onefootball-ის ინფორმაციით, "სენტ ეტიენისა" და საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ "ატალანტაში" გადასვლასთანაა ახლოს.

ბერგამოელებმა ფრანგულ მხარეს მომხიბვლელი 8-ნიშნა შეთავაზება გაუკეთეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წესით, შეთანხმებაც მალე უნდა შედგეს.

წყარო აღნიშნავს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ინტერესი ძალიან სერიოზულია და აქტიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

შეხსენებისთვის, "ატალანტამ" გასულ სეზონში სერია A-ში მე-7 პოზიცია დაიკავა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. კლუბს ამ ზაფხულს სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მაურისიო სარი ჩაუდგა.

სავალუტო ჯიხური
რვანიშნა მონღოლურ ტუგრიკებში თუა ან ყოფილ იტალიურ ლირებში- დაღუპულია ეგ საქმე:))
Ardiles78
ღმერთმა ქნას, ქართული დერბი ვნახოთ სერია A-ში : უდინეზე-ატალანტა

„ტო-5“,ალბათ თბილისელების ლიგაა,არა?!-რა თქმა უნდა ვხუმრობ.
ქართველი
რვანიშნა რომ 10 მილიონი და ზევით არის ეგ თუ აქ ვინმემ არ იცის,საღოლ მაშინ კარგად გვქონია საქმე
ვაჟა მასწავლებელი
ჰაჰა-ს: რა გჭირს კაცოო?! მათემათიკის გაკვეთილზე ალბათ ფუფუ-ს გაიძახოდი?

10 მილიონიდან და 100 მილიონზე ნაკლები.ყველა 8 ციფრით იწერება!
ეკა დავითაია
მიონხენგლადბახის ბორუსიაც არ იყო ურიგო ვარიანტი!
Levani
ზურიკოსგან რაც ყველაზე მეტად მევასება არის ემოციური ხასიათიანი თამაში,ჩვენი კოლუმბიელია თავისი გოლის აღნიშვნით და ყველაფრით. ატლანტას ვერ გაქაჩავს კი არა ქარხნული დეტალივით მოერგება
ვაჟა მასწავლებელი
123-ს სწორი გათვლაა! გაიხარე.
ზაზა
ვააა...აბა ზურიკო ატალანტის მკვიდრი ატალანტი გახდება?!ეს ძალიან მაგარი ამბავი იქნება! იქეთ კიდევ ჩაკვე უდინეზეში!💥
დავითი
მეგობარო 10 000 000 –იც უკვე რვა ნიშნაა და ეს თანხა (თუ მეტი არა) ზურიკო ნამდვილად ღირს
123
8-ნიშნა იმას ნიშნავს მეგობარო, რომ მილიონს თან უნდა ახლდეს 6 ციფრი, მაგალითად 1 მილიონი იწერება 1-იანით და 6 ნულით ჯამში გამოვიდა 7-ციფრი, 8 ნიშნა იმას გულისხმობს რომ აქ საუბარია მინიმუმ 10 მილიონზე, რადგან 10 დან 99 ის ჩათვლით 8 ციფრია საჭირო. გამოდის რომ ზურიკოს შემთხვევაში 10 მილიონს ან მეტს გადაიხდის ატალანტა
დდდ
სწორად წერია, მილიონი 6 ნულით იწერება, მაგრამ ცარიელი ნულები მხოლოდ ნულს ნიშნავს წინ თუ სხვა ციფრი არ უდგას...
ქომაგი
ვა თუ გამოვიდა მაგრად გაასწორებს, ზურიკოსთვის ატალანტა იდეალური ვარიანტია, მაურისიო სარი მაგარი მწვრთელია და კარგ პროგრესს დადებს ზუკა. რაღაც საინტერესო სატრანსფერო ფანჯარაა წელს, წარმატებები ზუკას და ბიჭებს ❤️

ეს უკვე ძალიან სერიოზული ვარიანტია!შესაძლოა ზურიკოს,საფრანგეთში დარჩენა,ან ესპანეთში გადასვლა სურდეს,მაგრამ მაგის იქით,ეს ალბათ საუკეთესო არჩევანი იქნება.ატალანტას თამაშის სტილიც კარგად მიესადაგება,ზურიკოს თამაშის სტილს.
ჰაჰა
კარგი ბიჭია. ცოტა მეტი და სწრაფი აზროვნება და ბევრად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. მე ვერ გავიგე 8 ნიშნა შეთავაზება. 6 ნიშნა მილიონია და 8 ნიშნა 100 მილიონი გამოდის. ალბათ 7 ნიშნა უნდა ეწეროს, თუმცა თუ უფრო ჭკვიან ფეხბურთს ითამაშებს 8 ნიშნაც გახდება. იმედია ენამ გიყივლათ.
შაქრო ბოლგატანგელი
იმედია ტო-5 მოხვდება და გაიბრწყინებს!
გეგი
სუპერ ვარიანტია!
Givi
ზურიკოსთვის იდეალური ვარიანტია, სერია A ში ასწავლიან ბურთი ზედმეტად რომ არ უნდა ათრიოს და დაკარგვები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს, რაც ყველაზე თვალშისაცემი ნაკლია მის თამაშში, ამის მერე მაგრად მოუმატებს დამიჯერეთ.
zura222
ამ ბიჭს მაგრათ ვბალელშიკობ მაგრამ ატალანტას ვერ გაქაჩავს ჯერ, ჯობდა თურქეთში ეთამაშა
რამაზ
ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი, რაც კი ზურიკოს ირგვლივ გაჟღერებულა.
lasha
დავითაშვილი არის ძალიან ნიჭიერი ბიჭი. ცოტა გამართლება ჭირდება და რაც მთავარია შრომის მოყვარეობა. თავის თავზე მუსაობა. ხო არის კვარას ძმაკაცი და მიბაძოს მაგას :) თვითონაც იხერიებს და სამშობლოსაც გამოადგება . წარმატებები :)
უარი სარფიან წინადადებაზე - წიტაიშვილს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ევროპაში სურს
[VIDEO] მამარდაშვილის მშრალი მატჩი და მაღალი შეფასებები - "ლივერპულმა" "რექსჰემს" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი და გატანილი პენალტი - "ვილიარეალმა" "კომო" დაამარცხა
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
პირველი მარცხი ჯგუფურ ეტაპზე და რთული მეტოქე მეოთხედფინალში: U18 ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება
სფფ-ის დელეგაციის ვიზიტი კახეთის რეგიონში
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
სავინიოს "ტოტენჰემში" გადასვლა უნდა - ბრაზილიელის წაყვანა რობერტო დე ძერბის სურს
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან
გაგნიძე მოსკოვის "დინამოს" დუბლებში გადაიყვანეს და კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდებენ
ფაბრიციო რომანო: უელბეკი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ჩელსიში" გადავა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა
FIFA-მ ახალი რევოლუციური პროექტი დაანონსა, რის გამოც ევროპელები მუნდიალს ბოიკოტს გამოუცხადებენ? - სკანდალური ამბის დეტალები
[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] ამჯერად 0:3 - "დილა" "აპოლონთან" კვიპროსშიც დამარცხდა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
მოლაპარაკებები დაიწყო, დავითაშვილი "ბენფიკას" უახლოვდება - ტრანსფერის შემთხვევაში, ზურიკოს მწვრთნელი მარკო სილვა იქნება
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
დავითაშვილი მოხვდა, კვარაცხელია ვერა - საფრანგეთში საუკეთესოებს ირჩევენ
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
"ატალანტამ" ალაიბეგოვიჩი ვერ შეიძინა და დავითაშვილის ტრანსფერზე გადაერთო
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს