივარჯიშოს, შანსები კიდევ საკმარისზე მეტი მიეცემა, როგორც ჩემპიონატში, ასევე თასებზეც. ახალაზრდაა, ერთი 10 წელი კიდევ იქნება ფორმაში.
გეგი
მოკლედ რაა....
ვახტანგი
თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ. არის წუმპე ჩემპიონატები. კარიერის დასაწყისში და პიკზე არ გაეკაროთ, კარიერის დასრულებისას ფინანსების გამო კიდევ ok. ითამაშეთ: ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ავსტრია, შვეიცარია და მსგავსს ლიგებში, თუნდაც მეორე ლიგებში. ან თუ მაგდენი დონეც არ გაქვთ დინამო თბილისი, ტორპედო ქუთაისი, დინამო ბათუმში და ა.შ. აქ მოძლიერდით და მერე გადადით უკეთეს ლიგებში მამარდაშვილის არის ტოპ 10-15 მეკარეში მსოფლიოში და არაფერი ესაქმება თურქეთში
შავი კაცი
10 წლის წინ გერმანიის ნაკრებში 40% თურქი თამაშობდა ოზილით და გიონდოგანით:))
lasha
რა ამჩატტდა 6 მილიონი აქვს ხელფასი :) არ კიდია სკამზე თუ ზის? ნუ არ კიდია მარა 6 მილიონი დიდი თანხაა :)
მამუკა ნინუა
შანსი რომელიც შესანიშნავად გამოიყენა ვალენსიაში სამწუხაროდ ინგლისში არ გამოუვიდა შანსი საკმაოდ ჰქონდა. მე ვინ მეკითხება მაგრამ ინგლისში გადასვლისას ავღნიშნე მამარდას ძალიან გაუჭირდებოდა პრემიერ ლიგაში ,,დამკვიდრება". მიუხედავად შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებისა მისი სუსტი წერტილი გამოსვლაზე თამაშია, არაფერს ვამბობ ფეხით თამაშზე. თითქოს გამბედაობა აკლია... ცოტა ,, მანდრაჟიც". მშიშარა მეკარე კი უკვე დიდი მინუსია. პირისპირ დარჩენილ ან დამცველთან ბრძოლა მოგებულ ბურთიან მოწინააღმდეგეს ხშირად ნაცვლად გამბედავი და უშიშარი ვარდნის ან ბურთზე წვდომისას ცოტა უადგილო, უაზრო მოძრაობებს აკეთებს. გოლის გაშვებისას კი დათრგუნული, ნირ წამხდარი გამომეტყველება აქვს,რაც ისედაც სუსტ დაცვას ნაცვლად იმედისა პანიკაში აგდებს.მებრძოლი სულისკვეთება აკლია,ის რაც ქონდა და ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.გამბედაობა,ზოგჯერ უხეშობის ზღვარზე თამაში,უშიშარი გამომეტყველება და მეტი თავდაჯერულობა.ნახეთ რაის რომელიც მამარდაზე 15 სანტიმეტრით დაბალია რა თამაშს აჩვენებს,შედის ნებისმიერ ბურთზე ბრხოლაში , არავის არაფერს უთმობს . . .წარმატება მამარდას და ცხვირს ნუ ჩამოუშვებს. შეელიოს მაგ ინგლის, თავის გუნდი იპოვოს.
კკკკკ
ასე იცის ზედმეტმა პრანჭიაობამ
Lelo
. ესპანეᲗის ლა ლიგაᲨი ყოფილიყო რატო ამᲩატტდა, ესპანეᲗᲨი Შეუცვლელი იყო, ახლა კი ᲗურქეᲗᲨი მიდისო, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.ესპანეᲗის ლა ლიგიდან კარგად დაწყებული საქმე, ᲗურქეᲗᲨი არ უნდა გააგრძელო 25 წლის ასაკის ფეხბურᲗელმა.
c
სჯობს საფრანგეთის 1 ლიგაში ან თუნდაც პორტუგალიაში ან დარჩეს სათადარიგოდ ლივერპულში. შეიცვლებიან მცველები და მეკარეები და დადგება მისი დრო რაღაც მომენტში. ან გაანათხოვრებენ სხვა გუნდში ინგლისშივე. არ მინდა ვაწყენინო მამარდას , მე ლოკომოტივიდან შევამჩნიე დინამო მოსკოვთან თამაშისას, იმის მერე ვგულშემატკივრობ, კარგი ბიჭი ჩანს ისედაც, ბევრმა ალბათ ადრეც იცოდნენ მისი კარგი მონაცემები და რეაქცია, უბრალოდ მამარდას აქვს ერთი ცოტა ცუდი ხასიათის თვისებასავით - რეაქციები აქვს ცოტა სულელური, რაღაც გაშტერებული უყურებს ხოლმე გოლი რომ გაუვა , ან მცველებს უყურებს რაღაც დაბნეული ცოტა. მე ვურჩევდი რომ არტისტული გახდეს მეტად და გინდაც შეცდომა დაუშვას - ცოტა გაიღიმოს , იხუმროს, გაბრაზდეს, ახტეს, დახტეს, რამე საინტერესო ქნას, რომ სიმპატია და ინტერესი გაჩნდეს მეტი მის მიმართ. რაღაც სტატიკურად დგას და უაზრო გამომეტყველებებს ღებულობს და ეს მოქმედებს ასე მგონია როგორც გუნდზე, ისე გულშემატკივარზე და კომენტატორებზე, იქმნება შთაბეჭდილება რომ ცუდად ფუთავს თავის უნარებს. რაც აქვს მაგარი და მთავარი კოზირი არის ფიზიკური სიდიდე და საოცარი რეაქცია და ამ ორ კომპონენტს უნდა მოჭიდება. ეშმაკობით უნდა შეეშვას ამ პატარა პასებს ფეხით , რომც თხოვოს მწვრთნელმა უნდა აუხსნას რომ არაა ეს მისი მთავარი კოზირი. რატომაც იყიდეს ვალენსიადან, ისე ათამაშონ, გადაწყობა რომ დაუწყეს. ან სხვა გუნდში სადაც მივა, წინასწარ აუხსნას ვინმეს რომ არ არის საჭირო მას გუნდის კომბინაციებში ლიბეროს მოვალეობები დააკისრონ. არაა ეს მისი ძლიერი მხარე. უბრალოდ ბეშიქთაში უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი მგონია, როგორც მისთვის ისე დავითაშვილისთვის, ასევე ნაკრებისთვის
მამუკა
ვერ არის ტოპ დონე მამარდა, ჩვენია მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ. მშვენიერი შანსი ჰქონდა პრემიერლიგაში დამკვიდრების, მაგრამ ჯერ იყო და იჯარით წასვლა იუკადრისა(ვინც ურჩია ვალენსიაში დარჩენა აშკარად შეცდომა დაუშვა) მერე კიდე ლივერპულშიც ჩინები შანსი ჰქონდა და არაერთი, მაგრამ არასტაბილურად გამოიყურებოდა, მოგერიებულ სეივებზე და გაშვებულ გოლებზე არ არის აქ საქმე, მენტალურად არადამაჯერებელი ჩანდა ბევრ შემთხვევაში.
08
Მეტი სად უნდა წასულიყო გალა ხომ არ იყიდიდაჩვენს გმირს
Achi
ეს ერთი და იგივე რუსებს თავი დააღწიო და თურქებს ჩაუვარდე ხელში არაფრის დიდებით და თან ფენერბახჩე? ჰა კიდე კაი გალათასარაი მაგრამ განა დავიჯერო საფრანგეთში ზურიკოს მსურველი არ ყავს მაგრამ ფული ოხერია და მამარდა არსად წავა მაგი ალისონს არ უნდა დაჭიდებოდა ბორმუთი იყო იდეალური აი მანდ დაკარგა ერთი წელი თუ მეტი არა თუ გაანათხოვრებენ კი მაგრამ ალისონს რამე რომ მოუვიდეს იქ ის უნდათ ტყუილად კი არ შოულობენ ისინი მილიონებს მართლა
მირო
ვინც ევროპიდან თურქეთში გადავიდა,ყველა იქ ჩარჩა.იქიდან ევროპაში ტოპ გუნდში მობრუნებული მე არ მახსენდება.ბოლო მაგალითია ოსიმენი,რომელიც ჩანს რომ ჩარჩა.თუ ამ ბიჭებს უნდათ თურქეთში გაატარონ კარიერა,კი ბატონო.ოღონდ მერე არ ინანონ.
ნელსონ მანდელა
რაც შეეხება ზურიკოს თურქეთი ჩემი აზრით მამარდაშვილისგან განსხვავებით კარგიც იყოს ღია თამაშები მიდის და ბერვს შეაგდებს უეჭველი და გადავა უკეთეს ჩემპიონატში თუ დაიმსახურეს
ნელსონ მანდელა
ბეშიქთაში მერე იქ დაუშვებს ბევრ შეცდომებს დასვავავენ სკამზე და არველაძეს ჩართულობით იჯარით კაისერისპორში გადავა 😃 ეს ხუმრობით მაგრამ ჩემი აზრით ისეთ ჩემპიონატში უნდა გადავიდეს სადაც მოტივაციას და იმედს შეინარჩუნებს რომ ისევ დიდ ევროპულ გუნდში ითამაშებს.
555
თურქეთს მართლაც რომ კარგი ნაკრები ყავს დღესდღეობით, თუმცა კარგი ნაკრების ყოლა არ ნიშნავს იმას რომ ჩემპიონატიც მაგარი აქვს.ერთი საშუალო დონის ჩემპიონატი აქვს თურქეთს, არაფრით გამორჩეული.
მამუკა ბათუმი
ორივესთვის მშვენიერი ვარიანტია თუ დროებით ვსრიანტად იქნება. უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა პლიუს ევროპალიგაზე ურიგო ვარიანტი არაა
Ruslan
მამარდა და ზურიკო კი არა კვარაც რომ გადავიდეს თურქეთის ჩემპიონატში მაგას ვერ ვუყურებ
ჯონდო
ვერ მოუნახეს ამ კაცს ადგილი😄
მამუკა
თურქეთის ჩემპიონატის ცქერის მსურველთა რაოდენობა ძალიან მცირე იქნება.მეც არ მაინტერესებს. არ არის საუკეტესო ვარიატი არცერთისთვის.წარმატებებს ვუსურვებ
Bs
,, არსებობს ალბათობა " ,,არ არის გამორიცხული", ,, სავსებით შესაძლებელია " და ა.შ. ათასი კვერცხობა. ჭორაობა და ბოდიალი. აბანოში (სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს) გამოჩნდება თეთრი და შავი
აბა დალეწავენ ძელებს......
მამარდამ შეიძლება გაქაჩოს კიდეც და დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში,მაგრამ ძალიან მეეჭვება თურქებმა 6,5 ხელფასით იჯარით აიყვანონ. თურქთის ნაკრები ამ 1,5 წელიწადში 3-ჯერ ეთამაშა საქართველოს - ერთი ევრო-24-ზე და ორი ბოლო შესარჩევში,სამივე შეხვედრაში კარს მამარდა იცავდა და 10 გოლი გაუტანეს ჯამში, მეორე და მთავარი - მამარდა ლიველპპოლიდან იძულებულია წავიდეს არა ნაკლები სათამაშო დროის უქონლობით,არამედ პრემიერლიგისთვის არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო, თორემ სათამაშო დრო, წელს საკმარისი მიიღო,როგორც პრემიერ ლიგაში ასევე ჩ/ლიგაზე და თასის შეხვედრებში,მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა, ისევე როგორც ნაკრების თამაშებში....არ ვიცი! ღმერთმა ქნას და ვცდებოდეეე...დავითაშვილის შემთხვევაშიც მგონია, რომ ეს ნიუსი უფრო ყურმოკრული ჭორია და მეტი არაფერი. თუ არა და საფრანგეთის ჭ ლიგის ფეხბურთელმა, როგორ უნდა გააძლიეროს ბეშიქთაში....ისე ყოველ წელს სეზონის დასაწყისში ვრცელდება ხოლმე ათასი ჭორ- მართალი მისი ტოპ ჩემპიონატების გუნდების დაინტერესების შესახებ და რაა!!! როგორც კვარაზეა ახლა ტუფტა ქარიშხალი ატეხილი ჭიქაში ჩვენთან - აქაოდა, კვარას რეალი ყიდულობს 250 მილიონადო და ფიქრობს წავიდეს თუ არაოო....და არის ერთი გამიშვი- დამაკავე ატეხილი კვარადონისტებში, პრინციპსი სხვა რა დაგვრჩენია როოო... მსოფლიოზე ჩვენ ვერ მოვხვდით, ზუსტადაც ე.წ.- ოქროს ბიჭის, კვარას და კომპანიის დამსახურებით ბრჭყალებში,როდესაც შესარჩევი ჩააფლავეს და ჟგუფში ბოლოდან მე-2-ზე გავიდნენ...ხო და ამ პატივსაცემ საიტსაც მეტი რა დარჩენია - ლენტაზე რაღაც ხომ უნდა გაანიუსოს, აიღებენ რაღაც ყვითელ ამბავს და ოსტატურად შეაკვეხებენ კვარას,,,და მიდის სერიოზული განხილვა...აქაც ჩაიხვიეს რეალის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირების ფრაგმენტი,რომ აპირებს ახალი ფეხბურთელის ყიდვას - კონკრეტიკის გარეშე და ამათაც ეგრევე კვარას დაუკავშირეს და წავიდა და წავიდაა.....
დავით 67
მეც მინდა რომ ჩვენმა ყველა ფეხბურთელმა ევროპაში ითამაშონ, მაგრამ არაა დაინტერესება და რას იზამ. აქ ზოგი ამბობს, რომ თურქეთი ფეხბურთის მხრივ ვერ განვითარდაო. ისე რომ იცოდეთ დღეს თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, როგორც არასდროს. საქართველოს ნაკრები სადაც დაიჭირა იქ..... ასე რომ რეალურად შეხედეთ ყველაფერს.
ქობულეთიდან
რა თქმა უნდა არ იქნება ეს ვარიანტი ის, რასაც ვისურვებდით მამარდასთვის. ბეშიქთაში თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი კლუბია,თუმცა მაქ წასვლას ტოპ.5-ეულის საშუალო გუნდში გადასვლა და იქ თამაში ჯობს. წარმატებები გიორგის.
გურულო
ამხელა რესურსების მქონე თურქეთს კი უნდა ჰყავდეს მინიმუმ 5-6 ტოპ გუნდი, ჩალხანოღლუს და გიულერის გარდა თურქული გვარი რომ არ ისმის ევროპის სტადიონებზე და 3-4 კლუბის სახელი თურქეთიდან. ჩვენ უფრო კარგი პოზიციები გვაქვს ევროპაში.
გენადი
სამწუხაროდ ჩამობეშიქთაშდა მამარდა
კონტეს მამა
ბეშიქთაში არა ქოჯაელისპორი კიდევ. უკეთეს გუნდებს იმსახურებენ. სულ მსოფლიო ჩემპიონებიც რომ გახდნენ, ქართველები მაგ ქვეყანაში არ უნდა წავიდნენ. მით უმეტეს რუსეთში. ჰო, და კიდევ ირანში. ვინც იყო და ვინც ამჟამად თამაშობს კიდევ, ისინიც უნდა წამოვიდნენ. ცოტა გუნდებია ტოპ-5 -ში, რომ კარგმა მენეჯერმა მამარდა და ზურიკო დაასაქმოს? ერთი მეკარეების ათეულში მაინც შედის და მეორე საფრანგეთის მეორე ლიგის ბომბარდირია. ჟორჟიც ეგრე არ იყო ბომბარდირი, რამდენ გუნდს უნდოდა? ეხლაც მოწყობოლია ესპანეთში და მანდაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი. მხოლოდ ევროპაში ბიჭებო. არ გვაინტერესებს ვის უთამაშია მანდ 30 წლის, ისინიც ბოლოს ევროპაში წავიდნენ მაინც.
ზაზა
ლევან მეგობარო, თურქების ადვოკატად მე ვერ გამოვდგები, მაგრამ ეჭვი მაქვს თქვენ ქენან ილდიზი, ჰაქან ჩალჰანოღლუ, არდა თურანი, ემრე ბელეზოღლუ, ჰაქან შუქური, სერგენ იალჩინი, ოქან ბურუქი, რუშტუ რეჩბერი, ნიჰათ ქაჰვეჯი და კიდევ სხვების სახელები არ გაგიგია, ან უბრალოდ დემაგოგობთ. შეიძლება არ მოგწონდეს ან არც გიყვარდეს თურქული ფეხბურთი თუმცა იმის თქმა რომ თურქებს მხოლოდ არდა გულერი ყავთ და ეგაა, აი ძალიან დაბალ და მწირ საფეხბურთო ცოდნაზე მიუთითებს. ჩემი აზრით თურქებს ყოველთვის ყავდათ ნიჭიერი და გამორჩეული, მათ შორის მსოფლიო დონის ფეხბურთელები. რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ სადაც არ უნდა გადავიდნენ, რა თქმა უნდა ევროპის ტოპ 5 ლიგა ჯობია უდავოდ.
Levani
ისე ამხელა ქვეყანაა ასეთი სტადიონ-ბაზებით ამდენი მილიონი მოსახლეობით, შეძლებული კლუბებით და ერთი არდა გიულერია გამოჩნდა მარტო ვინც მაღალ დონეზე თამაშობს. კი დონე არის თავისთავად, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელი,თავისი სტილით რაღაც ასეთისგან შორს არიან. გაჭირვებული რუმინეთი ან ალბანეთი უფრო საფეხბურთო ქვეყანაა ვიდრე თურქეთი. ისე ალბანეთმა რაოდენობით გაგვისწრო მაკედონია,კოსოვო,შვეიცარია და თვითონ ალბანეთი 4 ნაკრებს ყოფნის მაგათი ფეხბურთელები.
მობურთალთუხუცესი
თურქებსა და რუსებს ერთი და იგივე დაავადება აწუხებთ: საქართველოში რაც მოეწონებათ, ყველაფერი თავისი ჰგონიათ.
llcl
თურქ-სელჩუკები და რუს-მონღოლები არ უნდა მაგას, ამათმა მხოლოდ ტოპ-5-ში უნდა ითამაშონ!
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
"ბეშიქთაში" მზადაა დავითაშვილის ტრანსფერში 20 მილიონზე მეტი გადაიხადოს
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
"ლივერპულმა" ტრანსფერი დაადასტურა - მამარდაშვილის გუნდი ესპანელი ფორვარდით გაძლიერდა
ეს ზურიკოს გუნდისთვის კარგია - საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება
მოლაპარაკებები დაიწყო, დავითაშვილი "ბენფიკას" უახლოვდება - ტრანსფერის შემთხვევაში, ზურიკოს მწვრთნელი მარკო სილვა იქნება
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
დავითაშვილი მოხვდა, კვარაცხელია ვერა - საფრანგეთში საუკეთესოებს ირჩევენ
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
დავითაშვილმა გაიტანა, მაგრამ "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში ვერ გადავიდა
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს