ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პროცესი ოფიციალურად გახსნა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ შეხვედრების მოგებას მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.

მოსამზადებელი ეტაპი და შემადგენლობა

სეზონთშორის პერიოდში მოქცეული შეკრება ტრადიციისამებრ, ორ ეტაპად არის დაყოფილი. თავდაპირველად, სუპერლიგაში მოთამაშე კანდიდატები თბილისში რამდენიმე დღით იკრიბებიან, რის შემდეგაც აქ თავგამოჩენილი კალათბურთელები ლეგიონერებს შეუერთდებიან და ოფიციალური მატჩებისთვის გენერალურ მზადებას უკვე საზღვარგარეთ გაივლიან.

ეროვნული გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც 13 მოთამაშე „თბილისი არენაზე“ გამართულ პირველსავე ვარჯიშზე გამოცხადდა. ადგილობრივი ჩემპიონატის კალათბურთელებთან ერთად, დარბაზში ის ლეგიონერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც საკლუბო სეზონი უკვე დაასრულეს. მათ შორის არიან:

გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქი“, NBA)

რატი ანდრონიკაშვილი („ალფტანესი“, ისლანდია)

დუდა სანაძე („პალმერ მალიორკა“, ესპანეთი)

გიორგი კორსანტია („გიპუზკოა ბასკეტი“, ესპანეთი)

ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია)

ლატვიურ შეკრებაზე გამგზავრებამდე გუნდს თბილისშივე შეუერთდებიან ბექა ბურჯანაძე (ესპანური „გრანადა“) და გასულ სეზონში ისლანდიურ რეიკიავიკში მყოფი ცოტნე ცარციძე.

გეგმა მატჩებამდე და საკონტროლო შეხვედრები

21 ივნისს, გამთენიისას, თბილისური შეკრების შედეგად შერჩეული შემადგენლობა ლატვიის ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაემგზავრება, სადაც 29 ივნისამდე დარჩება.

ოფიციალურ მატჩებამდე ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს:

24 ივნისი (იურმალა): საქართველო – ანგოლა

28 ივნისი (რიგა): საქართველო – ლატვია (ეს მატჩი ზუსტად იმ დარბაზში ჩატარდება, სადაც 3 დღეში ნაკრები ოფიციალურ შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება.

ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიას დაასრულებს. ეს სერია მინიმუმ 24 ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა, შესაძლოა, „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება 28 რიცხვამდეც გაიწელოს. სანდრო მამუკელაშვილი კანადაში იმყოფება და ნაკრებს, ისევე როგორც  ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, მარკის რიდი,  პირდაპირ ლატვიაში შეუერთდება.

სატურნირო ვითარება

A ჯგუფში და ფორმატიმსოფლიო ფორუმზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო კოლექტივი მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.

ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: 4-დან 4 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 2-2 გამარჯვებით უკრაინა და საქართველო მიჰყვებიან, ხოლო აუტსაიდერის პოზიციას დანია იკავებს, რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს. ესპანეთსა და საქართველოს მეორე ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, დიდი ალბათობით კი მათ კომპანიას უკრაინაც გაუწევს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, სატურნირო ცხრილში მათ დანიამ გადაასწროს.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.

ისტორიული რეტროსპექტივა: საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ფორუმზე 2023 წელს შედგა. იაპონიაში, F ჯგუფში ასპარეზობისას, ქართველებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლიეს, სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეორე რაუნდში ჩვენი გუნდი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდა და ტურნირი საპატიო მე-16 პოზიციაზე დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2027

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ქვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ევროპა: 12 ადგილი

ამერიკა: 7 ადგილი

აზია-ოკეანეთი: 7 ადგილი

აფრიკა: 5 ადგილი

GBF.GE

კარგი,ეს ორი თამაში მოვიგეთ,მაგრამ აგვისტოში,შემოდგომაზე და ზამთარში რას ვაპირებთ?აგვისტოში კიდევ შეიძლება გოგას და სანდროს იმედი გვქონდეს,მაგრამ ნოემბერში და თებერვალში მათი ჩამოსვლა ხომ გამორიცხულია?!რიდმაც კლუბი გამოიცვალა და სავარაუდოდ,ევროლიგის თამაშებზე თამაში მოუწევს.გამოუშვებენ ნაკრებში,ან თვითონ მოისურვებს?ალბათ სხვა ნატურალიზირებულ კალათბურთელებსაც დაელაპარაკებიან,რომ რომელიმე მაინც დაგვეხმაროს,თუმცა მაინც ძალიან შესუსტებული შემადგენლობა გვეყოლება და საუკეთესო სამეულში მოხვედრა,ძალიან ძნელი იქნება.კაცი მაინც იმედით ცოცხლობს,არც მარკუს რიდის კლასის კალათბურთელის დამატების იმედი გვქონდა,მაგრამ დავიმატეთ და ბოლომდე თუ დავიხარჯეთ,იქნებ საჭირო შედეგებსაც მივაღწიოთ!მათე ხატიაშვილი არ გამოიძახეს და იმედია ნაკრებს ტრავმის გამო კი არა,ვინმე მასზე უკეთეს ფორმაში მყოფი მოვიდა და მის გამო ვერ მოხვდა,ნაკრებში.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს და იმედია შეძლებენ გამარჯვებებს.

• ალექსანდრე ჯიკჩი

ორივე თამაშს მოვიგებ.

• alexandre

ალბათ ყველას აინტერესებს სრული სია, ვინც არის შეკრებაზე. ბიჭებს კი წარმატებებს ვუსურვებ! ორივე თამაშის მოგება შესაძლებელია. თოკოს კი ვუსუტვებ მეორედ გახდეს ესპანეთის ჩემპიონი!

• გოგა

უკრაინას უნდა მოუგოთ აუცილებლად, რო ერთი მოგება მაინც გადაგვყვეს და თუ ძან მოინდომეს ბიჭებმა, თან იღბალიც ჩვენ მხარეს იქნება, ესპანეთანაც შეიძლება მოგება, მერე უკვე 70% გასულები ვიქნებით მსოფლიოზე

ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო

[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა

[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა

მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო

"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა

"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი

უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში

ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ

[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა

[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე

"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის

[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა -  ბოსნიას და ჰერცეგოვინას

"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია

"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია

დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს

შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება

[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა

MVP-ს ტიტული კობზისტის რიდის გაგდებისთვის - უკრაინელების გამოხმაურება საქართველოს დამარცხებაზე

გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა

[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო