საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ადგილობრივი გიმნაზიის დარბაზი და თავად იურმალა ჩვენი ნაკრებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილია. მესამე ზაფხულია, რაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი სწორედ ლატვიის ამ კურორტზე გადის ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ციკლს და აქ ყველაფერი უკვე შინაურული და გამოცდილია.

საქართველოს ნაკრები იურმალაში 21 ივნისს, დილის საათებში ჩამოვიდა და დღის დარჩენილი პერიოდი დასვენებასა და ადაპტაციას მოახმარა. პირველი ვარჯიში კი ნაკრებმა დღეს, დილის 11:00-დან 14:00 საათის ჩათვლით ჩაატარა, რომელშიც ყველა იმ კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც შეკრებაზე იმყოფება.

ამ ეტაპზე ნაკრებში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულ მოთამაშეებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი წევრი, მარკის რიდი გუშინვე, საღამოს შეუერთდა. ნაკრების შემადგენლობაში არიან: რატი ანდრონიკაშვილი („ალფტანესი“, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე („ს.კ ბათუმი“), მარკის რიდი („ბაჰჩეშეჰირი“, თურქეთი), ლუკა ალავიძე („ს.კ ქუთაისი“), დუდა სანაძე („პალმერ ბასკეტი“, ესპანეთი), სანდრო სანაძე („ს.კ მარგვეთი“), გიორგი კობახიძე („ს.კ მარგვეთი“), კახაბერ ჯინჭარაძე („ს.კ ქუთაისი“), ალექსანდრე ფევაძე („ს.კ თსუ“), ბექა ბურჯანაძე („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი კორსანტია („გიპუზკოა ბასკეტი“, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე („ოსტენდე“, ბელგია), გიორგი ტურძილაძე („ს.კ თსუ“), ვილი ისიანი („ს.კ რუსთავი“) და გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქი“, NBA).

პირველმა ვარჯიშმა, რომელიც ორი სეგმენტისგან შედგებოდა, საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. პირველი ბლოკი ფიზმომზადებას დაეთმო – ვარჯიშის დასაწყისში გასახურებლად მოთამაშეებმა სიმძიმეებითა და დარბაზშივე არსებული ტრენაჟორებით ისარგებლეს.

შემდეგ დაიწყო მთავარი, საკალათბურთო ბლოკი, რომელიც კომბინირებული დავალებებისგან შედგებოდა. ბიჭებმა მრავალი სახის, ძირითადად ტაქტიკურ-კომბინაციურ კომპონენტებში ივარჯიშეს, რაც, ტრადიციისამებრ, პერიმეტრიდან და სხვადასხვა პოზიციიდან სროლებით დასრულდა.

ხვალ საქართველოს ნაკრები კვლავ იმავე დროს ივარჯიშებს, ზეგ კი უკვე პირველი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ჩვენი გუნდი ლატვიაში შეკრებაზე მყოფ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ანგოლის ნაკრებს შეხვდება. მატჩი იურმალას გიმნაზიის დარბაზში, დახურული ფორმატით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლატვიაში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დასკვნითი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (რომელიც ასევე ლატვიაში გაიმართება) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით. სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ჩვენი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის საგზურს.

GBF.GE

საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ინგლისი
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს
"რაფინიასთვის მუნდიალი დასრულდა" - ესპანელი ჟურნალისტი
"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
[VIDEO] კიურასაოს 37 წლის მეკარის სასწაული - როომიმ ეკვადორთან 15 მოგერიება განახორციელა
[VIDEO] მეტოქე 22 წამში დაანოკაუტა - ჩოხელის წარმატებული დებიუტი UFC-ში
შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება